მართალია სახელმწიფოებრიობა მაგ დროს გაგვიუქმდა და ბევრი ცუდი რაღაცეებიც მოხდა, მაგრამ მაინც... იმ სახელმწიფოში რომელშიც ქართველები ცხოვრობდნენ, სახელმწიფო მოწყობის პრინციპი მაინც სწორი იყო. ჩამორჩენილი, მაგრამ სწორი. ანუ დაშვებული იყო კერძო მეწარმეობა, კერძო საკუთრება, არ იდევნებოდა აქტიურად რელიგია და მოკლედ ნელ-ნელა მაინც ვითარდებოდა ქვეყანა. ასეთ მდგომარეობაში, კოლონიალურს ვგულისხმობ, იმ ეპოქაში ბევრი ქვეყანა იყო. შემდეგ იმ ქვეყნებმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს (ისევე როგორც ჩვენ 1918 -ში) და დაიწყეს დამოუკიდებლად განვითარება. მაგრამ 1921 წლიდან ბოლშევიკურმა სიმახინჯემ საფლავის ქვა დადო საქართველოს განვითარების გზაზე. ეს პერიოდი როგორც სიმძიმე წყალში გადაგდებულის ფეხებზე, ისე მოქმედებს დღესაც.