Jump to content
Planeta.Ge

ძუკუ

პლანეტელი
  • პოსტები

    5.814
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    10

ყველა პოსტი ძუკუ

  1. ლ ი ც ი ხოდა ამის შემდეგ ამ ფორუმზეც არის ხალხი რომელიც გულწრფელად სურს რომ ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს. ვისთან,ასეთი გიჟი ხომ არასაპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილია, ხოლო საპარლამენტო კი "პოტსები".ხელისუფლებაზე არაფერს არ ვამბობ. მოკლედ არაა ამ ქვეყნის საშველი.
  2. ლ ი ც ი ეჰ რამაზ, ყველა ოპომ კი არა მთელმა საქართველოს 80% რომ მოაწეროს ხელი, მაინც არაფერზე წამსვლელი არ არიან. მაგათვის თბილისის არჩევნების წაგება მომავალი პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასია. ამიტომ არაფერს არ დათმობენ. ეხლა ობამა პირდაპირ თუ დაურეკავს მიშას და ეტყვის, ერთი ადგილი დააყენე თორემ ყოფა გეტირებაო, მაშინ კიდევ შეიძლება რაღაც მოხდეს, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ რომ ესეც დაიკიდონ. მოკლედ გადარჩენის ცხოველური ინსტიქტი მუშაობს მაგათგან.
  3. babuagiorgi ამაზე კარგად მე ვერ დავწერდი.ჩეხეთი კარგია, მაგრამ სამშობლო...ღმერთმა გისმინოთ
  4. ჭანო 100 უმნიშვნელოვანესი გამოგონების სია ვნახე და მომეწონა.
  5. lasha_alo მოდით ჩამოვთავალოთ ეს პარტიები 1.ასლანიჩები, ანუ ქრისტიან დემოკრატები. 2.ე.დ.პ. 3. პადოშას პარტია, რა ქვია არ ვიცი. 4.მე თვითონ ანუ პაატა დავითაიას პარტია. 5.ტრადიციონალისტები, ანუ კაკო ასათიანი. 6.თვით ჯონდი ბოლო ოთხი პარტია, როგორც ადრე ე.წ. ეროვნულებზე დავწერე, ერთ ავტობუს "ბოგდანში" ჩაეტევა, თანაც პატარაში, დიდი არ დასჭირდებათ. გამოდის ეხლა ხელისუფლება და ამაყად აცხადებს, აგერ ამდენი პარტია შევთანხმდით საარჩევნო კოდექსზე და მხოლოდ ალასანიას ალიანსი აჩმახებსო. ჩახვაძე კი ამბობს, ეხლა მხოლოდ რამდენიმე საკითხზე შევთანხმდით, ის დავაფიქსირეთ და მოლაპარაკებას გავაგრძელებთო.გაგრძელება არა კვატი, მორჩა კინო. პოლიტიკური პროსტიტუციის აშკარა მოვლენა გვაქვს სახეზე.
  6. newstudio მაგარი ადგილია. ჩვენ ხომ არ ჩაგვეტარებინა გასვლითი სხდომა მანდ. სამწვადე და ღვინო წავიღოთ. დანარჩენს ადგილზე ვიშოვით.
  7. ლ ი ც ი მე რამდენადაც ვიცი ხელისუფლების თანხმობის გარეშე ეს არ შეიძლება.მათგან თანხმობა რომ არ იქნება გასაგებია.
  8. ლ ი ც ი ურიგო რატომ იქნება, ასეთი პრეცედენტი თუ სწორედ მახსოვს მაკედონიაში იყომაგრამ ჩვენთან გამორიცხულია.
  9. lasalexx გახლავთ. ისე კარგი იქნებოდა თუ დათანხმდებით.
  10. Saturn ბენდუქიძის ზომა სკაფანდრს თუ იშოვნიან?
  11. BBC Russian Последнее обновление: воскресенье, 29 ноября 2009 г., 12:01 GMT 15:01 MCK Правительство Непала проведет заседание на вершине Эвереста Правительство Непала собирается провести специальное заседание на горе Эверест. Оно хочет привлечь внимание мира к судьбе гималайских ледников, которым угрожает глобальное потепление. Заседание правительства, назначенное на 4 декабря, пройдет на высоте более 5 тысяч метров. Министров будут сопровождать врачи, которые будут следить за состоянием их здоровья დაერხა მიშას თუ სასწრაფოდ კავკასიონის რომელიმე მწვერვალზე არ მოაწყობს სხდომას. ეს ისე ვიხალისოთ, თორემ თემა ნამდვილად არ არის.
  12. lasha1997 ნამდვილად. მხოლოდ ერთს დავუმატებ-იქნება სამართლიანი.
