Jump to content
Planeta.Ge

ძუკუ

პლანეტელი
  • პოსტები

    5.814
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    10

ყველა პოსტი ძუკუ

  1. აგერ ეს ჩანაწერი http://www.foreign.s...ination-3-21-12 ძალიან საინტერესოა სენატორ კარდინის კითხვები და მომავალი ელჩის ნორლანდის პასუხები.იწყება სადღაც 62-ე წუთზე.
  2. georgekh13 ამას დიდი ხანია ვამბობ,რომ საკუთარი სკამისთვის ყველას და ყველაფერს დაიკიდებს.
  3. იკაეფეთ "კურიერში" როგორ შეალამაზეს: http://forum.ge/?f=29&showtopic=34369910&st=90 მარტო სიტყვები კი არა უკან მჯდარმა ერთმა ბიჭმა რომ სიცილი ძვლივს შეიკავა,ისიც გააქრეს.
  4. მოკლედ ეს კაცი არ ჩერდება,ამბობს და ამბობს
  5. თქვენ ბატონო გიორგი ან თავს იშტერებთ ან მე გგონივართ შტერი.ამ სტატიაზეა საუბარი: http://presa.ge/new/index.php?m=politics&AID=14268 მაგი, ჯაშუში და ოლიგარქი - ივანიშვილი საიდუმლო მოძღვრების მიმდევარია (ფაქტები) ოლიგარქი და აკვიატებები 11:33 15.03.2012 [მაია ქართველიშვილი] ოლიგარქმა ივანიშვილმა, რომელიც წლების მანძილზე ჩაკეტილი ცხოვრების წესის მიმდევარი იყო, სინათლეზე გამოჩენისთანავე, სხვასთან ერთად, რამდენიმე უცნაური მახასიათებლითაც მიიპყრო ყურადღება. კერძოდ, პირველ რიგში, აღმოჩნდა, რომ ადამიანი, რომელსაც მთელი ეს პერიოდი საზოგადოება სამების ტაძრის მშენებლობის გამო სცემდა პატივს, საქართველოს ყველაზე მაღალი და თვალსაჩინო ეკლესიის აგებას, საკუთარ თავს ღვაწლადაც კი არ უთვლიდა. მეტიც, ივანიშვილს თურმე მიაჩნია, რომ ტრაქტორების შემოტანით გაცილებით მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა, ვიდრე ტაძრის აშენებით. მოგვიანებით, სხვა საინტერესო დეტალებიც გამოჩნდა სამზეოზე. მაგალითად, გაირკვა, რომ ივანიშვილების ოჯახის ერთ-ერთი უმცროსი წევრი, 14 წლის გვანცა, „ოკულტური ქვებითაა“ გადატაცებული. თავად უფროსი ივანიშვილი, პოლიტიკაში გამოჩენის დღიდან, რელიგიაზე საუბარს ეშმაკურად არიდებს თავს, თუმცა, ერთხელ წამოსცდა, რომ მორწმუნეა, მაგრამ „კითხვები აქვს“. საზოგადოებაში მითქმა-მოთქმის გაჩენის შემდეგ, ივანიშვილი შეფუცხუნდა, რასაც მისი პატრიარქ ილია მეორესთან 20 კამერის თანხლებით სტუმრობა და სოციალურ ქსელებზე ფასიანი რეკლამები მოჰყვა. მას შემდეგ, ოლიგარქი მართლმადიდებლურ რელიგიურ დღესასწაულზე, ეკლესიაშიც გამოჩნდა და მეტად უხერხული და უინტერესო გამომეტყველებით, წირვას ბოლომდე გმირულად გაუძლო. ივანიშვილის რელიგიური შეხედულებები, რა თქმა უნდა, მისი პირადი საქმეა, მაგრამ როცა ეს უკანასკნელი საზოგადოების დიდი ნაწილის მოტყუების