ტაშიი 2005 წლამდე არჩევნები არც ჩატარებულა ეგვიპტეში. რეფერენდუმები ტარდებოდა, რომელზეც მხოლოდ მუბარაკის კანდიდატურა იყო წამოყენებული აი 2005 -ში კი მას შემდეგ რაც კონსტიტუციაში ცვლილება შევიდა, ჩატარდა არჩევნები თუმცა სერიოზული დარღვევებით. თვითონ მუბარაკს რაც შეეხება, მან სერიოზული რეფორმები გაატარა ეგვიპტეში. მისი ქვეყნის სათავეში მოსვლის დროს ეგვიპტე იყო ჩამორჩენილი, ფუნდამენტალისტური, ვალებში და იზოლაციაში მყოფი ქვეყანა, სადაც სასტიკად იდევნებოდა ოპოზიცია (რეალურად და არა ისე თქვენ რომ ჩვენთან ეძახით დევნას ). მუბარაკმა გაათავისუფლა ოპოზიციონრები ციხეებიდან, დაუშვა პრესის თავისუფლება და აკრძალა ფუნდამენტალისტური ორგანიზაციები. რა თქმა უნდა ბევრი პრობლემაა ეგვიპტეში, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ საიდან სად მივიდა ეგვიპტე, არაა ეგ კაცი ხელწამოსაკრავი ჩემი აზრით. მით უმეტეს რომ ეგვიპტე მუსულმანური ქვეყანაა აფრიკაში და ევროპული დემოკრატია ორგანულად უცხოა იქ ხალხისთვის.