Jump to content
Planeta.Ge

Precursor

პლანეტელი
  • პოსტები

    215
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი Precursor

  1. სამივე კანდიდატის გვარი "კ"-ზე იწყება - კორსია, კიკნაველიძე, კახიანი... რაღაცაშია საქმე! ეტყობა, კახი კახიშვილი ვერ გადაიბირა ბიძინამ და მის ჯინაზე სხვა "კ"-იანები ჩასვა... ახლა მომივიდა ჰაზრად სახელი და გვარი გადავიკეთო - აწი ვიქნები კურაბ კიკლაური! ბიძო! შენ იყო კროჭი, თუ შემდეგ არჩევნებზე მე არ გამჩითო საარჩევნო სიაში!
  2. PANZERKOPF ნუ გეშინია სოფლელების - რაც არ უნდა სისულელეები იძახო, "ჰმ"-ო, იტყვიან და თავიანთ საქმეს მიუბრუნდებიან... ღვინოს კიდევ რაც მეტს დალევ, მით უფრო მეტად ესიამოვნებათ...
  3. mama ეგ უმნიშვნელოვანესი ფაქტორი რომ გამომრჩა და ჩაამატე, სწორედ ეგ არის ფორუმის დანიშნულებაც... დეგა გეთანხმები, კარგი ფორუმები აქვთ... PANZERKOPF მენტალიტეტის ამბავში ვერ დაგეთანხმები - ქართული მენტალიტეტი სოფელში ჩანს ყველაზე მეტად, იქ კი არავინ დაგეტაკება, რატომ ჩემსავით არ აზროვნებო! შეუმწყნარებლობა უფრო ქალაქურ-ხელოსნურ-ვაჭრული ფენის მონაგარია, რადგანაც ცალკეულ ჯგუფებს თავი რომ გაეტანათ და დაემკვიდრებინათ, მაქსიმალურად შედუღაბებულნი უნდა ყოფილიყვნენ თავიანთ საამხანაგოში...
  4. chemisaqartvelo ფორუმის დანიშნულება: 1. უახლესი და დაუბლოკავი ინფორმაციის ოპერატიულად მიღება. 2. თანამოაზრეთა მოძიება და დამეგობრება. 3. სახზოგადოებრივ საკითხებზე მსჯელობა. 4. პროფესიული რჩევების მიღება-გაცემა. 5. საკუთარი პიროვნების რეალიზებისთვის ხელშეწყობა. აი, რა კარგ რამეებშია შესაძლებელი ფორუმების გამოყენება! ხოლო, როდესაც მოდერაცია თავის მიშჩმორშნირშპანიანად: 1. ბლოკავს ინფორმაციის გავრცელებას... 2. უსამართლო ადმინირებით ახშობს ადამიანებს შორის ნორმალურ ურთიერთობებს... 3. ყოველი მსჯელობა გადააქვს ღლიცინსა და ტროლინგში... 4. უზრდელობითა და შეუგნებლობით იწვევს პროვოკაციებს... მაშინ ეს უკვე აღარ არის ფორუმი! ეს არის ზნედაცემულ პროპაგანდისტთა პიარ-რესურსი და მეტი არაფერი! ახლა ვისაც უნდა და რასაც უნდა ისე შეხედავს, როგორც უნდა - სერიოზულად თუ ღადავით - მისი ნებაა... მე მაგალითად, ისეთ სერიოზულ საკითხებს, როგორიცაა მეგობრების, თანამოაზრეების შეძენა, სამშობლოს ბედ-იღბალზე მსჯელობა, საჭირო რჩევა-დარიგებების გაცვლა-გამოცვლა და სიმართლის კვლევა, სერიოზულად ვუდგები, ხოლოდ სადაც არის სახუმარო პონტი, მეც ადამიანი ვარ და მიყვარს ხუმრობაც და გართობაც...
  5. kvarkvare შეეცადე ლამაზად წამოხვიდე! აი, მაგალითად, როგორც მე გავაკეთე: "ჯიმი ლევი არაფერი პირადული, პროსტო სანამ შენნაირი თიყვები სხედან მოგელაციაში, მირჩევნია ბანი მედოს..." წყარო: http://forum.ge/?showtopic=34484183&f=&st=240entry34698429 ახლა შედეგი: The error returned was: Sorry, your posting rights have been temporarily suspended. The suspension is due to end on 23 Jul 5881623, 09:40 . ვეკ ჟივი, ვეკ უჩისь!
