McLaren 63 % არ უჭერს. ამომრჩეველთა საერთო რიცხვიდან რომ იანგარიშო, რამდენი გამოდის? აი მაგდენი უჭერს მხარს ნაციონალურ მოძრაობას. დანარჩენები უბრალოდ თვლიან რომ ხელისუფლების ალტერნატივა, რომელიც ამ მომენტში არსებობს, მინიმუმ არაფრით არ სჯობია მას. აი ასეა რეალურად და არ გვინდა ახლა ზღაპრები კოორდინატორი ქალების მიერ შეშინებულ ამომრჩევლებზე და მსგავსი სისულელეები. დღეისათვის ოპოზიციას არ აქვს სერიოზული მხარდაჭერა, იმდენად სერიოზული რომ შეძლოს ხელისუფლების შეცვლა. მიზეზი თუ რატომ არ აქვს, ბევრია. სხვა დროს ჩამოვთვლი.