Jump to content
Planeta.Ge

Precursor

პლანეტელი
  • პოსტები

    215
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი Precursor

  1. laci მე ვფიქრობ, რომ ჩემს მიერ დასმულ შეკითხვებზე ყველა პოლიტიკოსმა უნდა გასცეს პასუხი და მხოლოდ ამის მერე უნდა დავფიქრდეთ, ღირს თუ არა მათი მოწვევა...
  2. Giorgi Kiskeidze ლუბრიკანტი არის პროჭის საცხი, რომელიც, ვაზელინისაგან განსხვავებით, დამზადებულია წყალზე და ამიტომ არ ადნობს პრეზერვატივს... kola კოტე კემულარია დაბრუნდა?
  3. ბატონო გია! ვთქვათ და ერთ მშვენიერ, ან არც ისე მშვენიერ დღესაც აღმოაჩინეთ, რომ თქვენმა საზოგადოებრივმა მოღვაწეობამ ქვეყანას სიკეთის მოტანის მაგივრად ზიანი მიაყენა - ასეთ შემთხვევაში როგორ წარმოგიდგენიათ საკუთარი პასუხისმგებლობა? სავარაუდო პასუხები: 1. იხტიბარს არ გავიტეხ და უტიფრად გავაგრძელებ შავზე თეთრის მტკიცებას - აქამდე ყველას გასვლია და მე რითა ვარ ვინმეზე ნაკლები? 2. ვაღიარებ, რომ შევცდი, მაგრამ აქეთ დავამუნათებ ოპონენტებს - თქვენ ხომ ხვდებოდით ჩემს შეცდომებს და რატომ არ შემაჩერეთ-მეთქი? 3. განვეშორები ჩემს სამშობლოს, რამეთუ არ ძალმიძს ყოველდღე ვუყურო ჩემს მიერ ქვეყნისთვის მიყენებულ ზიანს... და თანაც, ავის მოსურნეც ვერ მომწვდება... 4. ბერად აღვიკვეცები და დარჩენილ ცხოვრებას სინანულში გავატარებ! 5. თავს მოვიკლავ! 6. რაც მთავარია, მე ხომ ვარ კარგად და ხალხის დედაც არ ვატირე? 7. ყველაფერს სხვებს გადავაბრალებ! ვიტყვი, რომ მატყუებდნენ და მიყენებდნენ! 8. ვიტყვი, რომ შევცდი... და საჯაროდ, მორცხვად დავხრი თვალებს... და მერე კვლად გავაგრძელებ მოღვაწეობას. 9. საჯაროდ მოვინანიებ და პოლიტიკიდან სამუდამოდ წავალ... 10. მზად ვარ ჩემს ხელთ არსებული მთელი ქონებით მცირედ მაინც გამოვისყიდო დანაშაული და მორჩილად წარვსდგე მართლსაჯულების წინაშე!
  4. ეს თემა ფეიბუქზე დავდე, მაგრამ ვეჭვობ, რომ იქ მავანს ეყოს სითამამე მისი განხილვისათვის... და აქაც გადმოვაკოპირებ: ა ეხლა რაზედ მინდა, რომ გესაუბროთ, დებო და ძმებო! მოკლედა: მტარვალი განვდევნეთ? განვდევნეთ! მარა - ცოტა სხვანაირად ყოფილა საქმე: უკეთუ არჩევნებამდე წარმომადგენელნი ქართულისა ბიზნესისა მპირდებოდნენ ნაცების მოცილების შემთხვევაში სერიოზული კაპიტალდაბანდებების განხორციელებას, დღეს პასიურობენ და თავს იმით იმართლებენ, რომ არაფერი არ შეცვლილა სასიკეთოდ და ნებისმიერი პრეტენზიის გახმოვანება ყოფილი ხელისუფლების მიმართ მათ სიცოცხლის ფასად დაუჯდებათ! და ახლა მე, ვინმე წარმოშობით ხევსური როშკიონი წიკლაური, როგორც წარმომადგენელი