-
პოსტები
10.988 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
6
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი kisa
-
ვლადიმერ სანაკოევი ფე-ეს-ბეს დავალებებს ასრულებდა
kisa replied to mtidan's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
asds შენა, ეს ის სანაკოევი არ არის აქუნდა რომ ემუქრებოდა სიკვდილებით და რაღაცეებით? ხოდა ეხლა თავად ცავიდა იმ ვლადიკავკაზში თუ სადაცაა? მაგარი სტრანნი ნაროდი კია ეს აქუნდები და მისი ხვოსტი -
აუუუუუუ, რა ცუდია რა მოხდა, ესეთი, მთლად ხელში აუფეთქნათ? წვრთნების დროს ბრონეჟილეტებიც აცვიათ და კასკებიც აფარიათ გასკდა გული
-
რა საშინელებაა (((
-
newstudio 1 კილო კარტოფილი არის 6 ცალი ვის ეყოფა ეს? რაღაც სისულელეები დათვალეთ ცივ წყალში იბანავონ? გათბობა არ უნდა წყალს?
-
mtidan თუ ვინმემ გკითხა, ჩემსტატუსზე მიუთითე მაგილა!
-
mtidan ვრედნი ვააააააააარ! ესე გადაეცი ენგურს როდის მივატრიალებო რუსეთის ჩასარეცხად არ უთქვამს ჯერ?
-
lasha1997 უშბა ხომ გინახავს? რანაირად უნდა გაანათონ? ჯვარივით თუ მიუშვირეს ქვემოდან პროჟეკტორები, მე არამგონია რომ ეყოს ან რა საჭიროა? ამ ფულით პენსიონერებს და ვეტერანებს გაუკეთონ დენზე შეღავათი აფრენს ეს კაცი, რით ვეღარ გაიგო ამ ხალხმა, ვახ!
-
lasha1997 დაუნი სად არიან მიშისტები? უხარიათ და ცეკვავენ?
-
T_A_T რა ბარსკიე ზამაშკი? ერთი კილო ლობიო ზეთით, 1 კილო კარტოფილი და ხახვი უნდა ჭამოს მთელი თვე? ტან ეს 2 ლარიანი სარეცხის ფხვნილი რა უბედურებაა, არ არსებობს ეგეთი, რა იცის მაგან სარეცხს რეცხავს თუ აბაზანას ხეხავს?
-
ეგეთი საპონი მე არ მინახავს არსად ერთი თვე ყოფნის ადამიანს დავიჯერო?
-
newstudio რაებს წერ კაცოოო - გადირიე? 1 კილო ლობიო კენკოს ადამიანმა ერთი თვე? ჩიტს არ ეყოფა ბრინჯი რა ღირს არ მახსოვს, მგონი 3 ლარი მაკარონი არ გინდა ?ჭურჭლის სარეცხი, სალფეტკი 3 ლარიანი შამპუნით რომ იბანთ ტავს იმიტომაც ხართ მელოტები
-
T_A_T 17 ლარს ვიხდი ფრეშის სარეცხის ფხვნილში მომეცით ეს ფული და გამომყევით მაღაზიაში - განახებთ რა მოგივათ სია ტან წამოიღეთ :018:
-
Saturn რავა სახლშიც უნდა ეცემათ - ქუჩაში კაკაშკების სროლა და ბნელ ქუცებში არ იყო საკმარისი? დაგვამადლე ეხლა
-
newstudio mtidan აი ეს 33 ლარი არის ზედმეტი და დაუბრუნეთ მიშას! :018:
-
PEPE. არა! თუ შიშველ ქალებს უყურებ მაშინ არ გჭირდება
-
newstudio ერთი კილო საკენკად რამდენი ხანი გეყოფა? კარაქი - 12 ლარი კილო ზეთი1 ლიტრი - 5 ლარი ხახვი - 1,50 - 1 კილო დავაი გადაამრავლე ეხლა დრეების რაოდენობაზე კომუნალური არ იცი? დენი - მინიმუმ 25 ლარი ტელეფონი - 7 ლარი გაზი - თუ არ გათბი - 10 ლარი ( სამზარეულოს ქურა) წყალი - 3,20 ნაგავი - 2 და რაღაც გახდა ხო?
