Jump to content
Planeta.Ge

ძუკუ

პლანეტელი
  • პოსტები

    5.814
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    10

ყველა პოსტი ძუკუ

  1. შსს მოქალაქე სოსო ქიმერიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს 10:57 29-02-2012 http://www.interpressnews.ge/ge/../pictures/image4/48878b35e2e5284d9ef0f4eb69846c10.jpg შინაგან საქმეთა სამინისტრო ხაშურში მოქალაქე სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს . შსს-ს განცხადებით, ხაშურის რაიონულ სამმართველოში, 27 თებერვალს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ბინის ქურდობის ფაქტზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ხაშურის რაიონულ პოლიციაში ბრალდებულის სახით იკითხებოდა წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი, 1965 წელს დაბადებული სოლომონ ქიმერიძე. დაკითხვის დროს ბრალდებული სოლომონ ქიმერიძე, ხაშურის რაიონულ სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულიდან მეორე სართულზე კიბეებზე ჩამოსვლისას კიბის მოაჯირიდან გადმოვარდა და დაეცა პირველი სართულის ფოიეში, რის შედეგადაც მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანებები. პოლიციის თანამშრომლების მიერ დაუყოვნებლივ გამოძახებული იქნა ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სოლომონ ქიმერიძე გადაიყვანეს ხაშურის რაიონულ საავადმყოფოში. მიმდინარე წლის 28 თებერვალს სიცოცხლესთან შეუთავსებადი ტრავმების გამო, ბრალდებული სოლომონ ქიმერიძე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის მიერ. გუშინ, პარლამენტში გამართული დებატებისას გიორგი ცაგარეიშვილმა ხელისუფლება პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნაში, პატიმრების წამებაში, არაადამიანურ მოპყრობაში, მკვლელობაში დაადანაშაულა და ერთ-ერთ ფაქტად სოსო ქიმერიძის გარდაცვალება დაასახელა. "ამის უკანასკნელი მაგალითი გუშინ მოხდა ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთში, როცა ხაშურის რაიონის პოლიციამ სასტიკად აწამა და წამებაში მოკლა ამ სოფლის მცხოვრები სოსო ქიმერიძე. იგი ისეა ნაცემი და ნაწამები, რომ მთელი სხეული სისხლჩაქცევებით აქვს დაფარული. რა გასაკვირია, რომ ქვეყანაში, რომელიც თქვენს ხელში უბედურია, უბედური ადამიანები ცხოვრობენ. როგორც ოთარ ჭილაძემ თქვა: "ადამიანი ჰგავს იმ ქვეყანას, რომელსაც მისი სამშობლო ჰქვია", – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
  2. lasha_alo ლაშა იქნებ ჩემს იგივე შინაარსის თემასთან გაერთიანო(ცვივა თუ არა ხალხი შუშებიანი პოლიციის შენობიდან)
  3. მე ამ პოზიციას ვიზიარებ: ზოგიერთი პრინციპული მოსაზრება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების თაობაზე საქართველოსა და თურქეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით დავით უსუფაშვილი რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე 4 მარტი, 2011 საქართველოს სახელმწიფოებრიობის საშინაო და საგარეო გარანტიების ფორმირების პროცესი რთული და წინააღმდეგობრივია. ამიტომ ყველა მიმდინარე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხის გადაწყვეტა განსაკუთრებულ სიფრთხილეს და სტრატეგიულ გააზრებას მოითხოვს. დღეისათვის არსებობს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ თურქეთთან კეთილმეზობლური და მეგობრული თანამშრომლობის გაღრმავება ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ინტერესია. ყველას კარგად გვესმის ისიც, რომ მრავლისმომცველ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში ყველა ქვეყანა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და არსებობს საკითხები, რომელთა თაობაზე ქვეყნებს განსხვავებული ხედვები და ამოცანები შეიძლება აღმოაჩნდეთ. მეგობარი ქვეყნები ვალდებულნი არიან მაქსიმალურად გაითვალისწინონ ერთმანეთის ინტერესები და ეძიონ ურთიერთმისაღები კომპრომისები. ქართული სახელმწიფოს მოვალეობაა ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა- პატრონობა და მომავალი თაობებისთვის მათი შემონახვა. განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა იყოს სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე მდებარე ძეგლები, რომელთა დაცვა და მოვლა-პატრონობა ხშირად პოლიტიკური კონიუნქტურის გამო რთულდება. ამიტომ, მივესალმები საქართველოს მთავრობის მცდელობას თურქულ მხარესთან მიაღწოს შეთანხმებას ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურის ძეგლების დაცვის თაობაზე, რაც მრავალი ათეული წლის განმავლობაში მიუღწეველ ოცნებად რჩებოდა. აღნიშნული შეთანხმების მიღწევა განსაკუთრებით საშური საქმე ხდება ძეგლების მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით. ბუნებრივია, რომ მოლაპარაკებების