და შეცდომაში შეყვანის, ასევე, მთელი რიგი მანიპულაციების საგანი ხდება, აქ უკვე საქმე პოლიტიკოსის პერსონალურ დამოკიდებულებებს მნიშვნელოვნად სცილდება. ძნელი სათქმელია, რა კითხვები აქვს ოლიგარქს მართლმადიდებელ რელიგიასთან, ეს მას არ დაუკონკრეტებია, მაგრამ მის მსოფლმხედველობასთან და შეხედულებებთან დაკავშირებით, სხვა მომენტები იკვეთება. საზოგადოების ნაწილმა უკვე დააფიქსირა ის, რომ ივანიშვილი კაბალასადმი მიდრეკილებას ამჟღავნებს. მაგალითად, ცნობილია, რომ მისი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი მოძრაობის, „ქართული ოცნების“ ლოგოდ გამოყენებული შვიდქიმიანი ვარსკვლავი, კაბალას ყველაზე გავრცელებული სიმბოლოა, რომელიც მოგვიანებით, ცნობილმა კაბალისტმა, მაგმა და ჯაშუშმა, ალისტერ კროულიმ მის მიერ დაარსებული „აღმოსავლეთის ტაძრის ორდენის“ ( Ordo Templis Orientis – O.T.O .) სიმბოლოდ აქცია და „ბაბილონის ვარსკვლავის“ სახელწოდება მიანიჭა. ასევე ძალიან საინტერესოა კიდევ ერთი სიმბოლო - ლოგოზე წრიული წარწერა „ქართული” და „ოცნება” ,ერთმანეთისგან გამოყოფილია ორი პატარა „ვარდის ჯვრის” ფორმის სიმბოლოთი, რომელსაც როზენკროიცერების ორდენი იყენებდა. „ვარდის ჯვრის” სიმბოლოს იყენებდა ალისტერ კროულიც და მის მიერ ჩამოყალიბებულ ორდენში ის მეხუთე ხარისხს - ვარდის ჯვრის პრინცი - შეესაბამება. კროულის ორდენში სულ ათი ძირითადი ხარისხია. ანუ ამოტრიალებული კაბალას ვარსვლავი ერთ-ერთი იზრაელური ძლიერი სექტის ნიშანია. ზოგან მითითებულია, თითქოს ზემოაღნიშნულმა სექტამ დაამახინჯა ნიშანი, მაგრამ სხვა ნაშრომებში არის ინფორმაცია, რომ ორივე ვარსკვლავი ერთ ეპოქაში შეიქმნა. ამ ინფორმაცის გავრცელების მერე, ახალ გერბზე ვარსკვლავის ფორმამ მოდერნიზება განიცადა, დღეს სხვანაირი სახე აქვს. კაბალისტები განსაკუთრებულ მნიშვნელობას შვიდიანს ანიჭებენ. ბიძინაც დიდ მნიშვნელობას რომ ანიჭებს შვიდიანს, ამაზე რამდენიმე ფაქტიც მეტყველებს. კერძოდ, ოლიგარქმა 7 ოქტომბერს გააკეთა პირველი პოლიტიკური განცხადება, იმის მიუხედავად, რომ ადვილი მისახვედრი იყო, სარკოზის ვიზიტის ფონზე და პარასკევ დღეს ამგვარი ქმედება არაეფექტური იქნებოდა. მისი რეპერი ვაჟიშვილი, ბერა ივანიშვილი კლიპში „გპირდები“ ხაზს უსვამს, რომ დაიბადა მე-7 პალატაში. 11 დეკემბერს, შალვა რამიშვილის გადაცემაში „აკრედიტაციის გარეშე“ ბერა ასევე ხაზგასმით მიანიშნებს, რომ მისი ვარსკვლავი არის 7 ქიმიანი. 