-
პოსტები
5.814 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
10
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ძუკუ
-
იმედია შაშკინი#2 არ გახდება.
-
იგორ გიორგაძე ამტკიცებს, რომ ზვიად გამსახურდია მოკლეს
ძუკუ replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Gagi 67 უკაცრავად და მართლა მოლანდებები ხომ არ დაგეწყოთ? ერთი სიტყვაც არ დამიწერია ამ ჯგუფზე.მე საბოლოოდ ვრწუნდები რომ პოსტების კითხვა არ გძალუთ. წერა იცოცხლე. თქვენზეა ნათქვამი, ჩუკჩა ნე ჩიტატელა, ჩუკჩა პისატელა. -
არეშიძე და ზაქარეიშვილი ფორუმელების სტუმარი
ძუკუ replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
natasha21 არ მოსულა ლიცი.პლანეტელებიდან ესწრებოდნენ ლაშა ალო, დეპრესა, ანალგინი, ძუკუ, შარი, ჩეგე. -
იგორ გიორგაძე ამტკიცებს, რომ ზვიად გამსახურდია მოკლეს
ძუკუ replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
babuagiorgi :maladec: -
ჭანო თითქმის ოცი წელია.
-
იგორ გიორგაძე ამტკიცებს, რომ ზვიად გამსახურდია მოკლეს
ძუკუ replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
babuagiorgi თუ ასეა, მე ვთვლი რომ ეს ნორმალური მიდგომაა. -
babuagiorgi ძალიან რთული ტემაა ბაბუ. ერთი წელია სულ ვფიქრობ ამაზე თუ რატომ დაიწყო მიშამ ფართომაშსტაბიანი სამხედრო მოქმედებები. არა მგონია ეს შედეგი რომ ცოდნოდა დაეწყო. აქედან გამოდის რომ: 1. რუსებმა მაგრა ათოხლეს. ამას მოწმობს მისი საჯარო განცხადება, რუსებს არაერთხელ უთქვამთ ჩვენთვის, რომ ოსეთი არ გვაინტერესებსო. 2. აშკარად წაქეზებული იყო ვიღაცის მიერ.ევროპელებს გამოვრიცხავ, გარდა პოლონელების და ბალტიისპირელების გარდა. ისინიც უფრო რუსებთან მკაცრ რიტორიკისკენ უბიძგებდნენ და ალბათ არა საომარი მოქმედებისკენ.რჩება ამერიკა. აქ მე უფრო ე.წ. ნეოკონსერვატორებზე მაქვს ეჭვი(ჩეინი და მისი კამანდა). არა მგონია ბუშს და კონდოლიზას რამე ეთქვათ. თუმცა ეს ყველაფერი ვარაუდებია.შედეგი კი კატასტროფიულია. რაც შეეხება კოსოვოს, ამაზე 100% პროცენტით გეთანხმებით. სულ ამას ვიზახდი ომამდე, მაგრამ კაციშვილი არ მისმენდა, როგორც ოპოზიციაში, მითუმეტეს ხელისუფლებაში.
-
უკაცრავად მაგრამ ესენი რომ სხედან არაფერი არ აწუხებთ? ბოდიში, მაგრამ ამათზე სხვა კომენტარი შეუძლებელია.
-
ლ ი ც ი თითქმის გეთანხმები რამაზ, ოღონდ ალიანსის გარეთ ჩვენი 4-5 %-ია.
