Nukriko რად მინდა სახელმძღვანელოები, თავადაც კარგად მახსოვს ყველაფერი. ქართულ-რუსული ომი იყო ეს. სეპარატიზმი წაქეზებული და დაფინანსებული იყო რუსეთის მიერ. ომის ბედიც რუსეთის სამხედრო ძალამ გადაწყვიტა. მეტი რა უნდა მომხდარიყო რომ ქართულ-რუსულ კონფლიქტად იყოს მიჩნეული ის ომი? კიტოვანი და იოსელიანი რისთვისაც არ უნდა შესულიყვნენ აფხაზეთში, ეს საქართველოს საშინაო საქმე იყო და არავის არ ჰქონდა უფლება მასში ჩარეულიყო თუ არ იქნებოდა გაეროს რეზოლუცია ამ საკითხთან დაკავშირებით. რუსეთმა საკუთარ ტერიტორიაზე, ჩეჩნეთში, რაც ჩაიდინა ყველამ იცის, მაგრამ არავინ არ ჩარეულა, რადგან ეს მიჩნეულ იქნა რუსეთის საშინაო საქმედ.