-
პოსტები
10.988 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
6
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი kisa
-
Achiko1972 ვინ აძალებს? გამორთონ ეს ოხერი "იაშიკი"! უარესის ღირსია ის "საზოგადოება", რომელიც აძლევს უფლებას მისი აზროვნებით იმანიპულირონ! გამორთეთ "იაშიკი" !
-
machkatela მმართველი გუნდის წარმომადგენლები საკუთარ პარტიულ რეიტინგს NDI-ს ოფისში დღეს საღამოს გაეცნობიან ბეჭდვა ელფოსტა 16:52 - 07.04.2011 ndilogo.jpgმმართველი გუნდის წარმომადგენლები საკუთარ პარტიულ რეიტინგს NDI-ს ოფისში დღეს საღამოს გაეცნობიან. ამის შესახებ "პირWელს" საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა აცნობეს, თუმცა შეხვედრის ზუსტი დროის დაკონკრეტება არ ისურვეს. ამასთან, როგორც "პირWელისთვის" გახდა ცნობილი, ოპოზიციურ "რვიანში" შემავალი ზოგიერთი პარტიის წარმომადგენლები ანალოგიური მიზნით NDI-ს ოფისში ხვალ, 13:30 საათისთვის არიან მიწვეული. შეგახსენებთ, რომ NDI-მ გუშინ საქართველოში საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. როგორც წესი, ეს ორგანიზაცია კვლევების შედეგებს ყველა საკითხზე აქვეყნებს, გარდა იმ თემებისა, რომელიც უშუალოდ პოლიტიკურ პარტიებს ეხებათ, პოლიტიკურ ჯგუფებს კი ამ ტიპის შედეგებს პირადი შეხვედრების ფორმატში აცნობს. შემდგომში, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, აღნიშნულ შედეგებს ის პარტიები ახმაურებენ, რომლებიც ამაში დაინტერესებულები არიან. ამმხრივ "ნაციონალური მოძრაობა" ან მეორე ადგილზე გასული ოპოზიციური გაერთიანება გამოირჩევა. "პირWელის" კულუარული ინფორმაციით, პარტიებს შორის "ნაცმოძრაობა" ამჯერადაც ლიდერობს, ამდენად NDI-ს რეიტინგების გახმაურებას სწორედ მისგან უნდა ველოდოთ.
-
კომუნიკაციების ეროვნული კომისია 18 აპრილს დანაშაულებრივი გადაწყვეტილების მიღებას აპირებს http://www.presage.tv/?m=society&AID=4227 ახალი თემის გახსნა დამეზარა და ბარემ აქ დავდებ დღეს არსებული მედია-საშუალებები გასართობ-მუსიკალურ მაუწყებლებად შეიძლება გადაკეთდნენ, თუ 18 აპილს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სხდომაზე დაამტკიცებენ მათივე დაკვეთით, კომპანია ”ბისიჯის” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს. ამის შესახებ ჩვენთან საუბრისას ”ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს” თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განაცხადა. ”ბისიჯის” მიერ დადებული შედეგით, მოსახლეობას აინტერესებს მუსიკალური, გასართობი პროგრამები, მხატვრული ფილმები და იუმორისტული გადაცემები, ხოლო პრიორიტეტებში შემეცნებითი პროგრამები მეშვიდე-მერვე ადგილზეა. წარმოდგენილი კვლევის შედეგს ზვიად ქორიძე ეჭვქვეშ აყენებს. რატომ აყენებთ ეჭვქვეშ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დაკვეთით, ”ბისიჯის” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგს? ზვიად ქორიძე: ეს კვლევა 3 წლის მანძილზე ტარდებოდა - როგორც თავად ამბობენ, 2008-ში დაიწყო, 2009-ში დეტალების დამუშავება და დაზუსტება მოხდა და 2010 წლის ივნისში კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გადასცეს. 