-
აგერ ეს სტატია ქართულად პოლ სანდერსი მაშინ როდესაც შეერთებული შტატები ავღანეთში დამატებითი სამხედრო კონტიგენტის გაგზავნისთვის ემზადება, ობამას ადმინისტრაცია თავისი წინამორბედის შეცდომას იმეორებს, როდესაც ბუშმა მიხეილ სააკაშვილის საქართველოდან, რომელიც ნატოს წევრი ქვეყანა არ არის, ჯარისკაცები მიიღო. ობამას მთავრობა აშშ–ს ოპერაციის მხარდასაჭერად ავღანეთში, დამხარებას კვლავ საქართველოსგან იღებს. ბუშის ადმინისტრაციის მსგავსად, ობამას გუნდი ზედმეტად კონცენტრირებულია თავის საომარ პრიორიტეტებზე იმისთვის, რომ ამ გადაწყვეტილების შესაძლო გაუთვალისწინებელი შედეგები შეაფასოს იმ ისედაც მყიფე ურთიერთობებისთვის, რომელიც საქართველოს, რუსეთს და შეერთებულ შტატებს შორის არსებობს. საქართველოს პრეზიდენტი სასოწარკვეთილი ესწრაფვის ნატოს წევრობის გზით შეერთებული შტატებისგან დაცვის გარანტიების მიღებას. ის ენერგიულად აქეზებდა ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციას რიტორიკითა და ქმედებებით, 2003 წლის აგვისტოში ერაყში ჯარისკაცების გაგზავნის ჩათვლით. ბოლოს ქართველი სამხედროების რაოდენობამ იქ 2 000–ს მიაღწია, ვიდრე ამ ქვეყნის რუსეთთან ომის გამო 2008 წლის აგვისტოში კონტიგენტი სახლში არ გაიწვიეს. ის, რომ საქართველოს შეერთებულ შტატებთან ალიანსი სურს, აბსოლუტურად გასაგებია; მას ცუდი ბედი აღმოაჩნდა და რუსეთის საზღვრის გასწვრივ მდებარეობს. ე.წ. ხუთდღიან ომამდე, მოსკოვის საგარეო პოლიტიკა უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში სულ უფრო მტკიცე და აგრესიული ხდებოდა. რუსეთს მისი დასავლელი და სამხრეთელი მეზობლების უმრავლესობა მარწუხებში ჰყავს მოქცეული. ახლა მან სახრეთ ოსეთი და აფხაზეთიც დაიპყრო, რომლებსაც ყველა ცალსახად საქართველოს ტერიტორიის შემადგენელ ნაწილებად აღიარებს, და რეგიონებისგან დამოუკიდებელი პროტექტორატები შექმნა. რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე უფრო ღრმადაც შეიჭრა. აშშ–საქართველოს უფრო ახლო სამხედრო ურთიერთობისთვის პრობლემას ის წარმოადგენს, რომ ბატონ სააკაშვილს შეერთებული შტატები მოკავშირედ იმისთვის სჭირდება, რომ ის მის ინტერესებს და შესაძლოა საქართველოს ინტერესებსაც ამერიკის ინტერესების ხარჯზე მოემსახუროს. მეტიც, საქართველოს მხარდაჭერის მიღებით ისეთ სფეროებში, რომლებიც შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია, ადმინისტრაცია შესაძლო შემხვედრი ნაბიჯების ლეგიტიმურ მოლოდინს აჩენს, არადა ამგვარი ნაბიჯების გადადგმა აშშ–ს მხრიდან ძალიან საეჭვოა. სამწუხაროდ, ადმინისტრაციის წარმომადგენლები კიდევ უფრო ამღვრვევენ წყალს, როდესაც მხარდაჭერაზე განცხადებებს აკეთებენ; აშშ–ს სახელმწიფო მდივანი საქართველოს ნაბიჯს ასეთი განცხადებით მიესალმა „ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით“. როგორც ჩანს, საქართველოს პრეზიდენტმა უკვე არასწორად დაასკვნა, რომ მისი პატარა ერი შეერთებული შტატებისგან იმაზე მეტ მხარდაჭერას მიიღებს, ვიდრე მაშინ მიიღო, როდესაც თავის არმიას სამხრეთ ოსეთში რუს მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმა უბრძანა. ამ გაუთვლელ ნაბიჯს ტრაგიკული და დამანგრეველი კონფლიქტი მოჰყვა. შესაძლოა, ვიღაცეებმა ამტკიცონ, რომ სააკაშვილი იგივე შეცდომას (რუსეთის წინააღმდეგ კვლავ ამერიკის სამხედრო მხარდაჭერაზე გათვლა) აღარ გაიმეორებს. თუმცა განცხადებები, რომლებიც მან თავის გამოსვლაში გააკეთა, სადაც ის ხსნიდა თუ რატომ მიიღო 900 ჯარისკაცის გაგზავნის გადაწყვეტილება ავღანეთში, სადაც მის ქვეყანას უსაფრთხოების თვალსაზირისით არანაირი განსაკუთრებული ინტერესები არ გააჩნია გარდა მისი ურთიერთობებისა ვაშინგტონთან – საპირისპიროს ამტკიცებს. „ვიდრე ჩვენი მოკავშირეები – ამ შემთხვევაში შეერთებული შტატები და ევროპა – სხვა პრობლემებზე არიან გადართულები, ჩვენი მტერი სულ უფრო აქტიური ხდება. რაც უფრო