11 დეკემბერს, ფილარმონიაში გამართულ „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე, ბიძინა ივანიშვილი დარბაზში იმ დროს შევიდა, როცა სამს აკლდა 7 წუთი. სიტყვა კაბალას წარმოშობა დაუდგენელია, თუმცა მის შემოტანას ფილოსოფოსს სოლომონ იბნ გებიროლს (1021-1058წწ) და მე-13 საუკუნის ესპანელ კაბალისტს - ბაჰია ბენ აშერს მიწერენ. კაბალას უკანასკნელი ასწლეულის არაერთი ებრაული მოძრაობა ეფუძნება - კერძოდ, ისეთი მნიშვნელოვანი, როგორებიცაა ჰასიდიზმი და რელიგიური სიონიზმი. „ორთოდოქსი.ჯი“-ს მიხედვით, კაბალა „გადმოცემულია ორ წიგნში: „იეცირასა“ და „ზოჰარში“. პირველი მათგანი ბენ-აკიბას მიეწერება, ხოლო მეორე მის ვაჟს - სიმონ ბენ იოხიას, რომლებიც II საუკუნეში მოღვაწეობდნენ, თუმცა ზოგიერთ მკვლევარს კაბალა მხოლოდ შუა საუკუნეებში შექმნილად მიაჩნია, როდესაც ებრაელებმა არაბთა მეშვეობით ნეოპლატონიზმი გაიცნეს და მისი მისტიციზმის გავლენა განიცადეს. როგორც ჩანს, მიუხედავად ძველი წარმომავლობისა, კაბალისტურმა მოძღვრებამ დასრულებული სახე შუა საუკუნეებში მიიღო. იგი ჩვენთვის იმდენადაა საინტერესო, რამდენადაც მისი საიდუმლო, ეზოტერიული სწავლება უხვად კვებავდა სხვადასხვა ოკულტურ მიმდინარეობას: ალქიმიიდან მოყოლებული და ანთროპოსოფიით დასრულებული. კაბალა თავს საიდუმლო მოძღვრებად ასაღებს. კაბალისტების მიხედით, საღმრთო წერილის გარეგანი შინაარსის ქვეშ უფრო ღრმა და მისტიკური აზრია დაფარული და სწორედ იგია სრული და საბოლოო ჭეშმარიტების წყარო, რომელიც ღმერთმა გაანდო მოსეს და გადმოცემით გადადიოდა თაობიდან თაობაში, ვიდრე საბოლოოდ კაბალისტურ წიგნებში არ იქნა ჩაწერილი. ზოგჯერ კაბალას ებრაულ გნოსტიციზმადაც მიიჩნევენ. კაბალისტები თვითმყოფ ღვთაებრივ პრინციპს განიხილავენ, როგორც ერთგვაროვან, განუსაზღვრელსა და მარტივ ერთობას, რომელიც თავისი აბსოლუტური ტრანსცენდენტურობით არის საკუთრივ არარაღაც (ენ-სოფი), მაგრამ იგი იმავდროულად მაინც ყველაფერია, რადგანაც ყველაფერი მისგან იღებს დასაბამს.. კაბალა აღიარებს სულთა ტრანსმიგრაციის - მათი გადასახლებისა და გარდასხეულების თეორიას. იმისათვის, რომ აბსოლუტური არსების წიაღს დაუბრუნდნენ, სულებმა თავიანთი სულქმნილება უნდა განავითარონ ათასგვარი განსაცდელისა და გამოცდის გავლით და ასე მიაღწიონ თავიანთი წარმომავლობის შემეცნებას. თუკი ერთი სიცოცხლის მანძილზე ვერ შეძლეს ამ ამოცანის შესრულება, მაშინ სულები სხვა სხეულში უნდა გადასახლდნენ. საბოლოოდ, ისინი მაინც უბრუნდებიან ღმერთს და მის წიაღში განიღმრთობიან. კაბალისტების ამგვარი თვალსაზრისი, ერთი მხრივ, ძალზე წააგავს სულთა შესახებ პლატონურ სწავლებას, მეორე მხრივ კი, ინდუიზმისათვის დამახასიათებელ მეტემფსიქოზის (რეინკარნაციის) თეორიას ეხმაურება, კაბალისტიკის ამ მოკლე მიმოხილვიდანაც ჩანს, რომ გვიანდელი იუდაიზმი საკმაოდ დასცილდა ძველაღთქმისეულ იუდაიზმს, ამიტომაც, ზოგიერთი მკვლევარი ებრაელთა დღევანდელ რელიგიას ნეოიუდაიზმად მოიხსენიებს. ამას გარდა, იუდაიზმი და კერძოდ, მისი მისტიკური სწავლება, მკვეთრად დაუპირისპირდა ქრისტიანობას და დიდი ხნით მოწამლა ევროპის სულიერი ატმოსფერო“. მოკლედ, ივანიშვილის ახირებებს და „უცნაურობებს“ საზღვარი არ აქვს. ძნელი სათქმელია, რამდენად უკავშირდება მისი ეს აკვიატებები იმასაც, რომ 120 წელი სურს სიცოცხლე, თუმცა, ფაქტია, რომ ეს ყველაფერი ერთ მთლიანობაში საინტერესო ჯაჭვს ქმნის, რომელიც ქვეყნის პირველ პირობაზე მეოცნებე მილიარდერის ფსიქოტიპის და მსოფლმხედველობის წარმოდგენისათვის, მეტად მნიშვნელოვანია.
  6. ბოდიში ნამდვილად მოიხადა,მაგრამ ოსია თუ ნიკარაგუელი,ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს,რადგან აზერბაიჯანის ფედერაციასია.
  7. babuagiorgi გიორგი ალანია от droni.ge‎"ივანიშვილს თურმე მიაჩნია, რომ ტრაქტორების შემოტანით გაცილებით მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა, ვიდრე ტაძრის აშენებით." ამის დამწერს რომ ოდნავ მაინც ესმოდეს ქრისტიანობის და ერთხელ მაინც ჰქონდეს წაკითხული ბიბლია, უეჭველად ეცოდინებოდა ის, რომ უეჭველად "ტრაქტორების შემოტანით გაცილებით მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა". მაგი, ჯაშუში და ოლიგარქი - ივანიშვილი საიდუმლო მოძღვრების მიმდევარია (ფაქტები) presa.ge „ქართული ოცნების“ ლოგოდ გამოყენებული შვიდქიმიანი ვარსკვლავი, კაბალას ყველაზე გავრცელებული სიმბოლოა, რომელიც მოგვიანებით, ცნობილმა კაბალისტმა, მაგმა და ჯაშუშმა, ალისტერ კროულიმ მის მიერ დაარსებული „აღმოსავლეთის ტაძრის ორდენის“ ( Ordo Templis Orientis – O.T.O .) სიმბოლოდ აქცია და „ბაბილონის ვარსკვლავი... დრონი.გე-დან მხოლოდ ერთი ციტატაა ტრაქტორებზე,რასაც შეიძლება დაეთანხმო,შეიძლება არა,აი პრესა.გე-დან მთელი მარაზმატიკული და ბინძური(როგორც ყველაფერი მათ სტილში)სტატიაა დადებული,ყოველგვარი კომენტარების გარეშე,როცა კომენტარი არაა,გამოდის რომ თქვენ მას იზიარებთ.ერთი სმაილიკი მაინც დაგერთოდ ბატონო ჩემო.აბა სხვა რას ემსახურებოდა მისი გაზიარება,იქნებ სხვა ვინმემ ამიხსნას.რაც შეეხება თემის სათაურს და ფსიქიატრს,ამაში არ აგყვებით.
  8. lasha_alo ხოდა ტელეფონის ნომერი მომწერე რომ დაგეკონტაქტო.
  9. lasha1997 ნამდვილად ისრაელის როლი მანდ მინიმალურია.მონასტერი იერუსალიმის ბერძნულ მართმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნის,რომელიც ავტოკეფალურია.