2008 წლის ოქტომბერში, როცა ომიდან 2 თვე იყო გასული, ძნელი წარმოსადგენია მოსახლეობას მუსიკალურ-გასართობი პროგრამების განწყობა ჰქონოდა. დავუშვათ, მას საინფორმაციო პროგრამები დიდად არ სჭირდებოდა, მაგრამ არა მგონია მუსიკალურ-გასართობი პროგრამები ყოფილიყო მოსახლეობის მაქსიმალური მოთხოვნა. ჩემთვის უცნობია რისი დაზუსტება მოხდა 2009 წლის დეკემბერში, რადგან ამ კომისიის სხდომაზე ”ბისიჯის” წარმომადგენელს არ უთქვამს რა ხარვეზი იყო დასაზუსტებელი, მაგრამ პრაქტიკულად ჩანს, რომ ამ შედეგების რევიზია ზუსტად მაშინ მოხდა და გამოიკვეთა, რომ დღეს თურმე მოსახლეობას უფრო მეტი გართობა სურს. ბუნებრივია, ისეთი საინფორმაციო პროგრამები, როგორიც დღეს გადის, მოსახლეობის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, რაც სრულებითაც არ ნიშნავს, რომ მათთვის ეს მეშვიდე-მერვე ხარისხოვანია. კვლევის ჩატარების თვალსაზრისით, იქ არის კიდევ ძალიან ბევრი დეტალი, რომელთა მიმართებაშიც კითხვის ნიშნები ჩნდება, მაგრამ ამ საკითხების მიმართ ყველას ჩვენი პირადი დამოკიდებულება გვაქვს; ჟურნალისტებს სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებთან, მოქალაქეებთან, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ურთიერთობა გვაქვს და ვაკვირდებით, რომ ინფორმაციაზე მოთხოვნა ყოველთვის ძალიან დიდია, განსაკუთრებით ისეთ სახელმწიფოში, როგორიც საქართველოა, სადაც სოციალური დისჰარმონიის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, სადაც ტერიტორიული პრობლემებია, სადაც მაღალი საგარეო საფრთხეებია და ასე შემდეგ. ძალიან უცნაურია, როდესაც 2011 წელს იდება ასეთი კვლევის შედეგები, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ პრიორიტეტებისთვის საფუძვლად უნდა გამოიყენოს და მან განსაზღვროს, რომ უახლოესი ორი წლის განმავლობაში საზოგადოების მთავარი მოთხოვნილება იქნება მუსიკალურ-გასართობ პროგრამაზე. თქვენი აზრით, რატომ დადეს ახლა ასეთი შედეგი? - რეალურად, 2011-2013 წლები საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში გარდამტეხი იქნება. ასეთ დროს აი, ამ ფორმით ინფორმაციის დეფიციტის შექმნა, მსუბუქად, რომ ვთქვათ, საკმაოდ არასწორია, მაგრამ ფაქტობრივად, ეს შეიძლება საზოგადოების წინაშე დამნაშაულებრივი იყოს. უკვე გადაწყვეტილია, რომ კომუნიკაციების კომისია სახელმძღვანელოდ გამოიყენებს ”ბისიჯის” მიერ დადებული კვლევის შედეგებს? - კომისიას კანონი აძლევს საშუალებას, რომ ამ კვლევის საფუძველზე პრიორიტეტები განსაზღვროს. რა მექანიზმის გამოყენებით შეიძლება დადგეს ეჭვქვეშ ”ბისიჯის” კვლევის შედეგები? - 5 მარტს გამართულ კომისიის სხდომაზე, როდესაც ვუთხარით, რომ იქნებ არ გამოეყენებინათ ბაზისად ამ კვლევის შედეგი და პრიორიტეტები ისე მიეღოთ, მათ იკითხეს - ”მაშინ, რის საფუძველზე განვსაზღვროთ პრიორიტეტები?” დარწმუნებული ვარ, უკეთეს ვარიანტში, მათ უნდა იხელმძღვანელონ არა ამ კვლევით, არამედ ყველა კვლევით, რომელიც საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში დახვეწილი მეთოდოლოგიითაა გაკეთებული, რის შედეგადაც გამოჩნდება, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს აქვს მოთხოვნილება: ჟურნალისტურ გამოძიებებზე, შემეცნებით გადაცემებზე, სერიოზულ ანალიტიკურ პროგრამებსა და პოლიტიკურ თოქ-შოუებზე. ამის მოთხოვნილება საზოგადოებაში არის, რადგან სხვადასხვა კვლევის მასალები ამას ადასტურებს. ამ შემთხვევაში, კომუნიკაციების კომისია რჩება მხოლოდ საკუთარი დაკვეთით გაკეთებული კვლევის იმედად, რაც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მიმაჩნია საკმაოდ არასწორ ქმედებად. შესაძლებელია თუ არა ”ბისიჯის” მიერ დადებული კვლევის შედეგები გავრცელდეს აქამდე გაცემულ ლიცენზიებზე? - კანონის მიხედვით, კომუნიკაციების კომისიას საშუალება აქვს არსებულ სამაუწყებლო ლიცენზიებს იმ პრიორიტეტების მიხედვით გაუკეთოს მოდიფიკაცია, რომელსაც დაამტკიცებს. ასე რომ, თუ დაამტკიცა, პრიორიტეტები განსაზღვრა და მასში გამოიკვეთა, რომ მოთხოვნები არის სპეციალიზებულ არხებზე, ქვეყანაში მაუწყებლობის ლიცენზიები უნდა გაიცეს, რადგან მუსიკალური, გასართობი, სპორტული და იუმორისტული პროგრამები სპეციალიზებულ ლიცენზიებს ითხოვენ. ამ შემთხვევაში კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გაცემული ლიცენზიების რევიზია შეიძლება დაიწყოს და კონკრეტულ მაუწყებლებს მათი ლიცენზიების მოდიფიკაციის მოთხოვნით მიმართოს. მაგალითად, თუ ”იმედს” ექნება სურვილი, გახდეს მუსიკალურ-გასართობი პროგრამების მაუწყებელი და კომუნიკაციების კომისია ამას გადაწყვეტს, ან თავად შესთავაზებს, რომ ”იმედის” მაუწყებლობას მოდიფიკაცია გაუკეთოს, გამორიცხული არ არის ასე მოხდეს; ამ შემთხვევაში, კომუნიკაციების ეროვნული კომისია ქმედებაში თავისუფალია. ანუ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, აკაკი მინაშვილმა იცრუა, როცა განაცხადა, რომ ეს კვლევის შედეგები გაცემულ ლიცენზიებზე არ აისახება, მომავალზეა გათვლილიო? - ამაზე თავს ვერავინ დადებს. თუ აკაკი მინაშვილმა იცის, რომ პოლიტიკური შეკვეთის თანახმად, ეს აქამდე გაცემულ ლიცენზიებზე არ გავრცელდება, მაშინ მას შეიძლება ვენდოთ და ვთქვათ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, რომლის მიხედვით, კომუნიკაციების კომისიას არავინ დაავალებს არსებული ლიცენზიების მოდიფიკაციას, მაგრამ კომუნიკაციების კომისია ფორმალურად დამოუკიდებელია და მას შეუძლია ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს; არაფორმალურად, მისი რომელიმე წევრი პოლიტიკურ მმართველობასთან რა მოლაპარაკებებს გამართავს, ეს არავინ იცის და, დამერწმუნეთ, არც აკაკი მინაშვილს ეცოდინება. თქვენი არზით, რა მექანიზმები არსებობს იმისთვის, რომ კომუნიკაციების კომისიამ უარი თქვას საეჭვო კვლევის შედეგებზე? - ამ ათი დღის განმავლობაში, რაც შეიძლება მეტი საჯარო დისკუსია უნდა გაიმართოს, იმიტომ, რომ 18 აპრილს კომისია იკრიბება. უნდა გაკეთდეს რაც შეიძლება მეტი საჯარო განცხადება, იყოს მეტი საჯარო აქტივობა - 18 აპრილის კომისიის სხდომაზე უნდა მივიდეთ, ჩვენი მოსაზრებები გამოვთქვათ. როდესაც კომისია სამოქალაქო ჯგუფებისგან სხვადასხვა მოსაზრებას მოისმენს, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
-
mtidan არამგონია ესე იყოს ჯართში როგორღა აღმოჩნდა? ეგრევე ჯართში ჩააბარეს ეს მანქანები, თან ვაგონებში ჩააგდეს?
-
რაო, რამდენი მილიზივერტი აღმოაჩინეს? კუმ ფეხი გამოყო ........ :nekro:
-
PEPE. ეს ვინ არის?
-
Lo Janko Lo Janko როგორც ყოველთვის ერთი კითხვა მაწუხებს სულ ომში წაგებული, სამშობლო წართმეული, "მშირერი":, "ჩარეცხილი", "ოროსანი", ყველანაირად დამცირებული 73% რატომ აძლევს ხმას მმართველ პარტიას ? ამაზე პარადოქსული არაფერი გამიგია
-
ცხვირი გავს -გავს ! გამახსენდა ჰოი საოცრებავ! 73% დაუსაქმებელია, არ ყოფნის პურის ფული და მაინც უჭერს მხარს მმართველ პარტიას და ბელადს! ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს! ან ეს ხალხია გამოშტერებული ან ვინცხა რაცხას იტყუება :nekro:
-
Achiko1972 არ ვიცი სხვათაშორის ნაკლებად მაინტერესებს ვინ ვინაა რეალში Grig რამოდენიმე ხნის წინაც იყო ამ სარანგიების გვარი გაჟღერებული მაშინ დავგუგლე და რაღაც ინფოებიც ვიპოვე - წაუყრუა ფორუმმა ქურდების საერთოდ არაფერი გამეგება, ამ კატეგორიის ადამიანები არასდროს მაინტერესებდენ და არც არსებობდენ ჩემთვის
-
Saturn ბეისბოლის ბიტები "ალესეთ" , ხმალი არ უშველის ამ ამბეს შენც ბრუტუს?
-
Achiko1972 არ ვიცი, მე ტელევიზორს არ ვუყურებ აგერ Saturnსცოდნია, მატყუარების სია აქ შედგენილი მის უწყებას :nekro:
-
GeoStream თბილისში ნისლია და წვიმა თან ცივა მაგრად
-
fashisti გილოცავ დაბადების დღეს ( როდესაც არ უნდა გქონოდა მაინც კაია)
-
Saturn კვალიფიკაციას კარგავ, სატურნ ნამეტანი გაცვეთილი ხუმრობები გაქ უკვე
-
სააკაშვილი და შარანგიების „შავი“ საქმეები საქართველოში არსებული თითქმის ყველა ცნობილი ბიზნესის უკან საზოგადოებისთვის არც თუ ცნობილი ერთი ოჯახი დგას, ეს შარანგიების ოჯახია,- ამგვარი დასკვნის საფუძველს ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემა „ანატომიაში“ მოყვანილი სქემები იძლევა. ჟურნალისტ ნათია მიქიაშვილის გადაცემა ეთერში 1-ელი აპრილის ღამეს გავიდა. თუმცა ეს არ იყო საპირველაპრილო ხუმრობა. ჟურნალისტი სანდო წყაროებზე დაყრდნობით იმ სქემებს შიფრავს, რომლის მიხედვითაც საქართველოში არსებული თითქმის ყველა ბიზნესისკენ მიმავალი გზა „სტარტს“ შარანგიებიდან იღებს. თავად შარანგიებს შორის კი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, და მიხეილ სააკაშვილთან უშუალო კავშირში მყოფი პირი, რევაზ შარანგიაა. ის ლორენცო შარანგიას შვილია, ისევე როგორც მერაბ, ლევან და შოთა შარანგიები. ოჯახი წარმოშობით აფხაზეთიდანაა. აფხაზეთის დაცემის შემდეგ კი უხმოდ იღებენ ხელში ხმაურიანი ბიზნესების სადავეებს - რუსეთში, საქართველოში და თვით ბაღაფშის აფხაზეთშიც კი. „მაესტროს“ გადაცემის თანახმად, შარანგიები საქართველოში წილებს ისეთ ბიზნესობიექტებში ფლობენ, როგორებიცაა: „საქართველოს ბანკი“, „ლიბერთი ბანკი“, „კავკასუს ონლაინი“, „თბილისის წყალი“, „ბილაინი“, „საქართველოს ლატარიის კომპანია“, „სითი პარკი“, „თბილისი ცენტრალი“, თბილისში მოქმედი სამარშრუტო ტაქსები... აქვთ სარკინიგზო გადაზიდვების ბიზნესი და „სტრატეგიული“ ინტერესი, რომ შეიძინონ საქართველოს რკინიგზა. ჟურნალისტის თქმით, შარანგიებს სარესტორნო, სამშენებლო და სათამაშო ბიზნესი აქვთ რუსეთშიც, რომელთა სტაბილურობის გარანტიც რუსეთში მოღვაწე ე.