მალე მოგვარდება ავღანეთის პრობლემა და დასრულდება ერაყის ომი, საქართველო მით მალე გახდება უფრო დაცული“, განაცხადა მან. რაც იმას ნიშნავს, რომ შეერთებული შტატაბისთვის ავღანეთისა და ერაყის პრობლემის მოგვარებაში დამხარებით, საქართველო ამერიკისგან მისი „მტრის“ რუსეთის წინააღმდეგ უფრო სერიოზული მხარდაჭერის მიღებას შეძლებს. აღსანიშნავია, რომ ბატონ სააკაშვილს როგორც ჩანს გამორჩა, რომ მისი ყველაზე დიდი მხარდამჭერი, ჯორჯ ბუშიც კი, საქართველოს ამერიკის „მოკავშირედ“ არ მოიხსენიებდა, რადგან ეს ასე არ იყო. ამას არც პრეზიდენტი ობამა აკეთებს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ არც ბატონი ობამა და არც ბატონი ბუში რუსეთს „მტერს“ არ უწოდებდნენ. ეს არ არის ამერიკულ და ქართულ ინტერესებს შორის ცხადი განხეთქილების დასტური და არც ავღანეთში ჯარის გაგზავნის სააკაშვილისეულ მიზანს ეწინააღმდეგება. სხვები ჩათვლიან, რომ ქართული ჯარის გაგზავნა მნიშვნელოვანია ქართული არმიის გაწრთვნისთვის, რათა მან ნატოს ჯარებთან მუშაობის უნარები კიდევ უფრო განავითაროს და გააღმავოს საქართველო–ნატოს თანამშრომლობა. ეს სახიფათოა. ისევ ბატონი სააკაშვილი: „სხვა ევროპული სახელმწიფოებისგან განსხვავებით, ჩვენს კონტიგენტს საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის თავალსაზრისით შეზღუდვები არ აქვს… ეს უნიკალური შანსია ჩვენი ჯარისკაცებისთვის რეალური სამხედრო ნათლობა მიიღონ. ჩვენ არ გვჭირდება არმია მხოლოდ აღლუმებზე დემონსტრირებისთვის“. ეს განცხადება სწორედ მაშინ კეთდება, როდესაც შეერთებული შტატები ცდილობს რუსეთი იმაში დაარწმუნოს, რომ ქართული არმიის მომზადების ამერიკული პროგრამები არ გაზრდის რუს ჯარისკაცებთან მის ბრძოლისუნარიანობას. აშშ–ს სასიცოცხლო ინტერესი აქვს ავღანეთში. ახლა, როდესაც ბატონმა ობამამ ავღანეთში საკუთარი სტრატეგია – ავად თუ კარგად – განსაზღვრა, შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი მოკავშირებისგან და შესაძლოა იმ პარტნიორებისგანაც, რომლებიც ჯერ მოკავშირეები არ არიან, დამატებითი სამხედრო ძალების მობილიზებას მიაღწიოს. თუმცა, ამერიკის, ისევე როგორც ევროპის უსაფრთხოების სასიცოცხლო ინტერესებშია ასევე აშშ–რუსეთის ურთიერთობები, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს უამრავი ნაკლი აქვს და მოსკოვთან „გადატვირთვის“ პერსპექტივაც არამყარია. შესაბამისად, ადმინისტრაციამ საქართველოსთან ურთიერთობებში სტატუს–ქვოს ნებისმიერი ცვლილება ძალიან ფრთხილად უნდა განიხილოს. საქართველო სუვერენიტეტისა და რეკონსტრუქციის საქმეში აშშ-ს მხარდაჭერას იმსახურებს, ისევე, როგორც იმაში, რომ უნებლიე დანაწევრებას გადაურჩეს. თუმცა, სააკაშვილმა უნდა გაიგოს, რომ შეერთებულ შტატებს საქართველოს მიმართ არანაირი ტიპის სამხედრო ვალდებულება არ გააჩნია და მით უფრო არანაირი ვალდებულება არ აქვს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი სამხედრო ძალით მისი კონტროლის ქვეშ დააბრუნოს. გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოს ლიდერს ამერიკის ამგვარ ვალდებულებას ვერც ანდობ, რადგან ის ძალიან მონდომებული ჩანს, რომ ის როგორმე მოიპოვოს. ამ პირობებში, საქართველოს სამხედრო დახარების მიღებას ავღანეთში, უსარგებლო და სახიფათო ქაოსი თავად ამერიკულ–ქართულ ურთიერთობებში შეაქვს. ობამას ადმინისტრაცია ორჯერ უნდა დაფიქრდეს ვიდრე იმოქმედებს. პოლ სანდერსი – ნიქსონის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და National Interest–ის თანამფლობელი. ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის დროს ის სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობდა. ორიგინალი
-
kote-1962 მივესალმები თქვენს დაბრუნებას ამ ფორუმზე. რაც შეეხება თემას, მართალია ეს ადამიანი არაა ადმინისტრაციის წარმომადგენელი, მაგრამ ნიქსონის ცენტრის დირექტორია და გავლენიანი პერსონა.
