Jump to content
Planeta.Ge

liliko

პლანეტელი
  • პოსტები

    1.721
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი liliko

  1. tb_parazitka არ იცი, ჩემო ძვირფასო პარაზიტკა ჯერ შენ მაგი. იმედია, მალე მოძებნი. ნამდვილად გისურვებ წარატებას არა ჩემგან და შენგან. მხოლოდ ილიას შეუძლია თავის თავს მისცეს უფლება ამის ასე რომ, აქაც ვერ შევთანხმდით მაგრამ გულს ნუ დაიწყვეტ, ყველაფერი წინაა ;)
  2. licemer სულო ცოდვილო, არადა თქვენზე ვიფიქრე... თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, რა ვიფიქრე? ;)
  3. tb_parazitka მე მინდა ნამდვილად ამ ხელისუფლების შეცვლა სააკაშვილზე უკეთესი პატრიოტი და წესიერი ადამიანი ნამდვილად ვარ, ისე, როგორც ბევრი სხვა საქართველოს მოქალაქე ხელისუფლების ქმედებებიდან კი, დაგიდასტურებ, ბევრია მსგავსება მიშამ არა მარტო მოინდომა, განახორციელა კიდეც. ეს შენ უნდა იცოდე პ.ს. მგონი შენთვის ნამეტანი სერიოზული პასუხი გამომივიდა, მაპატიე, მეტჯერ აღარ ვიზამ ;)
  4. tb_parazitka მე არ მომიშორებია. შენ განიკითხავ სხვას, შესაბამისად შენ შეიძლება გაქვს ამის ამბიცია ;) ცნობისათვის - ჭირში მიშას მმართველობას ვგულისხმობ, რამაც არა მარტო თბილისი დაამსგავსა ნაგვის ბუნკერს, არამედ საქართველო დაკოდილ მოზვერს მე არ მისვრია, მარა - მაინც ალალია გინება ჩემთვის სისუსტის გამოვლინებაა გავმეორდები ცნობისათვის - ჭირში მიშას მმართველობას ვგულისხმობ, რამაც არა მარტო თბილის დაამსგავსა, ნაგვის ბუნკერს, არამედ საქართველო დაკოდილ მოზვერს კვლავ გავმეორდები მე არ მომიშორებია. შენ განიკითხავ სხვას, შესაბამისად შენ შეიძლება გაქვს ამის ამბიცია ზურგშიც იყო და იღლიაშიც ნასროლი ტყვიით მკვდარი ახალგაზრდები, ოღონდ არა ჩემს მიერ ნასროლი ტყვიით
  5. tb_parazitka რატომ მაშინვე, უკაცრავად და დებილობა? კაი საქმე გააკეთეთ, და თქვენ მოაშორეთ საქართველოს ის ჭირი, რამაც ჩვენს სახელმწიფოებრივობას დიდი და ამოუხსნელი კითხვის ნიშანი კაი ხნით დაუსვა. განკითხვა და გათათხვა ადვილია, კეთებაზე რა მოგახსენოთ ;)
  6. tb_parazitka ყველაფერში მშვენიერი? თქვენ, როგორც ვატყობ, ნამეტანი რძეშეშრობილი უნდა იყოთ ;)
  7. licemer რატომ მაბრალებთ მსგავსს? ან რომელი დაუნდობელი და სისხლისმოყვარული მნახეთ? სადმე ვთქვი, რომ ურჩხული ხართ, ან რომ თქვენს მიმართ დაუნდობელი ვიქნები? მე ამ ფორუმის ყველა უზერთან კეთილი ურთიერთობები მინდა, და თქვენ რატომ გინდათ იყოთ გამონაკლისი? მე არ მინდა ნამდვილად. ასე რომ ჩაქოლვას არ ვაპირებ
  8. licemer გასაგებია. თავიდანვე არ დაგეწყო გაოფება :yes3: :2kiss:
  9. ამ ფორუმში პოსტების გაუფრთხილებლად წაშლა მოსულა? თუ მოდერატორი პატარა და ყოვლისშემძლე ღმერთია?
