Jump to content
Planeta.Ge

Saturn

მოდერატორი
  • პოსტები

    16.333
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    26

ყველა პოსტი Saturn

  1. DATA TUTASXIA რუსეთი იმ შუაშია, რომ კომუნისტურ წყობამდე 150 წლით ადრე წაართვა საქართველოს სახელმწიფოებრიობა და იმ დღიდან დაიწყო ხალხის ფსიქოლოგიის გადაგვარება, რასაც რუსები აქტიურად უწყობდნენ ხელს. გავრცელებული შეცდომაა. კორუფცია ყოველთვის მაღალ დონეზე იყო რუსეთში. კომუნისტებამდე დიდი ხნით ადრეც. რა თქმა უნდა უბრალო ადამიანები ნაკლებად ან არ მონაწილეობდნენ კორუფციულ სქემებში იმ მიზეზით, რომ არც ჰქონდათ ასეთი გზით ფულის შოვნის საშუალება.
  2. Sakartwelo აღარ იყო მაშინ გამსახურდია პრეზიდენტი და არანაირი ფასი არ ჰქონდა მაგ აღიარებას.
  3. liliko არასწორი ახსნა გაქვს. საერთოდ აშშ-ს აქვს ასეთი პოლიტიკა, შეუძლია რომ საკუთარი ქვეყნიდან ათიათასობით კილომეტრის დაშორებით უხეშად რომ ვთქვათ გააჩმახოს და იომოს კიდეც. ამის ბევრი მაგალითი არსებობს ისტორიაში. ევროპულ ქვეყნებს ასეთი მიდგომა არ ახასიათებთ. არავინ არ დაუპირისპირდებოდა რუსეთს არანაირად, შეგატოვებდნენ ერთი-ერთზე და მორჩა. დღეს რომ ომი არაა საქართველოში, ეგ აშშ-ს დამსახურებაა. თუ არ გინდათ ნუ დაინახავთ ამას
  4. liliko არაფერს არ ვწვრილმანდები. გლეხები ახლა არიან თორე მაშინ მათი უმრავლესობა არ იყო გლეხი. მე მყავს ნათესავი, რომელიც კომუნისტების დროს მუშაობდა სატვირთო მანქანაზე მძღოლ-ექსპედიტორად და ფულს შოულობდა ძალიან მარტივად, იმ დროს არსებულ დეფიციტზე. ეს კაცი რომ ძველ დროს და მასთან ასოცირებულ რუსეთს მისტირის, ალბათ გასაგებია. უამრავი ასეთი ფაქტია. და საერთოდ, კომუნისტურმა წყობამ გადააგვარა ადამიანების ფსიქოლოგია. მიაჩვია ისინი ფულის კეთებას არა საკუთარი შრომით, ბიზნესით და ა.შ. არამედ მანკიერი და კორუფციული გზებით. და ასეთი გადაგვარებული ფსიქოლოგიის მქონე ადამიანები საკმაო რაოდენობითაა, მაგრამ მათ ჭკუაზე ხო ვერ ვივლით? მაშინ ვიქნებით სულ ასეთ ჭაობში.
  5. Sakartwelo იუზერმა, რომელმაც დადო ეს სტატია, რუსული უფრო კარგად იცის ვიდრე ინგლისური. აი ამაზე მიანიშნებს.
  6. Sakartwelo რუსული მეც გაცილებით უფრო კარგად ვიცი, ვიდრე ინგლისური, მაგრამ ეგ სულაც არ აისახება ჩემს პოლიტიკურ ორიენტაციაზე.
  7. liliko არის ჯერ. 37 მანეთიანი გადაფრენები, რუსი ქალები, სსრკ-ს ბიუჯეტიდან მოპარული ფულით კარგი ცხოვრება ჯერ კიდევ ცოცხლობს მავანთა გულებში. თაობათა ცვლასთან ერთად ეგ სამუდამოდ ჩაბარდება წარსულს.
  8. licemer არ ვიცი ახლოსაა თუ შორს, მაგრამ მე არ ვენდობი არცერთ ქართული ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ "გამოკითხვას". ყველა მათგანი ძალიან ადვილად და საკმაოდ იაფად იყიდება.
  9. newstudio უტუფურსს მიმართეთ, მე მგონი შეძლებს მაგ საკითხში დახმარებას.