თავის დროზე ერთობ წარმატებული სარეკლამო კომპანიისა, ფაიზაღად გეტყვით: ჩემს კომპანიას ნაცებმა კაბალურ პონტში აახიეს ეგრეთწოდებული გარე რეკლამის სრული პაკეტი, რომელიც ამ კომპანიამ წლების განმავლობაში საკუთარი შრომით მოიპოვა არსებული სივრცის კაი 80% და ნაცებმა, იცით როგორც, გაგვაკულაკეს... ჰოდა, გარდა ამისა, კომპანიას შეაწერეს უსამართლო ჯარიმა, რომელიც არ იქნა ბიუჯეტში გადახდილი... და კაიფიც იმაშია, რომ როგორც კი ნაცებმა 1 ოქტომბრის შემდგომ დაზადნეს, ეს წილი გარე რეკლამისა გადაიფორმეს ოცნების წარმომადგენლებმა! ჰოდა, იმას გეუბნებით, რომ უკეთუ ჩემი კომპანიის წარმომადგენლები სასოებით ელოდებოდნენ ნაცთა გადაგდებას და ყოველ ქმედებაში სრულ მხარდაჭერას ახორციელებდნენ, ახლა ამბობენ, რომ ის ნაძიარალები, რომლებიც მილიონობით თანხებს ახევდნენ, ახლა კვლავ ცვეტში არიან! და ამიტომაც, არ სურთ დამატებით კიდევ რამე გარისკონ! ჰოდა, ეს რომ იყოს ერთეული შემთხვევები - ჯანდაბას, მაგრამ ამას სისტემური ხასიათი რომ აქვს და ყოველი ის ადამიანი, რომელიც ცდილობდა ბიზნესის განვითარებაში წვლილის შეტანას, ახლა რომ გაყურსულია, ერთ რამეს ნიშნავს - რესპებისა და ნაცების კოჰაბიტაცია არათუ დამღუპველია ქვეყნისთვის, არამედ გამხრწნელიცაა! ჰოდა, გეტყვით, ბატონ მეოცნებეებს!: სარეკლამო კომპანია "იმპერიალს" დაუბრუნეთ გარე რეკლამის სრული პაკეტი და ის თანხაც, რაც ნაცბოზანდარებმა ძალით აახიეს, თორემ ცულს მოვიტან ცუნცულასა, და მერე არ მივიღებ არანაირ შემაბრალებელ კრუსუნსა - დედას გიტირებთ! და თუ არ იცით ჩემი სიტყვის ფასი, ჩემს მშობლიურ სანზონაში გაიკითხეთ! ვოტ!
  5. mama 24 წლის ასაკში თეოლოგიის პროფესორი იყო და იმის მერე კიდევ, ცოტა ეპატაჟსა და სარკაზმს მიჰყო ხელი.... რწმენა რომ ადამიანის თავისუფლების ნაცვლად ხშირად რომ მის დამონებას ემსახურება, ამის აღმოჩენას ნიცშე სულაც არ სჭირდება... "არ ვიცი, მაგრამ მწამს" ჟინიანობას უფრო ჰგავს და ფსიქიატრიასთან უფრო გვაახლოვებს, ვიდრე ღმერთთან, რადგანაც "ვიცი და მწამს" არანაირად არ ეწინააღმდეგება ღმერთს.
  6. სამშობიარო და სამზარეულო მანქანა რა შუაშია, ვერ მივხვდი - ქალების წინადაცვეთის მოტივი ის არის, რომ პეტუხ ქმრებს არ უღალატონ... ჰოდა, ნუ იქნებიან პეტუხები და ცოლებიც არ უღალატებენ... მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა... მარა, თუ ქალი ბავშვს არ გამიჩენს და შრომით გასავათებულს არც ჩემს მიერ მოტანილ ლუკმას არ გადამაყლაპებს, მაშინ რად მინდა ცოლი? - ვივლი მეძავებთან და დავიჯერო, ქალებისთვის მეძაობა უკეთესი გამოსავალია?