-
პაატა ზაქარეიშვილი: ედუარდ კოკოითთან შეხვედრა
ძუკუ replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ჯერ ერთი თქვენ და არა შენ. მეორე სად დავწერე მე რომ ისრაელში ამას გარეშე პირები აკეთებენ? აგერ ჩემი სიტყვები: სწორედ სახელმწიფო აკეთებას ამას, რომელიც თავისი მოქალაქის სიცოცხლეს ყველაფერზე მაღლა აყენებს და ფსევდოსახელმწიფო ინტერესებით არ ინიღბება. მოკლედ მე მოვრჩი თქვენთან ამ თემაზე საუბარს, რადგანაც ვერავითარ აზრს ვერ ვხედავ, თუნდაც იმიტომ,რომ დაწერილი პოსტის წაკითხვა არ შეგიძლიათ. -
პაატა ზაქარეიშვილი: ედუარდ კოკოითთან შეხვედრა
ძუკუ replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Gagi 67 საიდან მოგავთ ასეთი იდეები? პაატამ კოკოითს და იმ დაკარგული ოსი ეროვნების ახალგაზრდების მშობლებს პირდაპირ განუცხადა რომ ეს ბავშვები უდანაშაულოები არიან და არანაირად არ შეიძლება მათი განთავისუფლების საკითხი მიებას სხვა რამეს და ის მხოლოდ ამისთვის იყო ჩამოსული აგრეთვე ის იმ ბავშვებსაც შეხვდა (რაც მათთვის დიდ გამხნევებას ნიშნავდა). ამ ყველაფერს კომახიძე კამერით იღებდა და იმედია დღეს თუ არა ხვალ ყველა ვნახავთ. თქვენი და ხელისუფლების პოზიცია სავსებით იდენტურია. ხელისუფლება რომელიც ჩასვრილია და თავისი მოქალაქეების დაცვა არ შეუძლია , არც სხვას ანებებს რამის გაკეთებას, რათა თავიანთი უსუსურობა არ გამოაჩინოს. არა მარტო თქვენს გასაგონად ვამბობ, აიღეთ ისრაელის მაგალითი, რომელიც მზადაა ერთი თავისი მოქალაქე მინიმუმ 300 ტერორისტზე გაცვალოს და არ აწუხებს თუ თქვენნაირები, თუ ასეთები იქაც მოიძებნებიან, რაში დასდებენ მათ ბრალს. -
იგორ გიორგაძე ამტკიცებს, რომ ზვიად გამსახურდია მოკლეს
ძუკუ replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
babuagiorgi მაგარი კაცი ბრძანდებით ბაბუ. მეც ასე ვფიქრობ, მაგრამ ზვიადის თანამებრძოლისთვის ძნელი უნდა იყოს ასეთი განცხადება ასეთ მტკივნეულ თემაზე.. -
პაატა ზაქარეიშვილი: ედუარდ კოკოითთან შეხვედრა
ძუკუ replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Gagi 67 ეს ყველაფერი იმ ასობით ადამიანს და მათ ახლობლებს უთხარით რომლებიც პაატამ აფხაზეთში კონფლიქტის დროს დაიხსნა. ან ამ ბავშვების მშობლებს რომლებიც ციხეში სხედან. ან იქნებ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის რომელიმე მუხლი დამისახელოთ, რომელიც პაატამ დაარღვია და რის გამოც მის დაპატიმრებას მოითხოვთ. როცა ის პირობით საზღვარზე გადადიოდა და ჩვენმა პოლიციამ გააჩერა, მათ გადარეკეს თავიანთ ხელმძღვანელობასთან და ამის შემდეგ გაატარეს ისინი.შესაბამისად ჩვენი ხელისუფლება ყველაფერი წინასწარ იცოდა და არაა საჭირო გაკვირვებული თუ აღშფოთებული სახეების კერვა. საერთოდ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად ჩვენს მოქალაქეს საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების დროს და საქართველოს მოქალაქეებთან შესახვედრათ (იმ ოსი ეროვნების დაკარგულების მშობლებს ვგულისხმობ რომლებსაც პაატა შეხვდა,მათი უმრავლესობა ქართული წარმოშობისაა) არავის ნებართვა არ სჭირდება. -
