Jump to content
Planeta.Ge

Saturn

მოდერატორი
  • პოსტები

    16.333
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    26

ყველა პოსტი Saturn

  1. GeoStream პუტინის კრიმინალურ მართვაზეც თუ მიაყოლებენ, მაგრები იქნებიან.
  2. ნამდვილად ეგრე იქნება გლობალი ხო არაა შემთხვევით გათიშული ;)
  3. ოფიციალურად აღნიშვნა რას ნიშნავს? სამხედრო პარადი უნდა ჩატარდეს და "რა მაგარი ბიჭები ვართო" უნდა ვიძახოთ თუ რა უნდა მოხდეს მაგ დღეს? ორგანიზატორი არა შვანცკი. ორი დიქტატორი იბრძოდა ტერიტორიებისთვის და მსოფლიო ბატონობისთვის და ამისთვის საკუთარი და სხვა ქვეყნების მოსახლეობა გაჟლიტეს. ერთის დედაც და მეორისაც, ვერანაირ განსხვავებას ვერ ვხედავ ვერც პიროვნებებში და ვერც მათ მიერ შექმნილ სისტემებში, სადაც ადამიანის სიცოცხლე არაფრად არ ღირდა. მე მგონი შენ გეგმავ ბოლშევიკების რეაბილიტაცია აღიარებას და იდეურათაც საკმაოდ ხარ დაახლოებული მათთან.
  4. დიმიტრის აჩვენეთ ეს თემა. ხელისუფლებაში მყოფ პირებს ყველანაირი უკანონობის გაკეთება შეუძლიათ და პასუხს არავინ სთხოვსო რომ ამბობს.
  5. რა ახსნა უნდა მაგას? სად აშშ და სად საქართველო? ცხოვრების სხვადასხვა სტანდარტებია. როცა ის ხალხი ქვეყანას აშენებდა, აქ იმ დროს სიმახინჯე იყო გამეფებული, ახლა ერთი ჰოპლას დაძახებით რომ არ ეშველება სიტუაციას, მაგას თქმა რად უნდა?
  6. asesino_141 გააჩნია სასტუმროს. ჩვენ 50 ლარიან ნომერში გავჩერდით. ამ თანხაში შედის ოთახი საკუთარი სველი წერტილებით - ტუალეტი, ცხელი და ცივი წყალი, კონდინციონერი, ტელევიზორი, საერთო მაცივარი. ფასები მომატებულია შარშანდელთან შედარებით. ქობულეთი გადათხრილია, განსაკუთრებით ცენტრი და ბათუმის მხარე. უცნაურია, სეზონს უცდიდა ეს ხალხი ? :ravic: მომსახურება როგორც ყოველთვის დაბალ დონეზე, ახლოსაც ვერ მივა ეგვიპტესთან და თურქეთთან. პლიაჟები - ზოგან არა უშავს, მაგრამ არის საკმაოდ დაბინძურებული ადგილებიც. მოკლედ ვინმე თუ გეტყვით ბარსელონას ჰგავსო, არ დაიჯეროთ. Lo Janko სასტუმრო "ელზა"-ში გავჩერდი, რაც ზევით აღვწერე ეს მინიმუმი თუ არ აქვს სასტუმროს, მასეთი არ მაწყობს. თუმცა ირგვლივ ბლომად ბავშვები არიან ე.წ. ზბორებზე ჩამოსული და ხნაურიანი ადგილია. თუ იცი სადმე ამ ფასად უკეთესი ადგილი, დამიკავშირდი. მობილურს PM-ში მოგწერ.
  7. ცუდი ქცევაა თუ მართლა მასე აკეთებ მანქანას რომ თავი დავანებოთ, იმ ბავშვს ძალიან ცუდ გზაზე აყენებ.
  8. ზღვაზე ქობულეთში. ლეპტოპი კი მიმაქვს, მაგრამ ვაიერლესი იქნება თუ არა სასტუმროში არ ვიცი. ჩვენს "ბიზნესმენებს" ფულის აღება უფრო უყვართ, ვიდრე მისი დახარჯვა სერვისის გასაუმჯობესებლად. ინტერნეტ კაფეები კი არის, მაგრამ იქ გამიჭირდება დათვლა და თან არც მინდა უცხო ადგილას ჩემი იუზერ/პაროლი შევიყვანო. ტელევიზორები არის სასტუმროებში, თამაშებს ვუყურებ
  9. უცხო_პლანეტელი ადამიანის ყური ვერ აღიქვამს. asesino_141 მორზეს ანბანით
  10. Siknadmo პოლიტიკური ძალების შეფასება ყოველთვის მეტ-ნაკლებად სუბიექტურია და დამოკიდებულია შემფასებელის ღირებულებსა და ფასეულობებზე. მაგრამ ნოღაიდელის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ცალსახად უზნეო საქციელს, როცა მან პუტინს მოუხადა მადლობა. უზნეობაა როცა ქვეყნის ლიდერს, რომელიც შენს მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავს, მადლობას უხდი.
