Jump to content
Planeta.Ge

ძუკუ

პლანეტელი
  • პოსტები

    5.814
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    10

ყველა პოსტი ძუკუ

  1. DATA TUTASXIA დათა ბატონო დიდი პატივისცემით მოგახსენებთ. მიშისტებს რა უნდათ პრაიმერზე და ის უნდათ რომ გააგზავნიან.რა სიები უნდა წარადგინონ პარტიებმა, ხომ ვერ გვეტყვით? თუ თავიანთი მხარდამჭერების სიები აქვთ(რაშივ დიდი ეჭვი მეპარება), მაშინ რაღას არჩევენ. ვინც დიდ სიას წარადგენს თეორიულად გამარჯვება იმის ყოფილა.ხოლო თუ ზოგადად უბნის ამომრჩევლების სიაზეა საუბარი, მაშინ იქ ხელისუფლების მომხრეებიც ბლომად იქნებიან. ეხლა მთავარი. ვინ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას და ვინ პრიმერსაც აწვება. მე მგონი უმრავლესობა დამეთანხმება რომ დღეს საქართველოში სულ რამდენიმე სერიოზული პოლიტიკური ძალაა. 1. ნაციონალური მოძრაობა 2.ალიანსი საქართველოსთვის(ალასანია, რესპები, ახლები) 3.ლეიბორისტები 4.ფორუმი 5.ასლანიჩები ამას ყველა გამოკითხვა ადასტურებს. ამის შემდეგ მოდიან უფრო მცირე პარტიები კონსერვატორები, კობა, ბურჯანაძე, ბესელია. ნოღაიდელი და კიდევ საპარლამენტო წვრილფეხობა ჯონდი, ე.დ.პ,მე თვითონ,პადოშა. შეიძლება ვინმე გამომრჩა აქედან შალიკო და ანზოროვნა უარს ამბობენ არცევნებში მონაწილეობაზე, ასევე ბესელიაც. ფორუმზე არ ვიცი. საპარლამენტო პარტიებთან ურთიერთობაზე მე მგონი საუბარიც არ ღირს.ნოღაიდელზე ხო საერთოდ. აბა ვისთან ერთად ჩავატაროთ პრაიმერი, კობასთან და ძიძიგურთან? კობა რომ არასერიოზული კაცი ალბათ ბევრი დამეთანხმება. ხოლო ძიძიგურს მარტო იმისთვის არ აირჩევენ მერად, რომ სამტრედიული კილოკავი ვარ მოუშორებია.ეხლა ამათ დაინახეს რომ რადიკალები არ მონაწილეობენ და ნიშის დაკავება მოუნდათ. პრიმერის დაჟინება ამითაც აიხსნება. და საერთოდ მთელი გაზაფხულის აქციები რომ ვიარეთ გრეჩოიდების ჭკუაზე, იმიტომაც გამოვიდა რამე კარგი. Kracaxnadukla თქვენ გაიხარეთ. დავიღალე ამის მტკიცებით.
  2. “ალიანსი საქართველოსთვის” პრაიმერში მონაწილეობას არ მიიღებს სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში 30 / 12, 2009 12:46 Print Font size: “ალიანსი საქართველოსთვის” პრაიმერში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელიც პოლიტიკური გაერთიანების პრესსამსახურმა დღეს გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ “ალიანსი საქართველოსთვის” არ გეგმავს, მონაწილეობა მიიღოს პრაიმერში. “არსებულ გარემოში პრაიმერის ჩატარება მრავალ საფრთხეს ატარებს, რომელიც გამოყენებული იქნება ოპოზიციურ ძალიებს შორის დაპირისპირებისთვის. “ალიანსი საქართველოსთვის” მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, დროულად მივაღწიოთ პოლიტიკურ შეთანხმებას ერთიანი ძლიერი კანდიდატის მხარდასაჭერად”, - ნათქვამია განცხადებაში.
  3. DATA TUTASXIA მივაწექით რაც შეგვეძლო.მაგრამ NDI-ში წარმოებულ მოლაპარაკებებში ვინც გვიმუხთლა მე მგონი ყველამ კარგად იცით.მაგათი ხელშეწყობით დღეს ხელისუფლება იძახის, რომ ამას (30%-ს) შვიდი პარტია უჭერსო მხარს და მხოლოდ ერთი წავიდა წინააღმდეგო.
