asds შინაგან საქმეთა სამინისტროში არა. გაცილებით მცირე დროს ვატარებ ფორუმებზე. მე მასეთი შთაბეჭდილება მრჩება. და არა მხოლოდ მე. საქართველოს და სხვა ქვეყნების ისტორიამაც გვიჩვენა, რომ რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობები საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისათვის შეუძლებელია. მათი პოლიტიკა მარტივია. გეუბნებიან "გააკეთებ იმას რაც მე მსურს". მორჩა, ამით მთავრდება "ურთიერთობა". რუსეთის ბრიყვულმა პოლიტიკამ გამხადა მე ანტირუსი. თავის დროზე ცხინვალის რეგიონის კონფლიქტი, გამსახურდიას ჩამოგდება და შემდეგ აფხაზეთის კონფლიქტები, ყველაფერ ამის ავტორი რუსეთია. ამერიკას რაც შეეხება, მათ არ მიუთვისებიათ საქართველოს რეგიონები და არ დაუხოციათ ქართველები, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა კონფლიქტის ზონებიდან ათეულობით კილომეტრის დაშორებით. მხოლოდ ესაა საკმარისი, რომ ჩემი ორიენტაცია დასავლეთისაკენ გადაიხაროს. აღარ ვამბობ იმას, რომ განუვითარებელი ქვეყანის მოკავშირეობას განვითარებული ქვეყნის მოკავშირეობა მირჩევნია.