პროცესში თურქულმა მხარემ გამოთქვა ინტერესი საქართველოს ტერიტორიაზე არსებული იმ ძეგლების დაცვასთან დაკავშირებით, რომლებიც მას მიაჩნია განსაკუთრებული კულტურულ-ისტორიული ღირებულების მქონედ. ქართულმა მხარემ გულდასმით უნდა განიხილოს ყოველი კონკრეტული საკითხი და გადადგას გონივრული და დასაბუთებული შემხვედრი ნაბიჯები. ამასთანავე, სახელმწიფოების შეთანხმება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის თაობაზე არ უნდა ითვალისწინებდეს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ისტორიულად არსებული და დროთა განმავლობაში განადგურებული ძეგლების ადგილზე მსგავსი შენობების ხელახლა აშენებას. ვთვლი, რომ ამგვარი პრეცედენტის დაშვება საქართველოს მრავალ პრობლემას შეუქმნის საერთაშორისო ურთიერთობებში, ისევე, როგორც მსოფლიოში მრავალ სხვა მეზობელ ქვეყანას მიიყვანდა იგი სერიოზულ გართულებებამდე. სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ისტორიულად არსებული და სხვადასხვა მიზეზით განადგურებული ძეგლების ხელახლა აშენება იძენს უფრო პოლიტიკურ, ვიდრე კულტურულ დატვირთვას. ახლიდან შექმნილი ძეგლის ასლი არის ასლი და არა ძეგლი. შესაბამისად, ასეთი ქმედებით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს კი არ ვიცავთ, არამედ პოლიტიკური ისტორიის კონკრეტული მომენტს ვუდგამთ ძეგლს. პოლიტიკური ისტორიის ესა თუ ის მომენტი კი მეზობელი სახელმწიფოებისთვის ზოგჯერ ერთნაირად საამაყოა, ზოგჯერ - ერთნაირად მტკივნეული, უფრო ხშირად კი - ერთისთვის საამაყო და მეორისთვის მტკივნეული. სახელმწიფოს და ეკლესიის გამიჯვნის ფუნდამენტური პრინციპის შესაბამისად, სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საგანი არ უნდა იყოს ისეთი რელიგიური საკითხები, როგორიცაა რელიგიური-საკულტო დაწესებულებების შექმნა ან გაუქმება. სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებით რელიგიური დაწესებულების სტატუსის განსაზღვრა ან გარანტიების დაწესება რელიგიურ დაწესებულებას სძენს პოლიტიკურ-რელიგიური დაწესებულების შინაარსს. ისტორია და თანამედროვეობა კი ცხადყოფს, რომ სახელმწიფოების პოლიტიკური ურთიერთობები უაღრესად ცვალებადი ხასიათისაა და კრიტიკულ ვითარებებში სახელმწიფოები რელიგიურ ორგანიზაციებს პოლიტიკის ინსტრუმენტად განიხილავენ. ამიტომ, რელიგიური დაწესებულებების ფუნქციობასთან დაკავშირებული საკითხები აღმსარებლობის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპის გათვალისწინებით უნდა დარეგულირდეს შეასაბამისი იურისდიქციის მქონე რელიგიური ორგანიზციების მიერ. სრულიად განსხვავებული საკითხია ქვეყნებს შორის კულტურული თანამშრომლობის თემა, რომლის ფარგლებშიც შესაძლოა დაიდოს შეთანხმებები კულტურის ცენტრების, მუზეუმების, საგანმანათლებლო თუ სახელოვნებო დაწესებულებების მშენებლობის და ფუნქციობის შესახებ. ამგვარი კულტურული დაწესებულების დანიშნულებიდან გამომდინარე მათი განთავსების ადგილი, პირობები, არქიტექტურული და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის უფლებამოსილ ორგანოებთან შეთანხმებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ისე უნდა გადაწყდეს, რომ მათ ნამდვილად შეძლონ ხალხებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის გაღრმავება. შესაბამისად, ამგვარი საკითხები საქართველოსა და თურქეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების დროს უნდა გადაწყდეს ძეგლების დაცვის საკითხისგან სრულიად განსხვავებულ პრინციპებითა და მექანიზმებით. ვინაიდან საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ეხება უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივ საკითხებს, საქართველოს მთავრობამ საზოგადოებას დროულად და ამომწურავად უნდა მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია და საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის, რესპუბლიკური პარტიის წევრებს, უნდა ჰქონდეთ ამ საკითხებზე საკუთარი პოზიციების გამოხატვის, დისკუსიებისა და პოზიციების შეჯერების დრო და საშუალება. საქართველოში მართლმადიდებლური ეკლესიის რელიგიური დაწესებულებების გვერდით ფუნქციონირებს სხვა რელიგიების საკულტო დაწესებულებები, ისევე, როგორც სხვადასხვა ქვეყნებში არსებობს და იხსნება ქართული მართლმადიდებლური ეკლესიები. ცხადია, სახელმწიფოები თავიანთი დიპლომატიური წარმომადგენლობების მეშვეობით შეიძლება დაეხმარონ უცხოეთში მცხოვრებ მორწმუნეებს თავიანთი რელიგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში, ისე, როგორც ამას აკეთებენ სქართველოს საელჩოები სხვადასხვა ქვეყნებში. ეს პროცესი შეუქცევადია და იგი უნდა გაგრძელდეს ამა თუ იმ რელიგიური თემების მოთხოვნილებების და შესაძლებლობების მიხედვით და სახელმწიფოების მინიმალური მონაწილეობით.