  6. Siknadmo დუღილის პროცესში ნაგავი ჯერ ზემოთ ამოდის და მერეღა ილექება... ამიტომაც, უმჯობეს არს დაველოდოთ ქაფის მოგდებას და მერე დროულად მოვხადოთ... Saturn ცნობადი არაა, მაგრამ ცნობადების დიდი მესაიდუმლეა...
  7. Siknadmo ვერც მე ვერ გავიგე - უკვე საყოველთაოდ გაბაზრდა ნაცკოორდინატორების აჩოტები - ჩაბოზებები... ეგ უსექსო ბიცოლაც არაერთხელ არის გამომჟღავნებული ცუდ რამეებში... #1 მაგ: ერთ ცნობილ იუზერს ჩატში ეკეკლუცა, ხოლო მერე, რაიმე ვნება რომ მიეყენებინა მისი ოჯახური მდგომარეობისთვის, ეს მიმოწერები გაასაჯაროვა... #2 მაგ: ბიბი რომ გამოჩნდა, ტიპშამ დედის დრაქე დაახურა ნაცებს და დიდის წივილ-კივილით აიღო აკრედიტაცია, თუმცა გამოვიდა თუ არა ბიბიცენტრიდან, ეგრევე ქაქების სროლა გააჩაღა... ვინმე დააჯერა, რომ ნაცებს განუდგა? რომ არ ემაიმუნა, ისე ვერ მიიღებდა აკრედიტაციას? არადა, ძაღლი-მამაძაღლი ყველა იქ იყო.... ტოჟე მნე მატახარი, რა... თავისი ჭკუით, ვიღაცა დააგოიმა მიშას სადიდებლად, მაგრამ იმდენსაც ვერ ხვდება, თუ რა გულის ამრევია... ალბათ, დღემდე ამაყობს თავისი გმირული თესლობებით...
  8. Saturn კარგია, რომ შენიშნე - სანამ კრიტიკულ მასად მოვგროვდებით და პოსტვის მუზები დაგვესევიან, მანამდე გვიჯობს თემიდან თემაში გადავსკუპდეთ ხოლმე...
  9. კომისარი ტიმი შემოსავალს ღებულობს სარეკლამო სივრცის გაქირავებით, ხოლო რეკლამა მანამდე ექნება, სანამ ეგ ფორუმი ხალხმრავალია. პოლიტიკის განყოფილების დაკნინება მას მცირედ თუ დააზარალებს, მაგრამ ალბათ უფრო დიდ ზარალს ერიდება - ხომ ცნობილია, რომ ნაცები გეი-კავშირებსა და სხვადასხვა კომპრომატებს უჩალიჩებდნენ ხალხს, რომ მერე შანტაჟის ქვეშ ჰყოლოდათ? ჰოდა, ალბათ ტიმიც ადღნაურეს კამერების წინ და ახლა მაგის გამჟღავნებას კი უნდა ერჩივნოს მცირედ ზარალზე დათანხმება... მე მაგალითად ისეთი ვადით დამადო ჯიმიმ ბანი, რომ მისი გასვლის მერე საეჭვოა მზის სისტემამ იარსებოს - რამოდენიმე მილიონი წელია მითითებული...
  10. newstudio მე კი აქა ვარ, მაგრამ კრიტიკული მასაა საჭირო თერმო-ბირთვული რეაციის დასაწყებად... მოდით, შევთახმდეთ ყველანი, რომ დღის განმავლობაში, სანამ ჩართული გვაქვს კომპები, ბრაუზერში გახსნილი ავტორიზებული პლანეტა ჩაკეცილი მაინც გვქონდეს ხოლმე, რომ როცა ვინმე შემოიხედავს, იუზერთა სიხალვათემ არ დააფრთხოს...
  11. მთლად გაიხრწნა ჯვის მოგელაცია... ნაცს მხოლოდ სამარე გაასწორებს!
