მართალია. "რიჟა ბაზარია" ეგ. მაგალითად რამდენიც არ უნდა ეცადო ჩემს დაშინებას და მოსყიდვას, შანსი არაა ნოღაიდელს ან წიწიბურას მივცე ხმა. წავალ არჩევნებზე, სხვა კანდიდატს შემოვხაზავ და ვეტყვი დამშინებელს, რომ შენი კანდიდატი შემოვხაზე მეთქი. ამ არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე ვთქვი რომ ოპოზიციის ერთადერთი შანსი იყო თბილისში საერთო კანდიდატზე შეთანხმება. ამ შემთხვევაში ოპო ამომრჩევლის აქტიურობაც მეტი იქნებოდა და შანსი ერთიორად გაიზრდებოდა. და ეს უაზრო ყიყინი იმაზე რომ აქ ჩაუყარეს, იქ ჩაუყარეს, თბილისის მასშტაბით საერთოდ სისულელეა. ყველა კომისიაში იყო ოპო წევრები და თუ ისინიც მოისყიდეს, მაშინ დაანებონ ამ არჩევნებში მონაწილეობას თავი, აზრი არ აქვს რადგან საკუთარი პარტია ვერ დაუკომპლექტებიათ ნორმალური ადამიანებით.