-
mtidan ეს რა გამახსენე წნევის წამა;ი, თვეში 27 ლარი ჯდება გრიპი გამირთულდა ეხლა და ანტიბიოტიკებში ( 5 დღის სამყოფი) 60 ლარი, იმ რარაც წვრილმანს არც ვითვლი, ხან ტკივილგამაყუჩებელეია საჭირო ხან უბრალო ვალერიანკა ( აქ რომ გამაბრაზებენ ) ეხლა რეაბილიტაციაზე რამდენი წავა არ ვიცი კბილის ექიმი - ერთი პლომბა - 100 ლარი , ჩემ ქმარს დასჭირდა
-
newstudio ეს ფასი საიდან აიღე? მე 4 ლარს და 50 ტეთრს ვიხდი, თან 1 შეკვრა არ გვყოფნის გაზის გადასახადი ზამთარში მაქ 150 ლარი, დენი 40 ლარამდე + წყალი,ნაგავი + ინეტი ტელეფონი ( ფიქსირებული) + მობილურები ( ხო კაი არ ჩათვალოთ ეგ ფუფუნების საგანია) რძე 1 ლიტრი 3 ლარამდე, ყველი 8-10 ლ ( ადგილობრივი წარმოების), მაკარონი, ბურღლეული ( გრეჩიხა+ჰერკულესი) ლობიო ( Fუ) - 5 ლარი ხორცი - 10-18 ლარამდე კბილის პასტა - ყველაზე იაფი რა ღირს არ ვიცი - 5 ლარი მარილი - 1 ლარამდე ამის დედა ვატირე მაღაზიაში ერთ წავლაზე ძლივს მყოფნის 100 ლარი
-
asds დაგელია მერე, რას მოტყდი? ვერ გაქაცე ხო, აბა ჩვენ რას გვერჩი ვერ მესმის?
-
რატომ არის ქართველების ნაწილი ასე გულუბრყვილო?
kisa replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
PEPE. საქართველო - სინგაპური :018: -
ფული პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან რუსულ ეკონომიკაში
kisa replied to analgin's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
დიტოს დავესესხები - იქით მთელი ტემა გახსნა, აქით მინდა რომ წაიკითხოს საზოგადოებამ http://sana.ge/?katid=3&id=10632&poz=RP დუხჭირი ცხოვრება უფრო და უფრო მძიმდება. ყველა გათვლით, უარესია მოსალოდნელი. ფასების ზრდას და ინფლაციას ხელისუფლება მსოფლიო ბაზარს უკავშირებს. ქვეყნის ბიუჯეტი შვიდი მილიარდია, მაგრამ ეს ციფრი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე არ მეტყველებს. ეროვნულმა ფორუმმა უშიშროების საბჭოს საიდუმლო განკარგულებები ჩაიგდო ხელთ, სადაც, როგორც თვითონ ამბობენ, კაი მოზრდილი შავი ხვრელებია. საიდუმლო გრიფით აღჭურვილ განკარგულებებში, ეშმაკმა უწყის, მილიონობით ლარი რა საქმეს ხმარდება. ფორუმის წევრის, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, ნოდარ ჯავახიშვილის ინფორმაციით, აღნიშნული ხვრელი ქვეყნის ბიუჯეტში 2008 წელს გაჩნდა. იმ წელს უშიშროების აპარატმა გათვალისწინებული 566 ათასი ლარის ნაცვლად ასტრონომიული თანხა – 19, 902 მილიონი, ანუ 35–ჯერ მეტი დახარჯა. 2009 წლის ბიუჯეტში უშიშროების საბჭოს აპარატის გეგმური დაფინანსება 2,3–ჯერ გაიზარდა და 1, 300 მილიონი ლარი გახდა, თუმცა ფაქტობრივმა ხარჯვამ 17 280 ათასი ლარი შეადგინა. მიმდინარე წელს უშიშროების საბჭოს აპარატმა გამოყოფილზე 16–ჯერ მეტი, 20 მილიონი ლარი დახარჯა. 