Jump to content
Planeta.Ge

Saturn

მოდერატორი
  • პოსტები

    16.333
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    26

ყველა პოსტი Saturn

  1. newstudio ეგრეც რომ იყოს, უახლოესი არჩევნები 2012 წელსაა არა? (ადგილობრივს თუ არ ჩავთვლით) ნუ იმუქრები ერთი თუ კაცი ხარ
  2. dire აშშ-ს აქვს ვთხოვოთ მაშინ შტატად მიღება, მეორე ჯორჯია ვიქნებით, მაგრამ ეჭვი მაქვს უარს გვეტყვიან
  3. newstudio ნუ ეხლა ძლიერია თუ რაცაა, სტატუს ქვოს შენარჩუნებას კი ახერხებს და... ისე შენც ხო გესმის, რომ "ხალხის მიერ ძალაუფლების ხელში აღება" და ამდაგვარი ტიპის გამონათქვამები სისულელეა? ძალაუფლება შეიძლება ხელში აიღოს პოლიტიკურმა ძალამ (პარტიამ) ან ძალათა გაერთიანებამ. გრეჩიხაქ-ბესელია-ძიძიგური შენი პოსტიდან გამომდინარე გამოვრიცხოთ. ალბათ ბურჯანაძეც. ალასანია-თარგამაძე-გამყრელიძე არსად შევარდნას არ აპირებენ. როგორ წარმოგიდგენია ხელისუფლების შეცვლა?
  4. kisa საერთოდ ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ. ამ კონკრეტულ შემთხვევას ჯერ დადასტურება სჭირდება. ნანა კაკაბაძის ნაბლუყუნებს ვერ დავეყრდნობით.
  5. dire კი, რუსეთთან ბრძოლის რესურსი არ აქვს.
  6. dire დანარჩენიც kisa და ეს განცხადება: რისი ნიმუშიცაა არ ვიტყვი ახლა რაში აწყობს ხელისუფლებას ტერიტორიების ჩაბარება? რეიტინგი ეზრდება?
  7. kisa მე მეგონა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დანარჩენ ნაწილს გულისხმობდი. ეგ ტერიტორიები ოკუპირებულია.
  8. kisa ეგ არაა პროტექციონისტური პოლიტიკა. ეგ კრიმინალია, მაგრამ კრიმინალობაში ბრალდებას დამტკიცება სჭირდება, რაც სასამართლოს საშუალებით ხორციელდება.
  9. kisa დიდი ხანია მოკბეჩილი აქვს. ვინც ვერ ხვდება მე ვერ დავეხმარები ვერაფრით.
  10. dire მე ვგულისხმობდი გამდიდრებას პროტექციონისტული პოლიტიკის დახმარებით, თორე კონკურენტული პირობები თუ იქნება, გამდიდრდეს, ვინ უშლის... მაგრამ გამდიდრდეს თავისი სწორად დაგეგმილი და აწყობილი ბიზნესით და არა ჩემს ხარჯზე. მაგალითად უკრაინული წვენები სანტეს წვენებზე გემრიელიცაა და ფასი დაბალი აქვს. და ასე მგონია რომ ეგ სანტეს მენეჯმენტის ბრალია და არა სავალუტო ფონდისა.
  11. dire ძუკუ გადამწვარ, ჩაბნელებულ, გაყინულ და კრიმინალების სათარეშო ბუდედ გადაქცეულ ქვეყანაში თუ მეტი იმედი გქონდათ, დიდი ოპტიმისტები ყოფილხართ. სამწუხაროა რომ წლების განმავლობაში დაკარგეთ ეს ოპტიმიზმი.
  12. dire მე პროტექციონიზმის მომხრე არ ვარ. არ უნდა დაიბეგროს არც ინეტში ნაყიდი პროდუქცია და არ უნდა დაახრჩო ის საზღვარგარეთული ლუდის შემომტანიც იმ მიზნით, რომ თოფაძე და მისი კოლეგები გამდიდრდნენ. რა უშლით ხელს რომ კონკურენტუნარიანი ფასები ჰქონდეთ. მუშა ხელი იაფია, გადასახადები ნორმალურია, კრიმინალი ვერ აწერთ თანხებს და იმ შემოტანილი პროდუქტის თვითღირებულებას კიდევ ტრანსპორტირების თანხაც ემატება. რატომ ვერ უნდა გაუწიოს ადგილობრივმა ლუდმა, წვენებმა და საკვებმა კონკურენცია? რა უშლით ხელს? რა თქმა უნდა თუ გაღორებას არ გავითვალისწინებთ.
  13. lasalexx როგორც ფიზიკური პირი, ისე შემოვიტან იმ საქონელს მეც და ამით დამთავრდება ყველაფერი
  14. dire ანუ ტანსაცმლის შემოტანა არ უნდა იბეგრებოდეს და ლუდის და სასმელების - კი?
