Jump to content
Planeta.Ge

liliko

პლანეტელი
  • პოსტები

    1.721
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი liliko

  1. ლ ი ც ი არა რა, ფაიზაღი ნათქვამია: "ქალი ეშმაკზე ეშმაკიაო" "ქალი ეშმაკზე ერთი დღით ადრე დაიბადაო" და ა. შ ............................... ქალს გააჩნია
  2. ლ ი ც ი ეს მითარმნე, გეთაყვა .................... ეჰ, რას მოვესწარი? მე მიწევს ქართული ენის მოქნილობის განმარტება არც გიდასტურებ და არც უარვყოფ :ena:
  3. ლ ი ც ი არადა გამოვიდა რომ ყველაფერში დამეთანხმე ........................ კი აპა! შენ რომ დღეს შუადღისით გაიღვიძე, გაიხედე გარეთ, დაინახე რომ იანვრისთვის უჩვეულო სუსხიანი, მარა მაინც მზიანი დღეა და მე მითხრა, რომ ასეა, მაშინ როდესაც მე გაცილებით ადრე გავიღვიძე და ვნახე, რომ მზე ანათებს და ფანტასტიური დღეა, ეს ნიშნავს იმას, რომ მე დაგეთანხმე?!
  4. ლ ი ც ი უზერებო, რაში მეთანხმებით და რაში არ მეთანხმებით? .............................. შენ არც გეთანხმები და არც არ გეთანხმები რადგან ის რაზეც თემაშია ლაპარაკი არის უმარტივესი რეალობა. რუსებმა სერიოზულად გათვალეს თავიდანვე ყველაფერი. თAვიდან, ვგულისხმობ ჯერ კიდევ ზვიადის მოსვლას ხელისუფლებაში არჩევნებში "გამარჯვების" გზით, როდესაც ჯერ კიდევ კომუნისტები აკონტროლებდნენ სრულიად საქართVელოს... გათვლა იყო მარტივი. რუსეთს მაშინ თAვისი პრობლემებიც უკვე თავზე საყრელი ჰქონდა, ხოდა მიუშვა საქართველო თAვის ნებაზე, მარტივი გათვლით- მაგენი ერთმანეთს თAვად მოუვლიანო. თუმცა, რა საკვირველია, მის თვალსაწიერში ვრჩებოდით მუდმივად. შემდგომ საკუთAრი პოლიტიკურ-კრიმინალურ-ფინანსური პრობლემების გამო სამხრეთ კავკასია სერიოზულად მიაგდო, რამაც გამოიწვია რეგიონში ახალი მოთამაშის ინტერესების გაზრდა. მოგეხსენება, მადა ჭამაში მოდისო, ხოდა აშშ-საც ეს მადა გაეხსნა, თუმცა ის ვერ გაითვალისწინა, რომ პუტინი, მიუხედავად იმისა, რომ შენ მას არ აღიარებ, მაინც უნდა შეძლო მტრის ღირსებების დაფასება და აღიარო, რომ მან შეძლო ბოლო ათწლეულში რუსეთის სერიოზულად ფეხზე წამოყენება და მისთვის იმ ძალის დაბრუნება, რასაც დასავლეთი არა სიამოვნებით, იძულებით, მარა უკვე ისევ ანგარიშს უწევს და მომავალშიც გაუწევს. მიშა არის ბრიყვი ვეზუნჩიკი, რომელიც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დროს პოლიტიკურ ოლიმპზე შედარებით ადვილად ავიდა, და სწორედაც მიტომ, რომ რუსეთმა სერიოზულად გათვალა ყველა ის, მისგან მოსალოდნელი ქმედებები, რითAც საბოლოოდ რუსეთმა 2 კურდღელი მოინადირა ერთდროულად: თავის დროზე ობიექტური მიზეზების გამო ხელიდან გაშვებული სამხრეთ კავკასია პრინციპში დაიბრუნდა და თAნ რეგიონში მადაგახსნილ შტატებს თAვისი ადგილი მიუჩინა. სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი საქართველოს სახელმწიფოებრიობის ხარჯზე მოხდა, რაც ჩვენ 20 საშინელ წლად, ათეულ ათAსობით დაღუპულ ადამიანად, დაკარგულ ტერიტორიებად, უდენობად, უშუქობად, უმუშევრობად და ქაოსად დაგვიჯდა. ცოტა ხანში კი ისევ 20 წლის წინანდელ პოზიციას დავუბრუნდებით, ოღონდ გაცილებით უარეს მდგომარეობაში!