2010 წლის ბიუჯეტი გასული წლის დეკემბერში დამტკიცდა და უკვე 12 იანვარს პრეზიდენტმა გამოსცა ორი საიდუმლო განკარგულება, რომელთა შესასრულებლად უშიშროების საბჭოს 10 მლნ ლარი დაერიცხა. სულ მიმდინარე წლის ცხრა თვეში, 25 საიდუმლო განკარგულებით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 16, 2 მლნ ლარია ჩარიცხული. იანვარში 2 საიდუმლო განკარგულება აქვს გამოცემული, რომელთა საფუძველზე უშიშროების საბჭოში 3, 326 მილიონი ლარია გადარიცხული. "ან უსაზღვროდ იმპულსურ და არაორგანიზებულ ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე და ორი კვირით ადრე არ იციან, რა მნიშვნელოვანი ხარჯების გაწევას აპირებენ, რაც თავისთავად საშიშია სახელმწიფოსთვის, ან უფრო მეტად, ისეთ დანაშაულებრივ ხარჯებს ეწევა, რომელთა ბიუჯეტში ასახვა შეუძლებელი და დაუშვებელია", – ეჭვობს ნოდარ ჯავახიშვილი. დასმულ კითხვას – რა ხარჯებს უმალავს საზოგადოებას ასე გულდაგულ მსოფლიო დემოკრატიის მანათობელი ვარსკვლავი უშიშროების საბჭოსადმი გაცემული საიდუმლო განკარგულებებით? – თავად პასუხობს: "არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს თანხები, რომლებიც მილიონებს შეადგენს, ხმარდება მიხეილ სააკაშვილისა და მხოლოდ მისთვის ხილული ბედნიერი საქართველოს ვირტუალური იმიჯის შექმნას მთელ მსოფლიოში, საერთაშორისო მედიასა თუ სარეიტინგო სააგენტოებისთვის ფოკუსის გასწორებას". ბატონ ნოდარს თავისი ეჭვის დაკონკრეტება ვთხოვეთ. თან დღეისთვის ყველაზე აქტუალურ თემაზე, არსებულ მძიმე სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის მიზეზებზეც ვესაუბრეთ. ნოდარ ჯავახიშვილი: – სამწუხაროდ, არ გვაქვს საიდუმლო განკარგულებების მოძიების არანაირი საშუალება, რადგან ხელისუფლება ამ ხარჯებს ასაიდუმლოებს. ასეთი ეჭვი გვრჩება, რომელიც სანდო ინფორმაციაზეა დაფუძნებული, ბუნებრივია, წყაროსაც გასაგები მიზეზების გამო ვერ დავასახელებ. მსოფლიო მედიის დიდი ნაწილი ბატონი სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილია. მის მიერ გაკეთებულ ნებისმიერ განცხადებას, რომელსაც არ შეიძლება საღი უწოდო, შესანიშნავ ტირაჟირებას უკეთებს. ეროვნული ფორუმი თვლის, რომ ეს არ არის სააკაშვილის დამსახურება. როცა ქვეყნის და მისი ლიდერის რეიტინგი რეალობასთან კავშირში არაა, გიჩნდება ეჭვი, რაღაც სხვა ხდება. სააკაშვილი არც ალენ დელონია და არც სტალონე, რომ პიროვნული მომხიბვლელობის გამო ჰქონდეს პრესას მის მიმართ სიმპათია. ეს უზარმაზარი ფული მათ დელიკატურ მოსყიდვაზე მიდის. ქართველი ხალხის მოაზროვნე ნაწილი გაოცებულია, რომ ეკონომიკის განვითარების ზოგიერთ სახეობაში ზოგან ათეულში ვართ, ზოგან – სამეულში და საერთოდ, პირველობას ვთხოულობთ. თუ ოთხმილიონიან მოსახლეობაში მილიონ რვაასი ათასი სიღატაკის ზღვარს იქითაა, ეკონომიკის რა წარმატებებზე შეიძლება ლაპარაკი?! ქვეყანა, რომელიც ყველაზე კორუმპირებულია, როგორაა კორუფციასთან ბრძოლაში ერთ–ერთი წამყვანი? ასეთი რეიტინგები რომ დაწერონ იმ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებისთვის, როგორიც მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდია, თვალებზე ლიბრი უნდა გადაიკრან. ეს თავისით არ ხდება. კეთილი უნდა ინებონ და აგვიხსნან, როგორ ხდება ასეთი პარადოქსული დასკვნების გამოტანა ან უნდა ვიფიქროთ, რომ აქ სხვა ძალები მოქმედებენ. – ბოლო კვლევების მიხედვით, კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, მესამე ადგილზე ვართ, თქვენ კი ამბობთ, ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა ვართო. პირადად თქვენ, ამ წლების მანძილზე ქრთამი მიგიციათ? – კორუფცია მარტო ქრთამის მიცემა არაა. არ სჭირდება მერაბიშვილს ქრთამი. საქართველოს ნახევარი ეკონომიკა მისია. 2003 წლის შემდეგ ვლაპარაკობ კონკრეტულ ფაქტებზე. არ შემიძლია ვთქვა, რომელ იმპორტიორთან არიან შეკრულები მერაბიშვილი, ადეიშვილი, სააკაშვილი და სხვა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში ფასები არანაირად არაა დაკავშირებული არც თავისუფალ საბაზრო ეკონომიკასთან, რომელიც არ გვაქვს და არც მსოფლიო ფასებთან. როცა სააკაშვილს ეუბნები, რომ შენი სააფთიაქო სექტორი რვაას პროცენტიან მოგებაზე მუშაობს, ხმას არ იღებს და არაფერს აკეთებს... – ამაში არ დაგეთანხმებით. მედიკამენტების ფასებზე მკაცრი განცხადებები გააკეთა. – კი, ერთხელ თქვა, ფასები მედიკამენტებზე ძალიან მაღალიაო. ფასებმა ხუთი პროცენტით დაიწია და მერე დაანება თავი. დღეს ნავთობის ფასი იმდენია, რამდენიც იყო, როცა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი 155 დოლარია. – პრეზიდენტმა თქვა, ბენზინი და პროდუქტი იმიტომაა ასეთი ძვირი, რომ მსოფლიოშია სიძვირეო. – ნავთობაზე მსოფლიო ფასი განახევრებულია. ვკითხულობ, რატომ დარჩა იმდენივე? როცა პასუხი არ აქვთ, დასკვნა ერთია – წილში არიან. კორუფცია ესაა, ყველაფრის წილში ზიხარ და ქრთამი ვინ უნდა მოგცეს? ქრთამი არ არის, ჩემ მიერ შექმნილი საწარმოს მოგების ორმოცდაათი პროცენტი შენ რომ გეკუთვნის?! შემოწმება არ სჭირდება იმ დასკვნის გაკეთებას, რომ საქართველოში არ არის საბაზრო ეკონომიკა, იმიტომ, რომ ფასები არ არის დამოკიდებული არც თვითღირებულებაზე და არც მსოფლიო ბაზრის სიტუაციაზე. ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტი აუქმებს ანტიმონოპოლიურ სამსახურს, იმის იქით წასვლა საჭირო აღარაა. – მიზეზად ის თქვა, კორუფციის ბუდე იყო შევარდნაძის დროსო. – კორუფციის ბუდე შეიძლება იყო, მაგრამ გაუქმება კი არა, კორუფციისგან გაწმენდა სჭირდებოდა. საქმეც მაგაშია, რომ გააუქმეს მხოლოდ იმიტომ, რომ კორუფცია დამალულიყო. – ეგ როგორ? – ჩვენთან ყველაფერი მონოპოლიურია. ისევ საწვავს მივუბრუნდები. როგორაა, რომ "სოკარი" აზერბაიჯანული ნავთობით ვაჭრობს, "ვისოლი" – იტალიურით, რომელიც მსოფლიო ბაზარზე გაცილებით ძვირია აზერბაიჯანულზე. ჩვენთან რატომ ღირს ერთი ფასი, თუ შეთანხმებულები არ არიან და არ გვატყუებენ?! გამოდის, რომ ის საწვავი იტალიური არ არის. – ორივე