  7. mama საიდან ასეთი დასკვნა? ღმერთი რომ არსებობს და ადამიანს მის მიმართ გული, გონება და ყური დაეხშობა და უღმერთოდ იწყებს ცხოვრებას, ეს ნიშნავს ადამიანში ღმერთის სიკვდილს... ამ ტრაგიზგმის გამოა, ზარატუსტრა პირველი თავის დასასრულს რომ მზეს მიმართავს - რა აზრი ექნებოდა შენს არსებობას, თუკი აღარავინ იქნებოდა, ვინც შენი სხივებით გათბებოდაო? ამ მიმართვაში ზეციერის დამუნათებაა, რომ დროზე მოგვხედე, თორემ ვიღუპებით და ჩვენ თუ დავიღუპებით, მაშინ რაღა აზრი აქვს შენს ღმერთობასო?
  8. ნიცშემ კი თქვა, ღმერთი მოკვდაო, მაგრამ იგულისხმა, რომ ადამიანში მოკვდა ღმერთი - მთელი მისი მოძღვრება ამ ტრაგედიის გამოძიებაა და კონტექსტიდან ამოგლეკილი სიტყვების ციტირებით კი შორს ვერ წავალთ...
  9. urfinjus რავი, თუკი მიცვალებულებს არჩევნებში შეუძლიათ მონაწილეობის მიღება, წესით სიტყვიერი გზავნილების მიღებაც უნდა შეეძლოთ... laci რიტუალით - შუბლზე ძარღვის გადაჭრა ადრე დანით ხდებოდა... ახლა ლაზერით წვავენ... ყველაზე უფრო ნიჭიერები თვითშთაგონებით იწყვეტენ!
  10. Metalhead გააჩნია, ფულის გამოგონებაში რას ვიგულისხმებთ: მონეტები პირველად ლიდიაში მოიჭრა ჩვენს ერამდე VI საუკუნეში... უფრო ადრე ფულად გამოიყენებოდა სხვადასხვა წონის ოქროს რგოლები - სამაჯურებისა და ბეჭდების სახით... კიდევ უფრო ადრე - კვერცხის ზომის ოქრო ან ვერცხლი, ანუ ტალანტი... და მათი შესაბამისი ხურდაც - ძვირფასი ლითონების ფირფიტები - მათ შორის რკინისაც... ფინიკიელებმა გამოიგონეს ანბანური დამწერლობა და ეთაყვანებოდნენ მატერიალური კეთილდღეობის ღმერთს მამონას.... urfinjus დერბის გადაეცი, დებილი ხარ-თქო!
  11. ორიოდ დღის უკან მანჩესტერში (ბლექ საბათის სამშობლოში) ვიდეოკამერაზე გადაიღეს სამკუთხა ფორმის, ასე 45 მეტრამდე ზომის "ამო", რომელიც უძრავად იყო დაკიდული ცაში... qnWzLkwEKVs ნეტა რას უნდა ნიშნავდეს, ჰა? http://www.youtube.c...d&v=qnWzLkwEKVs
  12. მაკიაველი ჯერ აცალე, კარგად მოქუჩდნენ... აი მერე იგრე უნდა ვაწივლო კე სუყველანი - დედამოუა! მააშ!
  13. Shaten ოზია, ხოლო თავად სურათი კლიპიდან არის ამოღებული - ეგ კადრი მხოლოდ 3/25 წამის განმავლობაში მოჩანს, ანუ თვალის დახამხამებასავით კრთება - ამიტომაც ექსკლუზივის პონტია... სხვაგან ვერსად ნახავ, როგორც არ უნდა დაგუგლო... კლიპის მონტაჟი შესრულებულია გადასვლის ყოველგვარი ეფექტების გამოყენების გარეშე და ეტყობა ეგ სამი კადრი ნაშთია უფრო ხანგრძლივი, მაგრამ ქვემოთ მოყოლილი კადრისა, რომელიც მონტაჟის დროს დაბრაკეს... ან გადაავიწყდათ... ოზის მაგარი შეკიდული კლიპმეიკერები ჰყავს და ეგეთები ხდება ხოლმე...
