gendolf asesino_141 რეალურად არც ერთი და არც მეორე. მაგრამ თეორიულად უძრავ დამკვირვებელს მოეჩვენება რომ მატარებლის სიგრძე შემცირდა იმ მიმართულების გასწვრივ რა მიმართულებითაც მოძრაობს მატარებელი. ეს და კიდევ სხვა დასკვნები გამომდინარეობს ფარდობითობის სპეციალური თეორიიდან. მათგან ყველაზე ცნობილია ალბათ დოპლერის ეფექტი, რომელმაც ანეკდოტის სახითაც კი ჰპოვა გავრცელება. საუბარია იმაზე, რომ ერთხელ ერთი ფიზიკოსი ავტომობილით მოძრაობდა და წითელზე გაიარა. როცა იგი პოლიციელებმა გააჩერეს, მეცნიერმა ეს ფაქტი ასე ახსნა, რომ "მოძრაობისას ხომ სიხშირის წანაცვლება ხდება და შუქნიშნის შუქის ფერი ჩემთვის წითლიდან მწვანისკენ წანაცვლდაო" პოლიციელმა ჰკითხა "ეგ წანაცვლება რა სიჩქარეზე ხდებაო", ამანაც უპასუხა "ძალიან მაღალ სიჩქარეებზეო". "ხოოოდა სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაგაჯარიმებთოოო"