Jump to content
Planeta.Ge

McLaren

პლანეტელი
  • პოსტები

    3.117
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი McLaren

  1. shamili ეგ ერორმა თქვა? http://www.realclearpolitics.com/epolls/ot...roval-1044.html რა თქმა უნდა კრიზისის ფონზე ობამას რეიტინგი დაეცა, მაგრამ მის მუშაობას უფრო მეტი ადამიანი დადებითად აფასებს, ვიდრე უარყოფითად. ჩეინის რაც შეეხება, რა დროს მაგის კონგრესია. კაცი კინაღამ გასროკეს და ახლა სახლში ზის და მემუარებს წერს.
  2. ჭანო რა თქმა უნდა არა. მთავრობა იმდენს შვება, რამდენის უფლებასაც ვაძლევთ. ჯერჯერობით ყველაფერზე თვალებს ვხუჭავთ და ამიტომ გასდით.
  3. ჭანო სამწუხაროდ ასეთი ხალხისთვის საქართველოში ადგილი არ მოიძებნება. უამრავი ტოჩკა ვიცი თბილისში სადაც ფსიქიურად ავადმყოფი ბომჟები აბირჟავებენ ხოლმე. მართალი ხარ. ოღონდ ეს იმ შემთხვევაში თუ ვინმე ეცდება ამის დამტკიცებას. ამ შემთხვევაში დანაშაულის ნიშნები პოლიციელის მოქმედებაში ჩანს. ვინ დაიწყებს ამ ამბავში მტყუან მართლის გარჩევას? არავინ. ორ მაგალითს მოგიყვან. 15 ივნისს, დიღომში სამმართველოსთან აქციის დარბევის დროს ძალაინ ბევრი ადამიანი სასტიკად სცემეს, მათ შორის ჟურნალისტები. ოპერატორებს კამერები წაართვეს და გადაღებული მასალა წაუშალეს. მხოლოდ ITV - ის ჟურნალისტმა თუ ოპერატორმა მოახერხე რამდენიმე კადრის შენარჩუნება. მას მერე რაც ეს კადრები გავრცელდა და აშკარად სახეზე იყო მხეცობის ნიშნები, შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომ შსს-ს ოთხი თანამშრომელი დაისაჯა. მათი სახელები და გვარები დღემდე არავინ არ იცის. ანუ სავარაუდოდ არც არავინ დაუსჯიათ. იგივე ეხება ამ ბოლო პანჩურების ეპიზოდს. გამოაცხადეს რომ ვიღაც სოდელი სამსახურიდან გათავისუფლდა. ნანა ლეჟავამ გაარკვია რომ ასეთი სახელის და გვარის თანამშრომელი სოდში არ მუშაობდა. გვაბოლებენ ტყუილებით და ამის ფონზე ფრაზა, რომ ჯერ გამოძიება ჩატარდეს, და მერე გავაკეთოთ დასკვნები არის ცინიზმი. თორე ნორმალურ ქვეყანაში რომ ასე ხდება, ეს მეც ვიცი.
  4. machkatela მეც ეგ უნდა მეკითხა
  5. Saturn და ტყუილების ფრქვევა და დანაშაულზე თვალის დახუჭვა კიდევ ჩვენი პოლიციის საფირმო ნიშანია.
  6. ჭანო ვიდეოზეც ჩანს რომ კაცი არაა თავის ჭკუაზე. და სამართალდამცველის მიერ მსგავსი ქმედება გამართლებულია? ეს დარჩიაშვილის საფირმო ფრაზაა. შეიძლება მართალია შენ რასაც ამბობ, მაგრამ აქ ერთი პრობლემაა. არავინ არ შეიწუხებს თავს ამ ამბის გარკვევით. და ხვალ იგივე პოლიციელი უარესს იზამს.