  12. მაგარი სლაბაკი ქურდები გვყვანან - ნორმალური ძარცვის აზრზე არ არიან... იძულებული ვხდები, რომ მე თავადვე გავიტანო რომელიმე ბანკი! - აბა, სად გაგონილა, ბანკები ასე მევახშეურად ძარცვავდნენ მოსახლეობას და ერთი კაი ჯიგრული ძარცვაც არ მოხდეს? მოკლედ: სპეც-ჯგუფისთვის მჭირდება მძღოლი, პროგრამისტი ელექტრიკის ცოდნით, ლითონის დამუშავების ოსტატი...
  13. პანაშვიდი როდისაა? არადა, წუხელი ვნახე, იცინოდა...
  14. მოგესალმებით! რაფერ ხართ? ჯერ არ დაწყებულა შემოსევა? ფორუმჯვი გაიჭედა... მოემზადეთ ლტოლვილთა დასახვედრად...
  15. იორამ! რა დღეში ხარ? სინამდვილე სხვაგვარადაა, ვიდრე წარმოგიდგენია - შენმა დაუფიქრებელმა და ცხელ გულზე ჩადენილმა ქმედებებმა მოკვეთილად გაქცია... არავინ არ დაგეხმარება, თუ არა იმიტომ, რომ ადამიანურად ეცოდები - დავიჯერო, ამას მიესწრაფვოდი? შენ გსურს დაუპირისპირდე ძალას, რომელიც მხოლოდ იმიტომაა ძალა, რომ უაღრესად ორგანიზებულია და არათუ შენნაირ ფიცხ ადამიანს, ნებისმიერ მარტოხელა გენიოსსაც კი ადვილად მოინელებს... ახლა აღარ არის აძინოკი ვოლკების ეპოქა - ვერანაირ ამინდს ვერ შექმნი და ვერც ვერავის ვერ მოერევი... იყო დრო, როცა მარტოდენ მორალური პოზიციით შეიძლებოდა სამყარო შეგერყია - ახლა ზნეობრივი აღქმა საყოველთაოდ მოშლილია და არც შენი პოზიცია არ არის ზნეობრივი მაგალითის მომცემი... გავარდი, გამოვარდი, რაღაცას ჯღავიხარ და მოითხოვ... თუ ბრძოლა გწყურია, პირველ რიგში ორგანიზებაა საჭირო - თანამოაზრეთა შემოკრება... თუ გაქვს ქარიზმა (დადებითი თვისებების ერთობლიობა, რომელიც ადამიანებს შთააგონებს წინამძღოლად გაღიარონ) არ გაგიჭირდება ორგანიზაციის შექმნა... თუ არ გაქვს, ან უნდა გამოიმუშაო (რაც შენს ასაკში საკმაოდ ძნელია), ან უნდა შეურიგდე რიგითი ჯარისკაცის სტატუსს... აბა, გადახედე გამოხმაურებებს - ვიღაცას გიჟი ჰგონიხარ... ვიღაცას აგენტი... ყველა ვერ ხვდება, რომ ქართველი ჰოკეისტი ხარ, რომელმაც გარისკა და ბორტს ხელი გაუშვა... პრობლემა ის არის, რომ შენც ვერ ხვდები ამას... მე შემიძლია გირჩიო, რომ გაუჩინარდე - დაიწყო უბრალო მოკვდავის ცხოვრება - ოჯახი მაინც რომ არჩინო... მერე, ხომ გაგიგია - "მანამდე ან ვირი მოკვდება, ან ვირის პატრონიო!"... ჰოდა, უნდა მოიცადო და გზაც გაგეხსნება, ოღონდ დროზე შეეგუე იმას, რომ არასოდეს შენ არ დაგხვდებიან სასულე ორკესტრით!
  16. flo-masteri რავი, პირადად მე ვნერვიულობსავით... T_A_T :018: მომენატრეთ...
  17. flo-masteri უვიზო რეჟიმი კი არა, (ეგ ისედაც იყო) ახლა შეგიძლია საზღვარგარეთის პასპორტის გარეშეც გადახვიდე თურქეთშიო - მარტო პირადობის მოწმობაც საკმარისიაო...
