
prologic
პლანეტელი-
პოსტები
694 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი prologic
-
100%-ით ემთხვევა, ჩემი და შენი მოსაზრებები lasha_alo , მეც ესევე მაქვს იმედი, რომ სასწაულს მოახდენს ქართველი ამომრჩეველი და მთელს მსოფლიოს დაანახებს,რომ "დამწიფდა" და დაღვინდა
-
რა ხდება, ისევ გადაამეტეთ ხომ??
-
ნიჭის შეფასებისას ობიექტური ვერ ვიქნები, მუსიკისაგან შორს ვარ, მაგრამ როგორც გადასახდელების გადამხდელი არ მინდა ჩემი ფულით ესეთი ღონისძიებები ფინანსდებოდეს. სპონსორები მოძებნონ,მდიდარი ადამიანები და კომპანიები.
-
სოფო ნიჟარაძის "პრომოუშენი" 800 000 ევროზე მეტი დაგვიჯდება, ჩვენ ქართველ გადამხდელებს. http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=maestro კარდუს ქომენთია უნიკალური, ეგ ძაან ცოტააო, სხვები მეტს ხარჯავენო. ეხლა თურქეთმა,რომ დახარჯოს არ გამიკვირდება, აქვს საშუალება. პოლონური ტრაგედიის გამო,აქ ბევრი ვერ მიხვდა,რატო დაფრინავდა ამხელა ქვეყნის პრეზიდენტი 20 წლის ტუ-154, ვერ გაიგეს ,რომ იქ მთავრობა ბიუჟეტს მომჭირნედ ხარჯავს და ჩათვალეს,რომ თვითმფრინავის გამოცვლა ზედმეტი ფუფუნება იქნებოდა მათთვის. ამტომ აყვავდა ეს ქვეყანა. ჩვენ კი მდიდრები ვართ, რა მოხდა მერე 800 ათასი ევრო რა არის. მინდა შეგახსენოთ ბატონებო, 385 მუხუცი სადილობს ყოველდღე "კათარზისში", ამას ყოველდღიყრად 385 ლარი სჭირდება. 1 ლარი ერთ მოხუცს, ყოველ მომდევნო დღეს ჩუქნის. შემოწირულობების ხარჯზე ახერხებს კათარზისი გამოკვებონ ეს ხალხი. მაგრამ ხშირად ვერავის პოულობენ და გაწბილებული და მშიერი მოხუცები უკან ბრუნდებიან. მე არ ვარ წინააღმდეგი ,რომ სოფომ გაიკეთოს პრომო და გაიმარჯვოს ევროვიზიაზე, ძალიან გამიხარდება, მაგრამ არა ბიუჯეტის ხარჯზე, სპონსორები იპოვნონ, როგორც ამას ყველა დანარჩენ მსოფლიოში აკეთებენ.
-
მეც არჩევნების გზით... [ 5 ] [35.71%] ეხლა თუ უმრავლესობა 20 ლარად იყიდება, არც კი ღირს ესეთი ხალხის ლიდერობა, მაგრამ ვფიქრობ,რომ ესეთი 10-15 %-ია მეტი არა, ესე მინდა ვიფიქრო.
-
ფეხებზე მკიდია სახელმწიფო და 17 წლის ბიიჭის სიკვდილი
prologic replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
აუცილებლად უნდა მოჰყვეს რეაგირება, მოითხოვონ ინციდენტის ერთობლივი გამოძიება, სასწრაფოდ, საგარეომ განცხადება უნდა გააკეთოს, რამე მაინც. ბიჭია, საქართველოს მოქლაქეა, ქათამია,რომ ესროლეს , საერთოდ რა საჭიროა "მწვანე საზღვარი " მანდ? ჩვენ პარტნიორები არ ვართ?? -
იგივეს ვამბობდი გუშინ ჩემს თემაში: http://planeta.ge/index.php?s=&showtop...st&p=235686 სწორი გზით მიდიან, იმჰო
-
რაღაც ახალ სიურპრიზს გვიმზადებს მიხო, როქს გააკეთებს ალბათ, გადაწევ-გადმოწევს ვიღაცეებს,მასე აუგორეს ლაშა ჟვანიასაც რაღაც თითიდან გამოწოვილი "პრობლემა", წინასაარჩევნოდ სჭირდებათ, ვითომ სისხლის განახლება. რომ არ გაუცდვა ეს "პლასტინკა"??
