licemer ყველა თემაში ერთი და იგივე კითხვა ხომ არ იქნება? მოსაბეზრებელია. გახსენით ერთი სახელობითი გამოკითხვა, სადაც ყველა დააფიქსირებს თავის აზრს და ეგ იქნება. ჩემი აზრი იცით: არ არის ჯერჯერობით ომის დაწყების ნიშნები. თუ იქნება, მაგასაც ვიტყვი.
შხარა ძალიან კარგად უგებენ და ორიგინალში, ინგლისურ ენაზე, მშვენივრად არის გადმოცემული რაც თქვა. ჩვენი, ქართველი ვაიჟურნალისტების ნაბლუყუნევს ნუ აქცევთ ყურადღებას მეთქი, რომ გეუბნებით არ მიჯერებთ და...
asds რამდენადაც მახსოვს შენ მიმტკიცებდი ერთხელ თუ როგორ უყვართ რუსები ფინელებს. მაგრამ თავად რუსების მიერ ჩატარებული კვლევა საპირისპიროზე მეტყველებს Из всех стран мира наименее популярна Россия в Финляндии (65% негативных оценок), Франции (62%), Польше (56%) и Великобритании (50%). http://www.rf-agency.ru/acn/stat_ru.htm
dire რუსეთი თუ ომს დაიწყებს, ამის გამო სააკაშვილს არ ჩავთვლი მოღალატედ. მთლად ადექვატური შედარება არაა, მაგრამ მაგ ლოგიკით საქართველოს მეფეების აბსოლუტური უმრავლესობა მოღალატე გამოდის.
dire მე მგონი გაზვიადებულია ამ მომენტისათვის ომის დაწყების ალბათობა. რა ვიცი, ვნახოთ. მე ზოგ-ზოგიერთებივით ყველაფრის მცოდნეობაზე არ მაქვს პრეტენზია, მაგრამ ჩემი აზრით რუსეთი ახლა ომს არ დაიწყებს.
babuagiorgi რომელი არგუმენტებით? საკუთარი თავის გარდა ავტორიტეტად არავის არ სცნობ და საიდან მოგიტანო ეს არგუმენტები? გკითხე "ტალიავინის კომისიის დასკვნას ენდობი მეთქი"? პასუხი იყო: "არა, მე ვიცი ყველაზე კარგად რაც მოხდა"-ო. რა არგუმენტებზეა საუბარი? მონიტორს უკან რო კაჩაობენ, მასეთი ხალხისაგან მოყენებულ შეურაცხყოფას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მასეთ ხალხს გინების ღირსადაც არ ვთვლი. და რეალში თუ გინდა შეხვედრა და რამის თქმა ჩემზე, მზად ვარ შეგხვდე.
licemer ცინიზმი ფორუმის წესებით აკრძალულია? მაშინ ეგ ბაბუაც და იუზერების უდიდესი ნაწილი არღვევს ამ წესებს. დაგიდოთ ლინკები, სადაც სხვა ფორუმელები ცინიზმს იყენებენ საკუთარ პოსტებში? არის ეს პოსტი ცინიკური?