dire მაგას დიდი ხანია ვამბობ შორს წასვლა რად გინდა, გადახედე აქაურ თემებს. პერიოდულად რიგი იუზერები ვერ იკავებენ თავს, აჩენენ ნამდვილ სახეს და მაშინ იწყება თავდავიწყება ითხოვენ სხვა ფორუმის ხსენებისათვის ბანის დადებას იუზერზე, მათგან განსხვავებული აზრის მქონე იუზერთათვის პოსტვის აკრძალვას და ა.შ. უამრავია ასეთი შემთხვევა. ამ ფორუმზე კიდევ არა უშავს, უფრო იუზერთა ნაწილს შემოუტევთ ხოლმე ძალაუფლებომანია და არა ადმინისტრაციას. შენ სხვა ფორუმებზე უნდა ნახო, სადაც ადმინისტრაციაა დაკავებული იუზერების შევიწროვებით. ადმინისტრატორი რომელიც საქართველოში ამჟამინდელი დემოკრატიის ხარისხითაა უკმაყოფილო, განსხვავებული აზრის გამოთქმაზე შეურაცხყოფას აყენებს თავისი ფორუმის იუზერს! ვორნავს, ბანს ადებს, ექაუნთს უუქმებს. გადახედე ტაშფანდუროვის ფორუმს. გადახედე ივერას ფორუმს, რომელიც პრაქტიკულად აღარ არსებობს, რადგან ივერამ ბანი დაადო ყველა იუზერს ვინც მისგან განსხვავებულად აზროვნებდა და დარჩა მარტო. და ამისთანა ხალხს უნდა კარგი, განვითარებული ქვეყნის შექმნა, მაგრამ სამწუხაროდ იმ ხელისუფლების წევრებიც მათი რიგებიდან არიან....