  10. newstudio lasha_alo ლაშა და არჩილ უკანასკნელი გაფრთხილება,ვერაფერს ვერ ვაკეთებ ამ ახალ ვარიანტში,ვერც მონიშნულის ციტირებას,ვერც ტექსტიდან სიტყვები ვერ გამოვყავი(ვერც ფერით,ვერც ზომით თუ ბოლდით) და ნიკსაც ხანდახან მისვამს.რამდენჯერმე მოგწერეთ ორივეს პირადშიც,რომ დახმარება გაგეწიათ.ეტყობა წერილებიც არ მოდის.
  11. კარგი იქნებოდა ,რომ თემას დავუბრუნდეთ.ამაზე იკაიფეთ: მანანა მანჯგალაძე - ჯვრის მონასტერთან დაკავშირებული დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი 13:13 13-03-2012 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი იერუსალიმის ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა და ის, თუ ვისთან აწარმოებს ქართული მხარე მოლაპარაკებებს. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე ვიზიტით ისრაელში იმყოფება, გამგზავრებამდე იგი შეხვდა და ესაუბრა საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს. "პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება შესაძლებლობა, ვიზიტისას განიხილოს ჯვრის მონასტერთან დაკავშირებული საკითხი. დეტალებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ პარლამენტის თავმჯდომარის აპარატს, თუ ვის შეხვდება და კონკრეტულად ვისთან ექნება მას მოლაპარაკებები", - განაცხადა მანჯგალაძემ. კითხვაზე, დაწყებულია თუ არა ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები, მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებში შესაძლოა, იგულისხმებოდეს შიდა მოლაპარაკებები და შიდა სამუშაოები. "მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მოლაპარაკებებში შესაძლოა, იგულისხმებოდეს შიდა მოლაპარაკებები და შიდა სამუშაოები, ანუ მოლაპარაკებები დაწყებულია", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა. შიდა მოლაპარაკებები მაგარია,ანუ მიშამ რურუას რაღაც უთხრა )
  12. სულ ამას არ იძახდნენ როგორც კი კომუნისტები გადავარდნენ,კლარა ცეტკინის შემოღებულიაო.ზვიადის დროს გააუქმეს და 3 მარტი შემოიღეს.მერე ედიკამ აღადგინა და ქალებს ორი დღესასწაული აქვთ ეხლა 3-იც და 8-ც. აი კაცები ვართ დაჩაგრულები.
  13. აგერ ევროპარლამენტის თავჯდომარეც გილოცავთ ქალებო! http://ec.europa.eu/avservices/video/player.cfm?ref=82470 ე.ი. არ ყოფილა მთლად კომუნისტური დღესასწაული
  14. georgekh13 ისე არ ოუდგა გვერდები პუტინს... ეს თქვენის ნებართვით უნდა წავიღო,მაგარია
  15. ხო კიდევ,17.30-ზე თუ ჩამოვარდა,საავადმყოფოში 18.00-ზე მაინც მიიყვანდნენ.ხოლო 23.40-ზე გარდაიცვალა.ოჯახს რატომ არ აცნობეს,რომ საავადმყოფოში მოსულიყვნენ?
