Jump to content
Planeta.Ge

ძუკუ

პლანეტელი
  • პოსტები

    5.814
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    10

ყველა პოსტი ძუკუ

  1. Private Nodari სწორედ მაგიტომ მივდივართ მაფშალიაში, რომ იქ დიდი ფული არ უნდა.
  2. chegesto ზოგისთვის ცოტაა, ზოგისთვის ბევრი.მაგი არაა პრობლემა. არაა ეს ფორუმი შეძლებული ხალხის, რაც კარგია ერთის მხრივ.
  3. Nukriko ბაზარი არაა.მობრძანდი.მე პირადად როგრც სამსახურიანი როგორც ვთქვი სამ ნემიროვს ვკისრულობ.
  4. სმა ჭამაზეც ხომ არ დაგვეპატიჟა? რა ჯობია თუთბერიძეებში ქეიფს.
  5. chegesto მანდ საკმარისია, თუ რამე სხვას შემოგვთავაზებ მე თანახმა ვარ.
  6. machkatela დიდი სიამოვნებით: რესპუბლიკელები. ფული არც არჩევნებზე გვიკეთებია და არც სხვა დროს, თუმცა ამის შესაძლებლობა გვქონდა.
  7. ჩვენ ეკლესიას ნამდვილად რაღაც ცვლილებები სჭირდება, მაგრამ არა თუთბერიძის მიერ ინიცირებული.
  8. lasha_alo რა დამოკიდებულება შეიძლება მქონდეს ასლანიჩის მიმართ? მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითი.
  9. მაშინ გკითხავ: “რაკიინის” გენდირექტორის მოადგილე შენი ქმარია. "იმედის” 90 პროცენტს სწორედ “რაკიინი” ფლობს, ანუ საკუთარი ქმრის ტელევიზიამ “აგიგორა” სკანდალი. სად არის ლოგიკა? ოპოზიცია ამტკიცებს, ტელევიზიებზე ხელისუფლების დიქტატიაო და ამაზე მეტი დემოკრატია რაღაა? ხო სულ "რაიკიინს" ეკუთვნის იმედი
  10. Gagi 67 დიდი ბოდიში მაგრამ თქვენ ვერ დამიწესებთ სად და რა ვთქვა.მიშა სულ არ არის ჩემთვის საძულველი. უბრალოდ არ მომწონს როცა ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი სისულელეებს ლაპარაკობს და მერე მთელი ევროპა დავცინის.
  11. Leo_Nafta გულწრფელად თანაგიგრძნობთ და მესმის თქვენი წუხილი. ოღონდ ერთ რჩევას მოგცემთ თუ მიიღებთ.არაა იმ ხალხის უმეტესობა ვის გვერდითაც დგახართ თქვენისთანა. მათ სულ სხვა მოტივები ამოძრავებთ. ამას ნოტაციად ნუ მიიღებთ. ისე შაბათს ხომ არ შემოგვიერთდებოდით პლანეტელების შეკრებაზე? მითუმეტეს როგორც ვხვდები სასმელთან ცუდი ურთიერთობა არ გაქვთ.
  12. Leo_Nafta სულიერობაზე რა მოგახსენოთ, მაგრამ ქვეყნის პრეზიდენტია და მისი ბედი ხელში უჭირავს. შესაბამისად ყველა ქმედება გაცილებით მნიშვნელოვანია ყოველი ჩვენთაგანისთვის ვიდრე ნებისმიერი რელიგიური წინამძღოლის ფაქტორი. მე მაგალითად არაეკლესიური გახლავართ, ამიტომ რელიგიური მამების ქმედებები თითქმის არ მაწუხებს, განსხვავებით ქვეყნის ხელისუფალთაგან.
  13. Leo_Nafta მე ბატონო ნაფტა, რადგან პატივს გცემთ, თქვენი აზრი მაინტერესებს და არა იქ ხელისმომწერების, მაგალითად თუთბერიძის. თორემ ეს კითხვა იქ რომ არ მოხვდებოდა კარგად ვიცი.
  14. ბატონო ლეო იძულებული ვარ გავიმეორო პოსტი რაზეც პასუხი ვერ მივიღე naftucha ციტატა(Leo Nafta @ 1st December 2009 - 06:38 PM) 1. რა ურთიერთკავშირი არსებობდა საქართველოს საპატრიარქოსა და საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის? იყვნენ თუ არა საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირთა და მაღალ იერარქთა შორის საბჭოთა სუკ-ის აგენტები? პირადად თქვენ, თანამშრომლობდით თუ არა საბჭოთა სუკ-თან? რა გაკავშირებდათ სუკ-ის პოლკოვნიკებთან გუნიავასთან და რატი ტატიშვილთან? რა სახით თანამშრომლობდით საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოსთან და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ რელიგიის საქმეთა საბჭოებთან? კი ბატონო, ლეგიტიმური კითხვებია, ოღონდ თქვენის ნებართვით ხელისუფლებისადმი დასმულ #1 კითხვას ასე ჩამოვაყალიბებდი 1.ბატონო პრეზიდენტო!რა ურთიერთკავშირი არსებობდა საბჭოთა სუკ-ს და კიევის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტს შორის, რომელიც თქვენ დაამთავრეთ.მსახურობდით თუ არა სასაზღვრო ჯარებში, რომელიც საბჭოთა სუკს ექვემდებარებოდა. რა კავშირი გქონდათ სუკ-ის და შემდეგ რუსეთის ფსბ-ს პოლკოვნიკთან თემურ ალასანიასთან?
  15. ეს ბატონებმა shamili და Gagi67 არ ნახონ თორემ რასმუსენს მოღალატედ ხომ შერაცხავენ და შეიძლება შუბლის გახვრეტით დაემუქრონ. თუ სერიოზულად მეც არ წარმომიდგენია დღეს რუსებს რაზე უნდა ველაპარაკოთ, როცა მისი ტანკები თბილისიდან 40 კილომეტრში დგანან. მაგრამ ადრე თუ გვიან ვინმეს აუცილებლად მოუწევს დიალოგის დაწყება.
  16. ერთი რამე ვერ გავიგე კატილინას რაში გავს? სიმამაცეში რომ არა ეს გასაგებია, მაგრამ ის კაცი სულ შეთქმულებებს აწყობდა და სულ მარცხდებოდა. ამან ერთი მოაწყო ედიკასთან და გაიმარჯვა.
  17. საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში სასტუმრო “შერატონს” სიმბოლური საჩუქარი - “ბოროტების დაბრმავებული თვალი” გადასცა. მიხეილ სააკაშვილმა დღეს ბათუმში სასტუმროს დასრულებული ნაწილი გახსნა. “ბათუმის თეთრი სასწაული, სასტუმრო “შერატონი” ბათუმის სითეთრეს ყველაზე მეტად უხდება. როცა ჩვენ ბათუმი ჩავიბარეთ, თეთრის გარდა ყველაფერი იყო – ჩამონგრეული და განადგურებული. ეს შენობა კი, განასახიერებს აღმშენებლობის, სილამზის და სითეთრის სიმბოლოს. ეს არის ყველაზე ლამაზი სასტუმრო მთელს შავი ზღვისპირეთსა და ევროპაში”, - აღნიშნა პრეზიდენტმა. კარგით მთელ შავიზღვისპირეთში დავიჯერეთ, მაგრამ მთელ ევროპაში? მისივე თქმით, ბათუმში “შერატონი” პირველი მერცხალი, უახლოეს ხანში კი, ხელი მოეწერება ბათუმის “ჰაიატის”, “ჰილტონის”, “რიქსოსის” მშენებლობის დაწყებას. სრულდება “ბათუმი რედისონის” მშენებლობაც. “ამას გარდა, საუბარია “ბათუმი ბულგარის” 7-ვარსკვლავიანი, ექსკლუზიური სასტუმროს მშენებლობაზე და სხვა ბრენდების შემოყვანეზე, მაგალითად ისეთზე როგორიც არის “ინტერკონტინენტალი” და სხვა. ამ პატარა ქალაქში ცოტა ხანში ყველა მთავარი ბრენდი იქნება. აქ იქნება მსოფლიო დონის იმაზე მეტი სასტუმრო, ვიდრე მთელს ცენტრალურ და აღმოსვალეთ ევროპაში, მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში~, - განაცხადა პრეზიდენტმა. ამ ადამიანმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპაში რომელი და რამდენი სახელმწიფო შედის თუ იცის? მიხეილ სააკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, თუ რა ხარისხით შენდება ახალი სასტუმროები. “რაც მე მინახავს, ეს შენობები ყველას აღემატება ხარისხითა და გემოვნებით, რადგან სიყვარულით შენდება”, - აღნიშნა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ახალი სასტუმროები სამუშაო ადგილებს და ინვესტიციებს ნიშნავს, რადგან ქვეყანაში ასეთი ბრენდების შემოსვლას ინვესტიციების შემოსვლა ახლავს თან. რაც შეეხება პრეზიდენტის სიმბოლურ საჩუქარს - “ბოროტების დაბრმავებულ თვალს” - ის ძველ პროჟექტორს წარმოადგენს, რომელიც, პრეზიდენტის განცხადებით, ასლან აბაშიძის აჭარაში თვალთვალისა და “თვალის დაბრმავების” საშუალება იყო. 5-ვარსკვლავიანი “ბათუმის შერატონი” 2010 წლის ზაფხულში ამოქედდება. სასტუმროს მფლობელი თურქეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველია.
  18. newstudio კარგია. ე.ი. შაბათს 12 დეკემბერს 13 საათზე დუქან "მაფშალში" აღმაშენებელზე ყოფილ კინოთეატრ აპოლოს ქვეშ.
  19. ეხლა მართლა მოუკრეფავში გადახვედით. ეგღა მაკლია თქვენისთანებმა ამორალური მიწოდოს. დაამუხრუჭეთ სანამ შესაბამისი პასუხი გამიცია. ისე თუ სხვა რამე გნებავთ მობრძანდით პლანეტელების შეკრებაზე და იქ ვისაუბროთ პირისპირ. მოდერებო მიხედეთ ამ სუბიექტს.
  20. თქვენ რა ფიზიკური ლიკვიდაციით ემუქრებით თქვენი მოსაზრებებისგან განსხვავებულ პირებს? მაგაზე ბატონო ჩემო ვინმე დავობს? რაც მე ანტირუსული განწყობის იმხელა სტაჟი მაქვს, დარწმუნებული ვარ თქვენ იმდენი წლის არც იქნებით. ამიტომ კონკრეტულ კითხვებს კონკრეტულად უპასუხეთ და არ გვინდა აქ ურაპატრიოტული რიტორიკა.
  21. Lo Janko მაგი ჩემო ლო ბატონმა გაგიმ უნდა გაიგოს. შემოვა ეხლა და დაგვიწერს უზარმაზარ პოსტს იმის თაობაზე როგორ არ გვესმის ჩვენ სახელმწიფოებრივი ინტერესები. რაც რეალურად იმას ნიშნავს ერთი და იგივე ფოცხს უნდა ვაბიჯებდეთ ფეხს მრავალჯერ.
  22. newstudio დეპრეს ფორუმის პურმარილის თემაშიც გვესტუმრეთ თუ შეიძლება.
×
×
  • შექმენი...