-
პოსტები
10.988 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
6
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი kisa
-
DonCaredo ამ პოსტზე იცი რა გამახსენდა? ოღონდ არ გეწყინოს, ოკ? პრიშელ პორუჩიკ რჟევსკი ი ვსე ოპოშლილ
-
PEPE. გუშინ რომ დაწერე - ვანო გამოდისო იმედზე, ვეცი სტრიმს, ვქოთე იმედის საიტი და ნემცოვის მეტი ვერაფერი ვიპოვე გადატანითი მნიშვნელობით გააშუქეს , ვაი მაგათ პატრონს! მე მგონი არა, ერთი პაწგრეჩოა და ნიკოლშოუ, ნიაზა მიშას უმღერის newstudio დიროს არ ვეთანხმები კატეგორიულად, რამენაირად მაინც უნდა გამოიხატოს პროტესტი, არ აქ მნიშველობა , მოგისმენენ თუ არა, დაიცინოს არც ესაა პრობლემა. მთავარია თავი არ დაუხარო ვახ, არ ვარ ჯანმრთელად , რა ჯანდაბა ვქნა , წავალ მაგრამ ვიღაცის სათრევი არ მინდა გავხდე
-
PEPE. პოლიტტექნოლოგიაა - რატომაც არა? თან ზუსტად ერტნაირად რეაგირებს ორივე ხელისუფლება რატომ ლამძღავენ ერთმანეთს არ მესმის, ჩაბრატდნენ უკეტ გატისკავენ ხალხს
-
Private Nodari წადი FB-ზე ქვიზები ითამაშე!
-
ძუკუ ნეტა ვინმეს ესენი გადაეღო მოკლედ, კამერით უნდა იაროს ადამიანმა ქუჩაში
-
T_A_T რუსული ოპოზიციის 'სტრატეგია-31" იცი? ზუსტად ჩვენი 25-თე მუხლის მსგავსია
-
newstudio მშვენიერი იდეაა ჯაბა ტყემალაძის სურათი დამიდეთ, მეცნობა ეს სახელი და გვარი ცოტა რუსულ 31-31 წაგავს, მაგრამ არაუშავს - კონსტიტუცია უპირველესყოვლისა!
-
DonCaredo აუ, ეს რა გამახსენე ტანკით რომ დაგრიალებდა მთაწმინდაზე და ერტხელ სადრაც დაღმართში დაამუხრუწეს და ეგ დებილი რომ ქვემეხის ლულას ჩაყვა - ზემოდან იჯდა არ იყო ეგ სასაცილო ამბავი, მაგრამ ეს მეტყველებს მათ "პროფესიონალიზმზე" ლანჩავა არარ არის ცოცხალი, რარაც ესე მახსოვს, უბედური კაცი იყო
-
shavlego91 რამდენი წლის ბრძანდებით ჩემო, შავლეგო? გელა ლანჩავა იყო მაშინ "კომენდანტი" ირაკლი წერეთელს ემახსოვრება ეგ ამბავი - კითხეთ, თუ ძალით არ დაივიწყა გუდაუთის შეტევას რაც შეეხება, გუმისტაზე ერთხელ გადავიდნენ - მწარედ მახსოვს ( არასდროს დამავიწყდება ისეტი ვიგემე), გია ყარყარაშვილს არ უხოხია მაშინ ზოდიერთივით მოსკოვის გენშტაბის აკადემიაში რუსებს არ წაუყვანიათ, კვოტა ჰქონდა საქართველოს და გააგზავნეს ( იქ რაც მოუვიდა კი ხედავთ ეხლა) პენტაგონი ამ დროს ჩვენ არ გვეხმარებოდა ვიღაცეების მონათხრობით ნუ გააკეტებთ დასკვნებს , ეს ჩემი რჩევაა
-
მე ვერ წავედი, ისევ წნევა მაქ
-
http://ombudsman.ge/index.php?page=1001&lang=0&id=1355 სახალხო დამცველის განცხადება ომის ვეტერანების აქციის დაშლასთან დაკავშირებით 04 01 2011 საქართველოს სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურორს და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები, რათა დადგეს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთა მხრიდანაც, 2011 წლის 3 იანვარს, გმირთა მოედანზე მიმდინარე ომის ვეტერანთა აქციის დაშლის დროს, ადგილი ჰქონდა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას. 2011 წლის 3 იანვარს გმირთა მოედანზე, აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალურ დაფასთან მოშიმშილე ომის ვეტერანების აქცია საპატრულო პოლიციამ დაშალა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დაკავებულები