ძუკუ შეგნებულად 9 აპრილის შემდეგ. უფრო ადრე, ბავშვი რომ ვიყავი მაშინ ალბათ უფრო შეუგნებლად, მაგრამ მაინც უარყოფითად ვიყავი განწყობილი ბოლშევიკებისადმი. უფრო ბაბუაჩემის გავლენით. ის მოესწრო კოლექტივიზაციას, შეძლებული გლეხის ოჯახიდან იყო და მიწებიც ჩამოართვეს. შემდეგში სოფელში რამდენიმე ადგილზე გავიგე, რომ ჩემს დიდ ბაბუას ეკუთვნოდა ესა თუ ის მიწა, მაგრამ იმას ვინღა დააბრუნებდა ბაბუაჩემი არ სცემდა პატივს სტალინს მაგალითად მამაჩემისაგან განსხვავებით, რომელიც არ მოსწრებია სტალინის მოღვაწეობას და მისი ქართული წარმოშობით ამაყობდა. სტუდენტობის პერიოდში კი ძლივს გადაურჩა ამ ნაძირალას გამო სიკვდილს, როცა სტუდენტური გამოსვლა დახვრიტეს ბოლშევიკებმა საქართველოში სტალინის კულტის გამოცხადებასთან შემდეგ. verusi ქართველებისგან კი არ ყიდულობდა, ქართველები აგირავებდნენ თავიანთ მამულებს სათავადაზნაურო ბანკში. მერე ამ ფულს ვერ აბრუნებდნენ და ბანკი ყიდდა მამულს იმაზე ვინც მეტ ფულს გადაიხდიდა. ზოგი სომხებზე იყიდებოდა და ზოგი ქართველებზე. ფული იყო მთავარი ყიდვისას და არა ეროვნება.