  13. shamili არ შეიძლება ჩემო კარგო პატარა ბავშვივით საუბარი.კიდევ კარგი თქვენისთანების ხელისუფლებაში მოსვლის შანსი დღეს ნულია. მიშა არ გვეყოფა რომ ქვეყანა დააქცია.ეხლა სომხებთან და აზერებთან გვინდა ომი? რა მოვიგებთ?აი ზუსტად ესაა რასაც მე ვამბობ. ის რაც რუსებს აძლევს ხელს, რომ დედა გვიტირონ.
  14. shamili რა გაქვთ მოსმენილი, რომ ჩვენგან ვინმემ მძინარე ცხინვალი ახსენა? ცხინვალი რომ დაბომბეს და ამით რუსებს "კასუს ბელი" მისცეს, რა ტყუილია. რაც შეეხება ფედერაციულ მოწყობას, მე მგონი ერთხელ უკვე აგიხსენით, რომ ჩვენ ფედერაციული მოწყობას კი არა ასიმეტრიულ რეგიონალიზმს ვუჭერედით მხარს. ესპანეთის მოდელი, რამაც ის დაშლას გადაარჩინა.თანაც ყოველგვარი გამოყოფის გარეშე. დღეს ოსებმა და აფხაზებმა ფედერაციაში შესვლა რომ შემოგვთავაზონ, რა უარი უნდა ვთქვათ. ამისთანა მიდგომაბმა და მიშას ქმედებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ. ვიძახოთ ეხლა რომ უნიტარული სახელმწიფო გვინდა და ვიყოთ.
  15. ხომ არ დაგეწყოთ ბატონო შამილ. ამას წინათ ნოღაიდელი იყო რუსეთში და იქაურ პოლიტიკურ ძალებს ხვდებოდა.ეხლა თუ არ ვცდები შაშიაშვილი აპირებს. ისე დანარჩენ ფორუმელებს ვეკითხები, ასეთ განცხადებებს რა ქვია?
  16. shamili ეგ ორი ერთად როგორ თავსდება? ერთი რაიმე ქმედება მაინც დამისახელეთ რესპების პრორუსულობისა, ოღონდ ლოზუნგების გარეშე.
  17. shamili რესპების თავს ჯანდაბა, კარგი ბატონო ამერიკელების მონები ვართ,მაგრამ თუნდაც თქვენი გაგებით გუბაზი და შარტავა არაეროვნულები არიან? რაც შეეხება ფინანსებს, მაგაზე გაგეცით პასუხი, რომ თქვენს მიერ ხსენებულ პარტიებს საკმაო სახელმწიფო დაფინანსება აქვთ წინა ორ არჩევნებში ნაჩვენები შედეგების მიხედვით.ბურჯანაძეს კი მე მგონი გასაგებია საიდანაც. ,
  18. shamili ძალიან კარგად მახსოვს მაგის გამოსვლები მიტინგებზე, როცა ხელისუფლების იარაღით დამხობისკენ მოუწოდებდა.აგერ ლაშა-ალოს შეიძლება ჩანაწერებიც ქონდეს. საეროდ მაგისთანებს რომ მიყავდათ პარადი ეროვნულ მოძრაობაში შესაბამისი შედეგიც მივიღეთ.
  19. Siknadmo რაც გინდათ ის დაარქვით. იარაღი ხელში არ მჭერია.
  20. shamili შეიძლება დიდი არაფერი, მაგრამ პუტჩში მაინც არ მიმიღია მონაწილეობა და მიტინგებზე ისეთი სისულელეები, როგორცაა: ლიტვის გზა მოღალატურია და ჩვენთვისც დამღუპველია არ მიძახია. ეგ ანტიიმპერიალისტური რაღაა?
  21. babuagiorgi მანქანის გადაფორმება მართლაც ძალიან კარგადაა გაკეთებული. ათი დღის წინათ სამსახურისთვის მანქანა შევიძინეთ და იმიტომ ვიცი. შედიხარ დიდ დარბაზში სადაც ოცი მაინც გოგონა ზის და ირგვლივ ნომრები უწვიათ. აირჩევ ნებისმიერს და მართლა ხუთ წუთში გააფორმებენ. საბუთს გარეთ იძლევიან და სანამ დარბაზიდან გამოხვალ და იმ ფანჯარამდე მიხვალ, უკვე დაბეჭდილია. გვარის გადაკეთებაზე ალბათ სამოქალაქო რეესტრს უნდა მიმართო. იქ რა ხდება არ ვიცი, მაგრამ შემიძლია ჩვენ იურისტებთან გავიგო.
  22. დღეს ეროვნულობაზე გარკვეული ძალებს საავტორო უფლება აქვთ აღებული. ეს ეხება როგორც პირველი პრეზიდენტის მომხრეებს, ასევე პატარა ჯგუფს(პუპუზა, რიჯგვინა,კიკა, თამრიკო ჩხეიძე, მერაბ კოსტავას საზოგადოება და ა.შ.). გაიგეთ რომ სხვა ყველანი ანტიეროვნულები ვართ და ეს განხილვას არ ექვემდებარება.
  23. უიმე, აქ ლამისაა დაუსწრწებლად ამირჩიეს. ყველას უღრმესი მადლობა დაფასებისთვის, მაგრამ არაა ეს ჩემი საქმე. მე თუ დაგვთანხმდება lasalexx დავასახელებდი. ისე ორი მოდერი არ გვეყოფა?
×
×
  • შექმენი...