-
ამერიკაში ეგრე არ არის, სახელმწიფოს შექმნილი აქვს რამოდენიმე სააგენტო, ყველაზე დიდი "მედიქეა" და "მედიქეიდ", ფინანსდებიან 50/50, შტატი+ ფედერ.ბიუჯეტი. თვითონ არჩევენ პროვაიდერებს და უმწეოთა სიას. კლინიკები არის კერძო,ქალაქის საკუთრება ან რაიმე ფონდის, გაწეული მომსახურების საფასურს იღებს პირდაპირ სააგენტოებიდან. http://www.medicare.gov/
-
კაჩინსკის პილოტის და დისპეტჩერის საუბარი
prologic replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
newstudio ვერ ვხსნი ერორს მაძლევს. -
აგერ უკვე სამი წელია, თანამედროვე ქართული ეკონომიკის (ნუ მკითხავთ ეხლა ეგ სადააო) მამის კახა ბენდუქიძის ძალისხმევით და ავტორობით, ე.წ. უმწეოთა ჯანმრთელობის სადარაჯოზე, სადაზღვევო კომპანიები ჩადგნენ. სახელმწიფო ყოველთვიურად ურიცხავს მათ 15 ლარს (მანამდე 12,5 ლ და 7ლ) . სულ უმწეოთა სიაში 900 000 სახელი და გვარია,მარტივი ვარჯიში არითმეტიკაში და მივიღებთ,რომ ჩვენი ღარიბი ქვეყანა,კიდევ უფრო ღარიბი მოქალაქეების ჯანდაცვისათვის ყოველთვიურად 13 500 000 ლარს იმეტებს. ამ "გენიალურ" რეფორმამდე სახელმწიფი, თავისი ერთ-ერთი სააგენტოს სახით პირდაპირ უხდიდა საავადმყოფოებსა და კლინიკებს უმწეოთა კონტინგეტისათვის გაწეული სამედ.მომსახურების საფასურს. დღეს, რომ ხსენებული თანხა ჯანდაცვაში მიდიოდეს, ათობით საავადმყოფო იქნებოდა უკვე პრივატიზებული და განახლებული. ამის მაგივრად ეხლა გვაქვს შემდეგი სურათი, კლინიკებს თვიდან თვემდე ძლივს გააქვთ თავი, რემონტები აღჭურვილობა არ ახლდება (ერთეულები არ ითვლება), ახალი თაობის სპეციალისტების საზღვარგარეთ მოსამზადებლად სახსრები არ არსებობს (ათეულათასობით ევროა საჭირო 1 სპეცზე) , სერვისის ხარისხი ძალიან დაბალ დონეზე რჩება. სადაზღვევო კომპანიები ეკონომიის მიზნით (100-200ლ/პაც) მიდიან სხვადასხვა ხრიკებზე, აგზავნიან პაციენტებს იაფფასიან დაბალი დონის კლინიკებში, ატყუებენ მათ,რომ კარგი კლინიკის მოთხოვნის უფლება არ აქვთ , მეორეს მხრივ თვეობით უგვიანებენ კლინიკებს გაწეული მომსახურეობის ანაზღაურებას. ყველა სადაზღვეოს ხელ-ბა პროვაიდერთან ერთმანეთთან იდენტურია. მაგალითად: 27 მარტს კლინიკამ ,უმწეო კონტინგენტის პაციენტ ქამუშაძეს გაუკეთა ოპერაცია, 5 თებერვალს გაწერა და დახურა ისტორია, ამ სამუშაოს ანაზღაურებაზე მოთხოვნის წარდგენა კლინიკა სადაზღ.კომპანის მხოლოდ მარტის დასაწყისში ვთქვათ 2 მარტს წარუდგენს, ანაზღაურებას ხელ-ის შესაბამისად მხოლოდ 2 აპრილს მიიღებს. რეალობაში ეს თარიღი უცნობია, ანგარიშსწორება აგვისტომდეც შეიძლება გაიწელოს. არავითარი სანქციები მათზე არ მოქმედებს , ბევრი გამწარებული კლინიკა უარს ეუბნება პაციენტებს მკურნალობაზე. კლინიკებს აღარ სჯერათ სადაზღვეოების დაპირებებისა. იმავე დროს სახელმწიფოსაგან მიღებული მილიონები განთავსებულია