-
პოსტები
1.721 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი liliko
-
lasha_alo უგულავას გამარჯვება, ამ შემთხვევაში პირადად უგულავა იქნება თუ ნებისმიერი სხვა მიშას კადრი, უკვე აღარაა მნიშვნელოვანი, გარანტირებული აქვს მიშას. მე აქ სხვა ბლეფზე ვლაპარაკობ! საქართველოში რეალური არჩევნები და ამ არჩევენის გზით საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცვლა მიშას პირობებში უბრალოდ ვერ მოხდება!
-
newstudio საქმეც მაგაშია, რომ თუნდაც პოლიტფორუმში როდესაც ხშირად ვამბობდით, რომ რუსეთთან საჭიროა ნორმალური და ღია ურთიერთობები, და რომ დაუშვებელი იყო თუნდაც გაფიქრება იმისა, რომ ჩვენ ძალისმიერი გზით გვეცადა რუსეთთან ჩვენთვის სასურველი შედეგის მიღება, მაგისთვის მოგვაკრეს რუსეთუმეების იარლიყი! რა თქმა უნდა რუსეთთან სრულად წაგებულ პოზიციებში ვართ, ხოდა შესაბამისად წაგებულს არც სურვილები აქვს და არც შესაძლებლობა - თავისი პირობები წამოაყენოს. მიშამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ახლა მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ჩვენი ურთიერთობები. ეს არის ფაქტი!
-
lasha_alo ვნახოთ, დღეს გამიჩნდა ამის განცდა და მიტომაა რომ დავიწყე პოსტვა დღეს საქართVელოში ნებისმიერი არჩევნები გარდა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისა უბრალოდ ბლეფია
-
lasha1997 ეს სრულიად მოსალოდნელი იყო, , და ამის განჭვრეტისთვის სულაც არ იყო საჭირო ნოსტრადამუსობა. გამოჩნდება მალე ვი არის რეალური რუსეთუმე და ვინ საქართველოს მოყვარული
-
lasha1997 შარშAნ იანვარში, ჯერ ცსკ-ომ ფორმალურადაც კი რომ არ გამოაცხადა ვინ იყო არჩევნებში გამარჯვებული, ისე ჩამოფრინდა მთელი სენატი ლამისაა ამერიკისა, და მიუხედავად ასეულობით ათAსი ამომრჩეველის ნებისა, გამარჯვებულად მაინც სააკაშვილი გამოაცხადა, ამაზე რუსეთის კი არ წასულა. თუ ეს თAვაზიანი და თAნამედროვე ფორმაა მონობისა? რუსეთთანაც და ნებისმიერ ქვეყანასთან ვიქნებით მონები, თუ საკუთარ თAვში არ დავამარცხებთ მონობას. ამის ნიშნები კი ქართულ საზოგადოებაში არაა. ხიოდა ყველაფერს რუსებს ნუ გადავაბრალებთ
-
lasha1997 უკაცრავაფდ, ცოტა ვერ გავიგე, რას გულისხმობთ?
-
lasha1997 გვინდა რუსეთთან ურთიერთობა? გვინდა რა ფაფაა?! საქმეც მაგაშია, რომ ჩვენ საერთაშორისო პოლიტიკურ ურთიერთობებს სხვა ქვეყნებთან ჭირვეული ქალწულივით ვექცევით განწირულები ვართ რუსეთთან ურთიერთობისთვის, და ეს არის აქსიომა. რაც უფრო დროულად გავაცნობიერებთ ამას, მით უკეთესი ჩვენთვის. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ კონფორმისტ ქართველს ჯერ კიდევ გონია, რომ ურთიერთობა ნებისმიერ ძლიერ ქვეყანასთან ნიშნავს მის გამოყენებას ან მის მონობას. არადა ადეკვატურად თAნასწორუფლებიან პოლიტიკურ ურთიერთობებზე უნდა იყოს გათვლა
-
lasha_alo და მაინც ირაკლისთანაა კავშირში ირაკლი მორიგი მაშველი რგოლია საქართVელოსთვის?! ეს პათოსი რითია უკეთესი ელისაბედ სანდრა რულოვსის გულწრფელი რწმენისგან, რომ მიშA ერთადერთი გადარჩენაა საქართველოსთვისო?! პ.ს. ძალიან მიხარია, რომ თქვენმა ფორუმმა შეძლო დაეძლია პიროვნულ დონემდე დასული უაზრო ქიშპობა სხვა ფორუმისადმი.