[Gagi 67 ტაშიი!! წინა საპარლამენტო არჩევნებზე მხოლოდ რესპუბლიკურ პარტიას ქონდა გამოწვეყნებული პროგრამა, დაახლოებით 60 გვერდი, სადაც თქვენს მიერ ჩამოთვლილი ყველა საკითხი იყო განხილული. მაგრამ როგორც თქვენ არ გაინტერესებთ ეს ისევე ჩვენს ამომრჩეველს. ლიდერი მონახული გვყავს და პლატფორმაც ჩამოყალიბებული. სხვათა შორის დემოკრატიულად ლიდერების ცვლა მხოლოდ რესპუბლიკურ პარტიაში ხდება. მე აქ 20 წელია რაც ვარ და დათო მეხუთე თავჯდომარეა. მანაც ამ წელს ჩატარებულ ყრილობაზე გაგვიცხადა, რომ შემდეგისთვის( ორი წლის შემდეგ) ახალი თავჯდომარე ეძებეთო.
-
ისე ვინც ჩიბუხას იცნობს, არც პატრულს დააკლებდა რამეს.
-
b]shamili[/b] არა ბატონო შამილ, რესპუბლიკური პარტია 1978 წელს დაფუძნდა ზუსტად ასეთი სახელით. მართალია ცოტა ხანში თითქმის ყველა დაიჭირეს, მაგრამ ეს სხვა საკითხია. ჰელსინკის კავშირი როგორც ჰელსინკის ჯგუფი შეიქმნა 1976 წელს, როგორც უფლება დამცველი ორგანიზაცია(ყოფილ ს.ს.რ.კ-ში ასეთივე რამდენიმე იყო ანალოგიური დასახელების, მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფი, ბალტიისპირეთის,თბილისის და ა.შ.), ისინი პარტიები არ იყვნენ და საქართველოში პარტიად 80-იანი წლების ბოლოს ჩამოყალიბდა.
-
shamili ჰოდა როცა აღადგინა იქიდან ითვლება. ეხლა ყულთუ არსლანის კარავი რომ აღედგინა რამდენის გამოვიდოდა?
-
machkatela თუ ასეა ფეისბუქზეა ასეთი თემა "გურიის ანარქისტული რესპუბლიკა". შემოგვიერთდით. კარგია პროლოჯიკ ბატონო.
-
Gagi 67 ვირის აბანოში საბოლოოდ მე ვიცი ვინც მოხვდება.რაც შეეხება შეურაცხყოფას აბა ეს რაა? ან ეს? ციტატა(Gagi67 @ 16th December 2009 - 08:55 PM) მოსაკლავია ეგ ნაბიჭვარი ზაქარეიშვილი, თუმცა იმ დაღვრემილი ასო- უსუფასშვილის შემდეგ რაა გასაკვირი?! საბოლოოდ გაფრთხილებთ, კიდევ ერთი და მიიღებთ ჩემგან ათსართულიან გინებას
-
ისე ცოტა რაოდენობა რომ დაეკლოთ და უფრო მაღლა დაეკიდათ გადაიტანდა კაცი.
-
lasalexx ლ ი ც ი დილა მშვიდობისა მოდერებო! სატურნს არ მივმართავ რადგან როგორც ვიცი საქორწინო მოგზაურობაში იმყოფება და ფორუმისთვის არ უნდა ეცალოს. მინდა წინა პოსტი გავიმეორო კიდევ გააგრძელა ჩემი მეგობრების უშვერი სიტყვებით მოხსენიება მაშინ მეც ნუ დამსჯით ანალოგიური ქმედებებისთვის.
-
ამ ფორუმს მოდერატორები თუ ყავს? ეს კაცი დააშოშმონეთ სანამ დამიხურებია თავზე, გინება ისეთი ვიცი მაგას არ დასიზმრება. რაც არასდროს არ გამიკეთებია. ამას მერამდენჯერ აკეთებს?