babuagiorgi საქართველოში დიქტატურა არ არის. დიქტატურას, როგორც პოლიტიკურ წყობას, ახასიათებს ნიშნები, რომლებიც საქართველოში არ შეიმჩნევა. არ არის აკრძალული პარტიების მოღვაწეობა, დაშვებულია ოპოზიციური ტელევიზიების და პრესის არსებობა (ეს უკანასკნელი ფაქტიურად აბსოლუტურ უმრავლესობაშია), არ იდევნებიან ადამიანები მათ მიერ გამოთქმული ანტისახელისუფლებო აზრების გამო და ა.შ. როცა შენ ამტკიცებ, რომ საქართველოში დიქტატურაა, სულ ორი ვარიანტი გვაქვს: 1)დიდი ხანია წასული ხარ აქედან და საერთოდ მიახლოებითაც ვერ ხვდები რა მდგომარეობაა აქ რეალურად. შეფასებებს აკეთებ საგაზეთო სტატიების მიხედვით და ფრიად ზედაპირულს, მიახლოებით სოფლის ბირჟაზე რომ მსჯელობენ ისეთი დონისას. 2) არ გესმის რეალურად რას ნიშნავს დიქტატორული რეჟიმი.