საბანკო დეპოზიტებზე. ამ პროგრამიდან 50%-ი საოპერაციო მარჟის სახით კომპანიათა კერძო მფლობელებს ახარებთ. და ეს არის წარმატებული რეფორმა?? საწყალი უმწეო, რომელზედაც ჩვენ (გადამხდელები) ამხელა თანხას ვხარჯავთ, იღებს არასრულფასოვან ხშირ შემთხვევაში ჯანმრთელობისათვის საშიშ სერვისს. მკურნალობის ტარიფები ამ კონტინგეტისათვის გაცილებით დაბალია ვიდრე კორპორატიული კლიენტელისათვის, რაც მოქმედებს სერვისის ხარისხზე. მაგალითად სიმსივნის ამოჭრისას არ კეთდება მორფოლოგიური კვლევა, რათა დადგინდეს კეთილთვისებიანი იყო სიმსივნე თუ ავთვისებიანი. სადაზღეოები ეუბნებიან გაუთვითცნობიერებელ უმწეოებს, არაა საჭირო ეგ გამოკვლევა "გაბოლებენ" ექიმებიო. ამავე დროს რა ხდება ავტო დაზღვევაში, მაქსიმუმ 7 დღეში "პროფილაქტიკის " ინვოისი გადახდილია. ეხლა იგივე კომპანიებს დაავალეს საავადმყოფოების აშენება და მართვა, ეს არის მარაზმი, ეს სქემა ვერ იმუშავებს. თვით სადაზღვეობი , იშვიათი გამონაკლისის გარდა არის "დაულაგებელი" , "ბარდაკი" აქვთ მენეჯერიალურ ვერტიკალში. კორუფცია ყვავის, ატკატები ყოველდღიურობაა. თუ არ შეგიძლია რაიმე შენ თვითონ მოიგონო, ნახე სხვა როგორ აკეთებს,არსებობს ამერიკის და ევროპის გამოცდილება, იმათაც ყავთ თავიანთი "უმწეობი" და ისინიც ზრუნავენ მათ ჯანდაცვაზე.
-
მეც არ მიყვარს, მაგრამ ამ შემთხვევაში.....
-
აეროპორტში დახვედრის ცერემონიის დასრულების შემდეგ სამგლოვიარო კორტეჟი ვარშავის ქუჩებით, პრეზიდენტის სასახლისკენ დაიძრა. აეროპორტში დახვედრის ცერემონიის დასრულების შემდეგ სამგლოვიარო კორტეჟი ვარშავის ქუჩებით, პრეზიდენტის სასახლისკენ დაიძრა.
-
პოლონეთის საელჩო მოსკოვში ყვავილებშია ჩაფლული, ღობის მთელს პერიმეტრზეა ყვავილები და სანთლები, მოსკოვის მაცხოვრებლები და სხვა იპლომატიური მისიის წარმომადგენლები ტოვებენ ჩანაწერებს სამძიმრის წიგნში. მოსკოვის კათოლიკურ საკათედრო ტაძარში გადაიხადეს სულისმოსახსენებელი მესა. http://www.rp.pl/artykul/459542,460082_Mos...olencyjnej.html
-
მოსკოვი ამტკიცებს,რომ თვითმფრნავი ტუ-154 -ი ტექნიკურად გამართული იყო. რუსეთის პროკურატურა გამორიცხავს,რომ თვითმფრინავის კატასტროფა,რომელშიც პრეზიდენტი კაჩინსკი დაიღუპა ტექნიკურად გაუმართავი იყო. აეროდრომის დისპეტჩერსა და პილოტს შორის საუბრების წინასწარი გაშიფრვა მოწმობს,რომ პილოტს ტექნიკური პრობლემები არ ქონდა. პილოტმა რამოდენიმეჯერ სცადა დაჯდომა, მიუხედავად ნისლისა. პოლონეთის არმია: არ არსებობს წესები,რომელიც არეგულირებს ,რომელი მეთაური ვისთან ერთად უნდა დაფრინავდეს. ყველა გენერალი, თვითმფრინავის ბორტზე მიიპატიჟა თვითონ პრეზიდენტმა, როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა. ყველა სამხედრო ოფიცრისათვის,ასეთ მნიშვნელოვან ცერემონიაში მონაწილეობა არის მოვალება და დიდი პატივი.