  10. lasha_alo მე და შენ რამდენიც არ უნდა ვიფიქროთ, თუ სახელმწიფომ, უფრო სწორად იმ ნარჩენებმა, რაც დარჩა, და ხელისუფლებამ არ ჩამოაყალიბა ქვეყნის განვითარების სტრატეგია, სხვაგვარად ჩვენი მოქმედებები კვლავ მახათის ეფექტის იქნება ამ ხელისუფლებას ეს არ შეუძლია, და მგონი არც უნდა. ამიტომ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება
  11. lasha_alo მე რამე სხვა ვთქვი? ზუსტადაც რომ უნდა ვიფიქროთ, ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ. სხვაგვარად მუდმივად აფხაზეთის და ცხინვალის დაბრუნებაზე მეოცნებედ დავრჩებით
  12. როცა სხვები სრულიად ბახუსში ან კაიფში არიან და ეგუებიან იმას, რასაც მიშას ხელისუფლება ჰქვია, ამის ფონზე ამ ახალგაზრდებს მეტი მორალური უფლება აქვთ თქვან, ყოველ შემთხვევაში დღეს, რომ მათ საქართველოზე მეტად შესტკივათ გული, ვიდრე ჭკვიან და ღრმადმოაზროვნე ინტელექტუალებს, ვისაც წლების განმავლობაში, სანამ მიშა ასე მეტასტაზებად მოედებოდა საქართველოს, არაფერი შედგიანი არ გაუკეთებიათ
  13. lasha_alo საქმე დაწუნება-მოწონებაში არაა. არამედ იმაში, რომ ჩვენი ბრიყვული მოქმედებებით, ამ შემთხვევაში ხელისუფლების (არა მარტო მიშას ვგულისხმობ) ქმედებებზე პასუხისმგებლობა ჩვენზეც გადმოდის, აფხაზეთის და ცხინვალის დაბრუნების პერსპექტივა კაი ხნით უნდა გადავდოთ. თუ საქართველო რეგიონის შვეიცარიის დონეს არ მიაღწევს, ღმერთმა იცის როდის, სხვაგვარად მათი ნებით დაბრუნების შანსი არაა. და სხვა შემთხვევაში ნებისმიერი აქტიურობები ან იქნება მახათის ეფექტის მქონე, ან მცირე ლოკალური შედეგების მომტანი. მე ასე ვფიქრობ
  14. licemer ძალიან გინდა "შეგირიგდე" თუ ძალიან გინდა ხელი გამიხმეს? იცი, მე ლილიკო მქვია. საოცარი ჯენტლმენი ბრძანებულხარ ბატონო მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანო. დასანანია, მე კი მეგონა, დავმეგობრდებოდით
  15. newstudio ნამდვილად უნდა აღმოიფხვრას! ახლა გოგო მაინც არ ნდა მოეშვაა, დაურეკოს, დაუპადიეზდოს, მოკედ სიცოცხლეს დაუმწაროს!
  16. newstudio არც არაფერს გამახსენდა ღიმილის ბიჭებიდან - ერთი ტანკი ჯობია თუ ორი? - გააჩნია რა შემთხვევაშიო. არადა რა შუაშია? :buchti:
  17. ვფიქრობ ამ კითხვას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს და ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის შოთა ნადირაშვილის საუბარში გაეცა პასუხი: გულისყური მივაპყროთ ამ ორი ბრძენი ადამიანის განსჯას ისეთ საკაცობრიო თემებზე, როგორიცაა მამებისა და შვილების ურთიერთობა - უფროსი თაობის მიმართ დამოკიდებულება და წარსულის პატივისცემა; ბრძოლა ავტორიტეტებთან, დაუფიქრებელი «ნულოვანიტოლერანტობა» და «ყველანი ციხეში», რაც ქართულ გენოფონდს კატასტროფით ემუქრება; ეროვნულ ფასეულობებში გაურკვეველი ახალგაზრდების უცხო ქვეყნის ფსევდოკულტურით მოხიბვლა და გადაგვარება; და, რაც მთავარია, რწმენის წართმევა, რასაც მიზანმიმართულად ცდილობენ ადამიანის, როგორც ღირებულების, დაღუპვის მიზნით. ასეთ დროს უპირველესად უნდა ვიცოდეთ, «რანი ვიყავით, რანი ვართ და რად შესაძლოა ვიყვნეთ კვლავადაც» (ილია), რათა არ ავცდეთ ჭეშმარიტების გზას. ეს საუბარი «საქართველო და მსოფლიოში» გამოქვეყნდა. შოთა ნადირაშვილი: ჩვენი სახელმწიფოს მოწოდება, რომ დავსაჯოთ, ბოროტებად მიმაჩნია ილია მეორე: სიკეთე იწყება ღვთისგან. წმიდა იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ღმერთი არის სიყვარული. თუ ღმერთი სიყვარულია, ყოველი არსება, რომელიც დაუახლოვდება ღმერთს, ეზიარება ამ სიყვარულს. თუ სიყვარულია, მას ახლავს სიკეთე. არ შეიძლება, რომ სიყვარული არსებობდეს ადამიანში და სიკეთე არ აკეთოს. შოთა ნადირაშვილი: ჩვენ, მეცნიერები, კიდევ სხვა გზით და სხვა გამოცდილებით მივედით სწორედ იმ შეხედულებამდე, რომ სხვისთვის სასარგებლო საქმის კეთება არის თვითონ ადამიანის შინაგანი სამყაროს მაღალ დონეზე ასვლა. ერთმანეთს აძლიერებენ მოსიყვარულე ადამიანები, მაგრამ, ამავე დროს, ალბათ, ადამიანი ვალდებულია, ვისაც არ უყვარს, შეაცვლევინოს შეხედულება თავისი სიყვარულით. ასე რომ, ჩვენს სფეროშიც, რაც უნდა ბევრი ემუშავათ, მივდივართ იმ დიდ ჭეშმარიტებებთან, რომელიც ღმერთის მიერაა ნაბოძები და ნათქვამი. ილია მეორე: სიყვარული ძალიან ხშირად სხვადასხვანაირად ესმით ადამიანებს. ჩვენ ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ დღეს სიყვარულის შესახებ, განსაკუთრებით, ახალგაზრდობაში. დღეს, სამწუხაროდ, ბავშვები ხშირად არამარტო შეურაცხყოფას აყენებენ ერთმანეთს, არამედ ფიზიკურად უსწორდებიან. რა არის ეს, სიყვარულის უქონლობა თუ ბოროტია დაუფლებული ადამიანით?! არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანი იმყოფება სხვადასხვა ძალების გავლენების ქვეშ; უპირველეს ყოვლისა, ღვთის გავლენის ქვეშ, რა თქმა უნდა. და ბოროტი ძალების ქვეშ შეიძლება მოხვდეს ადამიანი. ბევრი რამ არის დამოკიდებული ოჯახზე და გენებზე. მე გავიზარდე ისეთ ოჯახში, რომ არ გამიგონია ჩემი დედ-მამის ხმამაღლა ნათქვამი სიტყვები. ასეთი მორიდება ჰქონდათ ერთმანეთისა და ბავშვებს ასე ზრდიდნენ. მე წაკითხული მაქვს ერთი საოცარი შემთხვევის შესახებ. ეს მოხდა რუსეთის რევოლუციამდე. იყო ძალიან კარგი ოჯახი - ცოლი და ქმარი. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ეს სიყვარული გამოვლინდებოდა ყველაფერში. ძალიან ცდილობდნენ, რომ სიხარული მოეტანათ ერთმანეთისთვის, მაგრამ ამ სიყვარულში ჩაერია რაღაც ბოროტი ძალა და მეზობელს შეუყვარდა ეს ქალი. ძალიან ეცადა, მაგრამ ვერაფრით დაითახმა ეს ქალბატონი ცოდვის გასაკეთებლად და ბოლოს მოკლა მისსავე სახლში იმ დროს, როცა ქმარი შინ არ იყო. სისხლში იწვა ეს ქალი და ამ დროს შემოვიდა ქმარი. პირველი, რაც მან გაიფიქრა იყო ის, რომ შური ეძია. ამ დროს მკვლელი იჩოქებს მის წინ და ეუბნება, ძალიან მიყვარდა თქვენი მეუღლე, მაგრამ ვერაფრით ვერ დავითანხმე და ამიტომ მოვკალიო. ისე იმოქმედა ამის აღიარებამ თუ აღსარებამ, რომ ეუბნება მკვლელს, - წადი სახლშიო. დაკეტა თავისი სახლი ქმარმა, წავიდა პოლიციაში და უთხრა, ცოლი მოვკალიო. როგორი ბუნებაა ამ ადამიანში? ესე იგი სხვის ცოდვას იღებს თავის თავზე. ამის გამო დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს, სადაც წლების მანძილზე იმყოფებოდა და იქაც იყო შემთხვევა, რომ მკვლელობა მოხდა და თავის თავზე აიღო. ეკითხება მოძღვარი, რატომ გააკეთე ეს, რატომ აიღე შენს თავზეო. მან უპასუხა, მე მინდოდა სხვისი სიმძიმე მეტვირთაო. ესე იგი, იმდენად დიდი იყო მისი სიყვარული ადამიანისადმი, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგა. თანამედროვე ადამიანისთვის ეს სრულიად მიუღებელი და გაუგებარია. არიან ასეთი ადამიანები. რა თქმა უნდა, ეს იშვიათად შეიძლება მოხდეს. პავლე მოციქულს აქვს შესანიშნავი სიტყვები - «ერთმანეთის სიმძიმე იტვირთეთ და ასე აღასრულეთ რჯული იგი ქრისტესი». ადამიანსაც ბევრი არ შეუძლია, თავისი სიმძიმეც გააჩნია და მაინც უნდა იტვირთოს სხვისი სიმძიმე. საოცარი ის არის, როგორ განსხვავდებიან ადამიანები ერთმანეთისგან. არის ადამიანი, რომლის გულშიც შეიძლება მთელი მსოფლიო ჩაეტიოს და არის ადამიანი, რომლის გულში ოჯახის წევრები ვერ ეტევიან. სოხუმში იყო ასეთი შემთხვევა: გათხოვდა ქალიშვილი, წავიდა და სხვაგან ცხოვრობდა. მერე გაუჭირდა, ბინა არ ჰქონდა და დაბრუნდა დედასთან თავისი ქმარ-შვილით. მე ვიცნობდი ამ ადამიანს. ცოტა ხნის შემდეგ ეუბნება ქალიშვილი თავის დედას, წადი სახლიდანო. სად წავიდეო და, სადაც გინდა, იქ წადიო. იყო შემთხვევა, როცა რკინიგზის სადგურში გაატარა ღამეები. მერე დაბრუნდა. თუ არ წახვალ, ფანჯრიდან გადაგაგდებთო, - შვილი ეუბნება თავის დედას. საქმე მივიდა სასამართლომდე. სასამართლომ დედას დაუტოვა ბინა. აი, ასეთი ბოროტება შეიძლება გამოვლინდეს. ყველაზე დიდი ძალა, რომელიც არეგულირებს ადამიანის მოქმედებას და ცხოვრებას, ღვთის