ამ კომპანიის სახელი სააკაშვილებს უკავშირდება. – თუ უკავშირდება, არის თუ არა ეს უკვე კორუფციაზე მინიშნება? იმ საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელმაც კორუფციაზე შეგვაფასა, რა შეისწავლა? მხოლოდ ის, რას ლაპარაკობს და წერს სააკაშვილი? მისი ლაპარაკი რომ ქმედებისგან დიამეტრულად განსხვავდება, ამის მიხვედრას დიდი ტვინი და მსოფლიო ბანკის რამდენიმე ათასიანი კოლექტივის დაძაბული მუშაობა სჭირდება? მაგრამ თვითონაა მსოფლიო ბანკი კორუმპირებული ორგანიზაცია. – საინტერესოა, ვის აყრიან ამ რეიტინგებით თვალებში ნაცარს? ჩვენ ხომ კარგად ვხედავთ საკუთარ მდგომარეობას? – მსოფლიოსაც და ჩვენც. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ბევრ რამეს იჯერებს. რაც მთავარია, როგორც კი გაჩნდება ეს კვლევები, მეორე დღეს გამოვარდებიან ეს ჩვენი პრეზიდენტი და მისი დამქაშები და გაჰკივიან. ისიც ხომ ფაქტია, რომ არც ერთი ჩვენი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელი რადიკალურად არ აფასებს საქართველოში შექმნილ მდგომარეობას. ბევრმა კარგად იცის, რა დღეში ვართ, მაგრამ ჩუმად არიან. იმიტომ, რომ ხუთი წელი რომ იძახდი, დემოკრატიის შუქურააო და უცებ რომ თქვა, გაუგებარი რაღაცეები ხდება, დიქტატურა მყარდება და საბაზრო ეკონომიკის სურნელიც არააო, ძნელია. – ეტყობა, არც იმათ სჯერათ მაინცდამაინც. ბიზნესის კეთების კუთხით პირველ ადგილზე კი ვართ, მაგრამ ინვესტორები არ მოგვსკდომიან. – ვიღაცამ დაიჯერა, რომ სააკაშვილი საქართველოში ათ მილიონ ტურისტს ჩამოიყვანს. გაუგებარი ბლეფია, მაგრამ ადამიანის ფსიქოლოგია ასეა მოწყობილი, რაც უფრო დიდ ტყუილს ეუბნები, მით მეტად სჯერა. – ახალი ეკონომიკური ტალღის დაწყებას როგორ აფასებთ? – კი არ დაიწყო, თქვეს. რაში მდგომარეობს ახალი ეკონომიკური პოლიტიკა? ამ განცხადების გაკეთებით სააკაშვილმა მსოფლიოს უთხრა, რომ თურმე ჩვენი საგადასახადო ინსპექტორები აქამდე ბიზნესს ატერორებდნენ და ახლა უნდა შევცვალოთო. რა უნდა შეცვალოს? რა, ადრე ამბობდა, უნდა დავატეროროთო, რომ ატერორებდნენ? ამით ამბობს, რომ როცა ამტკიცებდა, ლიბერალური გარემოაო, ეშლებოდა და ტერორი მიდიოდა. ეს კი დანაშაულია. ფინანსთა მინისტრი, საგადასახადოს და საბაჟოს უფროსები ისევ თავის ადგილას სხედან. იგივე ხალხი შეცვლის კურსს, ვინც აფუჭებდა? რა ნაბიჯი გადადგა სააკაშვილმა, რომ ეს ტერორი მოიხსნას?! – განცხადება გააკეთა, რომ შეცდომის გამო აღარ დაიხურება ბიზნესი. მივლენ საგადასახდოს თანამშრომლები და მეწარმეს კი არ დააწიოკებენ, პატრულივით კეთილ შენიშვნას მისცემენ. – თუ აღიარებ, რომ აქამდე ატერორებდი და დანაშაულს ჩადიოდი, პირველ რიგში, იმ ხალხს წართმეული უნდა დაუბრუნო. თუ, ვინც დატერორდა, ჯანდაბას? ახალ–ახალ თავისუფალ ეკონომიკურ ზონებს რომ აცხადებს სააკაშვილი, რომელიც უკვე გამოცხადებული იყო, აშენდა? რამდენი წელია ფოთში აკეთებს თავისუფალ ეკონომიკურ ზონას, მაგრამ გაკეთდა? "რაკინი" წავიდა და არავის უთქვამს, მასთან რა ხელშეკრულება ჰქონდათ. ასე თავისუფლად მოვლენ და წავლენ? – არც ახალი სახელმწიფო ტერმინალი მოგწონთ? – ამ კაცს არც ერთი თავისი სიტყვა არ შეუსრულებია და ახლა რა მოხდება? ესეც ისევ მეწარმეებს დაარტყამს. დამოუკიდებელი საბაჟოები მაგათი მოგონილი არაა? ააწყვეს ავად თუ კარგად და ახლა დაიხურება. ის შემოსავლები ისევ სახელმწიფო ტერმინალში გადაიქაჩება. სახელმწიფო, რომელიც წილში ზის იმპორტის ყველა სახეობაში, საბაჟოსაც რომ თვითონ დაიქვემდებარებს, ამით რატომ გაუმჯობესდება მდგომარეობა? – რა იცით, რომ ყველა ბიზნესის წილში არიან? – თქვას სააკაშვილმა, რომ არ ზის, მომცეს უფლება და ორ კვირაში იურიდიულად დავუმტკიცებ, რომ ყველა საიმპორტო პროდუქციის წილშია. თუ ხელისუფლება არ ზის წილში, შეუძლებელია მსოფლიო ფასების განახევრების შემთხვევაში აქ ფასი იგივე დარჩეს. – კერძო სექტორი ჩივის, ყველაფერი სუფთადაც რომ იყოს, საგადასახადო რომ შემოვა, ჯარიმას მაინც წერსო. მართალია? – უფრო მეტად პატიოსანი გადამხდელები ისჯებიან, იმიტომ, რომ უპატიოსნოს უკან ვიღაც ოდიოზური ფიგურა დგას. კორუფცია არაა, ჯარიმა სახელმწიფო ბიუჯეტში შეგაქვს, მაგრამ შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, ხომ გაყაჩაღებენ? – შეგიძლიათ ამიხსნათ, რატომ? ვითომ ჩვენი დაქცევა უნდათ? – რასაკვირველია, უნდათ. არ არის მოგონილი, საქართველო რომ ქართველების გარეშე უნდა დაგვტოვონ. ბურების იდეაც ამიტომ მოდის. რა პირობებიც ბურებს უნდა შეუქმნან, ქართველებს შეუქმნან და თუ არ იმუშვებენ, ნახონ. მეორე მხრივ, გაუჭირდათ, ბატონო! აღარ მოდის ის მილიონები უცხოეთიდან. ხარჯების შემცირება კიდევ არ უნდათ. არც სახლში წასაღები ფულის შემცირება უნდათ. სხვანაირად არ გამოდის. მთავრობა მეწარმეებს ბოლო თეთრსაც წაართმევს! – ინფლაციას როგორ ახსნით? ერთი ბღუჯა ფული რომ გინდა, ერთი კილო წიწიბურას საყიდლად. – ზოგიერთი ტვინგახურებული ექსპერტი წერს, რომ თურმე საქართველოში ეკონომიკური ზრდა არის და ამიტომაა ინფლაცია. იქნებ პირიქითაა? საქართველოში ფასები მატულობს და ეს ზრდის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას და მეტი არაფერი. – ხმა გამოვიდა, რომ მთავრობის ერთ–ერთ სხდომაზე ადეიშვილს, მერაბიშვილს და უგულავას ბიუჯეტის შესრულების პირობა დაუდიათ. რაში ეკითხებათ ან რისი იმედით დადეს ასეთი პირობა? – ამ შეკითხვით დასკვნა უკვე გააკეთეთ, მაგრამ პოლიციური და პროკურატურული სახელმწიფო რომაა, ესაა მთავარი. რეალურ ფაქტს გავიხსნებ: სააკაშვილი მაშინ იუსტიციის მინისტრი იყო და გააკეთა ასეთი დოკუმენტი – "ჩემი მინისტრობის ასი დღე". დაგვირიგა ყველას, მათ შორის – პარლამენტში. მობრძანადა და დიდი ვაშათი და ტაშით წაგვიკითხა. იუსტიციის სამინისტროში ყველა მისი წარმატება ერთ მონაცემზე დაიყვანებოდა. ბრძანა, რომ ის, რაც არ გაკეთებულა საქართველოში არასოდეს, მე გავაკეთე, მნიშვნელოვნად გავზარდე სააღსრულებლო დეპარტამენტის ხაზით სასამართლოს გადაწყვეტილების ამოღება და ბიუჯეტს ხუთი მილიონი შევმატეო. დაუკრეს ტაში, ატყდა ერთი ამბავი. ავდექი და ვკითხე, ბატონო მიხეილ, კარგად მოგეხსენებათ, რომ იუსტიციის სამინისტროს საქმე არაა ბიუჯეტის შესრულება. სასამართლოს გადაწყვეტილებების სახელმწიფოს სასარგებლოდ აღსრულება რომ გაზარდეთ, სახელმწიფოს რომ აქვს მოქალაქისთვის გადასახადი, იქ რამდენი პროცენტით გადააჭარბეთ–მეთქი? რას იტყოდა, როცა საერთოდ არ უმუშავია ამ მიმართულებით? მაშინ იუსტიციის სამინისტრო სამართლიანობის სამინისტრო კი არა, ფისკალური ეფექტის სამინისტრო იყო, ანუ მუშაობდა პრინციპით – რაც შეიძლება მეტი წავართვათ ხალხს. იუსტიციის მინისტრი ხარ თუ ბანდიტი? ამ კაცის ტვინი ასეა მოწყობილი. თუ მე მაქვს ვალი, არ ითვლება, თუ შენ გაქვს, უნდა წაგართვა. – ასე რომ არ ეძალავათ, ბიუჯეტი შვიდი მილიარდი გახდებოდა? – მარტო ინფლაციაზე დაითვალეთ რამდენია და მიხვდებით, რომ თითქმის არ გვაქვს ზრდა. მაშინ კილოგრამი პური ოცდაათი თეთრი ღირდა, დღეს – სამი ლარი. ათჯერ თუ გაიზარდა პურის ფასი, ათჯერ გაიზარდა დღგ, შესაბამისად – ბიუჯეტის შემოსავალიც, მთლიანი შიდა პროდუქტიც და ეკონომიკის მაჩვენებლებიც. არ დაგავიწყდეთ, რომ ხელისუფლების შენახვაც მთლიან შიდა პროდუქტში შედის. შევარდნაძის დროს სამასი ათასი ლარი გვიჯდებოდა ხელისუფლების შენახვა, ახლა ორ მილიარდნახევარს ხარჯავენ. აი, სად გვაქვს ზრდა. – ხელფასები იმიტომ გაზარდეს, კორუფცია აღარ იქნებაო. – მარტივი რამ გითხარით იმის დასამტკიცებლად, რომ დღეს კორუფცია იმდენია, როგორც არასოდეს არც ერთ ქვეყანაში. ერთი თეთრიც არ ნაწილდება კორუფციული ჩარევის გარეშე. არ დაიზაროთ, წაიკითხეთ -
რატომ არის ქართველების ნაწილი ასე გულუბრყვილო?
kisa replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
PEPE. ისე ყველა დაპირება კი უნდა ამოუქექოს ადამიანმა ერთი ტემა გავაკეთოთ, ხომ გვიდებდა ხელშეკრულებას? ხო და სადაა დანაპირები, რა დრეს რა წამოუვლის იმაზე არიან დავიწყო? 100 საავადმყოფო- სად არის? მილიონი სამუშაო ადგილი -? რარაც 50?50 იყო კიდე გააგრძელეთ, მე მაგის ბოდვებს არც ვუყურებ და რაც ვიმახსოვრებ asds ერთი შენ ხარ ზეციური არსება :018: -
machkatela გაასნობებენ არა - კვატი! მთელი პოლიცია და ხელისუფლება მეგრელები არიან იქ სვანები დაჩმორებუილები ბენდუ მიწებს ყიდულობს და ესეა რა
-
რატომ არის ქართველების ნაწილი ასე გულუბრყვილო?
kisa replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
PEPE. დააბრეხვა რარაც სისულელე ყვარყვარემ, ესენი კი არტყდნენ 30 კარდუ -
რატომ არის ქართველების ნაწილი ასე გულუბრყვილო?
kisa replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
asds მხოლოდ ქართველების? ნუ მიაწერთ ადამიანურ თვისებებს მხოლოდ ქართველებს დანარჩენი ერებიც ადამიანები არიან