აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა 3 იანვარს, გმირთა მოედანზე, პოლიციის მიერ ვეტერანთა დარბევის გამო შეშფოთება გამოთქვა . ელჩის შეფასებით, დემოკრატიულ ქვეყანაში მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს. ეს განცხადება ბასმა თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში აღსაზრდელებისთვის საჩუქრების გადაცემის შემდეგ გააკეთა. "მინდა გამოვეხმაურო გმირთა მოედანზე მომხდარ იმ მოვლენებს, რომელთაც 2-3 დღის განმავლობაში ვადევნებდით თვალყურს. შეშფოთებული ვარ, რომ პოლიციამ პროტესტის გამომხატველთა მიმართ ძალა გამოიყენა. რა თქმა უნდა, ძალადობა არ უნდა იყოს გამოყენებული პროტესტის გამომხატველი ადამიანების წინააღმდეგ. ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს დემოკრატიულ ქვეყანაში. ამასთან, მოხარული ვარ, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა და მომხდარი ადეკვატურად შეაფასა. იმედი მაქვს, ჩატარდება მოკვლევა და განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა არსებულ ვიდეომასალას", _ განაცხადა ჯონ ბასმა. აჰა თქვენ და გააჯაზეთ http://www.interpressnews.ge/ge/politika/155999-ashsh-s-elchma-gmirtha-moedanze-veteranebis-darbevis-gamo-sheshfotheba-gamothqva.html