  16. ტაშიი აგერ პროკურატურის ვებ გვედიდან: მთავარი საქართველოს მთავარი პროკუ... 1საქართველოს პროკურატურის განცხადება თარიღი: 06 მარტი 2012 ShareThis საქართველოს პროკურატურაში 2012 წლის 27 თებერვალს ხაშურის საავადმყოფოში, შსს ხაშურის რაიონულ სამმართველოს შენობაში მიღებული ტრავმების შედეგად სოლომან ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტზე დაიწყო გამოძიება. საქმის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გარდაცვლილის მიერ პოლიციის შენობაში მიღებული ტრავმების თვითმხილველთა და ფაქტზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მქონე პირთა დაკითხვისა და სხვა საგამოძიებო მოქმედებების შესახებ. სოლომან ქიმერიძის ოჯახის წევრების ჩვენებების შინაარსი: სოლომან ქიმერიძე ხაშურში მომხდარ ქურდობასთან დაკავშირებით, გამოკითხვის მიზნით პოლიციის მუშაკებმა სახლიდან წაიყვანეს დაახლოებით 11:30 საათზე. ქიმერიძეს წინააღმდეგობა არ გაუწევია და აღნიშნულთან დაკავშირებით პროტესტი არ გამოუთქვამს. ხაშურში მომხდარი ქურდობის საქმეზე დაზარალებულის, თამაზ გამგონიძის ჩვენების შინაარსი: თამაზ გამგონიძე პოლიციის შენობაში მივიდა დაახლოებით 16:25 საათზე. გამგონიძე მისი საკუთრების მიმართ განხორციელებულ დანაშაულთან დაკავშირებით გამოკითხა ინსპექტორ გამომძიებელმა ზაზა ტაბატაძემ. გამოკითხვა გაგრძელდა დაახლოებით 25 წუთი, რის შემდგომაც მან დატოვა შენობა. შსს ხაშურის რაიონულ სამმართველოს უფროსის, გიორგი ხარშილაძის ჩვენების შინაარსი: გიორგი ხარშილაძე სამუშაო კაბინეტში, ხაშურში მომხდარ ქურდობასთან დაკავშირებით გაესაუბრა სოლომან ქიმერიძეს. შეხვედრა გაგრძელდა დაახლოებით 10 წუთი, რის შემდგომაც ქიმერიძემ დატოვა კაბინეტი. სოლომან ქიმერიძის თანმხლები ინსპექტორ გამომძიებელ მალხაზ ციყელაშვილის ჩვენების შინაარსი: მალხაზ ციყელაშვილი და სოლომან ქიმერიძე იმყოფებოდნენ შენობის მე-3 სართულზე შსს ხაშურის რაიონულ სამმართველოს უფროსის გიორგი ხარშილაძის კაბინეტში, რის შემდგომაც წამოვიდნენ მე-2 სართულისკენ, ჩასასვლელ კიბესთან მალხაზ ციყელაშვილი დაწინაურდა რამდენიმე საფეხურით და გააგრძელეს კიბეზე ჩასვლა. ციყელაშვილმა გაიგონა მოაჯირის ხმა, რა დროსაც შემობრუნდა და დაინახა, რომ სოლომან ქიმერიძე ვარდებოდა მოაჯირიდან ძირს, სცადა ხელის წავლება, მაგრამ ვერ მოასწრო, ქიმერიძე დაეცა პირველი სართულის იატაკზე დაახლოებით 17:30 საათზე. პოლიციის განყოფილებაში მყოფი პოლიციის მუშაკების ჩვენებების შინაარსი (დაკითხულთა გვარების ჩამონათვალი იხ. დანართი N 1): სოლომან ქიმერიძე პოლიციის შენობაში იმყოფებოდა დაახლოებით 12:00 საათიდან. მის მიმართ რაიმე ძალადობრივ ან ფიზიკური ზემოქმედების ფაქტებს ადგილი არ ქონია. სოლომან ქიმერიძის კიბის უჯრედიდან გადმოვარდნისთანავე გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და იგი გადაყვანილ იქნა ხაშურის საავადმყოფოში. ქიმერიძის ხაშურის საავადმყოფოში მიყვანისას ადგილზე მყოფი ექიმ რეანიმატოლოგის ზვიად ლომიძის და მორიგე ექიმის პოღოს ავაქიანის ჩვენებების შინაარსი: სოლომან ქიმერიძემ საავადმყოფოში მოყვანის შემდეგ ექიმების შეკითხვაზე თუ როგორ მიიღო ტრავმები უპასუხა რომ ჩამოვარდა. იმავე დღეს 23 საათსა და 40 წუთზე სოლომან ქიმერიძე გარდაიცვალა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შუალედური დასკვნის შინაარსი: გარდაცვლილს სხეულზე არ აღენიშნება ცემა-წამების კვალი, ხოლო გარდაცვალება გამოიწვია სიმაღლიდან ჩამოვარდნის შედეგად მიღებულმა ტრავმებმა. http://www.justice.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=106&info_id=4225 აქ წერია რომ ქიმერიძე პოლიციის შენობაში იმყოფებოდა 12.00-დან,10 წუთი ესაუბრა პოლიციის უფროსი და მერე 17.30-ზე ჩამოვარდა კიბეებიდან. დანარჩენი დრო ეტყობა მესამე სარტულიდან მეორეზე ჩამოსვლას მოანდომა.