-
ტრაგედიის მსხვერპლთა ცხედრები, პირველი ლედის ცხედრის ჩათვლით გადაიტანეს მოსკოვში,სადაც უნდა ჩატარდეს იდენტიფიკაცია, დღესვე (11.04.2010) დაიწყება ცხედრების გადაცემა ოჯახებისათვის, რომელთა წარმომადგენლები უკვე დღეს გაფრინდებიან მოსკოვში ორი სამხედრო თვითმფრინავით. გენერალი მიეჩისლავ გავორი, სახ.დაცვის სამსახურის უფროსი: ყველა ის ბიჭი,რომელიც სმოლენსკში დაიღუპა, ჩემი მიღებულია სამსახურში, საუკეთესო ბიჭები იყვნენ, ოჯახებსაც ვიცნობ, ხშირად ვხვდებოდით სხვადასხვა ზეიმებზე. ძალიან მიმძიმს ძალების მოკრეფა ესეთი ტრაგედიის შემდგ. ყველა ოფიცრის ოჯახი მიიღებს კომპენსაციას სახე-გან, ჩვენც სამსახური, ცალკე დავნიშნავთ რაიმე სახის დახმარებას,ალბათ სტიპენდიებს ბავშვებისათვის: http://www.rp.pl/artykul/460068_Ryzyko_wka...e_w_sluzbe.html
-
დღეს სმოლენსკის აეროპორტში, პრეზიდენტ კაჩინსკის ცხედარი გადაეცა პოლონურ მხარეს, სამგლოვიარო ცერემონიას ესწრებოდა პრემიერი პუტინი, გადაცემის ცერემონია სამხედრო საპატიო ყარაულის თანხლებით შედგა. 15 საათზე ვარშავის დროით, თვითმფრინავი პრეზიდენტის ცხედრით ვარშავაში დაეშვა ,სადაც შედგა დახვედრის ცერემონია. მასში მონაწილეობდნენ იაროსლავ კაჩინსკი (ძმა), ქალიშვილი მარტა, პრემიერი ტუსკი. სულისმოსახსენებელი მესა გადაიხადა პოლონეთის კარდინალმა იოზეფ გლემპმა. წყარო: http://www.rp.pl/artykul/2,459944_Przedost...prezydenta.html ========== მალე გავაგრძელებ
-
რამოდენიმე წელი გავატარე პოლონეთში,მეორე სამშობლოდ მიმაჩნია, ძალიან კარგი ხალხია, სლავები,რომლებიც აბსოლუტურად განსხვავდებიან რუსებისაგან. პრო-რუსი პოლონელი მე არ შემხვედრია, საქართველო უყვართ ქვეცნობიერად. ძალიან დამამწუხრა მომხდარმა ტრაგედიამ. თვითმფრინავი იყო,1990 -ში გამოშვებული, დიდი მსჯელობები იყო მის გამოცვლაზე,მაგრამ პოლონეთის ვერც წინა პრეზიდენტმა და ვერც კაჩინსკიმ ვერ შეაცვალეს, ათეულობით მილიონი ვერ გაიმეტეს, ჩვენი პრეზიდენტისაგან განსხვავებით.