  14. Shaten თვისებაა იმდენად, რამდენადაც აუცილებლობაა - შემოქმედების პროცესი განმარტოებას მოითხოვს: მხატვარი - სახელოსნოში პოეტი - მთვარიან ღამეში მეცნიერი - კაბინეტში როკ-ჯგუფი ან თეატრალური დასი - სარეპეტიციოში და აშუშუ... მაგრამ განმარტოება იშვიათად რომ მარტოობის განცდას იწვევდეს - პირიქით, შემოქმედი საზოგადოებასთან ურთიერთობის წყურვილს გრძნობს და მისკენ მიილტვის, როგორც კი შანსი გაუჩნდება... მარტოობას სხვა რამე იწვევს - თვითრეალიზაციის შეზღუდვა, საკუთარი ადგილის დაუმკვიდრებლობა, ხელმოცარვა... პერიოდულად ნებისმიერი ადამიანი "იჭედება" და ამ დროს თუ არავინ ამოუდგა მხარში, მცირეოდენი გულგრილობაც კი კატასტროფად აღიქმება მის მიერ... მარტოობის საწინააღმდეგო აპრობირებული წამალია "გადატვირთვა", რაც გულისხმობს საკმაოდ მტკივნეულ, კარდინალურ ცვლილებებს და ამ ტკივილის გასანეიტრალებლად ზოგნი მიმართავენ თრობის სხვადასხვა საშუალებებს, თუმცა თრობის ფონზე "გადატვირთვა" იმდენად ჰკარგავს ეფექტურობას, რომ შედეგი შესაძლოა უარესიც დადგეს... ამიტომაც, "გადატვირთვა" მაქსიმალურად ფხიზელ ჭკუაზე უნდა ჩატარდეს...
  15. ხალხო! მე ამირჩიეთ პრეზიდენტად და ყველა დამნაშავე ჩინოვნიკს ვირის აბანოში გავუშვებ! თანაც, ამისათვის ერთ თვეზე მეტი არ დამჭირდება და მერე ეგრევე გადავდგები!
  16. nesquik მარტოობის განცდა სისუსტის სიმპტომია - როგორც კი მარტოობას იგრძნობ, ეგრევე საკუთარ თავს უნდა დაეტაკო რევიზიით და შეეცადო მოძლიერებას! © მე
  17. Saturn მაგას არ სჯობია, ქულერის დაზეთვის მერე 10 ლარის ლუდი დალიო?
  18. Shaten თუ მტვერი კარგად მიეწოდება კომპს, ახალმაც შეიძლება იღმუვლოს... ქულერები ხშირად იწყებენ ღმუილს სიცივეშიც, სანამ არ გახურდება... ზოგადად, ღმუილი ნიშნავს იმას, რომ ქულერი ნელა ტრიალებს და ისე ვერ აგრილებს დეტალებს, როგორც საჭიროა - ამან კი შეიძლება დაზიანება გამოიწვიოს... მე ძველი, 11 წლის კომპი მაქვს და ხელოვნურად ვუხანრძლივებ სიცოცხლეს - კორპუსის ყველა ღარი, საიდანაც შეიძლება მტვერმა შეაღწიოს, შიგნიდან გამოკრული მაქვს ნატურალური აბრეშუმით ფილტრის პონტში... გარდა ამისა, ქულერებს ყოველ ნახევარ წელიწადში ერთხელ ვუშხაპუნებ ზეთს...
  19. ნაცების დროს რომ მისმენდნენ, "გაგებით" ვეკიდებოდი, რადგანაც დღედაღამ მაგათ დამხობაზე "ვოცნებობდი" და არა მარტო, მაგრამ ახლა რა პონტში მისმენენ, მაგრად მაცოფებს... ღარიბაშვილო! შენ მოგიდღნავ პეტრუშკა სიფათს, შე ქინძო!
  20. mama ქულერი უნდა მოხსნა და მეტალიზებური იარლიყი ფრთხილად უნდა ააცალო - დაინახავ რამოდენიმე მილიმეტრის დიამეტრის წრეს, რომელიც არის რეზინის სარქველი და ნემსის წვერით ამოაგდებ... შემდეგ შპიცით ჩაასხამ 2 - 3 წვეთ საკერავი მანქანის ზეთს, რეზინის სარქველს დაახურავ, ზემოდან იარლიყსაც ხელახლა დააკრავ და მერე ქულერსაც თავის ადგილზე ჩასვამ - ვსიო! ნახევარი წელიწადი გარანტია.