არიან: მალხაზ თოფურია, ამურ რევიშვილი, ზაზა გერმანოზაშვილი, ლევან ასათიანი, ლევონ ასატრიანი, შოთა იამანიძე, ვალერიან ძებირაშვილი, შოთა ზღუდაძე, ლეონიდ ეხვაია, ილია ჩილოშვილი და სერგო დვალი. საქართველოს სახალხო დამცველის ხელთ არსებული ინფორმაციით აქციის მონაწილეები დაკავებულნი არიან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166–ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173–ე (სამართალდამცავ ორგანოთა მუშაკების ან სამხედრო მოსამსახურეების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზე. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აქციის მონაწილეთა მიმართ ადგილი ჰქონდა კანონმდებლობის უხეშ დარღვევას შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა ნაწილმა, მათ შორის 1992-1993 წლებისა და 2008 წლის საომარი მოქმედებების მონაწილეებმა, გმირთა მოედანზე პერმანენტული საპროტესტო აქციები 2010 წლის 27 დეკემბერს დაიწყეს. აქციის ფარგლებში რამდენიმე ვეტერანი ომში დაღუპულთა მემორიალთან შიმშილობდა. 2010 წლის 24 დეკემბერს ვეტერანებმა #12/145828–1 განცხადებით ქ. თბილისის მერიას აცნობეს ქ. თბილისში, გმირთა მოედნის ტერიტორიაზე აქციის მოწყობის შესახებ. ვეტერანები შიმშილობის შეწყვეტას 6 იანვრისთვის გეგმავდნენ. აქცია მიმდინარეობდა ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის სრული დაცვით. აქციის მონაწილეებს დაკავებული არ ჰქონიათ გზის სავალი ნაწილი, არ გადაუკეტავთ მოძრაობა და არ დაურღვევიათ შეკრება–მანიფესტაციის ჩატარებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. ასევე, არ დგინდება აქციის მონაწილეთა მხრიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166–ე და 173–ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევა. საპატრულო პოლიციის აქციაზე მისვლის მომენტში აქციის მონაწილეები ისხდნენ გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალთან. საპატრულო პოლიციის მოთხოვნას, წარმოადგენდა არა წვრილმანი ხულიგნობის შეწყვეტა, რა საფუძვლითაც ისინი მოგვიანებით დააკავეს, არამედ აქციის შეწყვეტა, რომელიც თავისთავად უსაფუძვლო იყო. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, აქციის მონაწილეებს გაშლილი ჰქონდათ თვითნაკეთი კარავი. ისინი არ დაემორჩილნენ ადგილზე გამოცხადებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მოთხოვნას, კარვის აღების თაობაზე, გაუწიეს მათ ფიზიკური წინააღმდეგობა და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნული არ დასტურდება გავრცელებული ვიდეო მასალიდან. აღსანიშნავია, რომ იმ მომენტში, როდესაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაიწყეს აქციის მონაწილეების დაკავება მემორიალთან აღარ ჩანს კარავი. აქციის მონაწილეებს სამართალდამცავი და სამოქალაქო ფორმაში მყოფი პირები აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, მაშინ როცა აქციის მონაწილეთა მხრიდან ადგილი არ ჰქონია რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედებას. ამასთან პირები, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებოდნენ და რიგ შემთხვევაში აკავებდნენ შეკრების მონაწილეებს, ატარებდნენ სამოქალაქო ფორმას, რაც მათ იდენტიფიცირებას შეუძლებელს ხდიდა. აღსანიშნავია, რომ დაკავებულთაგან ორ პირს, შოთა იამანიძესა და მალხაზ თოფურიას, აღენიშნებათ ფიზიკური დაზიანებები. აღნიშნული დაზიანებები დაფიქსირებულია შსს დროებითი მოთავსების იზოლატორის დაკავებულის გარეგნული დათვალიერების ოქმებში, თუმცა ფიზიკური დაზიანებები არაა დაფიქსირებული ზემოაღნიშნულ პირთა ადმინისტრაციულ დაკავების ოქმებში. * * * 2011 წლის 3 იანვარს სახალხო დამცველის წარმომადგენლები შეხვდნენ აქციის მონაწილეებს და ჩამოართვეს ახსნა–განმარტებები. ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტაციიდან, ტელეკომპანია ,,კავკასიისა“ და ინტერნეტ პორტალ ,, ,,interpressnews.ge”-ს მიერ გავრცელებული ვიდეო მასალიდან ირკვევა შემდეგი: 2011 წლის 3 იანვარს, დაახლოებით 15:00 სთ–დან, 15:30 სთ–მდე, გმირთა მოედანზე, ვეტერანების მიერ ორგანიზებულ აქციაზე მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. მათ აქციის მონაწილეებს აქციის შეწყვეტა და ტერიტორიის დაცლა მოსთხოვეს. ვეტერანთა განმარტებით, აღნიშნული მოთხოვნით მათთან უცნობი პირებიც მივიდნენ, რომელთაც სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ. მათ აქციის მონაწილეებისათვის არ წარუდგენიათ სამსახურეობრივი მოწმობები, თუმცა აქციის მონაწილეთა განმარტებით, აღნიშნული პირები სავარაუდოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ. ისინი აქციის მონაწილეებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ფიზიკური ძალის გამოყენებით, აიძულებდნენ გადასულიყვნენ მანქანების სავალ ნაწილზე. ერთ–ერთმა მათგანმა აქციის მონაწილე ვეტერანის მეუღლეს – ეკა მათიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული კარგად ჩანს აქციის ამსახველ ვიდეო მასალაშიც. მას შემდეგ, რაც ერთ–ერთმა მოშიმშილემ, მალხაზ თოფურიამ, პროტესტი გამოთქვა ქალბატონის ფიზიკურ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა იგი დააკავეს. ვიდეო მასალიდან ჩანს, რომ დაკავების დროს მალხაზ თოფურიას მხრიდან პოლიციის მიმართ სიტყვიერ, ფიზიკურ შეურაცხყოფას ან წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია. დაკავებისას მალხაზ თოფურიას პატრულის თანამშრომლები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. მალხაზ თოფურიასთან ერთად დააკავეს შოთა იამანიძე, რომელსაც ასევე მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. აქცია დაიშალა. აქციის მონაწილეები ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართულებით გაემართნენ. მათ საპატრულო პოლიციისა და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები მიყვებოდნენ, აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას და აკავებდნენ. გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ რიგ შემთხვევაში სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები ახდენდნენ აქციის მონაწილეების დაკავებას. აღსანიშნავია, რომ არც ერთ დაკავებულ პირს, დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია.
-
newstudio ამ სიტყვებს ვერარ ვიტან! რავა ყველაფერი გააუფასურეს ამ ნაგვებმა გამორთეთ რა ეს 'იაშიკები" რა გჭირტ ხალხო?!!!!!!!!!
