Siknadmo მთავარი არის არა ქუჩის აქციებისკენ მოწოდება (ეს ბევრჯერ მოახერხეს აქამდეც), არამედ გათვლა სად გადის მათი შესაძლებლობები. ანუ რომ მოითხოვონ შესრულებადი მაქსიმუმი (არა აბსურდული "წიპა" ან ყველაფერი ან არაფერი, რომელიც განწირულია ჩასაფლავებლად) და დროში სწორად გათვალონ ის აქციები, რომლის ჩატარებასაც აპირებენ. აი ამის თავი აქვთ? მე ეჭვი მეპარება ამაში. საერთოდ გათვლა, ტაქტიკური ბრძოლის სწორად წარმართვა, ქართული ოპოზიციის აქილევსის ქუსლია. ალბათ იმიტომ რომ არ ჰყავთ მოაზროვნე, ინტელექტუალური ნაწილი, ვინც არ ჩანს იმ მიტინგებზე, არ გამოდის სიტყვით, მაგრამ მუშაობს ამ საკითხებზე და სწორ სტრატეგიას შეიმუშავებს გარემოებების გათვალისწინებით.