Jump to content
Planeta.Ge

Saturn

მოდერატორი
  • პოსტები

    16.333
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    26

ყველა პოსტი Saturn

  1. SHARI ბოლო ეგზითპოლის მონაცემებით 5-6 % -ით უგებს იანუკოვიჩი ტიმოშენკოს.
  2. kisa საფრანგეთისათვის არაფერს არ ცვლის ეს არჩევნები. ჩვენთვის კი მნიშვნელოვანია. რთულია ამის გაგება?
  3. ახლა კი დაპირებული პოსტი კაიროში მოგზაურობის შესახებ. როგორც მოგახსენეთ შარმ-ელ-შეიხიდან კაიროში ავტობუსით მოგზაურობა ჩვეულებრივ ღამით იწყება, ტურისტული ფირმები სასტუმროებში აკითხავენ პირამიდების მონახულების მსურველებს და მიჰყავთ ავტობუსამდე, რომელსაც უკვე კაიროში გადაჰყავს ისინი. ამგვარად ღამის პირველის ნახევარზე სასტუმროს მისაღებში ჩვენთვის წინასწარ მომზადებული მშრალი საუზმე ავიღეთ და ტურფირმის წარმომადგენლის მოლოდინში დივანზე ჩამოვჯექით. ათიოდ წუთში წარმომადგენელიც გამოჩნდა, მიკროავტობუსში ჩავჯექით და ასე დაიწყო ჩვენი სვლა კაიროსაკენ. მიკროავტობუსმა შარმ-ელ-შეიხის რამდენიმე სასტუმროში შეიარა, ტურისტები შეაგროვა და საათნახევრის შემდეგ უკვე ჩვენს ავტობუსთან ვიყავით. უდაბნოში 5 საათიანი მგზავრობის შემდეგ ჰორიზონტზე მზე გამოჩნდა, ცოტა ხანში კი გათენდა და კაიროშიც შევედით. http://img707.imageshack.us/img707/2566/dsc08021t.jpg http://img5.imageshack.us/img5/6751/dsc08024j.jpg კაირო ძალიან დიდი ქალაქია. მასში მუდმივად მცხოვრებ 18 მილიონ ადამიანს ყოველდღიურად სამუშაოდ კაიროში მიმავალი 2-3 მილიონი ადამიანი ემატება. ქალაქში არის რამდენიმე კეთილმოწყობილი, სუფთა რაიონი, დანარჩენმა ნაწილმა კი ჩემზე საკმაოდ ცუდი შთაბეჭდილება დატოვა, ორიოდ სიტყვით რომ ვთქვათ ეს არის დიდი, ნაცრისფერი მეგაპოლისი. პირველი გაჩერება ჩვენი კაიროში მოგზაურობისას იყო ეგვიპტის ეროვნული მუზეუმი. ეს შენობა აგებულია 1900 წელს ფრანგი არქიტექტორის, მარსელ დიუნონის მიერ. ამ მუზეუმის კოლექციაში 120 ათასზე მეტი ექსპონატი შედის, რომელთა სანახავად მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა წერტილიდან ჩამოდიან ტურისტები. http://img168.imageshack.us/img168/8225/dsc08045s.jpg http://img694.imageshack.us/img694/3126/dsc08050y.jpg სამწუხაროდ მუზეუმში შესვლის წინ ციფრული კამერები ჩამოგვართვეს და სურათების გადაღება ვერ მოვახერხე მუზეუმში უამრავი ჯგუფი თუ ცალკეული ტურისტი ირევა და სხვადასხვა ენაზე საუბრობს. ისეთი გნიასია რომ გიდიდან სამ ნაბიჯში უკვე აღარაფერი არ ისმის. ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ტუტანჰამონის სარკოფაგებმა. სულ არსებობს 7 სარკოფაგი, რომლებიც თავის დროზე რუსული მატრიოშკებივით იყო ერთმანეთში ჩალაგებული. ბოლო, ყველაზე პატარა სარკოფაგი, რომელშიც ტუტანჰამონის მუმია იყო ჩასვენებული, სუფთა ოქროსგანაა გაკეთებული. დანარჩენები კი ხისაა და ოქროს ფირფიტებითაა მოოქროვილი... გაგრძელება იქნება