  7. ვინ ჩემი ფეხებია RAK Georgia Holding? დამფუძნებელი ვინაა? რაკიინის სახელი რატომ მიისაკუთრა? ამ ტელევიზიიდან რა მოგებას ნახულობს? თუ ზარალობს, რა სახსრებით ანაზღაურებს ამ ზარალს? ამის გათვალისწინებით რატომ იქნება არაკანონიერი ამ ტელევიზიის აღება და ოჯახისთვის დაბრუნება?
  8. თემა გაიწმინდა არათემატური პოსტებისგან.
  9. kisa შსს-ს რას ეკითხები? ღიად გეუბნებიან რასაც აპირებენ. ნუ მთლად პირდაპირ არ ამბობენ, მაგრამ ამ სიების გამოქვეყნებით უკვე გვეუბნებიან ფეხებს ვერ მოგვჭამს ვერავინო, შედეგი უკვე ცნობილიაო. მე არ ვიყრი მერობაზე კენჭს და არც პრეზიდენტობას ვაპირებ. ალასანიას როგორც ვიცი ოპოზიციის ლიდერობაზე აქვს პრეტენზია. ხოდა თუ უნდა ხალხმა მხარი დაუჭიროს, დაგვანახოს გამოსავალი. აქტიურობა, აქტიურობას რომ გაიძახის, ეგ ვერ უშველის. 100 000 ზედმეტი ხმა თბილისში, ნაცებს ჯამში 200 - დან 250 - მდე ათას ხმას მისცემს. ე.ი. ალასანიამ რომ მოიგოს, 300 ათასმა კაცმა უნდა მისცეს ხმა თბილისში. ეგ კიდევ ფანტასტიკის სფეროდანაა.
  10. აქედან 100 000 სავარუდოდ თბილისზე გადანაწილდება, რაც უეჭველი უზრუნველყოფს როგორც უგულავას გამარჯვებას, ისე საკრებულოში ნაცების უმრავლესობას. თბილისის გარდა საქართელოში 63 ოლქია. დარჩენილი 400 000 რომ დანაწილდეს ამ 63 ოლქზე, თითო ოლქზე ზედმეტი 6350 ხმა გამოვა. იმ რაიონებში, სადაც 50 000 - ზე ნაკლები ამომრჩეველია (და ასეთი საქართველოს რაიონების უმრავლესობაა), ეს 6350 ზედმეტი ხმა სრულიად საკმარისია ნაცების გამარჯვებისთვის. მოკლედ თვლა ნამდვილად იციან. მე მაინტერესებს რას უპირებს ამას ოპოზიცია. თუ ამის საწინააღმდეგო წამალი არ შემოგვთავაზა იგივე ალასანიამ, მე ვერ ვხედავ ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღების აზრს.
  11. მოკლედ როგორც დავაკვირდი თბილისელების 90% ზოლიდან ზოლში გადასვლის დროს არ იყენებს პავაროტნიკს (არ ვიცი ქართულად რა ქვია მაგას). მეტიც, გადასვლის წინ სარკეშიც არ იყურება. ახლა რა მაინტერესებს. სიზარმაცის ბრალია ეს, სკლეროზის თუ კაი ბიჭურ (გოგოურ) საქციელად ითვლება, როცა ვიღაცას მოულოდნელად ცხვირ წინ გზას მოუჭრი?
  12. მალინა ისე მეკითხები, თითქოს ნაპოვნი მქონდეს უკვე შენთვის სამსახური იმათ კი არ უნდა შეგითავსონ, შენ უნდა შეათავსო akkai სამსახურში საქმეს აკეთებ. და აი სამსახურისგან თავისუფალ დროს რომ გაერთობი, ეგაა პონტი.
