shamili კიბატონო, მაგრამ ეგ ხომ ვერ მოაგვარებს კონფლიქტებს? 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილმა ხელი მოაწერა ძალის არ გამოყენებას სეპარატისტების წინააღმდეგ. იასონ ფავლენიშვილისა არ ვიცი, მაგრამ პადოშა სააკაშვილს კანონიერ პრეზიდენტად აღიარებს. შესაბამისად ის ხელმოწერაც კანონიერია. და ტერიტორიების დაბრუნების ნებისმიერი ძალისმიერი მცდელობა საერთაშორისო სამართლის დარღვევა იქნება. და როგორ აპირებენ ეს ბატონები საერთაშორისო სამართლის ძალით რუსეთზე ზეწოლას, როცა თავად არ სცნობენ ამ საერთაშორისო სამართალს?
shamili იქნება უფრო კონკრეტულად თქვათ რას ნიშნავს სერიოზული ანტისაოკუპაციო მოძრაობა. და ზოგადად, როგორი ხედვა აქვს ამ ხალხს კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებით.
newstudio ჭანო chegesto lasha_alo lasha1997 Lo Janko babuagiorgi kisa ძუკუ ლ ი ც ი DATA TUTASXIA Saturn T_A_T maka machkatela maliari დიდი მადლობა ყველას! აუცილებლად! T_A_T ის მცხობელი ვიდეოში შენ ხარ? :rolleyes:
kisa ბოლომდე არ უსმინე გამოსვლას? ვიღაცეები რომ წკავწკავებენ, მაგისთანა ხალხისთვის კი არ ვაშენებთო მაგ ობიექტებს ისე 7 ნომებრამდელ ლაპარაკის სტილს უბრუნდება სააკაშვილი, თუ მე მეჩვენება?
Saturn ანუ ვინც დროზე იხდის გადასახადებს, ის მდიდარია? რამდენი ვიცი ისეთი, 1000 ლარიანი მობილურები რომ უდევთ ჯიბეში, და ანგარიშზე არასდროს არ აქვთ არაფერი.
lasha1997 ამომრჩევლებზე ზეწოლას რატომ ახდენ? მართლა აჭრიან და რა ვერ გავიგე ახლა. მე რომ ყოველთვიურად პატიოსნად ვიხდიდი ამ გადასახადს, გამოდის რომ დავგოიმდი? მაშინ ადგნენ და სხვებს რამდენ ლარსაც ჩამოაჭრიან, იმდენი დამისვან დეპოზიტზე.
lasha1997 შარშანწინ სამი არჩევნები გააყალბეს. საქართველოს არც პრეზიდენტი ყავს ლეგიტიმური, არც პარლამენტი. პრობლემა იმაშია, რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის გაყალბების გზით მოსული ხელისუფლება მაინც ლეგიტიმურია და საუბრობს მის კონსტიტუციურ თუ არაკონსტიტუციურ შეცვლაზე. არადა რევოლუცია რეალურად 2008 წელს მოხდა, როცა ერთ ერთმა კლანმა მოახდინა ხელისუფლების უზურპაცია.
newstudio 2% უკრაინისხელა ქვეყნისთვის არც თუ ისეთი მცირე სხვაობაა. 500 000 ხმაა ბოლოსდაბოლოს. აქ ალბათ უკრაინის ეკონომიკურმა მდგომარეობამ შეასრულა ძირითადი როლი. 15%-იანი რეცესია დაფიქსირდა ტიმოშენკოს პრემიერობის დროს. ამის გამო დასავლეთ უკრაინაში აღმოსავლეთთან შედარებით ბევრად უფრო დაბალი აქტივობა იყო. ისე კი ქვეყნისთვის ძალიან ცუდია, როცა აზრი ასე ტერიტორიული პრინციპით იყოფა. ამ არჩევნებზე მარტო ტიგიპკომ შეძლო ხმების მოგროვება უკრაინის ორივე ნაწილში. დანარჩენ კანდიტებს კი მხარდაჭერა ან ცალსახად დასავლეთ უკრაინაში ქონდათ, ან ცალსახად აღმოსავლეთში.
shavlego91 "დაიცავი საქართველო"-ში უამრავი პატივსაცემი პიროვნებაა გაერთიანებული. ასე რომ გთხოვთ ორგანიზაციის მაგივრად დაასახელოთ კონკრეტული პირები, და თან დაურთოთ დამამტკიცებელი მასალა, რომ ისინი მონაწილეობას იღებდნენ იმ მიტინგების დახვრეტაში.
რაც LCD მონიტორზე გადავჯექი, თვალები აღარ მეღლება. ისე ის ვარჯიში ვიცი, ფანჯარაზე წერტილს რომ აკვირდები, მერე ამ წერტილის გასწვრივ ჰორიზონტს, მერე ისევ წერტილს, მერე ისევ ჰორიზონტს და ა.შ.
machkatela ჩვეულებრივი ჩხუბი იყო საკმაოდ საეჭვო დეტალებით. საეჭვო დეტალებს რომ თავი დავანებოთ, ჩხუბის გამო ყველას წელწადნახევარი რომ მიუსაჯონ, გისოსებს გაღმა ვინღა დარჩება?