  4. წყარო "რეზონანსი" 29/02.2012 გუშინ ხაშურის პოლიციაში დაკითხვაზე მიყვანილი 48 წლის სოსო ქიმერიძე სახლში მკვდარი მოიყვანეს.როგორც შ.ს.ს-ს პრესამსახურის უფროსი შოთა ხიზანიშვილი აცხადებს ის კიბეებზე დაგორდა და გარდაიცვალა.გარდაცვლილის შვილს კი პოლიციელებმა უთხრეს რომ დავკითხეთ(მიზეზი სოფელში დაკარგული არყის გამოსახდელი ქვაბი იყო) და გავუშვითო.ის კი მესამე სართულიდან გადმოხტაო. ბატონო Saturn თქვენ აცხადებდით ეხლა ხომ აღარ ცვივიან შ.შ.ს-დან ხალხიო,ადრე რამოდენიმე შემთხვევა იყო,როცა დენის დარტყმიდან გარდაიცვალნემ,ამ შემთხვევაში კი კიბეებზე გორდებიან,ან ფანჯრიდან ხტებიან.
  5. gendolf ბევრს ნამდვილად არა.თანაც ალბათ საჭირო იქნება ტრეინინგის გავლა.
  6. ვახ,ვერაფერი ვერ გავუგე ამ ახალ კონსტრუქციას.ვერც სახელი როგორ ჩავსვა და ვერც მონიშნულის ციტირება.მოვნიშნავ, დავაწერ მონიშნულის ციტირებას,ან უბრალოდ ციტირებას,ხვიშტი.
  7. Saturn რა ხდება სატურნ ბატონო,ვოვოჩკასი გჯერათ?
  8. laci გაცვეთილი ფრაზა უნდა გავიმეორო: სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.
  9. laci გუშინ ინგა გრიგოლია კინაღამ კაბიდან ამოხტა,შალვა რამიშვილმა ეჭვი რომ გამოთქვა მათი ხელისუფლებასთან კავშირის გამო. ამაზე მეტი დადასტურება რათ გინდა.
  10. laci დავედოთ და გამოჩნდება რისტვისაც ჩამოვიდა. ისე გია ჭანტურია(მერად რომ იყრიდა კენჭს) რისთვისაც ჩამოიყვანეს,ხომ გამოჩნდა.
