http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/shemthkhveva/4133-ghudushauris-klinikashi-khelisuflebis-tsarmomadgenlebi-midian.html ღუდუშაურის კლინიკაში, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ვასილ სანოძეა მოთავსებული, ხელისუფლების წარმომადგენლები მიდიან. რამდენიმე წუთის წინ იქ მივიდნენ პარლამენტარი ვახტანგ ბალავაძე და სახელმწიფო მინისტრ პაპუნა დავითაიას მოადგილე გიორგი გამსახურდია. მათ ჟურნალისტებთან კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა არც ღუდუშაურის კლინიკის მხრიდან. კლინიკის ეზოში იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები. კლინიკაში შესვლა ისევ შეზღუდულია. შს სამინისტრომ ვასილ სანოძის დაჭრის ფაქტი უკვე დაადასტურა. სამინისტროს ინფორმაციით, სანოძეს საკუთარ ბინაში ტაბელური იარაღი გაუვარდა. სანოძე თავის არეშია დაჭრილი, მისი მდგომარეობა მძიმეა. ამასთან, ვრცელდება ინფრომაციაც, რომ სანოძემ თვითმკვლელობა სცადა. ეს გამსახურდია როდის გახდა მინისტრის მოადგილე?