-
პოსტები
16.333 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
26
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Saturn
-
maliari და რა ხდება ბელორუსეთში სამაგალითო?
-
dire რაზე? მონაცემთა ბაზის შექმნისათვის თუ ამ ბაზის კლიენტი პროგრამის დაწერისთვის? რომელი კანონის საფუძველზე? მაშინ მაგას საკანონმდებლო ბაზის ცვლილება დასჭირდება. შესატანი იქნება ცვლილება კანონში, რომ ის ვინც შსს-ში მსახურობდა ამა და ამ წლებში, უნდა დაქვეითდეს და არ შეიძლება დაწინაურდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში გამკეთებელი თავად აღმოჩნდება კანონ გარეშე. და ასეთი ცვლილებას რომ არავინ არ შეიტანს კანონში ხომ ხვდები? ჩემი მენტალობა საშინელი შენს გარდა მე მგონი არავის ეჩვენება newstudio აი მაგაშია ზუსტად საქმე. აქ ბევრს არ ესმის რომ იქ ჩასვლა და სიმღერა უკვე პოლიტიკური ნაბიჯი იყო და არა უბრალოდ ბავშვებზე ზრუნვა.
-
dire პოლიტიკური პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს პირს, რომელიც იმყოფებ(ოდ)ა პოლიტიკურ თანამდებობაზე. მეც რამდენჯერ გითხარი ეს და ისიც, რომ არ მაქვს პოლიტიკური თანამდებობა? დაჭერა ახსენე ისე გაკვრით
-
dire აბა რომელი მუხლი მომიყენე?
-
dire მე რომ გისვამ მაგ კითხვას როგორ მპასუხობ ხოლმე? ერთი შემახსენე გეთაყვა
-
babuagiorgi არის. მერე?
-
nikusha_marx და ისა, ჩვენ რომ ამერიკაზე დიდი ხნის თუთის ხე გვიდგას ეზოში? მაინც წახვალ ამის მიუხედავად? და რა უნდა გასწავლონ შენ მაგ დამპალმა კაპიტალისტებმა?
-
lasalexx ანუ? რისი თქმა გინდა მაგით?
-
lasha_alo უყურეთ რა მამის ტოლა კაცს როგორ ელაპარაკება ეს... (არ ვიცი რა ვუწოდო):
-
სახელმწიფოს ღალატი სახელმწიფოს ღალატად ითვლება საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა (მუხ.308-ე), ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება (მუხ.309-ე), საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა (მუხ.310-ე), უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა (მუხ.311-ე), საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა (მუხ.312-ე), სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა (მუხ.313-ე), ჯაშუშობა (მუხ. 314-ე), შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად (მუხ. 315-ე), საბოტაჟი (მუხ.318-ე), უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება (მუხ. 319-ე), თუ ეს ქმედება ჩაიდინა საქართველოს მოქალაქემ ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებმა მოქალაქეობის არმქონე პირმა. მუხლი 308. საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა (28.04.2006. N2937) 1. საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება, მიმართული უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე. 2. იგივე ქმედება, რამაც საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის დაკარგვა ანდა სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. მუხლი 309. ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება (28.04.2006. N2937) 1. უცხო ქვეყანასთან, უცხოეთის ორგანიზაციასთან ან მათ წარმომადგენელთან ანტიკონსტიტუციური მოლაპარაკების წარმოება საქართველოს სუვერენიტეტის შეზღუდვის ან მისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის სხვაგვარი ზიანის მიყენების მიზნით,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 2. საქართველოს სახელით უცხო ქვეყანასთან ან უცხოეთის ორგანიზაციასთან ისეთი ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება, რომელიც ზღუდავს საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, მის სუვერენიტეტს ან საფრთხეს უქმნის სხვა სახელმწიფოებთან საქართველოს მშვიდობიან თანაარსებობას, აგრეთვე ამგვარი ხელშეკრულების დასადებად სხვისთვის რწმუნების მინიჭება,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. მუხლი 310. საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა (28.04.2006. N2937) 1. საქართველოს საგარეო უშიშროების საზიანოდ უცხო ქვეყნის ან უცხოეთის ორგანიზაციის სამხედრო სამსახურში შესვლა, აგრეთვე ასეთი ქმედების ჩასადენად სხვისი დაყოლიება,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. 2. უცხო ქვეყანასთან ან უცხოეთის ორგანიზაციასთან ისეთი ურთიერთობის დამყარება, რომლის მიზანია საქართველოს წინააღმდეგ საომარი მოქმედების ან აგრესიის სხვა აქტის მომზადება ან განხორციელება, აგრეთვე სხვაგვარი ქმედება ასეთი აქტის პროვოცირების მიზნით,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე. მუხლი 311. უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა (28.04.2006. N2937) უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა ან საქმიანობა საქართველოს წინააღმდეგ,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე. მუხლი 312. საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა (28.04.2006. N2937) 1. უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან მათი წარმომადგენლისათვის საქართველოს სამხედრო ნაწილის, ტექნიკის ან თავდაცვის სხვა საშუალების უკანონოდ გადაცემა,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე. 2. საქართველოს თავდაცვისუნარიანობის საზიანოდ საქართველოს სამხედრო ტექნიკის ან სამხედრო ობიექტის დაზიანება, მწყობრიდან გამოყვანა ან განადგურება, აგრეთვე სამხედრო ან თავდაცვითი მნიშვნელობის სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ომიანობის ან შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ანდა რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე. მუხლი 313. სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა (28.04.2006. N2937) 1. სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა, ესე იგი საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან მათი წარმომადგენლისათვის საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების მიწოდება ან მისი საჯაროდ გამჟღავნება, აგრეთვე ამავე მიზნით სხვა ქმედება, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას გარეშესათვის ხელმისაწვდომს ხდის, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ასეთი საიდუმლოება იცოდა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო ან ვისაც ის გაანდეს განსაკუთრებულ გარემოებასთან დაკავშირებით,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი ომიანობის დროს, ან რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. მუხლი 314. ჯაშუშობა (8.04,.2006. N2937) 1. უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან მათი წარმომადგენლისათვის საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ნივთის, დოკუმენტის, ცნობის ან სხვაგვარი მონაცემის შეგროვება, შენახვა ან გადაცემა ანდა გამოძალვა ან გატაცება მათთვის გადაცემის მიზნით, აგრეთვე საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე. 2. ჯაშუშობა, ჩადენილი ომიანობის ან შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ან რამაც საქართველოს ინტერესისათვის მძიმე შედეგი გამოიწვია,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე. მუხლი 315. შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად (27.04.2007 N4698) 1. შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. 2. ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე. მუხლი 316. სამხედრო ხელმძღვანელობის უკანონოდ ხელში ჩაგდება ან კანონიერი ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა (28.04.2006. N2937) 1. სამხედრო ხელმძღვანელობის უკანონოდ ხელში ჩაგდება,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. 2. სამხედრო ხელმძღვანელის მიერ უკანონოდ სამხედრო ძალის ან ტექნიკის გადაადგილება, თავმოყრა ან დისლოკაციის ადგილის შეცვლა, ანდა კანონიერი ხელისუფლებისადმი სხვაგვარი დაუმორჩილებლობა,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თორმეტ წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ომიანობის, შეიარაღებული კონფლიქტის, საგანგებო მდგომარეობის ან მასობრივი არეულობის დროს, ანდა რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე. მუხლი 317. მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ (28.04.2006. N2937) საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, ანდა ასეთი მოწოდების შემცველი მასალის გავრცელება, აგრეთვე ამავე მიზნით შეიარაღებისაკენ მოწოდება,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. მუხლი 318. საბოტაჟი(28.04.2006. N2937) 1. საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. 2. საქართველოს დასუსტების მიზნით საწარმოს, სატრანსპორტო, კავშირგაბმულობის ან მასობრივი მაუწყებლობის საშუალების, გზის, ნაგებობის, ტექნიკის, დოკუმენტის, დიდი რაოდენობით სტრატეგიული ნედლეულის, მასალის ან პროდუქციის, აგრეთვე მოსახლეობისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი, საზოგადოებრივი უშიშროების ან წესრიგის დაცვისათვის განკუთვნილი ან სხვა განსაკუთრებული დანიშნულების ობიექტის დაზიანება, მწყობრიდან გამოყვანა ან განადგურება,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, აგრეთვე ბირთვული ენერგიის კონტროლიდან გამოყვანა, ეპიდემიის ან ეპიზოოტიის გავრცელება, მასობრივი მოწამვლა ანდა სხვა ქმედება, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან მისი ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. მუხლი 319. უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება (28.04.2006. N2937) უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის დახმარება ისეთ საქმიანობაში, რომლის მიზანია საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის ხელყოფა, თუ არ არის ამ კოდექსის 308-ე, 310-ე–314-ე, 318-ე, 322-ე–325-ე და 329-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნები,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.
-
შეთანხმებული იყო ეგ არძინბასთან.
-
lasha_alo ფული ბაბა ფული, ბევრი ფული
-
newstudio გაზს კი.
-
newstudio რა და პუტინი გამოდის კაი კაცი და მიშა ცუდი
-
chegesto რუსული ნაწარმის მოხმარება უნდა შეზღუდოთ. მე შეზღუდული მაქვს რამდენადაც შესაძლებელია.
-
licemer მერე სიბერეში ფლორიდის პლიაჟზე რო წამოგორდები მაგას რა ჯობია არ შეავსოთ ხალხო ეგა, რამე მასონობა იქნება, შეგიტყუებენ და დაგღუპავენ ამერიკაში
-
ეს ლეკვებია. და დიდი როგორია?
-
J&B აბა შენ რა გგონია იმ მიტინგებზე პერაშკებს რო ჭამდი, ციდან კი არ მოდიოდა
-
ბოლო-ბოლო ეს მთავრობა მიშათი სათავეში დემოკრატია თუ არა
Saturn replied to სანდროია's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
სანდროია არ დასტურდება ეგ ფაქტი. არანაირ ლილიპუტინის წოდებას არ ჰქონია ადგილი. -
ყოჩაღ
-
რა ქმედებებით შეიძლება ამ ხელისუფლებას დაუპირისპირდე?
Saturn replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
უნდა ვიყვიროთ რაც შეიძლება ხმამაღლა და დაბერილი ძარღვებით "მიშა მოვდივააარ!!!" გავაკეთოთ გალიები და ჩავხერგოთ ქუჩები, თუ რომელიმე მოქალაქე უკმაყოფილებას გამოთქვამს, ვცემოთ და ვაგინოთ. პრეზიდენტის რეზიდენციის მიმართულებით ვისროლოთ კურდღლები წვიმიანი ამინდის მიზეზად დავასახელოთ ბაყაყების დახოცვა. ვიმღეროთ სიმღერა ძიალოგზე, უფრო სწორად მის ეშმაკისეულობაზე ვწეროთ ანგარიშები რომ ოპოზიცია 67 -ით ნულს უგებს ხელისუფლებას და კიდევ ბეეეევრი მეთოდი არსებობს.... -
newstudio მისი უკრაინაში ვიზიტი გაიხსენე, სადაც შავი ფულის გათეთრებაზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს იქაურ ბანკებთან. და ის შავი ფული საიდან მოვიდა თუ უნდა მოსულიყო ხო ვერ მეტყვი?