  21. mama გააჩნია - თუ ნორვეგიის ხელისუფლებაში ნაცები იქნებოდნენ, ხოლო ბრეივიკი ნაცზონდერი იქნებოდა, მაშინ არათუ არ დაიჭერდნენ, არამედ არც გააბაზრებდნენ და სხვა რაიმეთი გაადაფარავდნენ. მაგ.: "თეთრ ზღვაში ღრუსების ფლოტი წვრთვნებს ატარებს!!!" ან "ღრუსებმა დაატყვევეს ჩვენი მოქალაქე სიომგები!!!" :brr:
  22. Saturn ნაცებს პარლამენტში 1/3-ზე მეტი ხმა რომ აქვთ, მოსახლეობის 1/3 უჭერს მხარს? ახალაიას მეტი არავის არაფერი დაუშავებია?
  23. Saturn მცდარი მსჯელობისკენ მიგყავს - ოპოზიციის არსებობა არ უნდა იყოს ხელისუფლების თვითმიზანი. ხელისუფლება არის პარტია, რომელიც თავის დანაპირებს უნდა ასრულებდეს და ამის გასაკონტროლებლად ხელოვნურად შექმნილი ოპოზიცია არ გამოდგება, თორემ კი ვნახეთ პადოშები და მეთვითონები... ხელისუფლების ქმედება ეფექტურად შეიძლება გაკონტროლდეს თავისუფალი მედიისა და არასამთავრობო სექტორის მიერ, მაგრამ ჩვენთან მედია ჯერ კიდევ დამკვეთის ჰანგებზე ბუქნავს, ხოლო არასამთავროები ოდენ გრანტების მოძიებაზე სასოებენ... არჩევნების გაყალბებით ოპოზიციის გარეთ დატოვება ოპოზიციის გამარგინალებას რომ არ ნიშნავს, სწორემ ამისი დასტური იყო ოქტომბრის არჩევნებიც... პირიქითაც - უკვე თვითგამარგინებადი პერსონებიც კი შემობრუნდნენ თამაშში... ნაცების დაცემა მანამდე იყო გარანტირებული, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდნენ, რადგანაც ერტობ საეჭვო გარე დამკვეთის დირექტივებით მოქმედებდნენ და მათ არანაირი შეცდომა არ დაუშვიათ - ყოველი მათი ქმედება წინასწარ კარგად შემუშავებული გეგმის ნაწილი იყო და აქედან გამომდინარე, შეცდომად ვერ ჩავთვლით! ისე, რა თქმა უნდა, ხელისუფლების გაკონტროლების აუცილებლობაში გეთანხმები, მაგრამ აქ ცოტა სხვანაირად არის საქმე... არა, ბატონო! ნაცმოძრაობის ძალა მის ორგანიზებულობაში იყო, ყოლო ამ ორგანიზებულობას ადუღაბებდა ურთიერთშანტაჟი, დანაშაულში თანამონაწილეობა - ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალური სინდიკატი, რომელმაც მოახერხა ძალაუფლების ხელში ჩაგდება... ამ პარტიაში კარგი ტიპები არ არიან და ვერც იქნებიან, რადგანაც კარგი ტიპი ცუდ ტიპებთან საქმეს არ დაიჭერს! რაც შეეხება ნაცებსა და ქოცებს, კარგა ხანია ვიცით, რომ ქოცები გადაღებილი ნაცები არიან და გადაღებვით კი შინაგანი მაინცდამაინც არ იცვლება ... საიდან მოიტანე, რომ ნაცები წავიდნენ? წოტა დაათმობინეს აშუშუელმა ძმაკაცებმა, მაგრამ ამ ცოტასაც მალე დაიბრუნებენ და ახიც იქნება ქოცებისთვის, მაგრამ ამაზე მერე ვისაუბროთ... სინამდვილეში, აქ პირიქითაა საქმე - ხელოვნურად შემორჩენილი ნაცოპოზიცია რეალური ოპონირების გარეშე ტოვებს ხელისუფლებას და იმის ანალოგიურ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, ნაცები რომ გამუდმებით რუსულ ბუას გაიძახოდნენ... ქოცებს