ჯონდი ბაღათურია ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად თემურ ქეცბაიას მოწვევის ინიციატივით გამოდის სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში 17 / 09, 2009 15:33 Print Font size: “ქართული დასის” ლიდერი, დეპუტატი ჯონდი ბაღათურია ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად თემურ ქეცბაიას მოწვევის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ბაღათურიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, გვიან, მაგრამ ბოლოს ნოდარ ახალკაცი მიხვდა, რომ მისი გადადგომა აუცილებელი იყო და გადადგა. ბაღათურია იმედოვნებს, რომ ხელისუფლება ახლა მაინც გამოიჩენს გონიერებას და ფედერაციის საქმეებში არ ჩაერევა. “გამოვდივარ ინიციატივით, რომ საბერძნეთიდან მოწვეული იქნას ქეცბაია და დანიშნული იქნას ფედერაციის თავმჯდომარედ”, – დასძინა ბაღათურიამ. ეხლა ჯღონდიმ დანიშნოს კიდე! არჩევნები როდისმე და სადმე ცატარდება ამ ქვეყანაში?