ამხანაგებო, თუ გინდათ დემოკრატიული ქვეყნის და მოაზროვნე საზოგადოების შექმნა, მორჩილებაზე ფიქრს უნდა შეეშვათ. ასეთი ქვეყანა იქმნება კრიტიკული აზროვნების და პროტესტის გრძნობის განვითარებით და არა მორჩილებით. თეზა: წვერებიანი, ბრძენი უხუცესი, რომელიც შეუმცდარია და რომლის ნათქვამს ყველა უნდა დამორჩილდეს არ მიგიყვანთ ისეთი სახელმწიფოს შექმნამდე, როგორიც თქვენ გსურთ.