-
ქვეყანა უნდა იცნობდეს თავიანთ" ძაღლებს"
kisa replied to babuagiorgi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
DonCaredo შენი ლოგიკით მე უნდა "დავუპადიეზდო" ამ ნაძირალას ოჯახს? ბავშვს თუ გავულახავ ნეტა რიტ ვიქნები მაგაზე უკეტესი? -
მეფეს სუში შეერგო? Ostap ამ ნაგავს ვურჩევ იმ დაჯარიმებულ ვეტერანებს გადაუხადოს დაკისრებული ჯარიმები - არ გაკოტრდება
-
400 ლარიანი ჯარიმები დააკისრეს გუშინდელი აქციის მონაწილეებს ქუჩის გადაკვეტვისთვისო
-
ქვეყანა უნდა იცნობდეს თავიანთ" ძაღლებს"
kisa replied to babuagiorgi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
newstudio ხოდა ძალიან კარგი, ეხლა სარჩელი შეიტანონ სასამართლოში და გაასამრთლონ ხულიგნობისთვის ტუ ესეთი სამართლიანი სახელმწიფო ვართ წიკლაურმა კი თვალყური ადევნოს სამართლის აღსრულებას და მოგვახსენოს როგორ წარიმართება -
ქვეყანა უნდა იცნობდეს თავიანთ" ძაღლებს"
kisa replied to babuagiorgi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
T_A_T რაც არ დამიწეწრია ის ვნახე და გამიკვირდა ერთი "საპატიო დაფაა"გასაკეტებელი მაგათთვის - ცალკე -
ქვეყანა უნდა იცნობდეს თავიანთ" ძაღლებს"
kisa replied to babuagiorgi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ეს ვინ დაწერა? მე სურათები დავაკოპიე ფორუმგედან -
პერიმეტრზე დგას პოლიცია და არავის იქ არ უშვებს
-
ქვეყანა უნდა იცნობდეს თავიანთ" ძაღლებს"
kisa replied to babuagiorgi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
-
lasha1997 მე მაინც გავალ. მე არ ვთვლი ტავს ნახირად და ცხოველად უნდატ ცარეცხილი მიწოდონ და უნდატ დათვებს შეაჭამონ ჩემი ტავი ზოოპარკში მე გავბრაზდი, მე ძალია გავბრაზდი
-
lasha1997 დიტო, რა უნდა გამომივიდეს მე? აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში - რა? მაგრამ მაინც გამოვალ და დავაფიქსირებ ჩემ აზრს - ვგმობ კონსტიტუციის ხელყოფას! ვაპროტესტებ ადამიანების გათელვას! იმიტომ, რომ პირველ რიგში საკუტარ ტავს ვცემ პატივს და შეურაწყოფილი ვარ ამ ფაქტით. მეტი რა უნდა გამომივიდეს?
-
leo25 უF ! გულზე მომეშვა! მე მეგონა რომ გიხაროდა არ მოგეწონა და რა? საჭმელია და მეტს არ მიირთმევ თუ ფეხსაცმელია და არარ იყიდი? კონსტიტუცია დაარღვია ხელისუფლებამ ( მერამდენედ უკვე) - ჩვენ არ მოგვეწონა, მაგრამ არაუშავს, შემდეგ ჯერზე ისევ არ მოგვეწონება ეჰ!
-
fashisti მაგალითად რა მიზეზები ? საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიხედე მუხლი 24 1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. 2. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. 3. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება. 4. ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში ჩამოთვლილ უფლებათა განხორციელება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. მუხლი 25 1. ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალების, პოლიციისა და უშიშროების სამსახურის შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. 2. კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება. 3. ხელისუფლებას შეუძლია შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო. აი აქ არის სრულად http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=69&kan_det=det&kan_id=23 გზა არ გადაუკეტიათ არც მანქანებისთვის არც ფეხითმოსიარულეებისთვის , სახელმწიფო დაწესებულება მანდ არ არის, არ ხმაურობდნენ და არ ანაგვიანებდნენ ტერიტორიას ( საკუტარი თვალით ვუყურე როგორ ალაგებდნენ დღეში რამოდენიმეჯერ), ყარაულს არ ეკარებოდნენ, იჯდნენ ცუმად ტავისთვის რატომ დაარბიეს? რა დაარღვიეს და რისთვის გაასამართლებენ ხვალ? დამრბევები არ უნდა დაისაჯონ? რატომ დართო ნება პოლიციამ იმ შავქურტუკიანებს რომ გაელახათ ეს ხალხი? ვინ იყვნენ საერთოდ? ეს რა კანონიერებაა?
-
ეგ წარსულის გადმონაშთები არიან და მასას მაგრად კიდია ეგ ვაი ვეტერანები (უფრო ყაჩაღებთან იწვევს ასოციაციას) @ LEVANY-M from forum.ge ამის დამწერს რა ქვია?