Jump to content
Planeta.Ge

Saturn

მოდერატორი
  • პოსტები

    16.333
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    26

ყველა პოსტი Saturn

  1. Grig ბოლო ომის დროსო მოგწერა და ეგ შემთხვევა არ ჯდება. ბოლო ომი 2008 წელში იყო და 1992-93 წლის შემდეგ მცირედით, მაგრამ მაინც გაიზარდა საზოგადოება. თბილისში განსაკუთრებით. მე ტყუილს არ ვწერ, თუ ადრე არ მეთანხმებოდი ცდებოდი და აქედან გამომდინარე საკუთარ თავს უნდა მიულოცო
  2. გადადექი მაშინ ტყუილად რომ იღებ ხელფასს
  3. verusi რაც ვნახე დაციტატებულია. საქართველოში ოსების შევიწროებას რომ ჰქონდა ადგილი, ეს საკუთარი თვალით მაქვს ნანახი. მაგალითად ვიცი ადამიანი რომელიც სამუშაოდან გააგდეს გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში. ფორმალური მიზეზი სხვა იყო, რეალური კი მისი ეთნიკური წარმომავლობა. ეს თბილისში, და რეგიონებში უარესებიც ხდებოდა. თავის მხრივ ოსური მხარე უარესებს სჩადიოდა, მაგრამ არც ქართველები რომ არ იქცეოდნენ ღირსეულად ცხადია. აფხაზებს რაც შეეხება იქ არ ვყოფილვარ ომის დროს, მაგრამ ახლობლები მყავს სამეგრელოში და ზუსტად ვიცი მხედრიონს რა აქვს იქ გაკეთებული. დარწმუნებული ვარ რომ აფხაზეთში უარესად მოიქცეოდნენ.
  4. verusi შენ საქართველოში ცხოვრობ თუ საფრანგეთში? ნახე აბა კარგად, არ ხარ მე მგონი საქართველოში.
  5. არ ვიცი. ეგ დასათვლელია რომელ ფაკულტეტს რა ბაზა სჭირდება და რამდენი სპეციალისტი უნდა გამოუშვას.
  6. მე არ დამიწერია ეგ კეთილო. აკაკი ჯოხაძეს მიმართეთ განმარტებისთვის.
  7. Nukriko Anima Libera გაქანებული ქსენოფობიური შეტევები გაქვთ განყოფილებაში. ან რამე მოიმოქმედეთ ან ის წესები რომ გაქვთ გამოკრული პირველ გვერდზე, შეცვალეთ.
  8. ანუ დაახლოებით ასე? სახალხო კრების #%$%^%&*^&*^$%#$%^ ნაციონალურმა მოძრაობამ და ისე სახალხო კრების გინება დასჯადია?
  9. გიორგი68 რატომ პარლამენტი და არა ქვეყანა? ესეც რევალუციონერები თავისუფალი და უშიშარი ხალხი :ihihi:
  10. სამწუხაროდ ვერ გავიზიარებ ამ აზრს.
  11. ამ ისტორიას გაგრძელებაც ჰქონია და რატომ დაგვიმალე ადმინ ბატონო? ამათაც სოლიდური თანხები აქვთ ანგარიშზე, ბაითები და მანქანებიც ხო აქვთ და აქვთ
  12. მომავალი წლიდან თბილისში ტრამვაის ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყება. ამის შესახებ დედაქალაქის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი აკაკი ჯოხაძე commersant.ge–სთან საუბარში აცხადებს. მისი თქმით, ამ ეტაპზე პროექტის ორგანიზატორი ფრანგული კომპანია „სისტრა“ პროექტის ტექნიკურ–ეკონომიკურ დასაბუთებაზე ინტენსიურად მუშაობს. პარალელურად მიმდინარეობს დედაქალაქის მოსახლეობის სოციალური გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც მგზავრთა სავარაუდო ნაკადი დადგინდება. ასევე დადგინდება, სად სჯობს ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტის დამატება თუ მოხსნა, აგრეთვე, სად იქნება ტრამვაის ხაზის გაყვანა ყველაზე ეფექტიანი. ნოემბერ–დეკემბერში კი კომპანია მერიასთან ერთად დედაქალაქში ტრამვაის ინფრასტრუქტურის სქემას ქუჩების, უბნებისა და კილომეტრების მიხედვით წარმოადგენს. ასევე გადაწყდება, რა ტიპის ტრამვაიზე გაკეთდება აქცენტი, როგორი ვაგონები იქნება და ა. შ. აკაკი ჯოხაძის განმარტებით, დედაქალაქში ტრამვაის ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ მუნიციპალური ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების ოპტიმიზაცია მოხდება. მისი თქმით, თბილისში ტრამვაი გარკვეულწილად მეტროს გაგრძელება იქნება. აკაკი ჯოხაძის განმარტებით, ტრამვაი მეტროს ბოლო გაჩერებიდან მგზავრებს მეტროს შემდგომ დასახლებებამდე მიიყვანს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ტრამვაი მხოლოდ პერიფერიებში იმოძრავებს. ამასთან, ტრამვაი ავტობუსებზე და სამარშრუტო ტაქსებზე ბევრად ეფექტური ტრანსპორტია. აკაკი ჯოხაძის განმარტებით, ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის გამოყენებული დიზელი იმპორტირებულია და საკმაოდ ძვირი ჯდება. ტრამვაის კი ელექტროენერგია სჭირდება, რომელიც დიზელზე ბევრად იაფია და თანაც საქართველოშია გამომუშავებული. ამასთან ავტობუსებისა მიკროავტობუსებისაგან განსხვავებით ტრამვაი საცობებში არ მოხვდება. მისი თქმით, ტრამვაის ინფრასტრუქტურის მოწყობა 1 კილომეტრზე საშუალოდ 8–10 მილიონი ევრო ჯდება. დედაქალაქში პირველადი ინფორმაციით, 50 კილომეტრი ხაზის მოწყობაა დაგეგმილი. შესაბამისად 500 მილიონი ევროა საჭირო. დაფინანსების წყაროები კი “სისტრას” მიერ კვლევის დასრულების შემდეგ გაირკვევა.
  13. georgekh13 ნებისმიერი მიმართულებით იგივე უნდა გაკეთდეს: თავად სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობ?
  14. Grig რომელი კანონით ან აქტით რეგულირდება ეგ? მაჩვენე სად წერია, რომ აუცილებლად მაგ ბოინში უნდა იყოს ხორცი შემოწმებული.
  15. Siknadmo გითხარი მე შენ, შეეშვი ანანიზმს მეთქი და არ იჯერებ. პირადი თუ არ ჩარიე არ შეგიძლია. რაც შეეხება განკერძოებას, კი ყოველთვის მხარს დავუჭერ, რომ სახელმწიფოს ხელში არსებული ობიექტები რეალურ ფასად გაიყიდოს და გადავიდეს კერძო მფლობელის ხელში გარკვეული პირობების გათვალისწინებით. პირობებზე უნივერსიტეტთან დაკავშირებით ზემოთ მიწერია და აღარ გავიმეორებ. და გაყიდვის არსი მდგომარეობს ზუსტად იმაში, რომ ზოგადად სახელმწიფო მართვა არის მართვის ერთ-ერთი ყველაზე არაეფექტური ფორმა. მაგალითად იგივე უნივერსიტეტის შემთხვევაში - მას აქვს მრავალმილიონიანი დაფინანსება. მაგრამ ვთქვათ კავკასიის ბიზნეს სკოლა ან ყოფილი ESM გაცილებით უფრო მაღალი დონის სპეციალისტებს უშვებს. რატომ? იმიტომ რომ უფრო ეფექტური მენეჯმენტი აქვთ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ხომ საერთოდ, სპეციალისტების ხარისხი სავალალოა და ცოტა ხნის წინ ფინანსური დარღვევებიც აღმოაჩინესო სადღაც წავიკითხე ინეტში.
  16. newstudio და რა ქნან მერე? "70 ლარით ადრე მეტს იყიდიდაო" თქვან და აღარ გაუზარდონ 100 ლარამდე? რა უნდა ამ ხალხს თვითონ იციან?
  17. კარგი იმიტომ იქნება, რომ სწავლის ხარისხის აწევის იმედი მაქვს იმის ხარჯზე, რომ მეტს გადაუხდიან პროფესორებს და აქედან გამომდინარე უფრო კომპეტენტური ხალხის მოწვევა იქნება შესაძლებელი. თან კერძო პირი არანაირად არ იქნება დამოკიდებული სახელმწიფოზე. რაც შეეხება ფიზიკა-მათემატიკას, უნდა ჩაიდოს პირობა განკერძოების შემთხვევაში, რომ ვთქვათ ფიზიკის სპეციალობაზე 20 ადგილი იქნება გამოყოფილი, მათემატიკაზე 30 და ა.შ. P.S. ჩემზე ნუ იდარდებთ მე მიწვეული პროფესორის სტატუსით ვკითხულობ მანდ ლექციებს, ძირითადი სამუშაო სხვაა. უნივერსიტეტში არ იქნება, სხვაგან მოვნახავ რამეს. კონკურენციის არ მეშინია
×
×
  • შექმენი...