  11. Siknadmo შენ ჰუმანიტარი ხარ? ალოგიკური და ლოგიკური არაა ფარდობითი, იმიტომ რომ მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვის დანახვა შეიძლება ლოგიკურში და ალოგიკურში კი ეს არ შეიმჩნევა. მაგალითად თუ A>B და B>C მაშინ A>C და ამას წყალი არ გაუვა, ესაა ლოგიკური ჯაჭვი. ახლა განვიხილოთ კარგი და ცუდი. მაგალითად მე ვამბობ რომ რაღაც ქარხანა აწარმოებს დღეში N პროდუქციის k რაოდენობას. შეგიძლია მითხრა კარგია თუ ცუდი? ვერ იტყვი თუ არ შეადარე სხვა ქარხნების ანალოგიურ მაჩვენებლებს და სტანდარტებს. ამიტომაა კარგი და ცუდი ფარდობითი.
  12. Blaugranator ზუსტად ისეთში რასაც იმსახურებთ. კარგი და ცუდი ფარდობითია საერთოდ. Siknadmo ტაში კუკური. სწორხაზოვანია თუ კლაკნილი, აზროვნების ნიმუში მაინცაა განსხვავებით იმ ალოგიკური ბოდვისაგან რასაც აქ ვკითხულობ ხოლმე ზოგიერთების პოსტებში.
  13. Blaugranator დიახ. იქ მიღებული სტანდარტებით ინგლისელი იქნები. მაგრამ თქვენ როგორ გინდათ იცი? კარგი ცხოვრება გინდათ, კარგი სასამართლო, კარგი პოლიცია, კარგი ხელფასები, ისეთი როგორც იმ ნორმალურ ქვეყნებშია, მაგრამ ეგ ყველაფერი მხოლოდ ისეთი მენტალიტეტით მიიღწევა, როგორიც იქ აქვს იმ ხალხს. გურჯულ-მურთაზული მიდგომით კი ის სახელმწიფო შეიძლება გქონდეთ, სადაც ახლა ცხოვრობთ.
  14. Siknadmo მიზეზებისგან დამოუკიდებლად განვიხილოთ. ფაქტია რომ მან უღალატა საკუთარ სარწმუნოებას. მე კი არ მაქვს პრობლემა ამასთან დაკავშირებით, პრინციპში მკიდია ვისაც სად უნდა იქ ილოცოს, მაგრამ პირიქით რომ ექნა ანუ ქრისტიანობაზე ეთქვა უარი, დარწმუნებული ვარ რომ ანათემას გადასცემდით
  15. აი პატივცემულო shamili, გაეცანი ამ განცხადებას: ჩავუშოღლუმ რუსეთის ხელისუფლებას საქართველოდან ჯარის გაყვანისა და სეპარატისტული რეგიონების აღიარების გაუქმებისკენ მოუწოდა 15:02 - 01.07.2010 ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მევლუთ ჩავუშოღლუმ რუსეთის ხელისუფლებას საქართველოდან ჯარების გაყვანისა და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარების გაუქმებისკენ მოუწოდა. ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, ჩავუშოღლუმ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერთან ბორის გრიზლოვთან შეხვედრისას კრემლს შეუსრულებელი ვალდებულებები კიდევ ერთხელ შეახსენა. არ ჯობია ახლა ამისთანა თურქი ნოღაიდელისთანა ქართველს?
  16. lasha1997 ამჟამინდელ პარლამენტში მისი პარტიაა წარმოდგენილი უმრავლესობით და ბუნებრივია რომ არ გაუპროტესტებენ. საქართველოს გარდა არსად არ მიცხოვრია მაგდენი ხნით, არც განვითარებულში და არც განუვითარებელში.
  17. გიორგი68 მაგას თუ იზამს ეგ პრაქტიკულად იმას ნიშნავს რომ დასავლეთს ზურგი უნდა აქციოს. რუსებთან სააკაშვილის ურთიერთობა გამორიცხულია, თვითონ რომ მოინდომოს, სანამ იქ პუტინია არ მოხდება ეგ. შესაბამისად თუ დასავლეთს ზურგს შეაქცევს და იგივე აშშ და ევროპა აღარ იქნება შემაკავებელი ფაქტორი, რუსეთი უბრალოდ მოაძრობს იმ პრემიერ მინისტრის პოსტიდან და დამთავრდება ამით ყველაფერი. მარტივი გასათვლელია რა...
  18. არა. არა იმის გამო რომ სააკაშვილის გაპრემიერებას ვუშვებ, არამედ იმიტომ რომ არ ვარგა საპარლამენტო მოდელი საქართველოსთვის.
  19. asesino_141 ეგ პოსტი ჩაწერილია რას ვიტყვი და ცუდად დაამთავრებს მეთქი ვიტყვი
×
×
  • შექმენი...