  13. მალინა რამე სამსახური იპოვე. ბეზპონტაობას შველის. სამუშაო დღეებში ისედაც დაკავდები. შაბათ-კვირას კიდე ნამუშევარ-დაღლილზე მაგარს გაერთობი. თან გამდიდრდები ცოტა :papa:
  14. Nukriko საზოგადოებიდანაც მოდიოდა. ანუ ამ მოვლენების შემდეგ კატასტროფულად დაეცა ამ ოპოზიციის რეიტინგი. თუმცა მათ ადგილას ახალი არავინ გაჩენილა. და ამიტომ ისევ იგივე ხალხის ეიტინგმა დაიწყო ზრდა. მაინც სად წერენ?
  15. newstudio კი მაგრამ მხოლოდ დასავლეთში საზოგადოებრივი აზრის შექმნა ვერ უშველის ამ კაცს. საქართველოშიც უნდა შეიქმნას გარკვეული საზოგადოებრივი აზრი მასზე. რაც ჯერჯერობით არ ხდება.
  16. Nukriko ოპოზიციამ ბოლო 2 წლის განმავლობაში უკვე ორჯერ განიცადა სერიოზული კრიზისი. პირველად 2008 წლის ორჯერ გაყალბებული არჩევნების მერე, და მეორედ შარშან აპრილის აქციების უშედეგოდა დასრულების შემდეგ. მაგრამ სხვა ოპოზიცია არ გამოჩენილა. ისევ იგივე სახეებია. საერთოდ ნორმალური არჩევნების ჩატარებამდე პოლიტიკური პარტიების გადარჩევა ვერ მოხდება. მანამდე ალასანიას ლიდერობა მეც ოპტიმალურად მიმაჩნია. არა იმიტომ რომ ძალიან მომწონს. უბრალდ რასაც შენ ამბობ, ეს ნიშნავს ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დარჩენას კიდევ მინიმუმ 20-30 წელი. რასაც ალასანიას გაპრეზიდენტება მირჩევნია. უცხოური პრესა ნამდვილად აქებს ალასანიას http://foreignpress.ge/?p=9827 თუ დასერჩავ სხვა მრავალ სტატიასაც იპოვი. უბრალოდ რამდენად საკმარისია უცხოური პრესის მხარდაჭერა, ეგ არ ვიცი.
  17. lasha_alo გუმბარიძე გუმბარიძეა, სააკაშვილი კიდევ სააკაშვილი. გაიხსენეთ 2 ნოემბრის აქცია. რა მოთხოვნები იყო მაშინ? საარჩევნო კოდექსის შეცვლა, პარლამენტის დაკომპლექტების მაჟორიტარული სისტემის შეცვლა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საპარლამენტო არჩევნების კონსტიტუციურ ვადებში ჩატარება. რა ქნეს მაშინ ნაციონალებმა? ჯერ თქვეს პირველ სამ პუნქტზე თანახმა ვართო, მეოთხეზე არაო. 7 ნოემბრის შემდეგ ყველაფერზე დათანხმდნენ, მაგრამ რა შეასრულეს? რამდენიმე პოლიტპატიმარი მართლაც გამოუშვეს მაგრამ ყველა არა. რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, მანდ სასიკეთოდ არაფერი შეუცვლიათ. დაელოდნენ აქციების დაშლას და მერე მაინც თავისი გაიტანეს. ახლაც იგივე სცენარი იყო. ვითომ საარჩევნო კოდექსზე რომ მუშაობდა ჯგუფი, რით დამთავრდა ეს ყველაფერი, გახსოვთ? ან ის შექმნილი საკონსტიტუციო კომისია ვინმეს ახსოვს ახლა საერთოდ? ნაციანალებს აქვთ ეგეთი სისტემა შექმნილი, რამეს დათმობენ და ჩამოიშლებიან.