-
lasha_alo ხოოო ბოლო შენი პოსტი თAვისი პათოსით და შინაარსით სრულიად განსხვავდება შენი პირველი პოსტისგან პირველ პოსტში არის მცდელობა ყველა ჩვენს უბედურებაში ისევ რუსეთი დავადანაშაულოთ არადა მთAვარი პრობლემა ჩვენშია უფრო სწორად საქართველოს ე.წ. პოლიტ. ელიტაში - თAვის პო-ოპოზიციური პოლიტიკოსებიანად, მათ არათAნმიმდევრულ, მლიქვნელურ, მომხმარებლურ და ანგარებიან და ბრიყვულ პოლიტიკაში. და რა შუაშია აქ მარტო რუსეთი ან თუნდაც პაპუა ახალიგვინეა?
-
lasha_alo მგონია რომ კი :rolleyes: პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ ჩვენსავე თავში ჯერ ვერ დავთრგუნეთ საბჭოთა რეჟიმი, და რუსეთს, მეტი ბუას იმიჯის შესაქმნელად, ისევ საბჭოთა რუსეთად აღვიქვამთ. ვინც ასე ფიქრობს, მინიმუმ, ძალიან ცუდად იცნობს დღევანდელ რუსეთს. თAვად რუსები არანაირად არ მოინდომებენ საბჭოთა რეჟიმის აღდგენას. სხვაა დღევანდელ გარდამავალ ეტაპზე მყოფ რუსეთთან ურთიერთობა, რისთვისაც, უბრაოდ განწირულები ვართ. მიზეზების ჩAმოთვლით თAვს არ მოგაწყენთ. ეს ცნობილია ყველა სართაშორისო ურთიერთობების ანი და ბანის მეტ-ნაკლებად მცოდნესთვის. ასე რომ, მაპატიე, მაგრამ ვერანაირად ვერ დაგეთანხმები
-
lasha_alo მავანისთვის ეს ოი რა შეუძლებელია... :rolleyes:
-
ლ ი ც ი ხოხ! როდის აქეთია მაუსებზე ასეთი მკვეთრი რეაქცია გქონდა?! სხვა პოლიტიკური გრძნობები არ გაგიჩნდა ჩემს პოსტზე?
-
ლ ი ც ი :yes2: ნამდვილად მასეა და თავადაც აღიარებს :lolz: კრემლის კურანტების ხმაზე ქართველი "პოლიტიკოსების" სწორებაა გამოცხადებული. ნოღაიდელის შემდეგ რიგში ბურჯანაძე, თარგამაძე, ნათელაშვილი, გუბაზა, ირაკლი ალასანია და სხვანიც დგანან. მარა ჩვენ ხომ რიგში დგომა არასოდეს ვიცოდით. ასე რომ ვინ ვის გაასწრებს, ვნახოთ p.s. მიშა ცდილობს კიდე დახლქვეშიდან რუსეთზე გასვლას, თუმცა მას თვიდანვე ჩაწყობილი ქონდა საქმე
-
პარასკევს-პაატა ზაქარეიშვილი პლანეტის სტუმარი
liliko replied to newstudio's თემა in მოწვეული სტუმრები
ბატონო პაატა, იულონ გაგოშიძემ, მაშინ ჯერ კიდევ სახელმწიფო მინისტრმა, რამოდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ საქართველო მხოლოდ ქართველების და აფხაზების სამშობლოა, სხვა დანარჩენი კი დიასპორაა, მათ შორის ოსებიცო. აქედან გამომდინარე მინდა გკითხოთ: 1. ქვეყანა, სადაც ასე ფიქრობს ხელისუფლების და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, აქვს თუ არა რესურსი ან თუნდაც სურვილი ორი მძიმე ეთნო-ტერიტორიული კონფლიქტის საბოლოო მოგვარებისა? 2. თვლით თუ არა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენილი ოსების (რომელსაც განსაკუთრებით შარშAნდელი აგვისტოს შემდეგ ცხინვალში და ვლადიკავკაზში грузинские осетины-ს და მოღალატეებს ეძახიან) სურვილი, რაც განპირობებულია ოფიციალური თბილისის არასწორი და დანაშაულებრივი პოლიტიკით, 3-ჯერ ბოლო 20 წლის განმავლობაში ძალის გამოყენებით მცდელობა კონფლიქტის მოგვარებისა - დატოვონ საქართველო, ქართული საზოგადოების პრობლემაცაა? -
ierofant ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ირაკლი ისევ დიპლომატიურ ტყავშია და პოლიტიკოსობა უფრო იძულებითი პოზიციაა, და სხვათა შორის არა საკუთრად მისი არჩევანი!
