ბადრი_წიქორაძე ბატონო ბადრი. ქალბატონ ლილიკოს წინააღმდეგ ცხინვალში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. სწორედ იმიტომ რომ ის არის საქართველოს გაერთიანების მომხრე. თქვენ კიდევ ლამის სამშობლოს ღალატი და სეპარატიზმის მხარდაჭერა დააბრალოთ. დანაშაული როგორც აქეთა მხრიდან იყო ჩადენილი, ასევე იყო იქეთა მხრიდან. გასაგებია, რომ თქვენ არ გჯერათ ოსების ბრალდებების, ოსებს კიდევ არ ჯერათ ჩვენი ბრალდებების. მაგრამ არსებობს დამოუკიდბელი წყაროები: human rights watch - ის დასკვნა, რამდენიმე უცხოური პრესის არქივები (მაგალითად Washington Post - ზე დევს არქივები 1980 წლიდან. რამდენიმე სტატია ქართულ-ოსურ კონფლიქტსაც ეხება), სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სტატიებიცაა იმ კონფლიქტზე. თუ გაინტერესებთ, შემიძლია მოვიძიო და დავდო. თუ საქართველოს გამთლიანება გვინდა, პირველ რიგში რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. და ის შეცდომები რაც დავუშვით, აღარ გავიმეოროთ.