  18. ჭანო რაც შეეხება საარჩევნო ბოიკოტს, მიზეზი ალბათ დასავლეთის ყურადღების მიქცევაა. ზაფხულში იყო ჩამოსული ბაიდენი და ილაპარაკა სააღჩევნო გარემოს გაუმჯობესების აუცილებლობაზე, მედიის გათავისუფლებაზე და ა.შ. იმის მერე უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა. ავიღოთ საარჩევნო კომისიების საკითხი. უბნებზე და ცესკოში ნაციანალებს ყავთ 7 კაცი, ოპოზიციას 6. საოლქოშI ოპოზიციას მგონი საერთოდ არ ყავთ ხალხი. გადაწყვეტილებები მიიღება უმრავლესობით, და 7 კაცის ხმა უკვე უმრავლესობაა. მითხარი, შენი აზრით რაში ჭირდებათ ეს უმრავლესობა? გაეკეთებინათ 6 6-ზე, ან 7 7-ზე. აი როცა პირდაპირ გეუბნებიან წინასწარ, არჩევნებში არაფრის იმედი არ გქონდესო (და კომისიების ამ წესით დაკომპლექტებით ზუსტად ამას ამბობენ), რამე უნდა მოიმოქმედო. არჩევნების ბოიკოტი არც მე მიმაჩნია ოპტიმალური. შენი აზრით როგორ უნდა შეეწინააღმდეგო ამას? რაც შეეხება საპარლამენტო ბოიკოტს, აქ გაცილებით უფრო მარტივადაა საქმე. ხალხს ოპოზიციისთვის ხმა იმისთვის არ მიუცია, რომ პარლამენტის კაბინეტებში თბილად იჯდნენ და კაი ხელფასები მიიღონ. ხალხის მოთხოვნა იყო ამ ხელისუფლების შეცვლა, ან როგორც მინიმუმ პარლამენტიდან ამ ხელისუფლების გაკონტროლება. 150 კაციან პარლამენტში 31 ადამიანი ვერც ერთს შეძლებს, ვერც მეორეს. ამიტომაცაა რომ პარლამენტში შესულ "ოპოზიციონერ" დეპუტატებს დღეს 0-ანი რეიტინგი აქვთ.
  19. lasha_alo ავტონომიის გაუქმება საკმარისი არგუმენტია? ჯერ ერთი ამ ავტონომიის გაუქმება მოხდა ცალმხრივად, იქაური მოსახლეობისთვის არავის არაფერი არ უკითხავს. მეორეც, თვითგამორკვევის უფლებას არ ითვალისწინებს არც საქართველოს, არც რუსეთის კონსტიტუცია, გინდა ავტონომია იყოს, გინდა ცენტრს დაქვემდებარებული ადმინისტრაციული ერთეული. რაც შეეხება თვითგამორკვევის უფლებას. მსოფლიოში 1000 - ზე მეტი სხვადასხვა ეროვნების ხალხი ცხოვრობს. და არსებობს 193 სახელმწიფო. ვთქვათ და ეს მართლა უსამართლობაა და ყველა ერს თავისი სახელმწიფო უნდა ქონდეს. როგორ მოხდება ამ ერებისთვის სახელმწიფოების გამოყოფა? თუნდაც ავიღოთ აფხაზეთი. აფხაზეთში როგორც ქართველები, ისე აფხაზები ცხოვრობენ. როგორ უნდა დაიყოს ეს ტერიტორია ქართულ და აფხაზურ ნაწილად? იგივე პრობლემა შეიქმნება ყველგან. ყოველ ასეთ კონფლიქტს ომი მოყვება. ამიტომ არსებობს საერთაშორისო სამართალი, რომელიც უზრუნველყოფს საზღვრების უცვლელობას. კიბატონო, აშშ-მ სერბეთში დაარღვია ეს პრინციპი, რუსეთმა კიდევ ჩვენთან. მაგრამ მათ ეს იმიტომ მოახერხეს, რომ ცალკე აღებულს მთელ საერთაშორისო საზოგადოებაზე მეტი ძალა აღმოაჩნდა.