  18. Siknadmo 25 დედლაინია - ამიტომაც ვლაღობთ ფორუმელნი...
  19. ყველაფერი მესმის, მარა ანალგინი რატომ არ იჭრის წვერს და რატომ დადის გაბურძგვნილი, ამაზე ადეკვატური ახსნა ვერ მივიღე... მაგრამ, ანალგინს რა უშავს - უბანში რომ დავბრუნდი, ჩემს საყვარელ მეზობლებს იმდენინ ვაგინე, რომ მშობლებმა ძლივას შემიტყუეს სახლში... და ახლა მოტყუებულის განცდით ვპოსტავ, რომ იცოდეთ... არადა, ჩემებს წნევა რომ არ ასწეოდათ, რა გემრიელად ვაგინებდი მაგ მონადშობილებს, რომ იცოდეთ! სიკვდილი მონადშობილ მეზობლებს! აეეეეეეეეეეეეეეეეე!!!!!!!!!!!!!
  20. Blaugranator ჩემს ნათელმხილველურ შეგრძნებებზე დაყრდნობით, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ "კონსტრუქციულებისა" და "რადიკალების" ჟრიამულს ამ შეხვედრაზე ვეღარ მოვისმენთ...
  21. პარასკევს, 19 ნოემბერს, 14:00-ზე, ვერის პარკში, კალათბურთის სასახლეში, "ნდობის დარბაზის" მოწვევით შეიკრიბებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და ... ვინც კი აქამდე გამუდმებით შარსა სდებდა ეროვნულ ფორუმს უმოქმედობის გამო, შეუძლია მობრძანდეს და ... "..." ამ სამ წერტილში ის იგულიხმება, რასაც ამდენი ხანი ყველა პატიოსანი ადამიანი მოველით.
  22. lasha1997 ნაცებს არ უნდათ დროის გაყვანა - პირიქით, ყველანაირად ცდილობენ არეულობის პროვოცირებას და სწორედ ამის გამო დანიშნეს 5 ნოემბერს ვანოფიქჩერზის პრემიერა - გამოსვლების მეორე დღესვე დაიწყებენ ბინძურ პროპაგანდას... ეროვნულმა ფორუმმა თუ კი გადადო გამოსვლების დაწყება, შესაბამისად, ვანოფიქჩერსიც გამოსვლის მეორე დღეს გადადებს პრემიერას... ეროვნულ ფორუმს, მგონი, უნდა აწყობდეს ამ პრემიერის შემდეგ რამოდენიმე დღე დახარჯოს კონტრპროპაგანდაზე და ბრძოლის ასპარეზზე უკვე სულმთლად გაფარჩაკებულ მოწინააღმდეგესთან გასვლა, მაგრამ არა მგონია, რომ ეს გამოვიდეს... ალბათ, უმჯობესი იქნება, რომ ეროვნულმა ფორუმმა საერთოდ დაიკიდოს ვანოფიქჩერზის არსებობა და მაშინ დაიწყოს გამოსვლა, როცა ჩათვლის, რომ ორგანიზაციული სამუშაოები დასრულებულია... როცა ვამბობ ორგანიზაციულ გამოსვლებს, მხედველობაში მაქვს ბრძოლის იმისგან განსხვავებული მეთოდები, რასაც ჩვენ აქამდე ვხედავდით - გულზე მუშტის დაბრახუნების შემდგომ გამოვარდნილი ასეულათასობით უმართავი მასის წინაშე ბესელიას კივილი და ძიძიგურის იუმორი გრეჩიხების ისტერიკებით დაკომპლექტებული... ახალი მეთოდები ბევრად უფრო ეფექტური იქნება, ხოლო მისი ორგანიზება არც ისე ადვილი საქმეა, რომ დაყოვნებისთვის ეროვნული ფორუმი ჯვარს ვაცვათ...
  23. რა ნელა გადის დრო... :018: დარჩა კიდევ ექვსი დღე... დამიჭით! გამაკავეთ! დამაბით! :018:
  24. გიორგი68 :018: ისე, 8 ნოემბერს არის დაწერილი, მაგრამ 15-ში ჯუზონს ვადებდი... მერეაღარ დავასრულე - ეგეთი ხუმრობები მალე მბეზრდება ხოლმე...
×
×
  • შექმენი...