Jump to content
Planeta.Ge

Saturn

მოდერატორი
  • პოსტები

    16.333
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    26

ყველა პოსტი Saturn

  1. ძუკუ კი მეუბნებით, მაგრამ ფაქტობრივად ვერ ადასტურებთ :ravic:
  2. ეს ის არაა ფორუმ.გე-ზე იუზერ სექსი ბიცოლასთან სანაძლეო რომ წააგო სააკაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით?
  3. ძუკუ კრიმინალურ წრეებთან დაახლოებული ხალხის ინფორმატორებად გამოყენება მიღებული პრაქტიკაა ნებისმიერი ქვეყნის საგამოძიებო სტრუქტურებში. ასე იხსნება მთელს მსოფლიოში დანაშაულები.
  4. lasha1997 სამაგიეროდ პურის საცხობი ჰქონია :018:
  5. შენ გამოსცადე კანადაში როცა ცხოვრობდა?
  6. დაჩი, ეს ელგა ფოლადაშვილი შენ ხო არ ხარ?
  7. DonCaredo ო რომ წერია სად ა-დ იკითხება და სად ო-დ ეგ დაამუღამე რუსულში? ერთი ნაცნობი მყავდა რუსი, რომ ვვარჯიშობდი იქ დადიოდა ისიც და ბლიადის და ხუის გარეშე წინადადებას არ ამბობდა.
  8. babuagiorgi ჯერ გამსახურდიას ხელისუფლების ჩაჯმულ საქმეებს ვასწორებთ, მერე შევარდნაძისას და მერე მივუახლოვდებით.
  9. GeoStream რა პრინციპული პასუხი? რა კითხვაზე გინდა პრინციპული პასუხი? დასვი კითხვა.
  10. VPN კონექშენს სახლის კომპიდან სამუშაოს კომპში შესასვლელად ვიყენებ.
  11. GeoStream დემაგოგია, ზღაპრები და კომუნისტურ წარსულზე ტირილი შენი პოსტინგია თავიდან ბოლომდე. მე ვცხოვრობდი იმ დროს და მშვენივრად ვიცი რა "აწყობილი" ქვეყანა იყო სსრკ. დაანებე ვიღაცის მონაჩმახებზე სმენას თავი და თუ ის ეპოქა გაინტერესებს, არსებობს სერიოზული კვლევებიც და მათ გაეცანი. ცივი ომის პერიოდში ქვეყნები პირობითად იყოფოდა სამ ნაწილად. მხოლოდ სამყაროს ეძახდნენ ამ დაყოფას და არა მსოფლიოს. პირველი სამყაროს ქვეყნებში შედიოდა განვითარებული ქვეყნები, ძირითადად დასავლეთ ევროპა და აშშ. მეორე სამყაროში - საბჭოთა კავშირი და მისი ბლოკის ქვეყნები. მესამე სამყარო: ჩამორჩენილი, ე.წ. განვითარებადი დაქცეული ეკონომიკით და ცხოვრების უკიდურესად დაბალი დონით. babuagiorgi ატრაკებ და გიხარია
  12. GeoStream გიორგი68 კი ახლა საჭმელ-სასმელიც ბევრისთვის პრობლემაა, მაგრამ ეს გამოწვეულია იმით რომ ქვეყანა მახინჯი გზით ვითარდებოდა მინიმუმ 1921 წლის შემდეგ. სიმახინჯე შეიძლება გარკვეული დროით დაიმალოს, მაგრამ ბოლოს მაინც იჩენს თავს. და იჩინა კიდეც. რატომ აშშ ან ევროპის ქვეყნები არ დაინგრა სსრკ-ს მსგავსად? იმიტომ რომ სწორი გზით ვითარდებოდნენ. ეს არის ძალიან მარტივი ჭეშმარიტება. ეს გზა, სიმახინჯიდან ნორმალური განვითარებისკენ გადასვლა არის გასავლელი. ყველა პოსტ კომუნისტურმა ქვეყანამ გაიარა ეს გზა. ზოგმა სწრაფად, ზოგი კი დიდხანს უნდება. გზის გავლის სისწრაფე უკვე ხალხზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ ჩვენ ამაშიც ვერ აღმოვჩნდით მოწოდების სიმაღლეზე. ხოლო საბჭოთა კავშირის დროს არსებულ ტოტალიტარიზსა და ამჟამინდელ სიტუაციას შორის ვინც განსხვავებას ვერ ხედავს ან ბრმაა ან იდიოტი. შედარებაც კი არ შეიძლება დემოკრატიის ხარისხისა მაშინ და ახლა. asesino_141 რა 500 მანეთი, მამაჩემი მუშაობდა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საწარმოში, ელმავალმშენებელში, კონსტრუქტორად. 