რწმენაა. რწმენის წართმევა, ეს არის ადამიანის დაღუპვა. დღეს ძალიან ხშირად ლაპარაკობენ, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ბავშვების უფლებები. რა თქმა უნდა, უნდა დავიცვათ, წესიერად აღვზარდოთ და ვასწავლოთ. კანადაში ვიყავი და იქ გვიამბობდნენ: ბავშვი ურეკავს პოლიციას, რომ ჩემი დედა მიჯავრდება ან მცემსო. რა ურთიერთობა უნდა იყოს შვილებსა და მშობლებს შორის ამის შემდეგ? საერთოდ, მარადიული პრობლემაა მშობლებსა და შვილებს შორის, თაობათა შორის ურთიერთობა. უნდა გვახსოვდეს ერთი მცნება, რომელიც მოგვცა უფალმა, «პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა». ეს არის ღვთის კანონი. თუ ადამიანს უნდა, რომ ბედნიერი იყოს ამ ქვეყანაზე, მან უნდა სცეს პატივი მამასა თვისსა და დედასა თვისსა. წმინდა მამები ამბობენ, რომ აქ იგულისხმება არა მარტო მშობელი, - უფროსი თაობა იგულისხმება. აი, ეს უნდა იცოდნენ ჩვენმა ახალგაზრდებმა. ზოგიერთს ჰგონია, რომ სანამ ცოცხალია, პატივი უნდა სცეს და მერე უნდა დაივიწყოს დედ-მამა. ესეც არ არის სწორი. გარდაცვალების შემდეგ აუცილებლად უნდა იყოს სულთა კავშირი მშობლებსა და შვილებს შორის. ლოცვა უნდა შესრულდეს მშობლებისთვის, საკურთხი უნდა იყოს მათთვის გაკეთებული. მათ სახელზე შეიძლება გაჭირვე¬ბულ ადამიანებს დაეხმარონ და ასე შემდეგ. შოთა ნადირაშვილი: თქვენ მშობლებთან ურთიერთობაზე რომ თქვით, ჩემი მეცნიერება ასე ამბობს: 6-7 წლამდე ბავშვებისთვის მშობლებია ყველაზე დიდად მისაბაძი. და ისეთები ხდებიან, როგორც მშობლები არიან. მშობლები უნერგავენ მათ გარკვეულ დამოკიდებულებებს და განწყობებს. 6-დან 12 წლამდე მასწავლებლის გავლენა უფრო მეტია და ზემოქმედების უფრო მეტი ძალა აქვს ავტორიტეტის თვალსაზრისით, ვიდრე მშობელს. მშობელთან სიყვარული სულ სხვანაირ ურთიერთობებს ბადებს და საზოგადოებრივ ურთიერთობებში მასწავლებლის და¬მოკიდებულებები მეტ ძალას იძენს. მერე უკვე ორივე კარგავს წამყვან როლს. 12-დან 16 წლამდე ბავშვებს უნდათ, რომ თვითონ გახდნენ პიროვნებები, თავისი «მე» ჩამოიყალიბონ და ამიტომ არა მშობლისგან ან მასწავლებლისგან, არამედ განსაკუთრებით თანატოლებისგან ეძებენ აღიარებას. ისინი აღარავის არ უჯერებენ, მათთვის არავინ არაა მისაბაძი, თვითონ უნდათ, რომ მისაბაძნი გახდნენ. ამ დროს მათ შველა უნდათ, რომ მიეცეთ საშუალება, თავისი კარგი მხარე გამოავლინონ. თუ არადა, ცუდად გამოავლენენ. მათი ციხეში ჩასმა ეს არის უდიდესი ბოროტება. ბოროტებას ბოროტებით რომ უპასუხებ, ის უფრო მტერი ხდება მთელი ჩვენი სახელმწიფოსი, დამსჯელი ორგანოების. ციხეში ჩასმით მისი განვითარების გზა ყოვნდება და 12 წლის თუ დაიჭირეს და 22 წლის გამოვა, პიროვნულად და სულიერად ისევ 12 წლისა იქნება. ამიტომ ჩვენი სახელმწიფოს მოწოდება, რომ დავსაჯოთ, ბოროტებად მიმაჩნია. მერე ბავშვები უკვე ხდებიან მიმბაძველები საზოგადოებაში ცნობილი ხალხისა. ჩემმა მეცნიერებამ ეს დაკვირვება გააკეთა, მაგრამ გამორჩა, რომ მთელ ამ პროცესში ღვთის რწმენა თვითონ იმ ავტორიტეტებს აძლიერებს. სიკეთის ქმნა მშობლისა, მასწავლებლისა, შემდგომში - ცნობილი ადამიანებისა, სიკეთის ზემოქმედება კიდევ უფრო ძლიერი ხდება, თუ ჩვენ ეკლესიას, მორწმუნეობას ვაქცევთ კიდევ ერთ დიდ ძალად, რომელიც სულ გაჰყვება დაბადებიდან ოც წლამდე, სანამ პიროვნებად ჩამოყალიბდება. ილია მეორე: ახლა, თქვენი საუბრის დროს წარმოიშვა ჩემს გონებაში, რამდენად საჭიროა ავტორიტეტი ახალგაზრდებისთვის? ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ პერიოდში, როცა ძალიან ხშირად ავტორიტეტებს ებრძვიან. ავტორიტეტი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის იდეალურია ყველაფერში. უნდა ვიფიქროთ, ვინ ვართ ჩვენ და საით მივდივართ. ჩვენ ძალიან ხშირად ვაიდეალებთ ჩვენს წარსულს, ჩვენს წინაპრებს. შეიძლება ისეთი თავისუფალი - არა, როგორც დღეს არის ხალხი, მაგრამ ისინი დიდი ადამიანები იყვნენ. მათ მიტევებაც იცოდნენ და სიყვარულიც... ცოდვას როცა ჩაიდენდა ადამიანი, მას მიაჩნდა, რომ ის არის ცოდვა. ეს სინანულის გრძნობა მუდამ იყო მასში. დედამიწაზე არ არსებობს უცოდველი ადამიანი, არც ყოფილა და არც იქნება. მაგრამ, როგორც წმიდა ბასილი დიდი ამბობს, მთავარი ის კი არ არის, რომ ადამიანი დაეცა, მთავარია, რომ ის ადგა იმ ცოდვიდან. ადამიანი არ უნდა შეურიგდეს ცოდვას. ცოდვა ცოდვად უნდა მიაჩნდეს და ადრე თუ გვიან უნდა განთავისუფლდეს იმ ცოდვისგან და იმ ვნებებისგან. ძალიან ხშირად ახალგაზრდებს აგზავნიან მშობლები უცხოეთში, იმ დროს, როცა განმტკიცებული არ არიან თავის ეროვნულ ფასეულობაში, არ იციან, რა არის ეროვნული ფასეულობა, რამ გადაარჩინა საქართველო. რომის იმპერია დაეცა, ბიზანტია დაეცა, მრავალი სხვა დაეცა, საქართველო არსებობს. რატომ? რა, ჩვენ სხვებზე მეტად ძლიერები ვიყავით? როცა ადამიანი მტკიცედ არ დგას თავის ფუძეზე, თავის წინაპრების ფასეულობაზე და ის ხვდება უცხო ქვეყანაში, უცხო კულტურაში და უცხო წეს-ჩვეულებაში, ხდება მისი გადაგვარება - ღებულობს იმ კულტურას, რომელიც იქ არის. ჩვენ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს კულტურა და არსებობს ფსევდოკულტურა, ძალიან ხშირად ადამიანი ვერ განასხვავებს, სად არის კულტურა და სად არის ფსევდოკულტურა, სად არის მუსიკა და სად არის ფსევდომუსიკა. მთავარი ის არის, რომ ჩვენმა ხალხმა გაიგოს, სად არის ჭეშმარიტება. მაცხოვარი ამბობს, «მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება». გზა, სად არის ჩვენი გზა, ეს უნდა ვიცოდეთ.
  18. machkatela მიუხედავად ჩემი ღრმა პატივისცემისა, უნდა გითხრათ რომ მაგ სენი განკურნებას არ ექვემდებარება. ასე რომ ქრონიკულია და პროგრესირებადი თან, მგონია
  19. licemer მართალია მე ვეღარ ან აღარ მამჩნევთ, მაგრამ თუ მასეა, მეც წავშლი და გთხოვთ მკვეთრად ნათქვამი მომიტევოთ
×
×
  • შექმენი...