დღეს საკუთარ თავთან მქონდა ამ თემაზე საუბარი. ჩემ თავს ვკითხე მიყვარდა თუ არა ვინმე ან რამე. ღრმად ჩავეძიე ქვეცნობიერს და აღმოვაჩინე, რომ არავინ მიყვარს, არც მშობლები, არც ქვეყანა და არც ღმერთი. ეხლავე ავხსნი ყველაფერს: მშობლების მიმართ განვიცდი ანგარებას, მიყვარან იმიტომ რომ მათ მიერ ვარ უზრუნველყოფილი ყველანაირად, მათ გარეშე უსუსური ვიქნებოდი,არაფერი მექნებოდა.. ღმერთი მიყვარს იმიტომ, რომ მეშინია მისი, ხოლო ქვეყნის მიმართ მხოლოდ ახალგაზრდულ სისხლის ჩქეფას განვიცდი, ტიპა ბრძოლის ყიჟინა, იარაღის ჩხარუნი. არც ადამიანები მიყვარან, არც კაცთმოყვარე ვარ. ე.ი არსება ვარ, რომელსაც არავინ და არაფერი უყუვარს, მაშ რამე მაინც ხომ უნდა მიყვარდეს? თავი მოვთოკე და ამ კითხვასაც გავეცი პასუხი, ბლიაძ საკუთარი თავი მიყვარს მხოლოდ. მაგრამ უბედურება იმაშია, რომ ამაშიც არ ვარ მთლად დარწმუნებული. კაროჩე ეს ჩემზე დავწერე. თქვენი აზრი მაინტერესებს, რა გიყვართ, როგორ გიყვართ. ან იქნებ თქვენც ჩემი მსგავსად უსიყვარულო არსება ხართ?