350 მანეთი ჰქონდა ხელფასი. აღვნიშნე ზემოთ რომ საჭმელი ნამდვილად არ გვაკლდა. მანქანა ბუნებრივია არ ჰყავდა, რადგან დანჯღრეული "მასკვიჩი" 7-8 ათასი მანეთი ღირდა. როგორ უნდა შეეგროვებინა 350 მანეთით ეს ფული? თან ხო ოჯახიც უნდა ერჩინა? და ყველაზე მურტალი კი ის იყო, რომ მუშას რომელიც მამაჩემის და სხვა კონსტრუქტორების დაპროექტებულ ელმავლებს აწყობდნენ, ხელფასი უფრო მეტი ჰქონდა :018: ესეც თქვენ სიმახინჯის ნათელი ნიმუში.
  13. GeoStream შენ მასწავლი ახლა 30 წლის წინ რა იყო? შენ ვიღაცა გიყვება და მე ვცხოვრობდი იმ დროს. წესიერი, ხელფასზე მცხოვრები კაცი შეძლებულად ვერ ცხოვრობდა. ნუ საჭმელ-სასმელი არ აკლდა ნამდვილად და შენ თუ მაგას ეძახი შეძლებას მაშინ სხვა საქმეა. ტოტალიტარულ რეჟიმს სამოთხე რამდენად შეიძლება უწოდოს ნორმალურმა კაცმა დაფიქრდი აბა.
  14. analgin კი გადათხრილია. თბილისის მხრიდან რომ მიდიხარ შესასვლელში, ცენტრამდე არ მისული თუ გაჩერდები, მანდ შედარებით ნაკლებადაა გადათხრილი და სიწყნარეცაა. გასწორებით უფრო კემერში გაგისწორდება, მაგრამ შესაძლებლობების ამბავია რა ჩვენ ბოლო რამდენიმე დღე გავჩერდით პატარა სასტუმროში, Lo Janko -მ მიმასწავლა, მისი მეგობრისაა. ნომერში კონდენციონერით, საკმაოდ დიდი ტვ-თი და საერთო მაცივრით სართულზე, ვიხდიდით 30 ლარს დღეში. ნორმალური სიტუიაცია იყო. ზღვიდან ასე 300 მეტრში. ზღვისპირა ქუჩაზე გაჩერებას (მგონი რუსთაველისაა) არ გირჩევ, ყაყანია მუდმივად და ფასებიც უფრო მაღალია.
  15. Lo Janko მე მოვუგე ფორუმ.გე -ზე ერთ იუზერს ანალოგიური ნიძლავი ჩვენც ხო არ დავნიძლავდეთ "ტყუპებში" აჭარულ ხაჭაპურზე?
  16. გიორგი68 პრიმიტიულ პასაჟებს ვერ ვეშვებით კაი გააგრძელეთ მაშინ :ravic: ის დაბოლება ზოგადად იყო დაწერილი და არა პირადად შენი მისამართით.
  17. გიორგი68 მანდ ტრესტიდან გაუყრიათ და ოსებმა და აფხაზებმა სახლებიდან გამოყარეს ხალხი და დღესაც ვერ ბრუნდებიან სახლში. სამუშაოდან გაგდებაც ცუდი მომენტია, მაგრამ ეთნიკურ წმენდასთან დანაშაულის სიმძიმით ახლოს ვერ მივა. ნუ დაბოლდებით ფსბ-ს პროპაგანდით.
  18. 100 და თუნდაც 80% -იანი მხარდაჭერა, ვის მიმართაც არ უნდა იყოს, საზოგადოების როგორც ასეთის არ არსებობაზე მიუთითებს. ეგაა მთავარი პრობლემა და არა მიშა და გრიშა.
  19. babuagiorgi მდიდარ-ღარიბზე არ იყო აქ საუბარი. ჩვენ ვსაუბრობდით ხალხს როდის არ უნდოდა წასვლა საქართველოდან. კომუნისტურ პერიოდში როცა საზღვრები ჩაკეტილი იყო, წასვლაზე ლაპარაკი უაზრობაა. თუმცა მაშინაც ხდებოდა რომ ვთქვათ მოცეკვავეები ან მომღერლები მიდიოდნენ გასტროლებით საზღვარგარეთ და იქ რჩებოდნენ. ნეტა რატომ? და რაც შეეხება პოსტ კომუნისტურ ეპოქას, როგორც კი გაიხსნა საზღვრები, მაშინვე დაიწყო მიგრაცია. ეს პრიმიტიული პასაჟები როგორ ვერ მოიშალეთ? ასე პრიმიტიული ხალხი ხართ? არ მინდა დავიჯერო როცა შევარდნაძის პერიოდს ვადარებ ხოლმე სააკაშვილის პერიოდს, მაშინ ყიყინებთ ხოლმე იმ დროს დაანებე თავიო და რა გინდათ იქნებ ჩამოყალიბდეთ :ravic:
  20. babuagiorgi როდის იყო ეს? აღმაშენებლის ეპოქაში ხო არ ცხოვრობდი?
×
×
  • შექმენი...