-
newstudio გითხარი, და არ ისვენებ, თავად გინდა წარმოაჩინო, რომ შანსები დიმპიტასთნ დებატებში არც თუ დიდი გქონდა ასეთი ნიუანსები სერიოზულ მოდებატეს არ უნდა ეპარებოდეს... დიმპიტამ არ თქვა შენთAნ დებატებზე უარი ზოგადად, კონკრეტულად ჩემი თხოვნის გათვალისწინებით უარი თქვა ამ ფორუმში დებატებზე. შენ დებატებზე ზოგადად ამბობ უარს, რადგან შენთვის მნიშვნელოვანი თAვად დებატები კი არა, ამ ფორუმში მასთAნ დებატები და რეკლამაა. დასკვნა ადვილი გასაკეთებელია ეს არის ჩემი ბოლო პოსტი ამ თემაზე. ისედაც უკვე ყველაფერი ნათელია
-
kisa სხვა დროს ვერსად ვერ ხედავ-ხოლმე ნონსენსს, თუნდაც ამ ფორუმში იმ თემებში რომ არ ვპოსტავ, სადაც ჩემს სახელს წარა-მარა ახსენებენ?
-
newstudio ყველაფერი გასაგებია, ხოდა ნუ იტყვი, რომ დიმპიტამ თქვა დებატებზე უარი :papa:
-
newstudio ის კაცი ამას ჩემს გამო გეუბნება, და ეს შენ ძალიან კარგად იცი. ადამიანების მხრიდან კი სხვა ადამიანების, მით უმეტეს სამართლიანი თხოვნის გათვალისწინება, მხოლოდ პლიუსია. შემოგთავაზა დიმპიტამ შენ კიდევ ერთი ვერსია დებატების აქ გადმოტანისა, რის წინააღმდეგი არც მე ვიქნებოდი ასე რომ არჩევანი შენზეა :chups:
-
newstudio არა, უარი მას არ უთქვამს ეს შენ თქვი მასთან უარი დებატებზე, მან კონკრეტულად ამ ფორუმში გითხრა უარი დებატებზე, თორე თავად დებატებიო - სიამოვნებით, ნებისმიერ დროს და თუნდაც პოლიტფორუმშიო
-
maliari ფროიდი ამ ერთ წინადადებაში ოი რამდენს ამოიკითხავდა... ჩემთვისაც, ვისაც ფროიდი მინიმუმ გადაუკითხავს, ასევე უკვე ცხადია ყველაფერი ეს ბოლო პოსტია, რითAც შენს პოსტს ვუპასუხე. აწი ჩემგან პოლნი იგნორი, და კაი იქნება, თუ თავადაც ჩემს პოსტებს გაატარებს, მაგით შენს კომპლექსებს მაინც ვეღარ უშველი
-
maliari შენ მაინც ვერაფერს გაიგებ, შენი პოსტებიდან გამომდინარე აშკარად ჩანს შენი ინტელექტუალური და მორალურიც, სხვათA შორის, არსი
-
newstudio არ ვიცი ვისგანაა მაგი დებატები, მე რახან იკითხე, ჩემი სუბიექტური აზრი გამოვთქვი, და აწი სიტყვა დიმპიტაზეა. მიშიზმის ვარიაციებზე ნამდვილად ცდები
-
maliari შენს პოსტებზე სერიოზული ჩემგან კომენტარი იგივეა გიურზას სათნოებაზე ნატაციები უკითხო
-
newstudio ეს სრულად მისი გადასაწყვეტია და დარწმუნებული ვარ, რომ ისე მოიქცევა, როგორც თAვად ჩათვლის საჭიროდ!