და "აინშტაინიც" პროგრამა "აინშტაინის" განხორციელება დაიწყო ოქტომბერი 28, 2010 სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების დონის ამაღლებისა და ამ საგნებით მოსწავლეთა დაინტერესების მიზნით, საჯარო სკოლებში პროგრამა ,,აინშტაინის” განხორციელება დაიწყო. პროგრამის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის №157-ე საჯარო სკოლას საბუნებისმეტყველო საგნების სასწავლო ლაბორატორია გადასცა. ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების გაძლიერება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი და სტრატეგიული გეგმის ნაწილია. ტექნიკური დარგების განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, 2010-2011 სასწავლო წლისთვის ეტაპობრივად ყველა საჯარო სკოლა ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის თანამედროვე ლაბორატორიებით აღიჭურვება. ლაბორატორიები 3 სრული კომპლექტისაგან შედგება და თითოეულში გაერთიანებულია კონკრეტული საგნის (ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა) სასწავლო თემატიკის შესაბამისად შედგენილი 18 ქვეკომპლექტი. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები მოსწავლეთა კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებას მოემსახურება. მომავალში თითოეულმა მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულად მუშაობა, კვლევის ჩატარება, მისი შედეგის აღრიცხვა და გაანალიზება, სათანადო დასკვნის გამოტანა. 2010-2011 სასწავლო წლიდან ყველა საჯარო სკოლის მასწავლებელსა და მოსწავლეს საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლისას და სწავლებისას ექნება საშუალება ასევე ისარგებლონ ვირტუალური ლაბორატორიებით. http://www.onlinenews.ge/index.php?id=3728&lang=geo