კავკასია რუსეთის კისერზე დაკიდებული ლოდია _ განაცხადა რუსეთის ლიბერალურ დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ ვლადიმერ ჟირინოვსკიმ დუმის საგაზაფხულო სესიის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. "კავკასია რუსეთისათვის ლოდია. ამ რესპუბლიკებს შეიძლება მთელი რუსეთის ბიუჯეტი მისცე, მაგრამ იქ მაინც იქნება სროლა ავტომატებიდან. ხელისუფლებას ეს არ ესმის. ჩრდილოეთ კავკასია _ ეს მხოლოდ დანახარჯია და მოსახლეობაზე უარყოფითი გავლენაა. რუსეთის იმპერიის დროს ამის მოთმენა კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ როგორც კი საბჭოთა ხელისუფლებამ იქ ნაციონალური რესპუბლიკები შექმნა დაიწყო _ გზა სახელმწიფოების შექმნისაკენ, ეს შეუძლებელია. რესპუბლიკა უკვე ნიშნავს სახელმწიფოს. შეუძლებელია რესპუბლიკაში რესპუბლიკა იყოს. ეს უზნეობაა", _ აცხადებს ჟირინოვსკი. მისი თქმით, "რუსეთი დედა-ღორია და მისი შვილი-რესპუბლიკები საბოლოო ჯამში გამოეყოფიან მას. ჩვენ დღეს 20 რესპუბლიკა გვაქვს, ეს მომავალი 20 სახელმწიფოა. ეს ლენინის, სტალინის, ბრეჟნევისა და ზიუგანოვის შეცდომაა", _ ამბობს ის და აღნიშნავს, რომ ყოველივე ზემოთაღნიშნულის გარდა, რუსეთი და კავკასია შეუთავსებელია ოთხ პოზიციაში. "ჩვენ ორი განსხვავებული ცივილიზაცია ვართ, სხვა და სხვა რელიგია გვაქვს: მართლმადიდებლობა და ისლამი: ჩვენ გვქონდა იმპერია, ისინი კი ყოველთვის თავდასხმის ობიექტი იყვნენ. განსხვავებული გეოგრაფია _ შეუძლებელია მთაში ცივილიზაცია ააშენო: სტადიონები, ფილარმონიები, მუზეუმები, უნივერსიტეტები. მთაში ძნელია ცხოვრება. ყოველივე ამან დაღი დაასვა კავკასიელების ჩვეულებებს. მათ, მოტყუებულებს და დამცირებულებს და გაავებულებს არ სურთ ჩვენთა ცხოვრება. ჩვენც არ გვინდა. რუსებს რომ კითხოთ იტყვიან, რომ არ სურს", _ აცხადებს ჟირინოვსკი და აღნიშნავს, რომ მას სულაც არ უნდა იმის თქმა, რომ ვიღაც უნდა გამოიყოს, მაგრამ მისივე თქმით "ამგვარ თანაცხოვრებას მომავალი არ აქვს". "თანაცხოვრება შესაძლებელია მაშინ როცა არ არსებობს ეროვნული უჯრედები. არავითარი რესპუბლიკები არ უნდა არსებობდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დამოუკიდებლობას მოითხოვენ. ამას მე არ ვამბობ, ამას ისინი ითხოვენ. ამიტომაც რა აზრი აქვს იქ ფულის ჩადებას?", _ აცხადებს ჟირინოვსკი. http://ghn.ge/news-19548.html ხო გეუბნებოდით?