მიხეილ სააკაშვილი: ქართული პოლიცია მსოფლიოს ანათებს 06/05/2011 13:07 პოლიციის დღე საქართველოში უკვე მეორედ აღინიშნება. პოლიციის პროფესიულ დღედ 6 მაისი შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა შარშან გამოაცხადა. პირველი „პოლიციური მაისობაც“ სწორედ შს სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. წელს კი საქართველოს პოლიციელები პროფესიული დღეზე ბათუმში შეიკრიბნენ. ამ დღის აღსანიშნავად ბათუმში საქართველოს პრეზიდენტი ოჯახთან ერთად ჩავიდა. პრეზიდენტმა ბათუმის ბულვარში შეკრებილ პოლიციელებს სიტყვით მიმართა. „დღეს ჩვენთვის განსაკუთრებული დღეა და მიუხედავად იმისა, რომ მზე ცაში არ გამოჩნდა მზე გამოჩნდა აქ, ბათუმის ახალ ბულვარში, მზე გააკეთეთ თქვენ თქვენი კოლონებით, თქვენი აქ ყოფნით გაათბეთ აქაურობა. ისევე როგორც, თქვენი ყოფნით, მუშაობით, არსებობით ასხივებთ საქართველოსთვის გამოსცემთ სითბოს საქართველოსთვის და კაშკაშა სინათლეს გადასცემთ რეგიონის ბევრ ქვეყანას და – გაზვიადების გარეშე – მთელს მსოფლიოს. დღეს საქართველოს ძალიან ბევრი ხალხი შენატრის. თუ დღეს საქართველოს გარშემო შეიქმნა ეს იდეა, ეს, მე არ მინდა ვთქვა, მითი, იმიტომ, რომ ეს რეალობაა, მაგრამ ამდენი საუბარი იმის შესახებ, რომ საქართველომ შეძლო, პრაქტიკულად, შეუძლებელი ამ ღვთისგან მიტოვებულ პოსტსაბჭოთა სივრცეში შექმნა თანამედროვე სახელმწიფო მყარი საფუძვლებით. ეს პირველ რიგში, არის თქვენი დამსახურება. პოლიციის რეფორმა იყო პირველი მთავარი რეფორმა, რომელიც ჩვენ გავატარეთ, იყო მშობელი ყველა სხვა რეფორმის და, ჯერჯერობით, ყველაზე მთავარი სიმბოლო ჩვენი გარდაქმნის და ჩვენი ახალი სახელმწიფოებრიობის შექმნის. განსხვავება ძველ პოლიციასა და დღევანდელ პოლიციას შორის არის არა მხოლოდ ფორმები, მანქანები, შეიარაღება ან თუნდაც ხელფასი, მთავარი განსხვავება არის ის, რომ წინა პოლიცია იყო კორუმპირებული და დღევანდელი პოლიცია მთლიანად თავისუფალია კორუფციისაგან. მთავარი განსხვავება არის ის რომ წინა პოლიცია მიიჩნევდა, რომ ხალხი იყო მისი საკუთრება, ხალხი იყო დამცირების, გამოძალვის, წამების მისი მსახურის ობიექტი, დღევანდელი პოლიცია კი ეკუთვნის ხალხს, წარმოადგენს ხალხს, იცავს და ემსახურება ხალხს და ხალხი ყველაფერ ამას სიყვარულით პასუხობს. ...საქართველო არის მსოფლიოს ნომერი პირველი მებრძოლი კორუფციასთან ყველანაირი საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნით. ქართულ სახელმწიფოს პირველ რიგში ებრძვის ის, ვისაც უნდა კრიმინალური მდგომარეობისა და კორუფციის დაბრუნება საქართველოში,“– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, ამ დღის აღნიშვნა აჭარაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ 6 მაისი არის გიორგობის დღესსასწაული, აჭარის გათავისუფლებისა და პოლიციის დღე. http://www.tribuna.ge/index.php?option=com_content&task=view&id=2657&Itemid=1 აჰა! იხალისეთ !