წ. კანონიერი ქურდები არიან. „სწორედ აქ იკვეთება ბიზნესის, კანონიერი ქურდებისა და ჩვენი ხელისუფლების გზები“,- ამბობს გადაცემა „ანატომიის“ ავტორი და იმასაც აღნიშნავს, რომ შარანგიები რუსი ბიზნესმენების დახმარებით საკუთარ კაპიტალს აფხაზურ ბიზნესებშიც აბანდებენ, ამის მაგალითად კი გადაცემაში აფხაზურ ფიჭურ კომპანია „ამობაილში“ შარანგიების ბიზნესინტერესები სახელდება. გადაცემაში საუბარია იმაზეც, რომ აფხაზურ ფიჭურ კომპანიას ლიცენზია, სწორედ, საქართველოს ხელისუფლებამ მისცა. http://www.tribuna.ge/index.php?option=com_content&task=view&id=2161&Itemid=1 ეს მართალია?
-
ნაგავი ყოფილა იმ პარკში
-
მორიგი ისტერიკა
-
ბიუჯეტში მორიგი ცვლილებები იგეგმება სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 მარ.'11 / 15:47 Share/Save/Bookmark 2011 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც მთავრობამ უკვე წარუდგინა პარლამენტს განსახილველად, ძირითადად, უკავშირდება ევროობლიგაციების რეფინანსირების, სხვა ხარჯებთან ერთად პენსიების ზრდის გეგმებს და მაკროეკონომიკური მაჩვენებლების კორექციას. პროექტის თანახმად, საბიუჯეტო შემოსავლები 348.8 მლნ ლარით იზრდება არსებული 5.955 მლრდ ლარიდან და 6.304 მლრდ ლარს აღწევს. ამასთან, საგადასახადო შემოსავლები 350 მლნ ლარით იზრდება, ხოლო გრანტები არსებული 355.8 მლნ ლარიდან მცირედით იკლებს და მისი საპროგნოზო მოცულობა 354.6 მლნ ლარი ხდება. პროექტის თანახმად, საბიუჯეტო ხარჯები 230 მლნ ლარით გაიზრდება და 5.958 მლრდ ლარს შეადგენს. მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ცვლილება კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, აღნიშნულ საბიუჯეტო ცვლილებებს საფუძვლად დაედო მიმდინარე წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურად ზრდა, რაც თავდაპირველად დაგეგმილი 4.5%–ის ნაცვლად, 5.5%–იანი ზრდით განისაზღვრება. გასული წელს ეკონომიკის ზრდამ 6.4 % შეადგინა. ამას გარდა, სამომხმარებლო ფასების ინდექსი თავდაპირველად დაგეგმილი 7%–დან იზრდება და ეს მაჩვენებელი 8%–ს აღწევს. თებერვლის უკანასკნელი ოფიციალური მონაცემით, წლიური ინფლაციის დონემ 13.7% შეადგინა. თუმცა მთავრობა იმედოვნებს, რომ ბოლოო თვეების განმავლობაში დაფიქსირებული ინფლაციის ზრდადი ტენდენცია წლის მეორე ნახევარში კლებას დაიწყებს და მისი მაჩვენებელი კვლავ ერთნიშნა ნიშნულს მიუახლოვდება. ამას გარდა, ბიუჯეტის პროექტის თანახმად, დეფიციტი მშპ-ს 4,3%-იდან, რაც თავდაპირველად იყო დაგეგმილი, 3,7%-მდე შემცირდება. 2010 წელს საბიუჯეტო დეფიციტმა 6.5%, ხოლო 2009–ში 9.2% შეადგინა. მთავრობის მიზანია, რომ 2013 წლისთვის ბიუჯეტის დეფიციტი 3%–მდე დაიყვანოს. ვალდებულებების ზრდა ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის საშინაო და საგარეო ვალი, დაახლოებით, 1 მლრდ ლარით გაიზრდება და წელს, ჯამში, 1.869 მლრდ ლარს მიაღწევს. ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მთავრობა წელსვე გეგმავს 900 მლნ ლარის (დაახლოებით, 527 მლნ აშშ დოლარის) ღირებულების საგარეო ფასიანი ქაღალდების ემისიას, რათა ეტაპობრივად მოხდეს 2008 წლის აპრილში გამოშვებული იმ 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციების რეფინანსირება, რომელთა გადახდაც ბიუჯეტს 2013 წლისთვის უწევდა. ახალი საგარეო ფასიანი ქაღალდების გამოშვებიდან გამომდინარე საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისთვის თავდაპირველად გათვალისწინებული 332.7 მლნ ლარი 25.1 მლნ ლარით იზრდება და 357.8 მლრ ლარს აღწევს, ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად. პროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, ახალი ევროობლიგაციების განთავსებით მიღებული დამატებითი შემოსავლები არ იქნება გამოყენებული ბიუჯეტში გაწერილი ხარჯების დასაფინანსებლად. საბიუჯეტო ცვლილებები ასევე ითვალისწინებს საგარეო ვალის დამატებით 15.2 მლნ ლარით ზრდას, მათ შორის მსოფლიო ბანკის 8 მლნ ლარის ოდენობით კრედიტისა და აზიის განვითარების ბანკის 7 მლნ ლარის კრედიტის ხარჯზე, რომლებიც ინფრასტრუქტურულ პროექტების განხორციელებას მოხმარდება. საგარეო ვალდებულებების ზრდის პარალელურად, საბიუჯეტო ცვლილებები ითვალისწინებს, საშინაო ვალის ზრდასაც 100 მლნ ლარის მოცულობის სახაზინო ვალდებულებების გამოშვების გზით. ხარჯების ზრდა საბიუჯეტო ცვლილებებით დაგეგმილი შემოსავლებიდან ყველაზე მეტ თანხას – 86 მლნ ლარს – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიიღებს. აქედან, 55.2 მლნ ლარი ასაკით პენსიონერებისთვის მინიმალური პენსიის 100 ლარამდე გაზრდას მოხმარდება, რასაც მთავრობა 1 სექტემბრიდან გეგმავს. საერთო ჯამში, დამატებით 63 მლნ ლარი გამოიყოფა მიმდინარე და ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, ხოლო დამატებით 9 მლნ ლარს მიიღებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელიც ხელისუფლების განცხადებით, ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. საბიუჯეტო ცვლილებათა პროექტის მიხედვით, ყველა სამინისტროს დაფინანსება იზრდება, გარდა საგარეო საქმეთა; თავდაცვის; შინაგან საქმეთა; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა; საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა; ენერგეტიკისა; და გარემოს დაცვის უწყებებისა. გაზრდილი ხარჯები შემდეგ სამინისტროებზე გადანაწილდება: * შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 1.692 მლრდ ლარი (მიმდინარე დაფინანსება 1.606 მლრდ ლარი); * ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 106.3 მლნ ლარი (მიმდინარე – 75,4 მლნ ლარი); * რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 879.1 მლნ ლარი (მიმდინარე – 864 მლნ ლარი); * სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 78.1 მლნ ლარი (მიმდინარე 69.1 მლნ ლარი); * განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 555 მლნ ლარი (მიმდინარე – 550.8 მლნ ლარი); * იუსტიციის სამინისტრო – 70.7 მლნ ლარი (მიმდინარე – 68.7 ლარი); * ფინანსთა სამინისტრო – 204.7 მლნ ლარი (მიმდინარე – 202.3 მლნ ლარი); * კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო – 54.8 მლნ ლარი (მიმდინარე – 53 მლნ ლარი); * სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო – 106.5 მლნ ლარი (მიმდინარე – 105.5 მლნ ლარი); * ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი -1.471 მლნ ლარი (მიმდინარე – 1.301 მლნ ლარი); * რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 1.250 მლნ ლარი (მიმდინარე – 1 მლნ ლარი); * დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 788 ათასი ლარი (მიმდინარე – 623 ათასი ლარი). ამასთან, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსება არსებული 118 მლნ ლარიდან 166 მლნ ლარამდე იზრდება; ასევე 53.5 მლნ ლარამდე გაეზრდება დაფინანსება სახელმწიფო დაცვის სპეციალურს სამსახურს არსებული 47.5 მლნ ლარიდან. მთავრობამ აღნიშნული საბიუჯეტო ცვლილებები საკანონმდებლო ორგანოში 28 მარტს წარადგინა განსახილველად მას შემდეგ, რაც ექვსი დღით ადრე პარლამენტმა კენჭი უყარა წელს განხორციელებულ პირველ ცვლილებებს ბიუჯეტის კანონში, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციას უკავშირდებოდა. http://www.civil.ge/geo/article.php?id=23829
-
asds :yes: გვინდააააააააა! ჩავმყაყდით
-
babuagiorgi სად ვდიო ეხლა ფორუმჯურღმულებში - გადირიე? ისე აზრს ვეთანხმები თუ ადმინისტრაციამ და მოდერაციამ დაიკიდა ეს ფორუმი, მაშინ მართლა ცუდადაა საქმე
-
babuagiorgi ევროპა არ ვიცი ჩვემ მთელი დღე ვწვალობთ კაუკასუსი მთლად მკვდარია, სილკნეტი ტოკამს დროდადრო
-
newstudio სისულელე თავად ჯღაბნიან რაღაცეებს და მერე ებრძვიან "ქარის წისქვილებს" კაფკა ისვენებს
-
Lo Janko გლობალი გლიუკები ჰქონდა და საბოლოოთ მიიცვალა ცაცკალი
-
http://tribuna.ge/index.php?option=com_content&task=view&id=2090&Itemid=1 ნინო ბურჯანაძე: ბადრი ბიწაძის ფიზიკური შეურაცხყოფა არც ისე ადვილია 28/03/2011 16:41 x_nino.jpg„ბადრი ბიწაძის ფიზიკური შეურაცხყოფა არც ისე ადვილია, შემიძლია დარწმუნებით გითხრათ“, - აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე. დღეს, France Press-ის ქართველი ჟურნალისტის გიორგი ფოფხაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული პარტიის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან გაჩეჩილაძე და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილი შეფი, ნინო ბურჯანაძის მეუღლე, ბადრი ბიწაძე მიუნხენის აეროპორტში ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. „ქართულ პარტიაში“ დაადასტურეს, რომ ლევან გაჩეჩილაძე მიუნხენში იმყოფებოდა, თუმცა ინციდენტის შესახებ განცხადება არ გააკეთეს. ბადრი ბიწაძემ და ნინო ბურჯანაძემ ინციდენტი უკვე დაადასტურა. ბურჯანაძის თქმით, მათ კონფლიქტი არავისთან აქვთ, ხოლო ინციდენტი გაჩეჩილაძის მიერ იყო პროვოცირებული. „უცნაურია, რომ ბატონმა ლევანმა საკითხის, რომელიც დიდი ხანია ტრიალებს საზოგადოებაში, გარკვევა მიუნხენის აეროპორტში გადაწყვიტა. თუ მას რამე აქვს გასარკვევი, გაცილებით სწორი იქნებოდა, რომ თბილისში შეხვედროდნენ ერთამანეთს“, - განაცხადა ბურჯანაძემ ოქრუაშვილმა ვინ გალახაო პარიზშიო? გამახსენეტ რა!