  5. ლ ი ც ი ნიკოლოზ ბარათაშვილი-" რომ დღეს იქნება თუ ხვალ იქნება, ქართლსა დაიცავს რუსხელმწიფება" ამას ჩალიჩობთ არა? ნიკოლოზ ბარათაშვილი-" რომ დღეს იქნება თუ ხვალ იქნება, ქართლსა დაიცავს რუსხელმწიფება" ამას ჩალიჩობთ არა? .......................... მე? არავითარ შემთხვევაში. უბრალოდ ამ ბრიყვმა მიშამ, სულელი ერის ხელშეწყობით ყველაფერი გააკეთა ეს რომ შეუქცევადფად გაეჩალიჩებინა. ხოდა მე ამ რეალობის შეულამაზებლად კონსტატაციას ვახდენ. სულ ესაა
  6. ლ ი ც ი ლიცემერი თქვენს კოჰორტაში? გამორიცხე! .................... არასოდეს გამორიცხო არაფერი არ დადგეს დრო ჩვენ ჯარში სხვებთან ერთად მარტო ყოფნას არ ჯერდებოდე და წინა რიგები ცდილობდე ადგილის აღებას ისე, ეს პროცესი უკვე დაწყებულია ქართულ პოლიტიკაში, და შენ, როგორც მეტ-ნაკლებად გათვითცნობიერებულს ქართულ პოლიტიკაში, ეს არ უნდა გამოგპარვოდა :ena:
  7. ლ ი ც ი ძალიან კარგი ................... კი კარგი, მარა ამისთვის ადგილს მპირდები სამოთხეში? თუ არა, მაშინ შეთანხმება ჩაშლილია
  8. ლ ი ც ი შარზე ხარ მიხარია ისევ რომ გხედავ პლანეტაზე ...................... შენთვის, როგორც ვხედავ, ყოველი ჩემი შემოსვლა ფორუმსა ამას, სიხარულის მომგვრელია. რა ვქნა ახლა ყოველ დღე მომიწევს, ვხედავ, პოსტვა. მოყვასზე ზრუნვა ხომ გვიფასდება. ხოდა ამ სიკეთის გამო თუ სამოთხეში ადგილს გამიჩალიჩებ, ჯანდაბას, დავპოსტავ
  9. ლ ი ც ი შენს პოსტში რუსოფილური რომ დამენახა, მაშინ არ დაგეთანხმებოდი ...................... მთავარი ცალკე აღებილი პოსტები როდია, მე ხომ რუსოფილი ვარ, უკვე თუნდაც მიტომ, რომ პოლიტფორუმის იუზერი ვარ
  10. ლ ი ც ი დასტურ!!! სისტემამ შექმნა მიშა! ....................... ეს რუსული მატრიოშკებივით თემაა, ერთმანეთში ჩაწყობილი სისტემებით ნამეტანი რუსულს ვაწვები დღეს, მგონია თAვის დროზე შევარდნაძის მიერ შექმნილმა ქართულმა სისტემას შექმნა მიშA, თუმცა ედიკას მიერ შექმნილი სისტემა არ იყო ისეთი დამანგრეველი, როგორც ამჟამინდელი რეალობა, მარა იყო ნოყიერი ნიადაგი მიშAს შესაქმნელად. აი მიშამ კი შექმნა თAვის მხრივ სრულიად ბერწი და დამანგრეველი სისტემა, ისეთი, რომელიც სხვას ვერ გამოადგება ნოყიერ ნიადაგად. და ეს კარგად უნდა ესმოდეს ალასანიას. თუმცა მას ესმის თუ არა, ეს არაა მნიშვნელოვანი, მის ლიდერად შექმნის მსურველებს უნდა ესმოდეთ ეს :ravic:
  11. Nukriko მიშა ქმნის სისტემას? თუ სისტემამ შექმნა მიშა? ....................... მიშა გააძლიერა ქართულმა რეალობამ, მიშამ კი ნამდვილად შექმნა სისტემა, რაზეც მართლა სრულიად საქართველო გახდა დამოკიდებული, და ამიტომაც არის მიშAს ნებით თუ ძალით წასვლა ასე მოსალოდნელად დამანგრეველი, მაგრამ რომ არ წავიდეს, ეს კიდევ უფრო დიდ პრობლემად ექცევა საქართველოს!