-
გუშინ დავდევი მეზობელ ფორუმზე, აქ დღEს ვაკოპირებ, ავიაკატასტროფაში დაღუპულთა სია: ლეხ კაჩინსკი- პოლონეთის პრეზიდენტი. მარია კაჩინსკა- პოლონეთის პირველი ლედი. რიშარდ კაჩოროვსკი- პოლონეთის ბოლო პრეზიდენტი დევნილობაში. იანუშ კოჰანოვსკი- პოლონეთის ადამიანთა უფლებების ომბუდსმენი. ერჟი შმაიჯინსკი- პოლონეთის სეიმის ვიცემარშალი (პარლამენტის ვიცე-სპიკერი). სლავომირ სკშიპეკი- პოლონეთის ეროვნული ბანკის შეფი. იანუშ კურტიკა- პოლონეთის ისტორიის ინსტიტუტის შეფი. კშიშტოფ პუტრა- პოლონეთის სეიმის ვიცემარშალი (პარლამენტის ვიცე-სპიკერი). კშიშტოფ ბოჰენეკ- პოლონეთის სენატის (ზედა პალატა) ვიცემარშალი. ვლადისლავ სტაშაკი- პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეფი. გენერალი ფრანციშეკ გაგორი- პოლონეთის არმიის გენ.შტაბის შეფი. მაჩეი პლაზინსკი- სეიმის წევრი. ანნა ვალენტინოვიჩ- ცნობილი ანტიკომუნისტი, "სოლიდარნოსტი"-ს დედად ცნობილი. იოანნა აგაცკა-ინდეცკა- ადვოკატთა კავშირის შეფი. ევა ბაკოვსკა- გენერალ მეჩისლავ სმორავინსკის(მოკლეს კატინში) შვილიშვილი. გენერალი ანდჟეი ბლასიკი- პოლონეთის სამხ.საჰაერო ძალების სარდალი. ანნა მარია ბოროვსკა- კატინის მსხვერპლთა ოჯახების წარმომადგენელი. ბარტოშ ბოროვსკი-კატინის მსხვერპლთა ოჯახების წარმომადგენელი. გენერალი ტადეუშ ბუკ- პოლ.არმიის სახმელეთო ჯარების სარდალი. გენერალ-არქიეპისკოპოსი მირონ ხოდაკოვსკი- პოლ.არმიის მართმადიდებელი მამაო. ჩესლავ ცივინსკი- ომის ვეტერანი. ლეშეკ დეპლუტა-სეიმის წევრი. პოდპოლკოვნიკი ზბიგნევ დემბსკი- გჟეგოძ დოლნიაკ- სეიმის წევრი. კატარჟინა დორაჩინსკა- პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ედვარდ დუხნოვსკი-კატინის მსხვერპლთა ოჯახების წარმომადგენელი. ალექსანდრ ფედოროვიჩი- რუსული ენის თარჯიმანი. იანინა ფელტინსკა- სენატორი. იაროსლავ ფლორჩაკი- .სახ.დაცვის სამსახური არტურ ფრანცუზი- სახ.დაცვის სამსახური გრაჟინა გესიცკა- სეიმის წევრი. გენერ. კაზიმეჟ გილარსკი- ვარშავის გარნიზონის მეთაური. პშემისლავ გოშიევსკი-სეიმის წევრი. ქსენდზი ბრონისლავ გოსტომსკი-კატინის მსხვერპლთა ოჯახების წარმომადგენელი. მარიუშ ჰანდზლიკ- პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ქსენდზი რომან ინდჟეიჩიკ- პრეზიდენტის კაპელანი. პაველ იანიჩეკი-სახ.დაცვის სამსახური დარიუშ იანკოვსკი-პრეზიდენტის ადმინისტრაცია. იზაბელა იარუგა ნოვაცკა-სეიმის წევრი. ქსენდზი იოზეფ იონეცი- სებასტიან კარპინიუკი- სეიმის წევრი. ვიცეადმირალი ანდჟეი კარვეტა- სამხ.საზღვაო ძალების სარდალი. მარიაუშ კაზანა- საგ.საქმ.სამინისტროს პროტოკოლის შეფი. გენერალი სტანისლავ კომორნიცკი- სტანისლავ ერჟი კომოროვსკი- თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირი. პაველ კრაევსკი-სახ.დაცვის სამსახური. ანდჟეი კრემერი- მაღალ თანამდებობის პირი საგა.საქმ.