Jump to content
Planeta.Ge

Saturn

მოდერატორი
  • პოსტები

    16.333
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    26

ყველა პოსტი Saturn

  1. lasha1997 არ მახსოვს ზუსტად და რასთან დაკავშირებით დაგიდე? asesino_141 მასეა, მასე. უმრავლესობა მასეა და რაღაც ნაწილი კი იქნება ვინც სხვანაირად იქცევა. არა
  2. lasha1997 შეუძლებელი კი არა სრულიად შესაძლებელია და მასეც იქცევა იქ მომუშავეთა დიდი უმრავლესობა. ნუ აყვები ამ ზღაპრებს. analgin მე ის მიკვირს როგორ შეიძლება ადამიანს ყველა სოციალურ ფენაში ჰყავდეს ძმაკაცი.
  3. analgin მოკლედ დაგვტანჯეს ამ შენმა ძმაკაცებმა, საზოგადოების ყველა ფენაში რომ გყავს, პოლიციელი, ქურდი, ბიზნესმენი, მასწავლებელი... ვაი რა მამალ ტყუილებს ამბობ მე პირიქით ტვინი მაქვს წაღებული, მეზარება ხოლმე ამათთან ერთად სუფრაზე ჯდომა, ატყდება ხოლმე პატრიარქის და ღმერთის სადღეგრძელოები
  4. newstudio მიშას და გრიშას, უფრო სწორად ირაკლას მომხრე შენ ხარ მე კანონის აღსრულების მომხრე ვარ.
  5. newstudio თეორემები მიმტკიცებია, ჩემი თვალით დანახული ფაქტები მიმტკიცებია, აი სტადიონის მოსალოდნელი შევსება / არ შევსების შესახებ არ მიმტკიცებია არასდროს
  6. Siknadmo რეალური მიზეზი მე მგონია ისაა, რომ მცირე მხარდაჭერა ექნებოდა ამ აქციებს და გათვალეს, რომ კრახით დასრულდებოდა.
  7. ტაშიი იმის განსაზღვრა თუ ვინაა საზოგადოებისთვის საშიში ელემენტი, სასამართლოს პრეროგატივაა. რა თქმა უნდა ზემოთ აღწერილ შემთხვევაში თქვენ კანონს დაარღვევთ. თქვენს მიერ არჩეული გზა კი ანარქიის გზა იქნება. analgin პატრული უნდა გამოიძახო. აუცილებელი მოგერიების ფარგლებში თავდაცვაც შეგიძლია.
  8. analgin ბოჩოლას რომ გიწოდებენ მაგაზე შეიძლება "მოთხოვნა" ;) მხოლოდ არა ძველბიჭურად ან სასამართლოზე, არამედ ფორუმის წესების დარღვევის გამო. აი შენ რომ ითხოვდი, როცა ცრუ ბრალდებებს მიყენებდი ხოლმე რომ გადაგეყენებინე მოდერატორობიდან და რომ ვერ მოახერხე დანარჩენს რაც შეეხება, უბრალოდ ტყუილია რადგან დაჭერილთა რიცხვში ე.წ. "თავისიანებიც" არიან. ტაშიი ჩემი საქმე არაა მეთქი თორე ვინ დაუშალათ? 3 თვე მეტს რას აკეთებდნენ? არაკანონიერ ქმედებებში ის ვიგულისხმე ანალგინი რომ ვიღაცეების ცემა/დასახიჩრებას რომ აპირებს.
  9. არ ვიცი რა ქნა. და რა ბრალდება აქვს წაყენებული?
  10. analgin კარგი, მიაღწიეთ შენ, გუბაზამ და კომპანიამ იმას, რომ ევროპული სტანდარტები დამკვიდრდეს აქ და მე რითაც შემეძლება დაგეხმარებით. მეტი არაფერი შემიძლია. მიტინგებზე სირბილი და არაკანონიერი ქმედებები, რასაც როგორც მივხვდი, აპირებთ, მით უმეტეს არაა ჩემი საქმე.