  12. lasha_alo ამ შემთხვევაში არა. მის დროს მოხდა უამრავი დანაშაული და მინიმუმ ბოდიშს უნდა იხდიდეს . ამ შემთხვევაში არა. მის დროს მოხდა უამრავი დანაშაული და მინიმუმ ბოდიშს უნდა იხდიდეს . ........................... კარგი რა ლაშა! მასე ყველაზე დიდი ბოდიში ვისაც აქვს მოსახდელი, ის კია მაგრად, ხოდა თარხნიშვილის მაგივრად სიკინჭულაშვილიც რომ იყოს მეტ-ნაკლებად ანალოგიური შეცდომები, უფრო სწორად მიწერები იქნება მმართველ კლანზე, და ეს ხან მოქ.კავშირი, ხან კი ნაცები იქნებიან. ასე რომ მისი ბოდიში ამ შემთხვევაში არანაირად არაა საინტერესო. არადა თAვად ლევანი არაა ცუდი კაცი, უბრაოდ ისეთივე კონფორმისტი და შინაგანად არათAვისუფალი ადამიანია, როგორც ნებისმიერი სხვა დაბალი თუ მაღალი რანგის ჩინოვნიკი მიშAს სასახურში! ლ ი ც ი Листья в самой желтой своей поре, Кренится, точно кепочка у фраера. .................. როგორც ვატყობ უკვე შენამდეც მოაღწია ახალმა ტალღამ რუსეთუმეობისა განვედ, კონკურენტო!
  13. ისე მინისტობის მერე სასწავლებლად წასვლა მიშAს ნოუ ჰაუ სულაც არაა, ჯერ კიდევ შევბარდნაძის დროს იყო ბარამიძე რომ წავიდა ამერიკაში სასწავლებლად :ravic: მანამდე გაცილებით ადრე მგონი ჭკუასელი იყო ფინანსთA მინისტრობის მერე ცოდნას მოწყურებული
  14. shavlego91 ამაზე ერთხელ შევეცდები სერიოზული პასუხის გაცემას, მკითხველმა მერე თავად განსაჯოს იმისთვის, რომ ეს დავიჯეროთ, ანუ რომ ავტორმა თAვად "გააბაზრა" - ამისთვის უბრალოდ წარმოდგენა არ უნდა გვქონდეს ისეთ ჟანრზე, როგორიც ლიტერატურაა, სადაც ავტორს შეუძლია მაგ. ასე დაიწყოს თავისი ნაწარმოები: "გრაფი სეგედის ჩანაწერები ფურცლებად შევკრიბე. ზოგი სველი იყო, ზოგი ნახევრად დამწვარი, ზოგიც მთელი. შინ წამოვიღე. გვერდები ნუმერაციის მიხედვით დავალაგე. აღმოჩნდა, რომ ჩემს ხელთ ნაწარმოების მხოლოდ ერთი მეხუთედი თუ ერთი მეექვსედი იყო. მაშინ იმდენი რუსული არ ვიცოდი, გაკრული ხელით ნაწერი თავისუფლად წამეკითხა. არც იმდენად განათლება მქონდა, დედააზრს ჩავწვდომოდი, მაგრამ აბრაგის ცხოვრებას ეხებოდა ნაწერი და ის მცირეც კი, რაც წავიკითხე და გავიგე, სამუდამოდ ჩამრჩა მეხსიებებაში" ვისაც სჯერა და სხვასაც აჯერებს, რომ თურმე ჭაბუკას ეს ნაწარმოები სხვისთვის მოუპარავს, ელემენტარულად ლიტერატრის ინჩი-ბინჩი არ ესმის, და ცოტა ღირსებაზეც მწყრალად მგონია. პ.ს. კაი იქნება, თუ იმ კაცის ვინაობასაც გაგვიმხელთ, ვისაც მოპარეს, ოღონდ გრაფი სეგედი არ ახსენოთ
  15. ძუკუ საქმეც მაგაშია, რომ მე, შენი და ყველა ის, ვინც "ნუ პაგაძიზე" და ილფ და პეტროვზე არის გაზრდილი და მისთვის ახლოსაა და ციტირებას ახდენს იღბლიანი ჯენტლმენებიდან და 12 სკამიდან, მას უბრალოდ ვერ მოწყვეტ რუსულ კულტურას. რისი დასტური ეს თემაცაა! მე ვერ ვიტან ფობიებს, ამიტომაც მირჩევნია ისევ რუსოფილი ვიყო, ვიდრე რუსოფობი პ.ს. ცოტათი გაგინაწყენდი, მარა ცივი წყალი დავლიე და გამიარა :2kiss:
  16. ლ ი ც ი ხო, რა იყო, კატისებრთა ოჯახს მიგაკუთვნე, და იმ ჩამონათვალში ტურა მიტომ არ ვახსენე :ena:
  17. asds შენ განსაკუთრებულად გჭირდება ახალ წელს ღვთის მადლი და გისურვებ ჯანმრთელობას და საკუთარი ადგილის პოსვნას :ravic: paolo :2kiss: ფული არც ჩვენ გვაწყენდა
  18. Jonathan Livingston მასე ერთხელ ჩემს ნოუთბუქზე ლუდი გადამესხა, ხოხ, მერე კლავიშები ჩამაგრდა... ხელოსანთან მომიწია წაღება :ravic:
  19. ლ ი ც ი რა პროგნოზირებადი ხარ, ტურა მაგიტომ არ გავურიე მარაქაშში კატა გაწყობს? :ena: უკვე მეორედ მილოცავ პერსონალურად, რით დავიმსახურე ასეთი პატივი?! :ravic:
  20. ლ ი ც ი შენი ჩემდამი ამ პოსტით თუ განვსჯით, თავად მიხვდები ციტატა(liliko @ Dec 26 2009, 07:12 PM) ლ ი ც ი მაინც კონკრეტულად ვისთან? შენ რომ იყო მაგ სასტავში, მაშინ ბოლომდე ვიბრძოლებდი და ზადნი ხოდს ნაღდი არ მივცემდი მაგრამ დღეს ხომ ის ღამე დგება, როდესაც მგელიც და კურდღელიც, ლომიც და შველიც, კატაც და თაგვიც რიგდებიან ხოდა პერსონალურად მოგილოცავ ახალ წელს, რომელ კატეგორიაშიც არ უნდა იყო :hello:
  21. ძირძველს და ახალს, ჭკვიანს და ბრიყვს, სამართლიანს და უსამართლოს, პატიოსანს და ინტრიგანს, კაცს და ქალს, მიშისტს და ოპოზიციის მხარდამჭერს, და თუნდაც არავისტს, კეთილს და ბოღმას - ყველა პლანეტელს გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! დაე 2010 წლიდან დაიწყოს წარმატებების წლები ყოველი თქვენგანისთვის და სრულიად საქართველოსთვის! გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას და კეთილდღეობას!
  22. machkatela რატომ ასე მკვეთრად? ღვიძლი მართალია შეიძლება აღარ უვარგოდეს, მარა მაგ. გული არ ექნება დასაწუნი, დედამ ენაცვალოს, დარდი არ იცის
  23. lasha_alo რაის შესწავლა, ჩემო კარგო? სრულიად დაუშვებელია ეს ყველა ცივილიზირებული და თავმოყვარე ქვეყნისთვის, და არანაირი პიროვნული თავისუფლება და სხვა დანარჩენი ბლა-ბლა-ბლა ამ შემთხვევაში არ არსებობს!
  24. ფრიად სამწუხაროა, რომ არა თუ საქართველოში ზოგადად, ამ ფორუმშიც კი დასაშვები ყოფილა ნაცისტური სიმბოლიკები და ჰიტლერის გაფეტიშება. და ეს სრულიად შესაძლებელია, რადგან ფორუმის უმთავრესი პრინციპია სრული თავისუფლება! მანამ კი ფორუმის მამებს ყოველგვარი ცინიზმის გარეშე შევახსენებ ადოლფ ჰიტლერის ამ სიტყვებს დემოკრატია- ეს არის, როცა ორი იმბეცილის ხმა უფრო მეტად ფასობს, ვიდრე ერთი ჭკვიანი კაცისა; ხალხის მასებისათვის მე ემოციას ვიყენებ, ხოლო მიზეზი ერთეულებისათვის მაქვს შემონახული. ასე რომ, ბატონებო, ფორუმი, რომელიც თურმე დემოკრატიის გამო ვერ შეზღუდავს ფორუმელის თAვისუფლებას, ნელ-ნელა შეიძლება თავადაც გახდებს ნაცრისფერი სენის არაპირდაპირი, მარა მაინც გამავრცელებელიო! ფრიად სამწუხაროა
  25. ჭანო და რა ამ განხილვით? ფაქტი ფაქტად რჩება. ე.ი. მოსულა?! მაშინ მე ნამდვილად მირჩევნია რუსოფილების ფორუმელობა ნაციზმის პროპაგანდის არშემზღუდველ ფორუმის ფორუმელობას!
×
×
  • შექმენი...