  4. DATA TUTASXIA ამას ძიძიგური იძახის.მეასეჯერ მიხდება ერთი და იგივეს დაწერა. არსად არ ტარდება პრაიმერი რამდენიმე პარტიის შორის. ტარდება მხოლოდ ერთ პარტიაში და იქაც მხოლოდ ამ პარტიის დარეგისტრირებული ამომრჩევლები მონაწილეობენ. ვთქვათ მე ვარ მიშისტი( ტფუი ეშმაკს!) და მოვდივარ პრაიმერზე ჩემს უბანზე. ვინ ამიკრძალავს ხმის მიცემას?რა შუბლზე მაწერია რომ მიშისტი ვარ? თუნდაც მეწეროს რას მეტყვიან, არ გეერგებაო ხმის მიცემა?ჰოდა ამ მეთოდით თავისი აქტივისტების საშუალებით ყველაზე და სუსტ კანდიდატს გავამარჯვებინებ. რაც მთავარია ეს არავითარი გაყალბება არ იქნება და შესაბამისად არჩევნების კონტროლთან არავითარი კავშირი არ აქვს.machkatela ეგრეა ნამდვილად.ერთ და ორ პროცენტიანი პარტიები ამით საერთო სიას და მასში რაღაც კვოტებს ითხოვენ. თანაც დააკვირდით რა კარგად აშუქებენ ამას სამთავრობო ტელევიზიები. გუშინ ყველა არხზე ისინი ტრიალებდნენ.
  5. kisa სწორია, მაგის ესკაკა კი არა კაკა ხომ გახსოვთ. ისე მე სტალინის ძეგლს უფასოდ გადავცემდი.
  6. shamili დავუშვათ რომ ასეა. ისინი ხომ ბევნი არიან, ჰოდა ერთს დაიჭერდა და შესანინიშნავ პიარ კამპანიას ჩაატარებდა. წარმოიდგინეთ ვთქათ ანზოროვნას აპატიმრებენ, მაშინ როცა რუსული წარმომავლობის ფულით სავსე ჩემოდნით ჩამოდის და ჩვენი სახელოვანი ტელევიზიები ამას პიდაპირ ეთერში აჩვენებენ.
  7. newstudio წავიდნენ სამ ასოზე ეს მართლა იდიოტები. სანამდე შეიძლება მათი მოსმენა. გაზაფხულის აქციებში ხომ უზარმაზარ წარმატებას მიაღწიეს.
  8. shamili ნუ წერთ იმას რაზეც წაროდგენაც კი არ გაქვთ. ოპოზიციას რომ რუსული ფულები ქონდეს, დიდი ხანია ვირის აბანოში იქნებოდნენ გამწესებული. რა რა და ამ ხელისუფლებას, ფულის მასების კონტროლი ნამდვილად შეუძლია.
  9. shamili კიდევ ერთხელ გიმეორებთ, პატრიოტიზმზე და სამშობლოს სიყვარულზე არავის ლიცენზია არ აქვს. საქართველო ნაცებსაც უყვართ, ოღონდ მხოლოდ თავისთვის და მე ასჯერ მითქვია, რომ მიშამ იმისთვის კი არ დაიწყო შეიარაღებული მოქმედებები, რომ რუსებისთვის ჩაებარებინა ტერიტორიები, არამედ ტერიტორიების დასაბრუნებლად. რა გამოუვიდა სხვა საქმეა.
  10. Nukriko არავისაც არ დაეხმარება დასავლეთი, სანამ არ დაინახავსრომ მას რეალური ძალა აქვს. ამაშია სწორედ ალასანიას და არა მარტო მისი პრობლემა. ბოლომდე უნდა წაგეკითხათ ჩემი პოსტი.
  11. shamili კარგით რა ბოლოს დაბოლოს. თურმე ამ პრობლემის გასაღები რუსეთისთვის ოკუპანტის სტატუსის მინიჭება თუ მოხსნაა.ერთიც ფეხებზე კიდია მას და მეორეც. თბილისიდან 35 კილომეტრში ტანკები უდგას, თქვენ კი რაღაც სტატუსზე მელაპარაკებით. ეს იმას გავს პაატა დავითაიას რომ აქვს ჩახვეული, ავღძრათ საქმე ბაღაფშის და კოკითის წინააღმდეგ.
  12. T_A_T და არა მარტო შარშან. რევოლუციამდე დასავლეთის ფავორიტი სწორედ ანზოროვნა იყო და არა მიშა.