სამ-ში. ქსენძი კშიშტოფ კრული-კატინის მსხვერპლთა ოჯახების წარმომადგენელი. იანუშ კრუპსკი - ქსენძი ანჯეი კვასნიკი- კატინის მსხვერპლთა ოჯახების წარმომადგენელი. გენერალი ბრონისლავ კვიატოვსკი- პოლ.არმიის ოპერაციათა შეფი. დოქტორი ვოიცეხ ლუბინსკი- პრეზიდენტის ექიმი. ტადეუშ ლუტობორსკი- კატინს მსხვერპლთა ოჯახების წარმომადგენელი. ბარბარა მამინსკა- პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ზენონა მამონტოვიჩ-ლოიეკ- კატინის მსხვერპლთა ოჯახების წარმომადგენელი. დარიუშ მიხალოვსკი- სახ დაცვის სამსახური. სტეფან მელაკი-კატინს მსხვერპლთა ოჯახების წარმომადგენელი. ტომაშ მერტა- სტანისლავ მიკკე- ალექსანდრა ნატალი-სვიატ სეიმის წევრი. იანინა ნატუშევიჩ-მირერ- საზოგაზო მოღვაწე. პიოტრ ნოსეკ- სახ დაცვის სამსახური. პიოტრ ნუროვსკი- ბრონისლავა ორავიეც ლოეფერ-კატინის მსხვერპლთა ოჯახების წარმომადგენელი. ქსენძი იან ოსინსკი- ქსენძი ადამ პილიხი- კატარჟინა პისკორსკა- კატინის მსხვერპლთა ოჯახების წარმომადგენელი. არქიეპისკოპოსი,გენერალი- ტადეუშ პლოსკი- პოლ.არმიის საველე სულიერი მწყემსი. აგნიეშკა პოგლოდეკ-ვიეშალეკ-სახ დაცვის სამსახური. გებერალი ვლოდზიმეჟ პოტასინსკი- პოლ.არმიის სპეც.დანიშნ. ძალთა სარდალი/ ანდჟეი პშევოზნიკ- პროფესორი რიშარდ რუმიანეკი- არკადიუშ რიბიცკი-სეიმის წევრი ანდჟეი სარიუშ-სკაპსკი- კატინის მსხვერპლთა ოჯახების წარმომადგენელი ვოიცეხ სევერინ-კატინის მსხვერპლთა ოჯახების წარმომადგენელი. ლეშეკ სკოლსკი-კატინის მსხვერპლთა ოჯახების წარმომადგენელი იაცეკ სუროვკა- სახ დაცვის სამსახური. ალექსანდრ შჩიგლო- უშიშროების საბჭოს მდივანი. იოლანტა შიმანეკ-დერეშ-სეიმის წევრი. იზაბელა ტომაშევსკა- პრეზიდენტის პროტოკოლის შეფი. მარეკ ულლერიკ-სახ დაცვის სამსახური. ტერესა ვალევსკა-პშიარკლოვსკა- საზ.გაერთიანება "აღმოსავლეთის გოლგოთა" ზბიგნევ ვასსერმან-სეიმის წევრი. ვიესლავ ვოდა-სეიმის წევრი. ედვარდ ვოიტას-სეიმის წევრი. პაველ ვიპიხ- პრეზიდენტის კანცელარია. სტანისლავ ზაიონც-სენატორი. იანუშ ზაკრშენსკი- მსახიობი გაბრიელა ზიხ-კატინის მსხვერპლთა ოჯახების წარმომადგენელი. ასევე დაიღუპა ეკიპაჟის 7 წევრი.
-
ანუ ყველას გულით უნდა და იმიტომ ხაზამენ ხუთიანს, მასეა არა?!
-
dire ჩამწერეთ მოხალისე, მაგინებელთა სიაში, ძაან ბინძურები არ ვიცი,მარა მოვახერხებ რაცხას, სირცხვილია, ბოლო-ბოლო ამდენიხანი ფორუმებზე ვარ და ვორნიც კი არ მიმიღია, "დაჟე ნე უდობნო"
-
21 წლის პრეზიდენტის პრესსპიკერი, ეგ ნორმალურია?
prologic replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
და არა მარტო ეგენი, ძალიან ბევრი ხალხი მუშაობს ადმინისტრაციაში -
21 წლის პრეზიდენტის პრესსპიკერი, ეგ ნორმალურია?
prologic replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
კიი, ერთი "საქმე" მაგრად იცისო, უცებ აწყნარებს მიხო,რომ აღელვდებაო. -
გილოცაავვვ შესაბამისი სმაილიკი სადაა პატ.ადმინისტრაციავ
-
ჭედავს დღეს ფორუმი,თუ მეჩვენება???