  17. lasha_alo ლაშა,სანამ შენ და დეპრესას ტრორისტული აქტი არ მოგიწყვეთ,რამე ქენით თორემ მონიშნულის ციტირებას ვერ ვაკეთებ.მოვნიშნავ,ვაჭერ "მონიშნულის ციტირებას",შედეგი ნოლი. ამას მეოთხეჯერ ვწერ.დეპრესას პირადშიც მივწერე და არავითარი პასუხი.შეიძლება წერილებიც არ მიდის.
  18. DonCaredo მსოფლიოში უამრავი ავტორიტარული მმართველია პუტინზე უარესი.მაგრამ პუტინთან მე ის პრეტენზია მაქვს რომ მას მიშასთვის კი არ წაართვა ტერიტორიები,არამედ ყველა ჩვენგანს.აბა კიმების დისტია ჩვენ ნაკლებად გვეხება.
  19. გაიტანეთ ფორუმის ეს ახალი ვარიანტი.ნიკს ხან მისვამს,ხან არა,ხოლო მონიშნულის ციტირებას დააწექი რამდენიც გინდა,მაინც ვერ ვაკეთებ.ამიტომ ასე ვაკეთებ. dire სულ ესაა მაგის დიაგნოზი უკედიგანო სიბოროტე-დასტურ.
  20. mtidan რა თქმა უნდა არ მოიშლის,ასეთი რამეები დემოკრატიულ ქვეყნებშიც ხდება,მაგრამ იქ მათ ხელს არავინ არ დააფარებს და ბოლო ბოლო სასამართლო არსებობს.
  21. DonCaredo ხანდახან მეც გეთანხმებით ბატონო დონ.არც მე მგონია ვინმეს მოეკითხოს,თუ საერთოდ შეიცვალა ეს ხელისუფლება.მსხვილები გაიქცევიან,ხოლო დანარჩენები დარჩებიან თავის ადგილზე.
  22. Saturn სატურნ ბატონო,ძალიან კარგად გესმით რაზეა საუბარი.დღეს პოლიციაში და განსაკუთრებით ციხეებში საშინელებები ხდება,დაახლოებით იგივე რაც ედიკას დროს.უბრალოდ ამათ დემოკრატიაზე და ევროპულობაზე აქვთ პრეტენზია და ამას გამუდმებით გვიჩიჩინებენ.რაც მთავარია ქვეყანაში განმკითხავი არავინაა,განსაკუთრებით სასამართლო.
  23. newstudio მასე ვაკეთებდი,მაგრამ არ მისვამდა.ეხლა ნიკსაც არ მისვამს.ანუ ნიკის ჩასმას რომ ვაკლიკებ,ხვიშტი.
  24. lasha1997 დიტოს სალამი. ნიკის ჩასმა კი ვისწავლე,მაგრამ აი ციტირებას ვერ ვაკეთებ.მოვნიშნავ,მონიშნულის ციტირებას ვაკეთებ და არაფერი არ გამოდის.არც ციტირებით,რა უნდა ვქნა ვინმემ ხომ არ იცის.
×
×
  • შექმენი...