  11. ძუკუ ჩვენი რას ნიშნავს? ნებისმიერ სახელმწიფოში ორდერის გამცემ/დამჭერ/გამსამართლებელი სახელისუფლებო შტოებია. აბა თემურ წყობილებაში ვერ დავბრუნდებით ახლა. გარდა ამისა ბოლშევიკების პერიოდისაგან განსხვავებით ახლა სტრასბურგში შეიძლება განაჩენის გასაჩივრება. analgin შენ ჯერ მაგ უზრდელობას გადაეჩვიე და მერე დავილაპარაკოთ. ვიღაცას ალბათ იჭერენ ტყუილადაც, ხდება ალბათ გამიზნული და შემთხვევითი შეცდომები და პოსტ საბჭოთა ქვეყანაში, რომელსაც კაცმა რომ თქვას არასდროს არ ჰქონია ნორმალური სასამართლო, ეგ ბუნებრივიცაა. მაგრამ ამას არ აქვს ისეთი მასიური ხასიათი როგორც თქვენ ხატავთ.
  12. ძუკუ როგორ არ უნდა მტკიცება? მე ვამბობ რომ ტყუილია ეგ (უდანაშაულოს შესახებ). და დამნაშავე ან ეჭვმიტანილი, რომლის დაკავების ორდერიცაა გაცემული, უნდა დაიჭირონ აბა რა უნდა ქნან?
  13. აქაა კარგად ახსნილი ძუკუ ძალიან მარტივია. მოდი ყველა ფორუმელმა დაწეროს რა უბედურება დამართეს ამ ე.წ. "ზონდერებმა". ყურით მოთრეული ამბები არ გვინდა.
  14. ტაშიი საკითხი რბილად რომ ვთქვათ პრიმიტიულადაა დასმული. ის ზონდერები და ა.შ. ბლა-ბლა-ბლა გადაჭარბებულია და ჩვეულებრივ კანონმორჩილ ადამიანს პრაქტიკულად არავითარი პრობლემა არ ექმნება ცხოვრებაში მათგან. რუსული ჯარის მოქმედებების შედეგად კი ჯერ 90-იან წლებში და შემდეგ 2008 -ში უამრავი ადამიანი დაიღუპა, ხოლო უფრო მეტმა სახლ-კარი დაკარგა. ეს უგუნურობით რუსის ჯარის შემოყვანაც თითიდან გამოწოვილი არგუმენტია. მაშინ იგივე შეიძლება ითქვას ნებისმიერ ინტერვენციაზე, რაც კი მსოფლიოში მომხდარა, რომ ჟორდანიას ხელისუფლების უგუნურმა ქმედებამ მოიტანა 1921 წელს რუსების შემოჭრა საქართველოში, რომ პოლონელთა უგუნურმა ქმედებამ გამოიწვია ჰიტლერის შეჭრა პოლონეთში (რომ დაეთმოთ ტერიტორია საბაბი არ ექნებოდა), რომ ავღანელთა უგუნურმა ქმედებამ გამოიწვია სსრკ-ს შეჭრა ავღანეთში (კომუნისტური რომ გამხდარიყო ავღანეთი მაშინ არ შევიდოდნენ) და ა.შ. სისულელეა მიშას, გრიშას თუ ნებისმიერი სხვა პირის ზიზღით ოკუპაციის გამართლება და ზიზღის ობიექტზე ყველაფრის გადაბრალება.
  15. analgin რომელი წესის თანახმად ამიკრძალავ ისიც მიუთითე ;) ჩემი კომენტარები არაფერი არაა იმასთან შედარებით, რასაც პროლეტარი აკეთებს ამ ფორუმზე. მაგრამ იქ დუმხართ. ასე რომ როგორც რუსები იტყვიან "სამ ზავარილ კაშუ, სამ ი რასხლიობივაი"
  16. როგორ არ გაგიგია, სახეზეა აგერ ამ თემაში
