dire შეურაცხყოფების მიყენება შენ დაიწყე. ოპონენტმა შენი რამდენიმე შეურაცხმყოფელი პოსტი გაატარა და ბოლოს რომ არ მოეშვი, გიპასუხა მსუბუქი შეურაცხყოფის ფორმით. ვინაიდან შენი სიტყვიერად უკვე გაფრთხილებული იყავი სხვა თემაში, დაგედო სასჯელი 8 საათიანი ბანი. შენი ოპონენტი სიტყვიერად გაფრთხილებული არ იყო, ამიტომ დაედო სასჯელი - სიტყვიერი გაფრთხილება. მისი მხრიდან შეურაცხყოფის განმეორების შემთხვევაში ისიც დაისჯება ანალოგიურად. ჩოხას ვთხოვ რომ ნუ ატარებს ამ განყოფილებაში, სადაც იგი მოდერატორია, მსგავს შეურაცხყოფებს რეაგირების გარეშე. ეს არაა პირველი შემთხვევა. ტყუილად არ დამიბრალებია. ნუკრიკოს ჰკითხეთ ამის შესახებ, მის მიმართ ახორციელებდა dire შეურაცხყოფების სერიას. შეურაცხყოფები წაიშალა, dire და კიდევ ორი იუზერი სიტყვიერად გაფრთხილდა.