  4. ხმათა 35 % -ით. მეორე ტური იქნება აშკარად.
  5. liliko არასდროს არ დამისჯია არავინ ეთნიკური ნიშნით. საერთოდაც არ მაინტერესებს ვინ რომელ ეთნოსს მიეკუთვნებით. რაც შეეხება პოლიტფორუმს, იქ დარეგისტრირებული უამრავი იუზერი პოსტავს აქ და მათ ჰკითხეთ თუ განიცდიან ამის გამო რამე დისკრიმინაციას.
  6. lasha1997 მერე იქაური მილიცია რას აკეთებს? ვინ შეუშვებს საარჩევნო უბანზე თუ დამკვირვებლის სტატუსი არ აქვთ?
  7. kisa და როგორ ერევიან მაინც? რამე მექანიზმი თეორიის დონეზე მაინც გაქვს თუ შენი სურვილია ეს "ერევიან"?
  8. ჭანო ერთჯერადში იმას ვგულისხმობდი რომ ერთხელ თუ გითხრა მასეთი რაღაც, არაა აუცილებელი ეგრევე ბანის დადება. ყოველ პოსტში თუ მასე მოგმართავს, მაშინ ბუნებრივია დაედება სასჯელი. მოგვეხმარეთ ცოტა თქვენც, შეგვატყობინეთ მასეთი შემთხვევების შესახებ, პოლიტიკის განყოფილებაში ძალიან ბევრი პოსტი კეთდება ყოველდღიურად და შეიძლება რამე გამოგვრჩეს კიდეც აქაურ მოდერატორებს.
  9. analgin რაფრაც კანონში წერია იმ აზრის ვარ.
  10. shavlego91 დარწმუნებული ხართ რომ სერგო ორჯონიკიძე იუზერ Siknadmo -ს ბაბუაა? წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ეს პოსტი შეიძლება შეურაცხყოფად იქნას აღქმული, რადგან სერგო ორჯონიკიძე ქართველების უმრავლესობისათვის ძალიან უარყოფით პიროვნებადაა მიჩნეული.
  11. analgin "შავყურა თეთრ"-ზე მეტი არაფერი გითქვამს ხო? და ეს მე დავწერე თუ შენ: ? შენს შეცვლას არავინ არ აპირებს, აქ გამოსასწორებელი დაწესებულება არაა. აი ზემოთ რომ გიწერია ისეთი ლექსიკის გამოყენების შემთხვევაში კი შეგეზღუდებოდა გარკვეული დროით პოსტვის უფლება, მაგრამ არ გხსნიან ამ სტატუსს და შენ იცი აბა, არ გაუშვა უგინებლად არავინ ვისაც შენგან განსხვავებული აზრი აქვს ადმინისტრაცია ვერ მპასუხობს და შენ მაინც მითხარი ეს ჩინ-მენდლები კი არა და VIP-Member -ობა რა დამსახურებისთვის მოგცეს? ყარსის ციხე აიღე? :
  12. ჭანო იუზერ Siknadmo -ს დაედო ერთდღიანი ბანი. ერთჯერადად ასეთი ტიპის გამონათქვამებზე არ ღირს გამოკიდება. ეს ხომ ფორუმია და არა კეთილშობილ ქალთა პანსიონი
  13. Nukriko ერთი და იგივეა ეგ. რაც შეეხება თემას, იგი აყვანილია განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ. შეეცადეთ არ დაარღვიოთ პოლიტიკის განყოფილებაში მოქმედი წესები.
  14. newstudio რა არის ამ ინფორმაციაში ასეთი სკანდალური?
  15. ბადრი_წიქორაძე დიახ. ეს თქვენს ოპონენტს ჰკითხეთ
  16. DATA TUTASXIA არანაირი რეალური მოლაპარაკების სურვილი რუსეთის მხრიდან ტერიტორიების დაბრუნებაზე არ ყოფილა.
  17. Siknadmo ჩვენები რა შუაშია იანუკოვიჩის მხარდაჭერასთან? და კრიმინალი თუ არ მოსწონთ, იანუკოვიჩი რომ ნასამართლევია არ იციან?
×
×
  • შექმენი...