  15. newstudio აბა ვითომ ბიზნესმენი რომ მაგას დაწერს, არაა ამაზრზენი? მაღალი გადასახადებია ახლა საქართველოში? P.S. მეორე კითხვაზე მიპასუხე თუ შეიძლება
  16. babuagiorgi არ ვყოფილიყავი დაბადებული, კარგი იქნებოდა, მაგრამ დაბადებულიც ვიყავი და სრულწლოვანიც მაგ დროს. ნება შენია, მაგრამ გაითვალისწინე მაგ მეთოდით ხელისუფლების შეცვლა ვინც მოინდომა ბოლო თვეების მანძილზე, სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობს ახლა. ერთია მხოლოდ, ცოტა სივიწროვეში უწევს ცხოვრება
  17. DATA TUTASXIA მე არ მაქვს პრეტენზია ყველაფრის მცოდნეობაზე. როცა არჩევნები ტარდება, ვენდობი ავტორიტეტული საერთაშორისო სადამკვირვებლო კომისიის დასკვნებს.
  18. ძუკუ მერე 1992 წელსა და დღევანდელ დღეს შორის სხვაობას ვერ ამჩნევ?
  19. machkatela უაზროა მაგრამ სამაგიეროდ მარტივი გონებისთვის ადვილად აღსაქმელია. თეთრი და შავი, კარგი და ცუდი, კეთილი და ბოროტი. ეს კატეგორიები პატარა ბავშვსაც კარგად ესმის. ზღაპრებში არ დაკვირვებიხარ? ყოველთვის მკაფიოდ არის განსაზღვრული რომელ მხარეს დგას პერსონაჟი.
  20. newstudio ფუ რა ამაზრზენი ტიპია ეს თოფაძე :puke: თავზე უნდა დაახიო იმ სხვა ქვეყნების საგადასახადო კოდექსი. მოიცა კაცო. რამდენიმე დღის წინ თქვენ არ გახსენით აქ თემა უცხოეთში ნაყიდი საქონელი დაიბეგრებაო რომ წერდით და ამისათვის ხელისუფლებას რომ აკრიტიკებდით? რომელი დავიჯერო ახლა, იმ თემაში რაც წერია თუ აქმ თემაში? თუ ყველას "ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები ჯობია"?
  21. licemer შენ კი თვლი, მაგრამ რეალურად ცოტა სხვანაირადაა საქმე. ასეთი ტიპის ბაბუებმა ორივე ბანაკიდან (გამსახურდიას და გადამტრიალებლების) რუსების მონაწილეობით მიიყვანეს საქართველო იქამდე, რასაც თბილისის ომი, სისხლისღვრა, ედიკას ჩამოთრევა და საქართველოს ათეული წლებით ჭაობში ჩაძირვა მოჰყვა. მაგათ ექსპერიმენტებს შეეწირა ქვეყნის ნორმალურად განვითარების პერსპექტივა და მასთან ერთად ჩემი და უამრავი ჩემნაირის ცხოვრების საუკეთესო წლები. თვითონ კი გაძვრნენ, გაიპარნენ ამ ქვეყნიდან და მაყურებლის როლში ადევნებდნენ თვალს ამ ყველაფერს ნორმალური ქვეყნებიდან. ახლა ახალ ექსპერიმენტს გვთავაზობენ ჯიგრები: "შევვარდეთ, ჩამოვაგდოთ ხელისუფლება, მოვიყვანოთ სათავეში გრეჩიხები, ბურჯანაძეები, ბესელიები და კიდევ ათასი ჯურის საეჭვო მენტალიტეტის მქონე ნაგავი და ვცადოთ რა გამოვა". თვითონ რა თქმა უნდა იმ ნორმალური ქვეყნებიდან დააკვირდებიან ამ ყველაფერს. თუ არ მოეწონებათ რამე და აქ არაა ფორუმი? დაპოსტავენ, გადმოანთხევენ ბოღმას, მერე გადაბრუნდებიან და ტკბილად დაიძინებენ. ჩვენ და ჩვენ შვილებს მოგვიწევს ამ ახალი ექსპერიმენტის შედეგების ჩვენს მხრებზე გადატანა. ხოდა გეუბნებით ყველა ექსპერიმენტის მომხრეს: არაფერი არ გამოგივათ. გინდათ ხელისუფლების შეცვლა? თუ საქართველოს მოქალაქეები ხართ, მიბრძანდით საარჩევნო ურნებთან და დააფიქსირეთ თქვენი აზრი. ჩემი და ჩემნაირების ხარჯზე, ვინც ამ ქვეყნიდან არ გაქცეულა და ცდილობს ქვეყანა ქვეყანას დაამსგავსოს, ვერანაირ სანახაობას, რევოლუციას რომ ეძახით მოფერებით, ვერ მიიღებთ პრ#### რომ გასკდეთ მაინც.
  22. ძუკუ რამდენი წლის ხარ?
  23. babuagiorgi ეგ როგორ? P.S. ბაქი-ბუქის გარეშე არ შეგიძლია პოსტვა?
×
×
  • შექმენი...