ნეტა ბაქრაძეს დაეწყო ბოდრუმნი 2, თუ The Wall street journal -ის კორესპონდენტს ამხელენ ტყუილში? გივი თარგამაძე რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას იდიოტიზმს უწოდებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი თარგამაძე იდიოტიზმს უწოდებს რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს პრეზიდენტი სააკაშვილი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას უარს იტყვის ნატო-ში ინტეგრაციაზე და დააფიქსირებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანის აღდგენის უპერპექტივობას.თარგამაძემ დღეს ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ შესაბამისი ინფორმაციები რუსული საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება, რაც "სრული იდიოტიზმია"."საზოგადოებამ უნდა იცოდეს, სანამ ერთი ქართველიც ცოცხალია, ასეთ რამეს არასდროს არავინ აღიარებს,~ _ განაცხადა გივი თარგამაძემ.თარგამაძის განცხადებას ბიუროზე პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, ~თუ რუსები პარლამენტის სესიაზე სააკაშვილის ორეულს გამოაგზავნიან, ასეთი რამ მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს". http://www.factnews.ge/index.php?lang_id=G...8924&act=ns