  10. liliko რუსეთი არის ახლა ისეთ მდგომარეობაში, აი ტიპი რო იძახის "გამიშვით დავჭრი"-ო და თან ჩუმად ძმაკაცებს ეუბნება "არ გამიშვათ"-ო. მისი პოტენციური მოწინააღმდეგეები, თუნდაც აშშ და მით უმეტეს ნატოს ბლოკი ეკონომიკური, სამხედრო და ნებისმიერი პოტენციალით იმდენჯერ აღემატებიან რუსეთს, რომ შედარებაც კი უაზრობაა. ეგ კგბ-შნიკური მაიმუნობები, რომ "შეხედეთ ჩვენი ნავები აშშ-ს აკონტროლებენ"-ო განკუთვნილია შიდა მოხმარებისათვის. აბა რით უნდა გაახარო სადღაც პროვინციაში მცხოვრები რუსი, რომელიც პირდაპირ რომ ვთქვათ ძალიან ცუდად ცხოვრობს? ორი გზაა: არაყი და გამოგონილი სამხედრო ძლიერება. კაი ბატონო. აგერ თქვენ, აგერ მე. შევხვდებით კიდევ მაგ საკითხზე სასაუბროდ.
  11. newstudio ახლა ხო ფორუმულა 1-ში გამოდიან
  12. licemer ასე რომ რუსების 2 ჟანგიანი წყალქვეშა ნავი აკონტროლებს ამერიკას? ძალიან ცუდ რაღაცას გაუჩალიჩებს რუსეთს ეს დაუნი კაგებეშნიკი
  13. newstudio რა უშლის ხელს განცხადებაში? სინდისი თუ პატიოსნება?
  14. DATA TUTASXIA მაგ დროს გამსახურდია ხო აღარ იყო დეფაქტო პრეზიდენტი?
  15. lasalexx უსუსური არგუმენტია. როგორ არ წყვეტდა? საბოლოოდ რამდენიმე პროცენტმა გადაწყვიტა საქმე. თუ არ იქნება ნორმალური საარჩევნო კოდექსი, ოპოზიციას შეუძლია ბოიკოტი გამოუცხადოს არჩევნებს. ეს ხელისუფლებამაც იცის. ამიტომ ამ საკითხში კონსესუსის გარეშე არანაირი არჩევნები არ შედგება. ასე რომ არაა ეგრე როგორც შენ გინდა გამოიყვანო საქმე. წინა არჩევნებზე, როცა კანდიდატი ხმათა უბრალო უმრავლესობით იგებდა, ოპოზიციურმა პარტიებმა ბევრგან დააყენეს ცალ-ცალკე კანდიდატურები. შედეგად ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, რომელიც აგროვებდა ვთქვათ 40 % -ს იგებდა, მიუხედავად იმისა რომ ორი ან სამი ოპო კანდიდატი ჯამში მასზე მეტს აგროვებდნენ. ერთი კანდიდატი რომ ყოლოდათ, ხო მოიგებდნენ. ეს მათი, ოპოზიციონრების სიბრიყვის ბრალია და სხვა არაფრის.
  16. newstudio არა. HP -ის ვორქსთეიშენი მაქვს და ეგრე მოყვა, ტერაბაიტიანი ვინჩესტერი.
  17. lasalexx არჩევნები რომ გაყალბებულიყო ისეთი სახით როგორც შენ ამას აღწერ, ვერც საპრეზიდენტო არჩევნებს ვერ მოიგებდა თბილისში ოპოზიციური კანდიდატი. თბილისში არჩევნების გაყალბება, მით უმეტეს დიდი პროცენტით პრაქტიკულად შეუძლებელია. newstudio ძალიან აითვალწუნე შენ ეს გრეჩიხა არადა ადრე როგორ გიყვარდა
  18. choxa ეგ დასკვნა არ გამომდინარეობს ჩემი პოსტიდან. babuagiorgi შენც იგივე გეხება რაც ჩოხას.
  19. მაგ შემთხვევაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ბიწაძეზე მოვუსმინე რამდენიმე დღის წინ დილით არმატურებით ცემეს და ტვინი შეშუპება აქვსო. საღამოს სახლში რომ მოვდიოდი, რადიო მქონდა ჩართული და გაუშვეს ამ ბიწაძის ინტერვიუ. თავს დავდებ რომ იმ კაცს, ვინც ლაპარაკობდა (იდეაში ბიწაძე უნდა ყოფილიყო) არანაირი ტვინის შეშუპება არ ჰქონდა. ტიპი ლაპარაკობდა სწრაფად, თავისუფლად და ყოველგვარი შეყოვნებების გარეშე. ვისაც გქონიათ თუნდაც ტვინის შერყევა, გეცოდინებათ რომ ასეთ დროს საკმაოდ რთულია თუნდაც სვენებ-სვენებით საუბარი, არათუ სწრაფად და გამართულად ლაპარაკი.
  20. liliko მოიცა აბა ნატოს სტანდარტების დონეზე დამუშავებული გეგმა?
  21. mogzauri მადლობა ინფორმაციისათვის. ბაზალეთზე რა პირობები და ფასებია უფრო დაწვრილებით თუ შეიძლება?
×
×
  • შექმენი...