GeoStream გიორგი68 კი ახლა საჭმელ-სასმელიც ბევრისთვის პრობლემაა, მაგრამ ეს გამოწვეულია იმით რომ ქვეყანა მახინჯი გზით ვითარდებოდა მინიმუმ 1921 წლის შემდეგ. სიმახინჯე შეიძლება გარკვეული დროით დაიმალოს, მაგრამ ბოლოს მაინც იჩენს თავს. და იჩინა კიდეც. რატომ აშშ ან ევროპის ქვეყნები არ დაინგრა სსრკ-ს მსგავსად? იმიტომ რომ სწორი გზით ვითარდებოდნენ. ეს არის ძალიან მარტივი ჭეშმარიტება. ეს გზა, სიმახინჯიდან ნორმალური განვითარებისკენ გადასვლა არის გასავლელი. ყველა პოსტ კომუნისტურმა ქვეყანამ გაიარა ეს გზა. ზოგმა სწრაფად, ზოგი კი დიდხანს უნდება. გზის გავლის სისწრაფე უკვე ხალხზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ ჩვენ ამაშიც ვერ აღმოვჩნდით მოწოდების სიმაღლეზე. ხოლო საბჭოთა კავშირის დროს არსებულ ტოტალიტარიზსა და ამჟამინდელ სიტუაციას შორის ვინც განსხვავებას ვერ ხედავს ან ბრმაა ან იდიოტი. შედარებაც კი არ შეიძლება დემოკრატიის ხარისხისა მაშინ და ახლა. asesino_141 რა 500 მანეთი, მამაჩემი მუშაობდა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საწარმოში, ელმავალმშენებელში, კონსტრუქტორად. 350 მანეთი ჰქონდა ხელფასი. აღვნიშნე ზემოთ რომ საჭმელი ნამდვილად არ გვაკლდა. მანქანა ბუნებრივია არ ჰყავდა, რადგან დანჯღრეული "მასკვიჩი" 7-8 ათასი მანეთი ღირდა. როგორ უნდა შეეგროვებინა 350 მანეთით ეს ფული? თან ხო ოჯახიც უნდა ერჩინა? და ყველაზე მურტალი კი ის იყო, რომ მუშას რომელიც მამაჩემის და სხვა კონსტრუქტორების დაპროექტებულ ელმავლებს აწყობდნენ, ხელფასი უფრო მეტი ჰქონდა :018: ესეც თქვენ სიმახინჯის ნათელი ნიმუში.