  17. newstudio კააააი ახლა ალოგიკურია ესეც. მაგ პრესა.გე -ზე გამოხმაურებებში "მაგარი" ლექსები გავჩითე ვინმე საქართველო-ს მიერ დაწერილი ყველა სახში გაიქეცით შეგეშინდათ მიშასი პოლიცია გამოგენთოთ შეგაბოლათ შხამები ახლა რომ ქორსატეველობთ რად მოგაზეთ ასოცი ფეხსაცმელი ძირს დაყარეთ ფეხშიშველი გარბოდით ტორო შე ტორო ბოროტო თახსირო ამოგდებულო უზრდელო უკმეხ გლახაკო გმირი მიშიკოს მოშურნე ვერას დაკვაკლებ უგვანო ჩვენ ამერიკა გვფარველობს შენ გასკდი და გადაშენდი არ აგიდგა მაგ გვერდები შურიანო მიშა გმირის შენ გაგისკდა ე მაგ ფაშვი რას დაგვაკლებ შემოგაფრქვევ პირში შხამსა იანკურსა ზედ დაგახლი ცხელ ტყვიასა ამერიკულ რეზინისა სად გარბიხარ რო გარბიხარ მოგზდევს ჩვენი პოლიცია ყველა ნეხვი და ნაგავი ე მაგ თავზე მოგიცხია ზურგზე ბოლი აგდიოდა რო დაგზვეპა პოლიციამ ხორცმეტო და ვიგინდარავ ეგ თავი გაგსიებია მიშა არის მაგარი ტანთ აცვია აბჯარი შინ გარეთ დაერია სულ შემუსრა მტერია წინ მიგვიძღვის დროშებით უკან არ ჩამოვრჩებით საქართველო განათდა სულ ნათელი აფრქვია ბაზალეთის ტბის ძირში ირწეოდა აკვანი ჩავედი და რა ვნახე მიშას აკვანი არი მიშა მიშას რო დავძახებთ მზე ამოდის ცაზედაო ავივსეთ და მთლად ავშენდით გაგვიმართლა ვარდზედაო ხბორებივით კუნტრუშებდით მიშას ვარდით ხელშიდაო ახლა აღარ მოგეწონათ რო ჩაგყარათ ცეცხლშიდაო მე მგონი შაყირობს :018:
  18. newstudio მაგ ამოჭრაზე მე არ მითქვამს რომ შემთხვევითია. აშკარაა რომ ზუსტად ის ადგილები იყო ამოჭრილი, აქედან გამომდინარე შემთხვევითი ვერ იქნება. თუ მიზანი იყო რომ ვიღაცას არ ენახა ის კადრები, ნახვას გაურთულებდა ბუნებრივია. მაგრამ პრესა.გე -ს რამდენიმე საათით გათიშვა რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს ვერ ვხვდები. P.S. მაივიდეო.გე ვისია? მაგალითად? რა გართულება შეიძლება გამოიწვიოს? აი მე მაქვს სარეზერვო კოპია გაკეთებული. შენ დახაკე ჩემი საიტი, მოსპე ყველაფერი. მივალ მე და იმ სარეზერვო კოპიიდან 10 წუთში აღვადგენ ყველაფერს. აი რას დამაკლებ გარდა იმისა რომ რაღაც პერიოდი გაჩერებული ვიყავი? და კიდევ ერთი კითხვა: რატომ არ არის ინფორმაცია ამ დახაკვის შესახებ "დახაკულ საიტზე"?
  19. საქმეც იმაშია რომ ასეთი დახაკვით არანაირი კონტროლი არ მიიღწევა და ცენზურა მით უმეტეს. ხო იყო გათიშული გუშინ ღამიდან დღეს დილამდე? ახლა ჩაირთო ძველებურად. ვთქვათ ხელისუფლებამ გააკეთა ეგ. რა მოიგო ამით? რას აკონტროლებს ან რას აცენზურებს ახლა პრესა.გე -ზე? სტატუს ქვო აღსდგა და რასაც გუშინ საღამომდე აკეთებდა პრესა.გე, იგივეს გააგრძელებს ახლაც. პრობლემა იცი რაშია? ზოგ ამხანაგს ამ ფორუმზე (და არა მხოლოდ აქ) ეტყობა არასდროს არ უსწავლია მათემატიკა, ლოგიკა და ა.შ. თორემ ასეთი მარტივი აზრები, ორსვლიანსაც კი რომ ვერ დაარქმევ, არ მოუვიდოდა თავში.
×
×
  • შექმენი...