  11. ვლადიმერ პუტინი - ამერიკელები ქართული არმიის გადაიარაღებით შეცდომას უშვებენ 09:54 23-02-2012 რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით აშშ-ის ქმედებას შეცდომას უწოდებს და თბილისს აფრთხილებს, განმეორებითი აგრესიისგან თავი შეიკავოს. "რია ნოვოსტის"ცნობით, ამის შესახებ პუტინმა შეიარაღებული ძალების დივიზიებისა და ბრიგადების მეთაურებთან შეხვედრაზე მედიაში გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, ვაშინგტონში ცოტა ხნის წინ გამართულ ამერიკა-საქართველოს სამიტზე თბილისისთვის შეიარაღების მიწოდებასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა. [b]"მე მაგიდასთან არ ვმჯდარვარ და არ ვიცი, რაზე შეთანხმდნენ. თუმცა ალბათ, ჩვენებიდან იქ ვინმე იქნებოდა და მოგვიყვება. [/b]ჩვენი ამერიკელი პარტნიორები შეცდომას უშვებენ. მათთან ამაზე მუდმივად ვსაუბრობთ. ვიმედოვნებ, ქართულ მხარეს კეთილგონიერება ეყოფა, ის გაკვეთილი, რომელიც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ავანტიურისტულ ქმედებას მოჰყვა, უკვალოდ არ ჩაივლის და ეს იარაღი ახალი აგრესიული ქმედებებისთვის გამოყენებული არ იქნება",- განაცხადა პუტინმა. მისივე თქმით, მსჯელობს არა გავრცელებულ ინფორმაციაზე, არამედ კონკრეტულ ქმედებებზე დაყრდნობით, რომელიც არა მხოლოდ საგარეო დაზვერვას, არამედ გრუ-ს არაერთხელ გამოუვლენია. "ხომალდების გადაადგილება, ტვირთების მოცულობა, ეს ყველაფერი საკმაოდ მარტივად კონტროლდება კოსმოსური და დაკვირვების სხვა საშუალებებით. რამდენიმე ასეთი მაგალითი დღესაც მიჩვენეს. აშშ-მა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტისთანავე ქართული არმიის გადაიარაღება დაიწყო. ვფიქრობ, ეს უდიდესი შეცდომაა, რადგან საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მკვეთრად აგრესიულ პოლიტიკას ატარებს. შეიარაღების მიწოდება ქვეყნისთვის, რომელიც აგრესიულ პოლიტიკას ატარებს, გარდაუვლად ყველგან და ყოველთვის უბიძგებს და ახალისებს მას აგრესიული ქმედებებისკენ", - განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ ამ კუთხით ამერიკელები სერიოზულ შეცდომას უშვებენ. აქ ახალი არაფერი არაა,ერთი და იგივე ფირფიტას ატრიალებენ,თუმცა გამოყოფილი ფრაზაა ძალიან საინტერესო. ან ობამას გარემოცვაში ყავთ ვინმე,ან მიშას. ხომ არ იცით მიშას ვინ ახლდა მოლაპარაკებებზე?პატარა ვერას გამოვრიცხავ,მაგას მაგდენი ჭკუა არ აქვს.
  12. laci გასაგებია რა გადამტრიალებელი ყოფილა.ეხლა საპროცესოში მეტს აახევენ და საბოლოოდ გაანთავისუფლებენ. მხოლოდ ისაა საინტერესო,თანამძრახველად ვის დაასახელებს.
  13. laci გამოუშვეს?არ ვიცოდი. ალბათ საპროცესოს გაუფორმებენ და ფულს აახევენ,თუ აქვს.
  14. DATA TUTASXIA მადლობა დათა ბატონო.
  15. კალმახელიძის ციხეში არავის არ ვუსუვებდი ჩაჯდომას,არც გელბახიანს,თანაც ის კაცი თავისი ნებით ჩამოვიდა და ფაქტიურად ჩაბარდა ხელისუფლებას. თუმცა მაგარად არ მევასებოდა,როცა პოლიტიკაში იყო,განსაკუთრებით ასლანასთან ყოფნისას.
  16. mtidan DonCaredo ტაშიი dire Nukriko Siknadmo lasha_alo lasha1997 FRIDRIX ყველას დიდი მადლობა.
  17. Saturn georgekh13 მაცი გაიხარეთ კარგო ხალხო.
  18. dire რსებობს,რსებობს მე მგონი უფრო ტაქტიკურია ლ ი ც ი dire kisa laci babuagiorgi გაიხარეთ და დიდი მადლობა.
  19. sexi-bicola ხოდა ქალბატონო ბიცოლა დაანებეთ თავი პოლიტიკას,არაა მაგი თქვენი საქმე,მშვენიერი რამე გიპოვიათ.
  20. Saturn მარტო ეგ რომ იყოს მაგას გადაიტანდა კაცი.
  21. Saturn ჯერ ერთი რომ თქვენთვის მიშისტი კი არ მიწოდებია, არამედ ხელისუფლების მხარდამჭერი რაც 100%-თ აისახება როგორც თქვენს პოსტებში და მაღალი ალბათობით ხმის მიცემაში.მე უბრალოდ მიშას მორიგი სუპერ მარაზმის ნიმუში დავდე და როცა ქვეყნის პრეზიდენტი ასეთ სირობებს ხშირად იმეორებს და თქვენ ამაზე რომ არავითარი რეაქცია არ გაქვთ,სრულად ადასტურებს ჩემს სიტყვებს. ისე თქვენც შეგიძლიათ ოპოზიციონერი მიწოდოთ და ეს სავსებით ნორმალური და სწორი იქნება.
×
×
  • შექმენი...