  13. shamili რაც შეეხება აფხაზებთან და ოსებთან დიალოგს, ეს ამას წინათ თქვენგან სანატრელი ნატოს გენერალურმა მდივანმაც კი მოგვიწოდა. სწორედ ამის არარსებობამ და ბლოკირებამ, როგორც ხელისუფლების, ისე თავის დროზე ე.წ. ეროვნული ძალების მიერ სანამდეთაც მიგვიყვანა, კარგად სჩანს. ერთი თქვენი (ე.წ. დეოკუპაციის კომიტეტს ვგულისხმობ), წარმსტებით გაკეთებული რამე საქმე მანახა. ლოზუნგების გარდა.
  14. Nukriko არაა ეგრე ბატონო ნუკრიკო.გადახედეთ დასავლურ პრესას ალასანიაზე და ნახავთ. თუმცა ამას წინათ ერთმა დასავლელმა პოლიტოლოგმა სწორედ დაწერა. ალასანია კარგი ტიპია, მაგრამ ხმების მიმღები თუ არის?
  15. ძალიან მოკლედ რუსეთის მოქალაქეების ერთი ჯგუფი რუსეთის ხელისუფლების სხვადასხვა შტოს რუსეთის პროკურატურაში უჩივის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით. უჩივლე ეხლა მიშას ნებისმიერ საკითხზე საქართველოს პროკურატურაში, იგივე შედეგი იქნება იქაც.
  16. shamili ბატონო შამილ, თქვენ ერთი პოლიტიკური "ლიკბეზი" გჭირდებათ. 1.დასავლური პოლიტიკა არ ნიშნავს ანტირუსულობას. რუსეთთან მტკიცე პოზიციის დაკავება ერთია და ანტირუსობა მეორე. 2. ალასანიამ ვაჰაბისტებისგან და ჩეჩენი ბოევიკებისგან გაწმინდა პანკისი და აბსოლუტურად სწორად მოიქცა.არაფერი არ ესაქმებოდათ მათ აქ. მე დევნილებს არ ვგულისხმობ
  17. newstudio ის ვერ გავიგე კონფლიქტი ვისთან ქონდა.
  18. Kracaxnadukla სამაგიეროდ უფასდებათ. ხვდებიან სხვადასხვა თანამდებობებზე.
  19. ერთი რამე ვერ გავიგე, ჩვენთვის ანუ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვაჟკაცობა ჭირდება რუსების გინებას. მაგისთვის აქ აწინაურებენ. სხვათა შორის მე რუსებს მაშინ ვაგინებდი, როცა ამისთვის თავზე ხელს არ უსვამდნენ.
  20. Gagi 67 მე გირჩევდით ბატონო გაგი, ცოტა საარჩევნო სისტემებში გაერკვეთ (თუნდაც ამერიკის) და მერე პოსტოთ. და საერთოდ არაერთხელ მოგიწოდეთ, კითხვა ისწავლეთ.
  21. machkatela კი ბატონო მოგახსენებთ. 1. ყველა დონის კომისიაში ნაცებს დარჩათ უმრავლესობა. 2. არაა გათვალისწინებული აღმასრულებელი ხელისუფლების მონაწილეობიშ შეზღუდვა. 3. არა მოხდა შეთანხმება ასევე შ.ს.ს. და პროკურატურის ჩარევაზე 4.ტელევიზიები ისევ ხელისუფლების ხელშია. 5. შეუთანხმებლად გაიტანეს ის რომ,პარლამენტის წევრს უფლება აქვს ისე მიიღოს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, რომ უფლებამოსილება არ მოიხსნას. 6.სპეციალურად ქრისტიან-დემოკრატებისთვის (გია ჭანტურია) ამოიღეს მუხლი, სადაც მერობის კანდიდატს მოეთხოვებოდა ბოლო ორი წელი საქართველოში ცხოვრება. ეს რაც უცბად გამახსენდა, დანარჩენს როცა კოდექს მთლიანად ვნახავ მაშინ მოგახსენებთ. რაც შეეხება 30%-იან ბარიერს, თუ ვინმე ერთ სერიოზულ არგუმენტს მაინც მომიყვანს, თუ რატომ უნდა ირჩეოდეს დედაქალაქის მერი 30%-იანი მხარდაჭერით, გარდა იმისა რომ ნაცებს ასე აწყობთ, დიდი მადლობელი დავრჩები.
  22. FRIDRIX ეგ კი სწორია,პრეზიდენტი იყო და მიშასავით არჩევნები არ გაუყალბებია. იმიტომაც აიღო მისმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებზე მესამე ადგილი და მაგიტომაც ვცემ პატივს. ჰო კიდევ არც კონსტიტუცია მოურგია საკუთარ თავზე.
×
×
  • შექმენი...