  20. lasha_alo აფხაზეთის გარდა ჩვენ მეორე კონფლიქტური რეგიონიც გვაქვს, სადაც დემოგრაფიული მდგომარეობა ცოტა განსხვავდება. და ასე რომც არ იყოს, საქართველო არაა იმ მდგომარეობაში რომ ორმაგი სტანდარტებით ითამაშოს. ორმაგი სტანდარტების ფუფუნება აქვს რუსეთს, აშშ-ს და იმ ქვეყნებს ვისაც საკმარისი ძალა აქვთ იმისთვის რომ ძალისმიერი მეთოდით მიაღწიონ თავისას. ამავე დროს სერბეთმა უარი თქვა ყველა ტერიტორიულ პრეტენზიაზე ხორვატიასთან და ბოსნიასთან. იმისთვის, რომ კოსოვოს ამბის განხილვისას ვერავინ დაადანაშაულოს ორმაგ სტანდარტებში.
  21. Siknadmo მათ უნდათ დამოუკიდებლობა. როგორც ჩვენგან, ასევე რუსებისგან. აი ქართველებს რომ არ მოგვწონს აშშ-ს პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ რუსეთის შიშით მაინც რომ პროდასავლურ პოლიტიკას ვაწვებით, დაახლოებით იგივეა მანდაც.
  22. Jonathan Livingston მე არ მითქვამს, რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ მეთქი. სამწუხაროდ ჩვენ არც ამის რესურსი გვაქვს ჯერ, და არც ისინი მიიღებენ ჩვენ დახმარებას. როგორც ვიცი ამ ტერიტორიით თურქეთიცაა დაინტერესებული. გემების დაკავების ნაცვლად, შეგვიძლია რამე ოფიციალურ ჩარჩოში მოვაქციოთ აფხაზურ-თურქული ურთიერთობები. თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა, და ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ასე რომ თურქეთის მხრიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების საფრთხე თითქმის არ არსებობს. სამაგიეროდ თურქეთის შემოსვლა თუნდაც აფხაზურ ეკონომიკაში საგრძნობლად შეასუსტებდა მანდ რუსეთის პოზიციებს. ეს კი ნებისმიერ ვარიანტში ჩვენთვის კარგია.
  23. Siknadmo პრინციპში ფორუმ.გეზეც ბლომად ზიან ნაცები, მაგრამ იქ ხომ მაინც ისმის განსხვავებული აზრი? აფხაზურ ფორუმებზე ასეთ განსხვავებულ აზრს სამწუხაროდ ჯერ ვერ მივაგენი. ძალიან მიხარია, თუ ასეა
  24. Siknadmo ხშირად ვკითხულობ აფხაზურ ფორუმებს. ვშიშობ რომ შენ თხოვნას იქ არავინ არ შეისმენს. ძალიან განსხვავებული აზრები აქვთ იქეთ. სანაცვლოდ თუ არ შევთავაზეთ იმათ რამე, ისინი ჩვენ არაფერს არ დაგვითმობენ. ალბათ ისევ რუსების მიმართ უკმაყოფილება უნდა გამოვიყენოთ. ეს უკმაყოფილება აწი სულ უფრო და უფრო გაიზრდება. აბათ ბოლოსდაბოლოს დაიწყებენ ალტერნატივის ძებნას. და ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ ამ ალტერნატივის მოძიებაში.
  25. ჩემი აზრით ჯერ ნდობა უნდა აღდგეს მათ და ჩვენს შორის. და შემდეგ უკვე იქნება შესაძლებელი კომპრომისულ ვარიანტზე ლაპარაკი. როგორც მე ვხედავ ამდენი წაგებული ომის მერე, ქართველები ძალიან ბევრი კომპრომისისთვის ვართ მზად. მაგრამ აფხაზები პირიქით, ამდენი მოგებული ომის მერე ლტოლვილების დაბრუნებაზეც კი ამბობენ უარს. ასეთ კონფრონტაციულ მდგომარეობაში ჩვენს შორის შეთანხმება ვერ შედგება. და ამ ყველაფრით რა თქმა უნდა რუსეთიც ისარგებლებს.
×
×
  • შექმენი...