აწყობთ ერთადერთ ოპონენტებად ძლიერი ნაცოპოზიცია ჰყავდეთ, რომ თავიანთი უვარგისობა ნაცსაბოტაჟს დააბრალონ... აი, ეს ვერ გავიგე... ქვეყნისა და კოალიციის ერთ სიბრტყეში აღქმა ვერ შევძელი, რადგანაც ქვეყნის კეთილდღეობა მიზანია, ხოლო ნებისმიერი პოლიტიკური ძალა - ამ მიზნის მისაღწევი ინსტრუმენტი... რა უფრო მნიშვნელოვანია - ჯოკონდა, თუ ის ფუნჯი, რითაც ლეონარდო ხატავდა ამ ჯოკონდას? ივანიშვილი გარტყმაში რომ არ არის პოლიტიკის, ეს უკვე აქსიომაა და ამაზე ნუღარ ვიჩხუბებთ - კარგი კაცია, ნიჭიერი ბიზნესმენი, მაგრამ საზოგადოების მართვას სხვა რამ სჭირდება... თანაც, დავსძენდი, რომ მართვაც არის და მართვაც - ერთია, მოსახლეობა აღვირზე გყავდეს, და მეორეა - მისი განვითარებისთვის მუშაკობდე... ბიძინას ორივეში სამიანს დავუწერდი და ისიც იმისი ხათრით, რომ ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული (მართალია, ხშირად დათვური სამსახურის პონტში, მაგრამ მაინც)... პოლიტიკაში მოსვლამდე... პესპების ხელისუფლებაში მოსვლა მათთვისვე იყო მოულოდნელობა - სწორედ ამიტომაც ცდილობენ მკვეთრი მოძრაობების გარეშე იტივტივონ... ხალხი კი, ვინც ნაცების დასჯას მოითხოვენ, არ არიან სისხლისმსმელები, რადგანაც ასეთები რომ ყოფილიყვნენ, ნაცები გახდებოდნენ თავის დროზე! ხალხს სწყურია სამართალი, ხოლო სამართალი დაუსჯელობის სინდრომის ფონზე ვერ შედგება! ნამდვილად არ ვნატრულობ ვიღაცის წიხლ-ქვეშ გაგდებას და ციხეში ამოლპობას, მაგრამ დამნაშავეს თავისი სახელი დაერქვას მაინც, ვაჰ! გასამართდნენ და მიეცეთ პირობითი სასჯელები და ნუღარ გაეკარებიან პოლიტიკასა და საჯარო სამსახურს! ამაზე მეთი შემწყნარებლობა ხალხის მხრიდან ძნელია წარ,ოიდგინო! თუ არადა, აუხსენი მომავალ თაობას, თუ რატომ არ უნდა გახდეს პოლიტიკოსი და რატომ არ უნდა ჩაიდინოს დანაშაული - დღევანდელი რეალობა ასეთია, რომ ვინც კი გაიჩითა ხელისუფლებაში, მას ყველანაირი დანაშაული ეპატია! და თანაც ისე, რომ ვერავინ უბედავს ამ დანაშაულის შეხსენებას! ასე სახელმწიფო ვერ აშენდება!
  24. რაზე ვკაიფობ, იცით? რამდენი რევოლუციაც არ უნდა მოხდეს და რამდენმა მამულიშვილმაც არ უნდა იბრახუნოს მკერდზე მუშტი, როგორც კი ხელისუფლებაში მოხვდებიან, ეგრევე თინეიჯერ ბაღნებად რომ იქცევიან და ნავაროჩენი მუქთა პიპიების გამო ეგრევე რომ ტვინი ეკეტებათ... და ნამუსიც... ამ კეთილძაღლებს (არადა, ვანიჩქაადეიშვილახალაიებთან შედარებით მართლა კეთილი ძაღლები არიან) რაიმე კლუბი დაეარსებინათ, სადაც ნავაროჩენი ჯიპებით მორიგეობით იკატავებდნენ, არ სჯობდა? ამ ფორუმის ადმინებს კიდევ მოვუწოდებ - სუბარნი წავლნენ და წამოვლნენ, კაცები დარჩებიანო! ჰოდა, მიაწუწეთ იმ ბოთეს, სანამ დროა და წამოდით - ერი დაგიფასებთ! ნუ, ჯერჯერობით მე ნაღდად დაგიფასებთ და მერე ალბათ სხვებიც...
×
×
  • შექმენი...