liliko რუსეთი არის ახლა ისეთ მდგომარეობაში, აი ტიპი რო იძახის "გამიშვით დავჭრი"-ო და თან ჩუმად ძმაკაცებს ეუბნება "არ გამიშვათ"-ო. მისი პოტენციური მოწინააღმდეგეები, თუნდაც აშშ და მით უმეტეს ნატოს ბლოკი ეკონომიკური, სამხედრო და ნებისმიერი პოტენციალით იმდენჯერ აღემატებიან რუსეთს, რომ შედარებაც კი უაზრობაა. ეგ კგბ-შნიკური მაიმუნობები, რომ "შეხედეთ ჩვენი ნავები აშშ-ს აკონტროლებენ"-ო განკუთვნილია შიდა მოხმარებისათვის. აბა რით უნდა გაახარო სადღაც პროვინციაში მცხოვრები რუსი, რომელიც პირდაპირ რომ ვთქვათ ძალიან ცუდად ცხოვრობს? ორი გზაა: არაყი და გამოგონილი სამხედრო ძლიერება. კაი ბატონო. აგერ თქვენ, აგერ მე. შევხვდებით კიდევ მაგ საკითხზე სასაუბროდ.